„ოქროს ბურთის“ ვებ-გვერდი: ხვიჩა კვარაცხელია - როგორ დაიპყრო „კვარადონამ“ ევროპა
ხვიჩა კვარაცხელია
ფოტო: Ballon d'Or
„ოქროს ბურთის“ ვებგვერდი ქართელ ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცელ სტატიას სათაურით „ხვიჩა კვარაცხელია - როგორ დაიპყრო „კვარადონამ“ ევროპა“ ავრცელებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ გატარებულმა ბრწყინვალე სეზონმა ხვიჩა კვარაცხელია 2026 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორის მოახვედრა. ქართველისთვის ეს პრესტიჟულ ჯილდოზე წარდგენის უკვე მესამე შემთხვევაა. ასე ვითარდებოდა მისი 2025/26 წლების სეზონი და მისი გზა ევროპული ფეხბურთის მწვერვალისკენ...
ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე პერიოდი უდგას.
2026 წლის აპრილში, ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ და სანახაობრივ ევროპულ მატჩში, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრებს დიდი ხნის განმავლობაში ემახსოვრებათ, ქართველმა ვინგერმა მიუნხენის „ბაიერნს“ ორი გოლი გაუტანა და ამით ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაში „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებში შედეგიანობის თვალსაზრისით საკლუბო რეკორდიც დაამყარა.
შვიდი დღის შემდეგ, საპასუხო შეხვედრაში კვარაცხელიამ PSG-ის პირველი გოლის დროს შესანიშნავი გადაცემა გააკეთა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ შვიდ მატჩში შეძლო გოლის გატანა ან საგოლე პასის გაკეთება, აღნიშნულია სტატიაში.
კიდევ ერთი კვირის შემდეგ მისმა მორიგმა გოლმა „პარი სენ-ჟერმენს“ „ლანსთან“ გამარჯვებით საფრანგეთის ჩემპიონობა მოუტანა.
შესაბამისად, აპრილი ქართველისთვის განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა. კვარაცხელია PSG-ს 2025 წლის იანვარში, 80 მილიონ ევროდ შეუერთდა და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს ტრანსფერი მის კარიერაში დაუვიწყარი წლისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი შეიძლება აღმოჩნდეს.
მაისის ბოლოს, უნგრეთში „არსენალის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში კიდევ ერთი გოლი ან საგოლე გადაცემა კვარაცხელიას ამ ტურნირზე სეზონში საგოლე მოქმედებების რაოდენობას 11-მდე გაუზრდიდა. ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ამ ნიშნულისთვის აქამდე მხოლოდ ორ ფეხბურთელს მიუღწევია - კრიშტიანუ რონალდუსა და ქარიმ ბენზემას.
ორივე მათგანმა ამის შემდეგ „ოქროს ბურთი“ აიღო..
ელეგანტურობა და აგრესია - დამანგრეველი სინთეზი
თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, რომელიც მტკვრის სანაპიროზეა გაშენებული, დაბადებული და გაზრდილი კვარაცხელია, უპირველესად, ფეხბურთით სიამოვნების მინიჭებისთვის შექმნილი მოთამაშეა, წერს გამოცემა.
ის დრიბლინგით, მოტყუების მოძრაობებითა და ორივე ფეხის თანაბარი სიზუსტით თამაშობს, რის გამოც, სანამ ბურთი მის ფეხებთანაა, მეტოქისთვის შეუძლებელია წინასწარ გამოიცნოს, რას გააკეთებს.
კვარას შეუძლია პირდაპირ წავიდეს შეტევაზე და სისწრაფეში ყველაზე სწრაფ მცველებსაც კი აჯობოს. მისი სირბილის მანერა თითქოს ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებებს აერთიანებს - ერთდროულად მოხდენილიცაა და თითქოს უწესრიგოც. მის მოძრაობას ყველაზე მეტად ელეგანტური, მსუბუქი სირბილი აღწერს.
ამასთანავე, მას შეუძლია დროულად დაარტყას ან ჩააწოდოს, რადგან ზუსტი დარტყმისა თუ გადაცემისთვის წინასწარ მომზადება არ სჭირდება.
მისი თამაში ერთდროულად დამანგრეველიცაა და გონივრულიც. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა ქართველს უდიდესი პატივი მიაგეს და დიეგო მარადონას შეადარეს, როდესაც ის ნეაპოლში სერია A-ს მცველებს ანადგურებდა.
ის „კვარადონა“ გახდა - ფეხბურთელი, რომელსაც, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშის მსგავსად, თითქოს არაფრისგან შეუძლია ჯადოსნური მომენტის შექმნა.
თუმცა, ერთი შეხედვით შეუძლებელი ასეთი ილეთები ხშირად ეპიზოდურია. რისკზე წასვლის მოყვარულ ვინგერებთან სწორედ ეს არის გარიგება - გულშემატკივარი მათ საუკეთესო მომენტებს აღფრთოვანებით უყურებს და შემდეგ თამაშის გარკვეულ მონაკვეთებში ნაკლებად აქტიურობისთვისაც პატიობს.
მაგრამ კვარაცხელიას სხვებისგან მისი თანმიმდევრული შემოქმედებითობა გამოარჩევს - უნარი, უმაღლეს დონეზე ითამაშოს და გუნდისთვის რეალური სარგებელი კვირიდან კვირამდე შექმნას.
ბოლო ერთი წლის სტატისტიკაც ამას ადასტურებს: კვარაცხელია ყოველ 90 წუთში საშუალოდ 11,7 პროგრესულ გარბენს და 5,3 წარმატებულ მოტყუებას ასრულებს.
25 წლის ქართველს მატჩში საშუალოდ 2,3 ორთაბრძოლის მოგება აქვს დაცვაში - მაჩვენებელი, რომელიც ჩვეულებრივ მცველებისთვის არის დამახასიათებელი და მისი შრომისმოყვარეობის საუკეთესო დასტურია. შეტევაში კი მისი საშუალო მაჩვენებელი 2.2 საკვანძო პასია.
და, რა თქმა უნდა, არის გოლები და საგოლე გადაცემები - ზუსტი ჩაწოდებები და უნაკლო დარტყმები, რომლებიც მუდმივად ხვდებიან საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში.
თუმცა, ეს უკვე ვიცით.
როდესაც PSG-მ 2025 წლის დასაწყისში კვარაცხელიას სანაცვლოდ კოლოსალური თანხა გადაიხადა, მას გუნდის გამორჩეული ლიდერის როლი უნდა აეღო მესის, მბაპესა და ნეიმარის ეპოქის შემდეგ.
მან ამ ვალდებულებას უდავოდ გაართვა თავი.
ფეხზე მყარად დგომა
ვინც კვარაცხელიას კარგად იცნობს, მის შესახებ საუბრისას იმ თვისებებს გამოყოფს, რომლებიც მას თითქმის იდეალურ სიძედ აქცევს.
ის თავმდაბალი და გულუხვია. პატრიოტია — ღრმად უყვარს საკუთარი სამშობლო, თუმცა ეს სიყვარული ნაციონალიზმს კი არა, უბრალოდ სიამაყეს ეფუძნება. მისთვის ოჯახზე მნიშვნელოვანი არაფერია და ცხოვრებისეული მიზნების მისაღწევად წარმოუდგენლად ბევრს შრომობდა.
ყველაზე კარგად ის ფაქტი მეტყველებს მის ხასიათზე, რომ მისი დღევანდელი საუკეთესო მეგობრები სწორედ ის ადამიანები არიან, ვისთან ერთადაც ბავშვობაში, იმ ჩვეულებრივი საცხოვრებელი კორპუსის წინ, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, ბურთს ათამაშებდა.
ასეთი ღირებულებები სწორედ იმ სახლში ჩამოუყალიბდა, მშობლებისა და ძმების გარემოცვაში. მათ შეინარჩუნებინეს მისთვის მიწაზე მყარად დგომის უნარი მაშინაც კი, როდესაც 16 წლის ასაკში საფეხბურთო ნიჭისთვის ეროვნული ჯილდო მიიღო.
იგივე თვისებები დაეხმარა, რეალობის შეგრძნება არ დაეკარგა მაშინაც, როდესაც „დინამო თბილისის“ მაისურით ნაადრევად გაბრწყინებამ მოსკოვის „ლოკომოტივში“ გადაიყვანა. ეს იჯარით გადასვლა მის ცხოვრებაში რამდენიმე მიზეზით აღმოჩნდა გარდამტეხი, რომელთაგან ერთ-ერთი დღემდე განსაკუთრებით მტკივნეულ მოგონებად რჩება.
პირველ რიგში, კვარაცხელიას ოჯახისგან 2 000 კილომეტრის დაშორებით მოუწია ცხოვრება — ცვლილება, რომელსაც დიდი გამბედაობა სჭირდებოდა.
შემდეგ კი იყო ხელფასის მკვეთრი ზრდა, რომელთან შეგუებაც ასევე ახალი გამოცდილება აღმოჩნდა. ცხოვრებაში პირველად კვარაცხელია მდიდარი გახდა.
შემდეგ კი მამა ავად გახდა. ძალიან მძიმედ.
მოზარდი ფეხბურთელი მაშინვე საქართველოში დაბრუნდა და მამის სიცოცხლის გადასარჩენად გადაუდებელი ოპერაციის ხარჯები თავად დაფარა.
ბადრი კვარაცხელია, მისი მამა და, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი, დღემდე შვილის ყველაზე დიდი გულშემატკივარი და მისი მთავარი საყრდენია.
მოლოდინების გადაჭარბება - ვარსკვლავი დაიბადა
შემდეგ იყო „რუბინ ყაზანი“, სადაც ფეთქებადმა ვინგერმა თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა და ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში რუსეთის პრემიერლიგის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდო მოიგო.
შემდეგ კი კიდევ ერთი დაბრკოლება - ამჯერად გეოპოლიტიკური.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ უცხოელი ფეხბურთელების კონტრაქტები შეჩერდა, რაც მათ სხვა კლუბებში გადასვლის შესაძლებლობას აძლევდა.
მიუხედავად უფრო დიდი კლუბების ინტერესისა, კვარაცხელია საქართველოში დაბრუნდა.
ეს ყველაფერი 2022 წელს შეიცვალა, როდესაც „ნაპოლიმ“ ქართველი გაიფორმა.
იტალიაში მისი წარმატების ახსნისთვის ბევრი მიმართულების განხილვა შეიძლება, თუმცა, ალბათ, ერთი ამბავი ყველაზე კარგად გადმოსცემს იმ სიყვარულს, რომელიც მან ნეაპოლში დაიმსახურა.
ამბობენ, რომ იტალიაში გატარებული სამი წლის განმავლობაში ნეაპოლში მცხოვრებ არც ერთ ქართველს რესტორანში ჭამის შემდეგ ერთი ევროც კი არ გადაუხდია.
იტალიაში გატარებული სამი წლის განმავლობაში ხვიჩა კვარაცხელია უმაღლესი დონის შემტევ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა და „ნაპოლის“ ორი საჩემპიონო ტრიუმფის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა.
ის იყო „კვარადონა“.
ის იყო „კვარავაჯო“.
და ის ყველას უყვარდა.
შემდეგ კი დადგა ტრანსფერი.
დიდი ტრანსფერი.
გარდამტეხი ნაბიჯი კარიერაში.
ყველა სიახლე
10 სექტემბერი 2026, 13:42
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-თან, ეს უცნაურია, უმჯობესი იქნებოდა, ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები იყვნენ კონცენტრირებულები ევროპის გარშემო არსებული პრობლემის გადაჭრაში, მათ შორის, აშშ-თან
ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-სტან, ეს უცნაურია, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით.
10 სექტემბერი 2026, 13:39
პოლიტიკა
პრემიერი: შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს. მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული
„ჩვენ შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს. მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
10 სექტემბერი 2026, 13:26
მსოფლიო
Reuters: ნატოს მოკავშირეებმა რუსეთის მიერ წყალქვეშა კაბელების საბოტაჟისთვის მზადება ჩაშალეს
არქტიკის წყლებში, შორეულ სვალბარდის არქიპელაგთან ნატოს მოკავშირეებმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე რუსული წყალქვეშა ნავების წვრთნა აღმოაჩინეს. დასავლელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი საიდუმლო იარაღის გამოყენებას ამუშავებდა, რომლის მიზანიც წყალქვეშა კრიტიკული კაბელების კვალის დატოვების გარეშე მწყობრიდან გამოყვანაა, იუწყება Reuters-ი.
10 სექტემბერი 2026, 12:53
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: გვარამია დარწმუნდა, რომ ხელისუფლებას ვერ შეცვლის, ამიტომ ოპოზიციაში, პოზიციების დასაკავებლად, ცეცხლი გაუხსნა „თავის სააკაშვილს” და ზოგადად, ოპოზიციასაც
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ნიკა გვარამიას ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
10 სექტემბერი 2026, 12:53
საზოგადოება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: ვინაიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაჟღერებული გაფართოებული სასანქციო ნუსხა მოიცავს ავიაკომპანიებს, რომლებიც დღეის მდგომარეობით ასრულებენ საჰაერო მიმოსვლას საქართველოსა და ირანს შორის, ქართული მხარე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც იმოქმედებს საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით
საქართველო აქტიურად იცავს და უზრუნველყოფს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების შესრულებას. ეს ეხება საავიაციო სექტორსაც, - აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
10 სექტემბერი 2026, 12:44
საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას განაგრძობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, არაგეგმური ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა ინდივიდუალური მეწარმეების ნ. მ-ის (ქობულეთი, რუსთაველის მეორე ჩიხი N13) და ა. ნ-ის (ქობულეთი, თავისუფლების ქუჩა #26) კუთვნილ სასადილოებსა და მ. გ-ის კაფე-ბარში (ქობულეთი, აღმაშენებლის 376 ბ). დაფიქსირდა ასევე ეტიკეტირების წესის დარღვევა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონა, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.
10 სექტემბერი 2026, 12:44
მსოფლიო
Reuters: როგორ შეინარჩუნა ირანმა ჩინეთიდან მილიარდობით დოლარის ღირებულების საქონლის მიღება სანქციების გვერდის ავლით
ირანმა ნავთობის გაყიდვაზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით ბარტერის მსგავს სქემას მიმართა, რომლის საშუალებითაც ჩინეთიდან მილიარდობით დოლარის ღირებულების საქონელს, მათ შორის სამხედრო აღჭურვილობას, ყიდულობდა. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 12:27
ეკონომიკა
ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ორმხრივი წვდომის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკსა და AFSA-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
ასტანის ფინანსური დღეების ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ასტანის ფინანსური სერვისების მარეგულირებელ ორგანოს (AFSA) შორის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ორმხრივი წვდომისა და აღიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
10 სექტემბერი 2026, 12:20
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩინელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გაგა კირკიტაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილეს, ლინგ ჭიფენგს შეხვდა.
10 სექტემბერი 2026, 12:13
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილი პირველი საერთაშორისო სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას, საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, მინდა, მადლობა გადავუხადო საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ამ სამიტზე მოწვევისთვის
სამიტი ეხება გლობალური უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან თემას, საქართველო არის ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პარიზში, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მონაწილეობს.
10 სექტემბერი 2026, 11:57
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იტალიელ მეცნიერებთან თანამშრომლობით ვაზის ფიტოპლაზმურ დაავადებებს იკვლევს
საქართველოში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებების გავრცელებისა და მათი გენეტიკური თავისებურებების შესწავლის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მილანის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით კვლევას ახორციელებს. კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ოქროსფერი სიყვითლის (Flavescence dorée, FD) იდენტიფიცირება და მისი გავრცელების შესაძლო რისკების შეფასება.
10 სექტემბერი 2026, 11:42
ტექნოლოგიები
არქეოლოგებმა ეგვიპტეში 4 400 წლის წინანდელი სამარხი აღმოაჩინეს, რომელსაც თავდაპირველი ფერები აქვს შენარჩუნებული
სამარხი მაღალჩინოსან იუნმენს ეკუთვნოდა, რომელიც ფარაონ ჯედკარა ისესის მმართველობის ხანაში მოღვაწეობდა. იმავე სამარხში დაკრძალულიყო მამამისი იტიც - შედარებით დაბალი რანგის მოხელე. არქეოლოგების ვარაუდით, ორმაგი სამარხი ასახავს იუნმენის სოციალურ დაწინაურებას ცენტრალურ ადმინისტრაციაში და მის სურვილს, პატივი მიეგო მამის ხსოვნისთვის.
10 სექტემბერი 2026, 11:29
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი ხულოს მუნიციპალიტეტში გამოავლინა.
10 სექტემბერი 2026, 11:26
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში ნახევარ კილოგრამზე მეტი „კოკაინი“ ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
10 სექტემბერი 2026, 11:26
სამართალი
სამართალდამცველებმა უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 5 პირი დააკავეს.
10 სექტემბერი 2026, 11:21
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია მარტა კოსის განცხადებაზე: თავად ცდილობენ აშშ-სთან და პირადად პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობების დამყარებას, გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, პირდაპირ მიუთითებენ რა უნდა იყოს მათი პრიორიტეტი
თავად ცდილობენ აშშ-სთან და პირადად პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობების დამყარებას, გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, პირდაპირ მიუთითებენ რა უნდა იყოს მათი პრიორიტეტი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ მარტა კოსის განცხადების კომენტირებისას, რომელმაც თქვა, რომ „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა, დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.
10 სექტემბერი 2026, 11:20
მსოფლიო
Reuters: ბრიტანეთის პოლიციამ „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება გააფართოვა
ბრიტანეთის პოლიციამ ოპოზიციური პოპულისტური პარტია „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიება გაფართოვდება და მასში შეიტანა დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებული ბრალდებებიც, რომელთა მიხედვითაც პარტიის წარმომადგენლები უცხოური დაფინანსების საკითხში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას გეგმავდნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
10 სექტემბერი 2026, 11:20
პოლიტიკა
ნიკა გვარამია იაგო ხვიჩიაზე: ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ეგ კაცი დაშლის „ნაცმოძრაობას“. თან ისე დაშლის, წელს რომ ვერ აითრევს ვერასდროს
ოპოზიციაში არსებული კრიზისი ღრმავდება, ნიკა გვარამიას სამიზნე იაგო ხვიჩიასთან ერთად ისევ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობაა“. გვარამიას მიაჩნია, რომ პარტია რეპუტაციას ვერ აღიდგენს და მათ საკუთარი თავი თავად დაიზიანეს. გვარამიას ასევე ფიქრობს, რომ იაგო ხვიჩია „ნაცმოძრაობის“ დაშლისთვის მუშაობს.
10 სექტემბერი 2026, 11:06
ეკონომიკა
დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკოსებს პროფესიულ დღეს ულოცავს.


