imedi /  08 მარტი 2017, 17:00 / სანდო წყარო

შვედეთში ოთხიდან სამ ქალს მართვის მოწმობა აქვს

ავტომობილების მწარმოებელთა და იმპორტიორთა შვედური ასოციაცია Bil Sweden-ი სტატისტიკას აქვეყნებს. ორგანიზაციის პრესრელიზში ნათქვამია, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყნაში ქალი მძღოლების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. თუკი 1980 წელს მართვის მოწმობა ქალების 53%-ს ჰქონდა, 2015 წელს ის 76%-ს აქვს. იმავდროულად, გაზრდილია იმ ქალების რიცხვიც, რომლებსაც საკუთარი ავტომობილი აქვთ.  

ორგანიზაციის ცნობით, სხვაობაა ასევე მართვის მოწმობის მქონე იმიგრანტი კაცების და ქალების რაოდენობას შორის. ასეთი კაცების რიცხვი ქალებზე ოთხჯერ მეტია.

8 მარტი შვედეთში სამუშაო დღეა, მაგრამ მას აქტიურად აღნიშნავენ ქალების უფლებებისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სემინარების, დისკუსიების და გამოფენების მოწყობით.

კომენტარები ()