ცესკო: 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 38,16%-ია
17:00 საათის მონაცემებით, არჩევანი ამომრჩეველთა 38,16%-მა (1 337 284) გააკეთა. 15:00 საათისთვის ეს მონაცემები 30,98% იყო.
„ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ამბროლაურში - 53.6%, ხოლო ყველაზე დაბალი - მარნეულში -28.7%. რაც შეეხება თბილისს, 17:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა შეადგენს 36.2%-ს. ეს მონაცემი რომ შევადაროთ 2013 წლის პრეზიდენტის არჩევნების მონაცემს, აქტივობა 17:00 საათის მდგომარეობით 2013 წელს - 39.1 % იყო“, - განაცხადა ცესკოს პრესპიკერმა ანა მიქელაძემ.
დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია.
არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობს. ეს არის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლები პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევენ.
2018 წლის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 518 877-ს შეადგენს. არჩევნების ჩასატარებლად მზადაა 3 703 საარჩევნო უბანი, მათ შორის 55 საზღვარგარეთ, 11 კი გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია.
ყველა სიახლე
14 მარტი 2026, 11:14
სამართალი
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 20-მა მოსამსახურემ „სასაზღვრო სექტორების ხელმძღვანელების გადამზადების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა“ დაასრულა
სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში გაიმართა. 7 კვირიანი სასწავლო პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: სამართლებრივი მომზადება, უსაფრთხოების საკითხები, საცეცხლე მომზადება, პირველადი დახმარება, ტოპოგრაფია, ასევე, სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები.
14 მარტი 2026, 11:10
სამართალი
მცხეთის პოლიციამ დუშეთში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გახსნა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1984 წელს დაბადებული ა.წ. და 1991 წელს დაბადებული ტ.ვ. დააკავეს.
14 მარტი 2026, 11:07
რეგიონი
სოფელ კურსებში მეწყერი ისევ აქტიურია, სტიქიის ზონაში გეოლოგები მუშაობენ
მოძრაობა აკრძალულია ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, რომელიც სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა. გოგოლაშვილების და ბეროძეების უბანში , 12 მარტს, გამთენიისას განვითარებული მეწყრული მოვლენების შედეგად, 10-ზე მეტი სახლი დაინგრა, 45 ოჯახი კი სასტუმროებში, უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მეწყერმა დააზიანა სოფელში არსებული სასაფლაო.
14 მარტი 2026, 11:06
საზოგადოება
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ზამთრის სეზონზე ვიზიტორების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 17%-ით გაიზარდა
2024-2025 წლებში, დეკემბერი-იანვარი-თებერვლის მონაცემების მიხედვით, დაცულ ტერიტორიებს 58 618 ვიზიტორი ესტუმრა, ხოლო 2025-2026 წლებში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა 68 296-მდე, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 17%-იან ზრდას წარმოადგენს.
14 მარტი 2026, 10:59
მსოფლიო
The Guardian: ბრიტანელ ტურისტს და კიდევ 20 სხვა ადამიანს დუბაიში ირანის სარაკეტო თავდასხმების ვიდეოების გადაღების ან გაზიარებისთვის ბრალი წაუყენეს
ბრიტანელი მამაკაცი იმ 20 ადამიანს შორისაა, ვისაც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კიბერდანაშაულის კანონების საფუძველზე ბრალი წაუყენეს, რადგან მათ გადაიღეს და გაავრცელეს მასალა, რომელიც ქვეყანაზე ირანის თავდასხმებთანაა დაკავშირებული. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
14 მარტი 2026, 10:59
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.
14 მარტი 2026, 10:52
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმა ცხოველების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან განიხილა
სააგენტოს ვეტერინარებმა, ცხოველების დამცველ ორგანიზაციებს, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ყურადღება გამახვილდა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ მანიპულაციებზე, რომლებიც როგორც პატრონიან, ასევე მიუსაფარ და მიკედლებულ ცხოველებს ჩაუტარდებათ.
14 მარტი 2026, 10:40
მსოფლიო
მედია: ამსტერდამის ებრაულ სკოლაში აფეთქება მოხდა
ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამის ებრაულ სკოლაში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
14 მარტი 2026, 10:33
სამართალი
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 15 პირი დააკავეს.
14 მარტი 2026, 10:30
სამართალი
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია
შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს, სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ დანაყოფებს და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურს ეწვია, თანამშრომლებს შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
14 მარტი 2026, 10:26
სამართალი
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 მარტს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაგაში, ბრალდებულებმა შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, დაზარალებულს მეუღლის თანდასწრებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა. ასევე, ბრალდებულებმა საფრთხე შეუქმნეს შემთხვევის ადგილზე მყოფი გარდაცვლილის მეუღლის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
14 მარტი 2026, 10:05
საზოგადოება
გივი მიქანაძე კახეთის რეგიონში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
მინისტრმა საუბრისას ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და სკოლებში განსახორციელებელი ინიციატივები მშობლებთან ერთად განიხილა.
14 მარტი 2026, 10:03
მსოფლიო
ზელენსკი რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას „სანტა-ბარბარას“ უწოდებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას „სანტა-ბარბარა“ უწოდა.
14 მარტი 2026, 09:53
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 14 მარტს საქართველოში
14 მარტს თებერვალს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმში უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
14 მარტი 2026, 09:29
მსოფლიო
პიტერ სიიარტო: ბალტიის ქვეყნები ზელენსკის ნოტებზე უკრავენ
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ სოციალურ ქსელ X-ში ბალტიის ქვეყნები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ნოტებზე უკრავენ.
14 მარტი 2026, 09:09
საზოგადოება
GORBI: გლობალური კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალები ღამით ქუჩაში სიარულისას თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობენ
ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქალთა უსაფრთხოების საკითხი საჯარო სივრცეში. სწორედ ამ თემას ეხება ბაზრის კვლევისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის დამოუკიდებელ ფირმათა წამყვანი გლობალური ასოციაციის - WIN | Worldwide Independent Network of MR & OP -ის უახლესი ყოველწლიური კვლევა „Worldviews“ (მსოფლმხედველობა), რომელიც 45 ქვეყანაში 45,000 ადამიანის შეხედულებებსა და გამოცდილებებს ასახავს.
14 მარტი 2026, 08:56
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, აშშ მალე ჰორმუზის სრუტეში გემების გაცილებას დაიწყებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მალე ამერიკა ირანის მიერ ჩაკეტილ ჰორმუზის სრუტეში გემების გაცილებას დაიწყებს.
14 მარტი 2026, 08:33
მსოფლიო
AP: ბაღდადში აშშ-ის საელჩო დაიბომბა
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში აშშ-ის საელჩო დაიბომბა. ინფორმაციას Associated Press-ი ერაყის უსაფრთხოების სამსახურის ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
14 მარტი 2026, 08:00
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 14-16 მარტს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-15 მარტს დასავლეთ საქართველოში შედარებით სითბოს ფონზე ზოგან წვიმა და ძლიერი აღმოსავლეთის ქარია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილაზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი.
14 მარტი 2026, 03:07
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განახორციელა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო დაბომბვა და სრულად გაანადგურა სამხედრო სამიზნეები ხარკის კუნძულზე
რამდენიმე წუთის წინ, ჩემი მითითებით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განახორციელა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო დაბომბვა და სრულად გაანადგურა სამხედრო სამიზნეები ხარკის კუნძულზე, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.


