08 მარტი 2026, 17:09 / სანდო წყარო

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები 53:30 დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებსა და რუმინეთის ნაკრებს შორის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩი ავჭალის სტადიონზე ჩატარდა. „ბორჯღალოსნებმა“ რუმინეთის ნაკრები 53:30 დაამარცხეს და ესპანეთში გამგზავრების საგზური მოიპოვეს.

მატჩში საუკეთესო მორაგბედ თორნიკე ჯალაღონია დასახელდა.

ამ თამაშით „ბორჯღალოსნებმა“ ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასი კიდევ ერთხელ შეინარჩუნეს.

ეროვნული ნაკრების თამაშს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო.

ყველა სიახლე

29 აპრილი 2026, 17:30

პოლიტიკა

პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები დაამტკიცა, რის შემდეგაც მამუკა მდინარაძე მინისტრთა კაბინეტს შეუერთდება

პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები დაამტკიცა, რის შემდეგაც მამუკა მდინარაძე მინისტრთა კაბინეტს შეუერთდება.

ვახტანგ ბაჩიაშვილი

29 აპრილი 2026, 17:29

პოლიტიკა

ვახტანგ ბაჩიაშვილი: სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კონსტიტუციით გათვალისწინებული ინსტიტუტია და იქმნება, როდესაც სახელმწიფოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანის გადასაჭრელად აუცილებელია ამ თანამდებობის შემოღება

მთავრობის საპარლამენტო მდივანი „ქრონიკასთან“ განმარტავს, რომ სახელმწიფო მინისტრის პოსტი, თავისი შინაარსით განსხვავდება სხვა მინისტრების თანამდებობებისაგან. ვახტანგ ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილებით მთავრობა აჩვენებს რა არის კონკრეტულ შემთხვევაში მისთვის პრიორიტეტი და ამჯერად ეს პრიორიტეტია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცება.

29 აპრილი 2026, 17:24

პოლიტიკა

სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა გაიმართა

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1558-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა შედგა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

რობერტ ფიცო

29 აპრილი 2026, 17:22

მსოფლიო

კრემლში დაადასტურეს, რომ რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში ჩავა

რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის განცხადებით, 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ჩავა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

29 აპრილი 2026, 17:11

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ნებისმიერი პოზიცია, რომელსაც იკავებდა და დაიკავებს მამუკა მდინარაძე არის წარმატების გარანტია

„ჩვენ უკვე დადასტურებული ფაქტებით შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ძლიერდება სახელმწიფო ინსტიტუტები და უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის პანიკას, სინამდვილეში ისინი საკუთარ თავებს ჰყიდიან, რომ მათ ინტერესებში არ არის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და განვითარება. მაგრამ მოუწევთ ამ შიშებთან დარჩენა, ვინაიდან ხელს ვერ შეუშლიან ამ ყველაფერს“, - აცხადებს იონათამიშვილი.

ზაზა ლომინაძე

29 აპრილი 2026, 16:56

ჯანდაცვა

ზაზა ლომინაძე: გაოცებას ვერ ვმალავ „გახარია-საქართველოსთვის“ გუნდის გამონათქვამებით, თქვენი გამოსვლა იყო ამორალური, სრულიად გახვედით საექიმო და საპარლამენტო ჩარჩოებიდან, ამას არც ოპოზიცია ჰქვია

მინდოდა გამეგრძელებინა თქვენი საუბარი იმ გამოწვევებზე, თუ რა გვაქვს დღეს საქართველოში, რა უნდა გავაკეთოთ თითოეული მოსახლისათვის, რა უნდა გავაკეთოთ იმ 100 ბავშვისათვის, ისევე, როგორც გავაკეთეთ იმ 20 ბავშვისათვის, რომელიც აქონდროპლაზიით არის დასნეულებული, მაგრამ, სამწუხაროდ, გაოცებას ვერ ვმალავ "გახარია-საქართველოსთვის" გუნდის გამონათქვამებით, ასეთი არ მოგვსწრებია პარლამენტში უკვე მეორე მოწვევაა, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ, ჯანდაცვის მინისტრ, მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაციაზე განაცხადა.

29 აპრილი 2026, 16:50

მსოფლიო

Reuters: სტარმერის მუქარის მიუხედავად, ბრიტანეთი რუსულ გემებს არ აკავებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მუქარას რუსული ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემების დაკავებასთან დაკავშირებით, შედეგი არ გამოუღია, რადგან ბრიტანეთის წყლებში რუსული გემები დღემდე თავისუფლად გადაადგილდებიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

29 აპრილი 2026, 16:49

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: მაინტერესებს, როგორ აპირებს ინვესტიცების ახალი სააგენტო ქართული პროდუქციის ექსპორტის ეფექტურ ლობირებას საერთაშორისო ბაზრებზე, როდესაც ადგილობრივი წარმოება შიდა ბაზარზეც კი დაუცველია

პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე „ინვესტიციების სააგენტოს“ მუშაობის პრიორიტეტს უწუნებს. „სააგენტოს ფუნქცია არ მგონია, რომ ზოგადად გამოფენებზე სიარული უნდა იყოს, მას სჭირდება უფრო სერიოზული პრეზენტაბელურობა, - განაცხადა ქადაგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ განსახილველად წარადგინა.

ირაკლი კობახიძე

29 აპრილი 2026, 16:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის, რომლის შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თვისებრივად გაძლიერდა და ძლიერდება

მამუკა მდინარაძის დანიშვნა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე გააძლიერებს სტრუქტურებისა და მთლიანად მთავრობის მუშაობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სამსახურის ახალი უფროსის, გეკა გელაძის წარდგენისას.

29 აპრილი 2026, 16:41

ეკონომიკა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ოპერირებას ახალი საერთაშორისო ინვესტორი - ამერიკული კომპანია Aspect Georgia LLC დაიწყებს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ახალი საერთაშორისო ინვესტორი - Aspect Georgia LLC შემოვიდა, რომელიც კვლევა-მოპოვებითი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაში 70 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

ნინო წილოსანი

29 აპრილი 2026, 16:31

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: პოლონეთის გადაწყვეტილება პასუხობს ქართველი რადიკალების მოთხოვნას, რომ დეზინფორმაციის და მავნებლური პროპაგანდის ახალი კერა გაჩნდეს

ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს შემთხვევაში ვუყურებთ, რამდენად აბსურდისკენ მიექანება რიგი ბიუროკრატების გადაწყვეტილებები, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.

გენადი არველაძე

29 აპრილი 2026, 16:24

ეკონომიკა

გენადი არველაძე: ჩინური მხარისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ის უპირატესობები, რომლებსაც საქართველოში წარმოებული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე მიიღებს, შესაბამისად, შევძლებთ ჩინური ავტოინდუსტრიული კომპანიების მოზიდვას

დარწმუნებულები ვართ, რომ შევძლებთ ჩინური ავტოინდუსტრიული კომპანიების დაინტერესებას და მათ მოზიდვას საქართველოს ბაზარზე, - აღნიშნა ჩინეთში გამართული შეხვედრების შეფასებისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

29 აპრილი 2026, 16:22

საზოგადოება

ქართველმა მოსწავლეებმა ევროპის მათემატიკურ ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს

ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ევროპის I მათემატიკური ოლიმპიადა (EMO-2026) გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქართველმა მოსწავლეებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლის მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვეს.

ფრიდრიხ მერცი

29 აპრილი 2026, 16:20

მსოფლიო

POLITICO: გერმანიის ეკონომიკა ეცემა, ხოლო მერცი ამაში ადანაშაულებს ყველას, საკუთარი თავის გარდა

გერმანიის ეკონომიკა დაღმასვლას განაგრძობს, ხოლო ქვეყნის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ამაში ყველას ადანაშაულებს საკუთარი თავის გარდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

გენადი არველაძე

29 აპრილი 2026, 16:17

ეკონომიკა

გენადი არველაძე: შანხაი მძლავრი სატრანსპორტო ჰაბია, რაც საშუალებას მოგვცემს, ტურისტები არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ მესამე ქვეყნებიდანაც მოვიზიდოთ, 2026 წელს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო მეტ ზრდას ველოდებით

ავიაკომპანია China Southern-თან პეკინსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობა განვიხილეთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.

ირაკლი კობახიძე

29 აპრილი 2026, 16:16

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენი გუნდისთვის ორი კრიტერიუმია განმსაზღვრელი, ეს არის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება, მოხარულები ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოების სათავეში დგანან ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ამ თვისებებით

ჩვენი სახელისუფლებო გუნდისთვის ორი კრიტერიუმია განმსაზღვრელი თანამდებობის დაკავებისას, ეს არის პროფესიონალიზმი, რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართალდამცავ ორგანოებში და ეს არის კეთილსინდისიერება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად გეკა გელაძის წარდგენისას.

დიმიტრი ხუნდაძე

29 აპრილი 2026, 16:14

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ქეთევან ბაკარაძეზე: დაუშვებელია პოლიტიკური სარგებლის მიღებისთვის, თავის გამოჩენის თუ ამ გზით ცნობადობის გაზრდის მიზნით თემებით სპეკულაციები, მით უმეტეს, რომ ეს თემები ეხება ჯანდაცვას, ადამიანებს და ბავშვებს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის “ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ინტერპელაციის წესით „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის“ მინისტრის მიხეილ სარჯველაძის მოსმენისას პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

მიხეილ სარჯველაძე

29 აპრილი 2026, 16:09

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: იმედს გამოვთქვამთ, მალე გაჩნდება ყველა კითხვაზე პასუხი და გაჩნდება სრულფასოვანი მედიკამენტიც - რა წამს გაჩნდება ასეთი სარწმუნო ცნობები, სამინისტრო არ დააყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას

იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე გაჩნდება ყველა კითხვაზე პასუხი და გაჩნდება სრულფასოვანი მედიკამენტიც, რეალური შესაძლებლობის მქონე და უსაფრთხო მედიკამენტი. რა წამს გაჩნდება ასეთი სარწმუნო ცნობები, სამინისტრო არ დააყოვნებს გადაწყვეტილების მიღებას, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზაალ მიქელაძე

29 აპრილი 2026, 16:07

პოლიტიკა

ზაალ მიქელაძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ქეთევან ბაკარაძეს: თქვენი კითხვის დასმის ფორმა, რბილად ვიტყვი, იყო აბსოლუტურად მიუღებელი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ წევრმა ზაალ მიქელაძემ, ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ქეთევან ბაკარაძეს. საკუთარ განცხადებაში ბაკარაძემ ჯანდაცვის მინისტრს წარუმატებელი და ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში თანამდებობის პირი უწოდა. მიქელაძემ ამ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ შეკითხვების დასმა მისაღებია, თუმცა ეს არ უნდა სცდებოდეს გარკვეულ ჩარჩოებს.

დიმიტრი ხუნდაძე

29 აპრილი 2026, 16:05

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის მინისტრს: სწრაფი გადაწყვეტილებები და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა, ასევე, სამინისტროს ნაწილობრივად დაყოფა მენეჯმენტის თვალსაზრისით, გაზრდიდა თითოეული სექტორული მიმართულების ეფექტურობას

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს“ გაყოფის ინიციატივით გამოვიდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ჯანდაცვის მინისტრს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.