imedi /  28 ოქტომბერი 2018, 20:03 / სანდო წყარო

საპრეზიდენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

ეგზიტპოლის შედეგები საპრეზიდენტო არჩევნები

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 2018 დასრულდა. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დაკვეთით, "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში ხმათა უმრავლესობა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო - 52.3%

მეორე ადგილზე - გრიგოლ ვაშაძე 28.1%

მესამე ადგილზე - დავით ბაქრაძე 9.2%

მეოთხე ადგილი - ზურაბ ჯაფარიძე 3.3%

"ქართული ოცნების" ცნობით, მათი ეგზიტპოლის შედეგების ცდომილება 2.6%-ია.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და "ნაციონალური მოძრაობის" დაკვეთით, კომპანია "Edison Research"-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში 40-40% სალომე ზურაბიშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ მიიღეს. "რუსთავი 2"-ის ცნობით ეგზიტპოლის ეს მონაცემები 16:00 საათისთვის არის ცნობილი.  დანარჩენი კანდიდატების შედეგები ასეთია:

დავით ბაქრაძე - 10%

შალვა ნათელაშვილი - 3%

დავით უსუფაშვილი - 2%

ზურაბ ჯაფარიძე - 2%

ეგზიტპოლი ასევე "ევროპული საქართველოს" დაკვეთით, BCG Research–მა ჩაატარა. მისი შედეგები ასეთია: გრიგოლ ვაშაძე - 37%; სალომე ზურაბიშვილი - 34%, დავით ბაქრაძე - 17%; შალვა ნათელაშვილი - 5%, სხვა კანდიდატები - 7%.

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობდა. ეს იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლებმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიეს.

ყველა სიახლე

გიორგი ვოლსკი

30 მარტი 2020, 15:57

COVID19

გიორგი ვოლსკი: საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება დამოკიდებულია იმ პერსპექტივის ანალიზზე, რომელიც მაღალ პროფესიონალურ დონეზე კეთდება

გიორგი ვოლსკის თქმით, არ არის გამორიცხული არც კარანტინის გამოცხადება და არც სხვა ზომების გატარება. „თუკი მოხდა საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება ან საკარანტინო რეჟიმის გამოცხადება ეს იქნება დამყარებული არა რომელიმე პოლიტიკოსის გადაწყვეტილებზე, ან პოპულისტურ ქმედებებზე, რაც ჩვენს ოპონენტებს ბოლო პერიოდში დასჩემდათ, არამედ ჩამოყალიბებულ, მეცნიერულად გაანალიზებული ვითარების საფუძველზე“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო

30 მარტი 2020, 15:56

COVID19

ზუგდიდის საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით ახალგაზრდა ქალი მოათავსეს

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულია ახალგაზრდა ქალი, რომელსაც კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები - ცხელება და ხველა აღენიშნება. პაციენტის განცხადებით, ის ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს და კონტაქტი ჰქონდა უცხოელებთან.

ევროკომისია

30 მარტი 2020, 15:52

COVID19

კორონავირუსთან გლობალური ბრძოლის ფარგლებში ევროკომისია „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს 140 მილიონ ევროს გამოუყოფს

კორონავირუსთან გლობალური ბრძოლის ფარგლებში ევროკომისია „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნებს საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, მოლდოვას, უკრაინასა და ბელარუსს გადაუდებელი საჭიროებებისთვის 140 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.

ლევან გოფოძე

30 მარტი 2020, 15:41

COVID19

ლევან გოფოძე: ტესტები, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიაში კეთდება, არის ოქროს სტანდარტი

ჩვენი კლინიკისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომ სწრაფი ტესტები გვქონდეს, რადგან ჩვენი კლინიკა მუშაობს იმ პაციენტებზე, რომელთაც აღენიშნებათ კარგად გამოხატული კლინიკური ნიშნები და ჰგავს მეტ-ნაკლებად კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანის სიმპტომებს, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სწორედ იმიტომ, რომ მათ კლინიკაში იმყოფებიან პაციენტები, რომელთაც არ აქვთ დადასტურებული კორონავირუსი, თუმცა სიმპტომები, რომელიც აღენიშნებათ, ძალიან ჰგავს კორონავირუსს, აუცილებელია ტესტის პასუხი სანდო იყოს.

პირბადეები

30 მარტი 2020, 15:40

COVID19

ავსტრიაში სუპერმარკეტების მომხმარებლებს პირბადეებს დაურიგებენ

ავსტრიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სუპერმარკეტების მომხმარებლებს პირბადეებს დაურიგებენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Vienna.at ავრცელებს. ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის განცხადებით, პირბადეები არა ინფექციისგან თავის დასაცავად, არამედ გარშემომყოფთა უსაფრთხოებისთვისაა საჭირო.

30 მარტი 2020, 15:34

COVID19

ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკში საველე ჰოსპიტალი მოეწყო

ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკში კორონავირუსით დაინფიცირებულებისთვის საველე ჰოსპიტალი მოეწყო. ქალაქის გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემას სამხედრო-საზღვაო ძალების სამედიცინო განყოფილება დაეხმარება. პარკში პაციენტებისთვის 68 საწოლი მოეწყო და სავალე ჰოსპიტალი მუშაობას სავარაუდოდ, ხვალიდან შეუდგება.

შოთა რეხვიაშვილი

30 მარტი 2020, 15:23

COVID19

შოთა რეხვიაშვილი: ფულადი შემწეობის თაობაზე დეზინფორმაცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა

გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ პირველადი აუცილებლობის პროდუქტთან ერთად ყველა მოსახლისთვის რიგდებოდა ფულადი შემწეობის სახით 50 ლარი, ეს არის დეზინფორმაცია, - ამის შესახებ ქვემო ქართლის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ლევან გოფოძე

30 მარტი 2020, 15:20

COVID19

ლევან გოფოძე: რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ პარამეტრები ყოველდღიურად უმჯობესდება

ჩვენთან საავადმყოფოში 39 პაციენტია, ახლა შემოვიდა მეორმოცე, მათგან არცერთი დადასტურებული კოვიდინფიცირებული პაციენტი არ გვყავს, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი პაციენტის მდგომარეოება ყოველდღიურად უმჯობესდება.

მიხეილ ჩხენკელი

30 მარტი 2020, 15:12

COVID19

მიხეილ ჩხენკელმა „ტელესკოლის“ მოსწავლეებს მიმართა

ძვირფასო მოსწავლეებო, ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო! როგორც იცით, კორონავირუსის გამოწვევის დასაძლევად დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში. თუმცა ამ გამოწვევამ არ უნდა შეაჩეროს განათლების მიღების პროცესი. ამიტომ ჩვენ საქართველოს პირველ არხთან ერთად გთავაზობთ საინტერესო პროექტს, რომელსაც „ტელესკოლა“ ჰქვია. პროექტის ფარგლებში თქვენ ნახავთ ძალიან საინტერესო გაკვეთილებს ყველა საგანში, რომლებსაც ძალიან გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ.

ალექსანდრე მოწერელია

30 მარტი 2020, 15:08

COVID19

ალექსანდრე მოწერელია: სამეგრელოს რეგიონში ძირითად ქსელურ მარკეტებში ფასების ზრდა არ ფიქსირდება

ძირითად ქსელურ მარკეტებში სამეგრელოს რეგიონში სურსათზე ფასების ზრდა არ ფიქსირდება. არის გარკვეული შემთხვევები ადგილობრივ სასურსათო მაღაზიებსა და ბაზარში, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, სურსათზე ფასები კონტროლდება როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ასევე ფინანსური პოლიციის მეშვეობით. „ამის შესახებ არის გარკვეული მონაცემები, ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ ანალიზს, რომ პროდუქტებზე ხელოვნურად ფასების მატება არ მოხდეს“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

ალექსანდრე მოწერელია

30 მარტი 2020, 15:04

COVID19

გუბერნატორი: ყველას ვთხოვ, დაიცვან დადგენილი წესები და ნუ აიძულებენ სახელმწიფოს რადიკალურ ზომებზე წავიდეს

„კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვო, რომ დღეს დაჯარიმება ნამდვილად არ არის თვითმიზანი და სახელმწიფოს ის ღონისძიება, რომელიც ასეთი გაჭირვების ჟამს უნდა ტარდებოდეს, თუმცა ჩვენ ვერავის მივცემთ იმის უფლებას, რომ სავალდებულოდ შესასრულებელი მოთხოვნები, რაც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ვინმეს უპასუხისმგებლო მოქმედების შედეგად დაირღვეს და საფრთხე შეუქმნას როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვასაც. ყველას ვთხოვ, დაიცვან დადგენილი წესები და ნუ აიძულებენ სახელმწიფოს რადიკალურ ზომებზე წავიდეს“, - განაცხადა გუბერნატორმა.

30 მარტი 2020, 15:04

COVID19

მელბურნში კორონავირუსის სამკურნალოდ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა დაიწყეს

მსოფლიო ჯანდაცვის ორაგნიზაციის ინფორმაციით, ვაქცინამ, რომელიც ასევე „ბეცეჟეს“ სახელითაა ცნობილი, შესაძლოა ინფიცირებულებში დაავადება შეასუსტოს. მელბურნის ბავშვთა კვლევის ინსიტუტის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიგელ ქურტისი მსოფლიოს კვლევით ორგანიზაციებს მოუწოდებს, კვლევაში აქტიურად ჩაერთონ.

თურქეთში საქართველოს საელჩო

30 მარტი 2020, 15:04

COVID19

თურქეთის 14 ქალაქში კარანტინის გამოცხადების გამო საქართველოს საელჩო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთის შემდეგ 14 ქალაქში გამოცხადდა კარანტინი: რიზე, ვანი, იოზგათი, მალათია, თუნჯელი, ართვინი, გუმუშჰანე, ქუთაჰია, ჩანქირი, სივასი, გირესუნი, ჩანაქქალე, ჩორუმი და დუზჯე“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

სახის ამოცნობის ტექნოლოგია

30 მარტი 2020, 14:53

ტექნოლოგიები

Microsoft-მა სახის ამოცნობის ტექნოლოგიაზე მომუშავე სტარტაპების დაფინანსება შეწყვიტა

Microsoft-მა სახის ამოცნობის ტექნოლოგიაზე მომუშავე სტარტაპებში ყველა მინორიტარული ინვესტიცია შეწყვიტა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TechCrunch-ი ავრცელებს. ასეთი გადაწყვეტილება ისრაელური კომპანია AnyVision-ის გარშემო განვითარებული სკანდალითაა გამოწვეული.

ალექსანდრე გოგინავა

30 მარტი 2020, 14:53

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: აპრილის მესამე, მეოთხე დეკადაში პაციენტების მომართვიანობა განსაკუთრებით გაიზრდება

აპრილის მესამე, მეოთხე კვირის დეკადაში მოხდება პაციენტების მომართვიანობის განსაკუთრებული ზრდა. მართალია, ეს ყველაფერი ვარაუდია, მაგრამ ზრდა იქნება, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მან საზაოგადოებას მოუწოდა, რომ მაქსიმალურად ზედმიწევნით შეასრულონ სპეციალისტების რეკომენდაციები.

30 მარტი 2020, 14:40

COVID19

ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ტემპერატურის მაჩვენებელი დაადგინეს, რომლის პირობებშიც კორონავირუსი ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად აქტიურია. მეცნიერების დასკვნით, ახალი კორონავირუსი ყველაზე აქტიურია დაახლოებით +4 ცელსიუს ტემპერატურაზე, ხოლო დეზინფექციის არარსებობის შემთხვევაში მხოლოდ 14 დღის შემდეგ მცირდება მისი აქტიურობა.

30 მარტი 2020, 14:40

საზოგადოება

ცესკოში ჰაკერების მიერ ინტერნეტში ქართველი ამომრჩევლების მონაცემების გამოქვეყნების შესახებ განმარტება გაკეთდა

ჩვენს მონაცემთა ბაზაში 3 500 000 ამომრჩევლის მონაცემებია და ამ მონაცემები არ შედის ის ინფორმაცია, რომლის შესახებაც მედიაში გავრცელდა- ამის შესახებ imedinews ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუცხადეს. კერძოდ, ცესკოში განმარატავენ, რომ მათ ბაზაში არ არის მითითებული ტელეფონის ნომრები და ასევე, არ არის ასახული გარდაცვლილი მოქალაქეები.

მარნეული ბოლნისი

30 მარტი 2020, 14:33

COVID19

მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსში“ მყოფი 9 პაციენტიდან 8-ს კორონავირუსი არ აქვს, ერთის პასუხს კი დღეს ელოდებიან

მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსში“ ამ დროისთვის 9 პაციენტია მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რამდენიმეს აღენიშნება პნევმონია. 8 პაციენტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია, კიდევ 1-ის პასუხი კი უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო

30 მარტი 2020, 14:23

COVID19

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭო მთავრობას წინადადებებით მიმართავს

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭო საქართველოს მთავრობას კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზარალის მინიმალიზაციისა და ასევე ბიზნეს სექტორის მხარდაჭერისათვის წინადადებებით მიმართავს. ამის შესახებ ორგანიზაცია Facebook-ზე წერს.

ჯო დიფი

30 მარტი 2020, 14:23

COVID19

მუსიკოსი ჯო დიფი კორონავირუსით გარდაიცვალა

ამერიკელი მუსიკოსი ჯო დიფი კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს. მუსიკოსის ინფიცირების შესახებ გასულ კვირას გახდა ცნობილი. 61 წლის დიფის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს. ჯო დიფი 90-იანი წლების ქანთრის ცნობილი მომღერალი იყო. კარიერის განმავლობაში მას 13 ალბომი აქვს გამოშვებული.