imedi /  17 ივლისი 2017, 01:09 / სანდო წყარო

ილონ მასკმა ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობის მთავარ საფრთხედ დაასახელა

ილონ მასკი

SpaceX-სა და Tesla Motors-ის დამაარსებელმა ილონ მასკმა გუბერნატორების ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა,რომ ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობისთვის ყველაზე დიდი რისკია. ინფორმაციას ჟურნალი Fortune ავრცელებს.

"ხელოვნური ინტელექტი ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ აქტიურები უნდა ვიყოთ და მხოლოდ რეაგირებით არ შემოვიფარგლოთ. რადგან, როდესაც რეაგირებას დავიწყებთ, უკვე ძალიან გვიანი იქნება", - აღნიშნა მასკმა. 

ამასთან, მილიარდერმა კანონმდებლებს მოუწოდა, რომ აღნიშნული სფეროს სახელმწიფო კონტროლზე უფრო აქტიურად იმუშაოს.

"რობოტებმა შესაძლოა დაიწყონ ომი, გამოაქვეყნონ ყალბი ცნობები და გააყალბონ ელექტრონული წერილები", - განაცხადა ილონ მასკმა.

უფრო ადრე მსგავსი განცხადება ბრიტანელმა მეცნიერმა სტივენ ჰოკინგმა გააკეთა. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტი შესაძლოა ცივილიზაციის დაღუპვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდეს.

კომენტარები ()