imedi /  10 დეკემბერი 2018, 18:39 / სანდო წყარო

ნაციონალებმა სასამართლოს სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნის მოთხოვნით მიმართეს

გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე

"ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციურმა ჯგუფმა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა, რომლითაც ისინი სალომე ზურაბიშვილისთვის პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის მოხსნას ითხოვენ. სარჩელი ოპოზიციურმა ჯგუფმა სასამართლოში დღეს შეიტანა.

როგორც გიორგი ვაშაძემ თქვა, ისინი ითხოვენ ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას, რასაც საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი ითვალისწინებს. ეს მუხლი ამომრჩევლის მოსყიდვას შეეხება:

"ჩვენს სარჩელში უამრავი მტკიცებულებაა წარმოდგენილი ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებით. მათ შორის იმ კუთხით, რომ რაღაც თაღლითური დაპირება გაიცა 600 000 ამომრჩეველზე. ეს არის პირდაპირი მოსყიდვა. ასევე, ყველას კარგად გვახსოვს ხახვები და კარტოფილები, მეორადი ტანსაცმლის დარიგება. ჩვენ სარჩელს ასევე თან ერთვის ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნა, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ არჩევნები ტოტალური მოსყიდვის პირობებში მიმდინარეობდა. ჩემს მიერ ნახსენები ფაქტები დადასტურებულია ამ დასკვნებში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ის, რომ ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტის არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვდა, ცნობილი 2 დეკემბერს, მათ აქციაზე გახდა. 

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მაშინ თქვეს, რომ როდესაც დასავლელი პარტნიორები სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავენ და არჩევნების შედეგებს აღიარებენ, ნაციონალური მოძრაობის ეს განცხადებები კომიკურია.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

01 ივნისი 2020, 13:05

COVID19

გიორგი გახარია: თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ელემენტარული წესების დაცვა

დღეს, მთავრობის გადაწყვეტილებით, ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობა იხსნება მას შემდგომ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად ამოქმედდა, ღია რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, მოლები, ყველა სახის ბაზრობები გახსნილია, ფაქტია, რომ ეს ქვეყანაში, ქალაქში იწვევს მობილობის ზრდას, რაც ვირუსის გავრცელების უფრო მეტ რისკს ქმნის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

01 ივნისი 2020, 13:04

საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: დღევანდელი მოცემულობით, სწავლის გადადების საშიშროება არ არის

დღევანდელი მოცემულობით სკოლის გადადების საშიშროება არ არის - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. ამირან გამყრელიძის განმარტებით, არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ სასწავლო პროცესი არ აღდგეს სექტემბერში.

ნათია თურნავა

01 ივნისი 2020, 13:01

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ვამაყობთ, რომ ქართველი მეზღვაურები ცნობილი არიან მსოფლიოში

საქართველოს საზღვაო აკადემიას თანამედროვე სტანდარტების საწვრთნელი აუზი ექნება, რომლის სამშენებლო სამუშაოებსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა გაეცნო. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, საწვრთნელი აუზი სტუდენტებსა და მეზღვაურებს საშუალებას მისცემს სავალდებულო პრაქტიკული წვრთნები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად გაიარონ. აუზის მშენებლობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, აჭარის მთავრობისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება.

ამირან გამყრელიძე

01 ივნისი 2020, 12:54

COVID19

ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 78%-ია

დღევანდელი მონაცემებით, გვაქვს 794 დადასტურებული შემთხვევა იმ 57 768 შესაძლოდან, რომელიც ექვემდებარებოდა გამოკვლევას. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი გვაქვს 78%, რაც ბევრად უკეთესია, ვიდრე გლობალური, სიკვდილიანობა კი 1,5%-ია. - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

01 ივნისი 2020, 12:51

პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, არანაირ სამთავრობო ცვლილებებზე გუნდში მსჯელობა არ მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

01 ივნისი 2020, 12:48

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება

გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, ვინც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობის მიღებას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ისინი ინტენსიურად თანამშრომლობენ განათლების სამინისტროსთან ეროვნული გამოცდების საკითხთან დაკავშირებითაც და გამოცდები უსაფრთხოდ ჩატარდება.

მზიანი ამინდი

01 ივნისი 2020, 12:47

საზოგადოება

3-4 ივნისს საქართველოში 34 გრადუსია მოსალოდნელი

5 ივნისამდე საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივნისამდე საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 3-4 ივნისს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +24, +29, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსია მოსალოდნელი.

ეკატერინე ტიკარაძე

01 ივნისი 2020, 12:47

საზოგადოება

გადაიდება თუ არა ახალი სასწავლო წლის დაწყება

დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ არ ვთვლით, რომ სასწავლო წლის დაწყებამ შეიძლება გადაიწიოს. თუმცა, როგორც სხვა ქვეყნები, საქართველო ემზადება იმისთვის, რომ ახლაც და სექტემბერშიც მოგვიწევს კორონავირუსთან თანაცხოვრება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

01 ივნისი 2020, 12:44

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: მოქალაქეებისგან მოვითხოვთ, რომ მკაცრად დაიცვან ყველა ის ღონისძიება და მოთხოვნა, რომელიც უკვე ჩვენი ცხოვრების კულტურად და წესად იქცა

დღეს კიდევ უფრო მნშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ინტენსიური ჩართულობა იმ პროცესებში, რომლებიც ჩვენ უკვე დავიწყეთ იმისათვის, რომ საქართველოში ავამუშაოთ ეკონომიკა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. „ყველა ის მონაპოვარი, რაც დღეისთვის გვაქვს შევინარჩუნოთ და ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ აქტივობას. ამასთან მიმართებაში, ჯანდაცვის სამინისტრო გააგრძელებს ინტენსიურ მუშაობას და გაძლიერებას, როგორ ჰოსპიტალური სექტორის, ასევე პირველადი ჯანდაცვის რგოლის, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების თანამშრომლების. ჩვენი ეპიდემიოლოგები დარჩებიან იმ მობილიზაციაში,

გიორგი გახარია

01 ივნისი 2020, 12:42

COVID19

გიორგი გახარია: ბავშვებს თავისებურ პერიოდში უწევთ ბავშვობის გატარება და ეს მათ მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება

დღეს ბავშვთა დაცვის დღეა და მინდა, პირველ რიში, ჩვენს პატარებს მივულოცო ეს დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბავშვებს თავისებურ პერიოდში უწევთ ბავშვობის გატარება და ეს იქნება ის, რაც მათ მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება. „მინდა ბავშვებს და მათ მშობლებს მივულოცო, თითოეულ ჩვენგანს მოვუწოდო, რომ ჩვენ მოგვიწევს ბევრი შრომა იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვების, ჩვენი პატარების ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი და რაც მთავარია, მათ შეეძლოთ ასახელონ თავისი ქვეყანა და გაუწიონ კონკურენცია თავიანთ თანატოლებს, როდესაც უფრო დიდები იქნებიან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძე

01 ივნისი 2020, 12:40

COVID19

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება გამკაცრდეს რეგულაციები

თუ ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა ერთობლივად არ იმუშავეს, ეს რისკები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რამაც შესაძლოა რეგულაციების გარკვეულ გამკაცრებამდე მიგვიყვანოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

01 ივნისი 2020, 12:36

COVID19

გიორგი გახარია: მოგიწოდებთ ყველას, ვატაროთ ნიღბები

გიორგი გახარიას თქმით, ამას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს. „ეს არის სამოქალაქო პასუხისმგელობა, რომელიც არის მარტივი და რომელიც ყველას შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენ იძულებული ვართ ნელ-ნელა ეკონომიკა გავხსნათ და ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ არ გვაქვს უკან დაბრუნების სურვილი ან ხელახალი დახურვისა და გადაკეტვის“ ,- აღნიშნა პრემიერმა.

კახა კუჭავა

01 ივნისი 2020, 12:35

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ოპოზიციამ ხალხის მიერ მოთხოვნილ საარჩევნო სისტემას მხარი უნდა დაუჭიროს, ეს მათი პასუხისმგებლობაა

თუ ოპოზიცია საბოლოოდ მაინც გადაწყვეტს, რომ არ დაუჭიროს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს მხოლოდ მათ დააზიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა. როგორც კუჭავამ აღნიშნა, იწყება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი, საჯარო განხილვები, რომლებიც ონლაინ პირდაპირი ეთერით გადაიცემა და ამის შემდეგ დაიწყება პარლამენტში განხილვა.

გიორგი გახარია

01 ივნისი 2020, 12:32

COVID19

გიორგი გახარია: კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი არ დაგვიმარცხებია

ბოლო დღეების განმავლობაში გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი. ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი არ დაგვიმარცხებია. ცალკე აღებულ ქვეყანაში ამის გაკეთება შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს არის პანდემია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

01 ივნისი 2020, 12:25

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: ჩვენი გარემო არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და დაცვა სჭირდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

ზურაბ მელიქიშვილი

01 ივნისი 2020, 12:22

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა. „ჩვენ პრინციპული პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია. ვიდრე არ იქნება 8 მარტის შეთანხება, ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებები, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს განხილვების პროცესს, ბუნებრივია, ჩვენ არ ვიქნებით ჩართული ამ პროცესში. ჩვენ ველოდებით გიორგი რურუას გათავისუფლებას და ამის შემდეგ იქნება საუბარი საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში ჩართულობაზე. მანამდე არანაირი პროცესში ჩართულობა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არ იქნება“, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

ჰუბერტ ქნირში

01 ივნისი 2020, 12:19

საზოგადოება

ჰუბერტ ქნირში: „ტყის კოდექსის“ საფუძველზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა 3 მილიონ ჰექტარ ტყის ფართობს

მოხარული ვარ, საქართველოს პარლამენტის მიერ, „ტყის კოდექსის“ დამტკიცების გამო. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე განსაკუთრებული ყურადღება 3 მლნ ჰექტარ ტყის ფართობს მიექცევა, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანების ჯანსაღ გარემოში ცხოვრებასთან - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მინდია გორაძე

01 ივნისი 2020, 12:16

რეგიონი

ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის ახლობლები აქციას მართავენ

თურქეთის საპატიმროში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე „ლავასოღლის“ საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით მისი ახლობლები ბათუმში, თურქეთის საკონსულოს შენობასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, მინდია გორაძის საქართველოში ექსტრადირების პროცესი სწრაფად უნდა დაიწყოს, რადგან თურქეთის საპატიმროში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის გაუსაძლის პირობებშია.

კორონავირუსი

01 ივნისი 2020, 12:11

COVID19

გასულ დღე-ღამეში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 4 შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 4 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიკოსების ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში 1385 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 4 დადებითი აღმოჩნდა. ინფიცირებულები საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ.

01 ივნისი 2020, 12:11

მსოფლიო

სალვადორში სტიქიამ 7 ადამიანი იმსხვერპლა

სალვადორს ტროპიკულმა შტორმმა „ამანდამ“ გადაუარა. ქარიშხალს თან ძლიერი წვიმა დაერთო, რის შედეგადაც დასახლებული რაიონები დაიტბორა. სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი იმსხვერპლა. წყალდიდობის ზონიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქვეყანაში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. სალვადორის პრეზიდენტმა, ნაიბ ბუკელემ 15-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.