Imedi /  28 ოქტომბერი 2018, 20:20 / სანდო წყარო

დავით ბაქრაძემ არჩევნებში დამარცხება აღიარა

დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით ბაქრაძე არჩევნებში დამარცხებას აღიარა. 

ბაქრაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და თავის ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

„ჯერჯერობით არ ვიცით არჩევნების საბოლოო შედეგი, მაგრამ ვფიქრობ, ეგზიტპოლები საკმარისად აჩვენებს სურათს იმისთვის, რომ დასკვნები გავაკეთოთ.  ეგზიტპოლები ადასტურებს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ და მე ვერ შევძელით ჩვენი ამოცანის პირველი ნაწილის შესრულება, რაც არის ამ არჩევნებზე გამარჯვება. თითოეულ ჩვენ მხარდამჭერს მადლობა მინდა ვუთხრა. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება მომავალში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 "ევროპული საქართველოს" დაკვეთით, ეგზიტპოლი BCG Research–მა ჩაატარა. მისი შედეგები ასეთია: გრიგოლ ვაშაძე - 37%; სალომე ზურაბიშვილი - 34%, დავით ბაქრაძე - 17%; შალვა ნათელაშვილი - 5%, სხვა კანდიდატები - 7%.

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.

არჩევნებში პრეზიდენტობის 25 კანდიდატი მონაწილეობდა. ეს იყო ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში, როდესაც ამომრჩევლებმა პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიეს.

ყველა სიახლე

ბათუმი აქცია

22 ნოემბერი 2019, 11:02

საქართველო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარს ბოქლომი დაადეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. ისინი საპროტესტო აქციას მართავენ და თბილისში აქციაზე დაკავებულ ელგუჯა ბაგრატიონს სოლიდარობას უცხადებენ და საკანონმდებლო ორგანოსგან ელგუჯა ბაგრატიონის დაკავების ფაქტზე რეაგირებას ითხოვენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

იულია ტიმოშენკო ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 ნოემბერი 2019, 10:53

ტაბლოიდი

იულია ტიმოშენკომ ძველი ვარცხნილობა დაიბრუნა

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა იულია ტიმოშენკომ ძველი ვარცხნილობა დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. ცნობილი ნაწნავით ის ჟურნალისტებმა ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას გადაიღეს. უკრაინულ მედიაში ტიმოშენკოს ნაწნავს „რევოლუციურს“ უწოდებენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

22 ნოემბერი 2019, 10:43

საქართველო

მესტია-უშგულისა და ვერონა-შუამთის მონაკვეთებზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული.

ბალოტელი

22 ნოემბერი 2019, 10:25

სპორტი

„ბრეშიას“ მწვრთნელმა მარიო ბალოტელი ვარჯიშიდან გააგდო

ფაბიო გროსო 29 წლის ფეხბურთელს იმის გამო გაუნაწყენდა, რომ ვარჯიშზე არასაკმარისად ირჯებოდა. ინციდენტის შემდეგ ბალოტელიმ საწვრთნელი ბაზა თავისი ავტომობილით დატოვა. მიმდინარე სეზონში ბალოტელიმ „ბრეშიას“ მაისურით 7 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა

22 ნოემბერი 2019, 10:24

საქართველო

თელავის მერიასთან პოლიციაა მობილიზებული

თელავის ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც ქალაქის მერია და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაა განთავსებული, ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული. „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს ლელა მენთეშაშვილს მხარდამჭერებთან ერთად შენობაში შესვლა და მაჟორიტარი დეპუტატების სამუშაო ოთახზე ბოქლომის დადება სურდათ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

როუვენ რივლინი ბენიამინ ნეთანიაჰუ

22 ნოემბერი 2019, 10:15

მსოფლიო

ისრაელში კოალიციური მთავრობის ფორმირება პარლამენტს დაევალა

ისრაელში კოალიციური მთავრობის ფორმირება პარლამენტს დაევალა. ქვეყნის პრეზიდენტმა ქნესეთს მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებისთვის სამკვირიანი ვადა მისცა. უპრეცედენტო გადაწყვეტილება როუვენ რივლინმა მას შემდეგ მიიღო, რაც კოალიციური მთავრობის შექმნის ორივე მცდელობა კრახით დასრულდა.

ტულუზა

22 ნოემბერი 2019, 10:06

ტაბლოიდი

ტულუზაში კაცი მოწყალების გაცემის გამო დააჯარიმეს

მგზავრი ჯარიმის გასაჩივრებას აპირებს. ამავე დროს, ის აცხადებს, რომ ქალს მისთვის მოწყალება არ უთხოვია და ფული საკუთარი სურვილით მისცა. ადგილობრივი კანონმდებლობით რკინიგზის სადგურებზე მოწყალების თხოვნა აკრძალულია. ბავშვიან ქალს ახალგაზრდა კაცმა 70 სანტიმი აჩუქა, რის გამოც სამართალდამცველებმა მას ჯარიმა გამოუწერეს.

ზვიად კუპრავა

22 ნოემბერი 2019, 09:50

ძალოვნები

ზვიად კუპრავამ საპატიმრო დატოვა

ზვიად კუპრავა ბრალდებული იყო მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ის 21 თებერვალს დააკავეს. 2018 წლის 11 ივნისს კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა).

22 ნოემბერი 2019, 09:45

ტექნოლოგიები

Tesla-მ ახალი პიკაპი წარადგინა

Cybertruck იმავე მასალისგან არის აწყობილი, რომელსაც კომპანია SpaceX-ის რაკეტების შესაქმნელად იყენებს. პიკაპის ღირებულება 40-დან 70 ათას დოლარამდე იქნება. Cybertruck-ების სერიული წარმოება 2021 წლიდან დაიწყება.

ოზურგეთი

22 ნოემბერი 2019, 09:40

საქართველო

ოზურგეთში ოპოზიციას თალაკვაძის ოფისის კარზე ბოქლომის დადების საშუალება არ მისცეს

სამართალდამცველებმა ოპოზიციის წარმომადგენლები შენობიდან გაიყვანეს, რასაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ბოქლომი სამართალდამცველებმა ჩამოართვეს. პოლიცია ამ დროისთვის ისევ შენობასთან არის მობილიზებული.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

22 ნოემბერი 2019, 09:18

საქართველო

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს 50 მოსამართლეს კენჭს უყრის

დღევანდელ სხდომაზე საბჭო კენჭს უყრის იმ მოსამართლეებს, რომლებსაც საერთო სასამართლოების სისტემაში სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლა სურთ. ყველაზე მეტი ვაკანსია და მსურველიც თბილისის საქალაქო სასამართლოშია. დღის წესრიგით განსახილველ ხუთ საკითხზე იმსჯელებენ.

ირაკლი ოქრუაშვილი ზურაბ ადეიშვილი

22 ნოემბერი 2019, 09:07

ძალოვნები

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს ჩატარდება

ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბუტა რობაქიძე თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს.

ეროვნული არქივი

22 ნოემბერი 2019, 08:55

კულტურა

ეროვნული არქივის კინოთეატრში 1928 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა

ფილმის საწყისი მასალები „გოსფილმოფონდიდან“ საქართველოში ახლახან ჩამოიტანეს. 16-წუთიანი ფილმი მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარია. ამ ფილმით შედგა ასევე კინოში პირველი ქართველი რეჟისორი ქალის - ნუცა ღოღობერიძის დებიუტი.

ქართული ოცნება

22 ნოემბერი 2019, 08:45

ძალოვნები

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დაკავებული ოთხი მოქალაქის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. მოძრაობის „შეცვალე“ წევრები წუხელ თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. დაკავებულების უფლებებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი იცავს.

იმედი

22 ნოემბერი 2019, 08:40

ძალოვნები

„იმედის“ გადამღები ჯგუფი ზემო ფონიჭალაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხეს

ზემო ფონიჭალაში „იმედის კვირის“ რეპორტაჟის მოსამზადებლად მისულ „იმედის“ გადამღებ ჯგუფს აგრესიით შეხვდნენ, მუშაობის შესაძლებლობა არ მისცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავებული ჟურნალისტი და ოპერატორი სასწრაფო დახმარების ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

გერმანია

22 ნოემბერი 2019, 08:30

მსოფლიო

გერმანიაში ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი საავტომობილი ხიდი გაიხსნა

გერმანიაში ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი საავტომობილი ხიდი გახსნეს. მოზელის ხიდის სიმაღლე 160 მეტრი, სიგრძე კი ერთ ნახევარი კილომეტრია. ხიდის მშენებლობა 8 წლის წინ დაიწყო.

ხულო

22 ნოემბერი 2019, 08:15

ძალოვნები

ხულოში 7 სახლი დაიწვა

ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში ხანძრისას 7 სახლი დაიწვა. დამწვარია 5 დამხმარე ნაგებობაც. ხულოს მერმა განაცხადა, რომ შემთხვევისას არავინ დაშავებულა. ვახტანგ ბერიძის თქმით, სახანძრო სამსახურის ჯგუფები ადგილზე ახლაც მუშაობენ, თუმცა ხანძრის გარცელების საშიშროება არ არსებობს.

პაციენტი გაყინეს

22 ნოემბერი 2019, 00:50

ტექნოლოგიები

აშშ-ში ქირურგიულ ჩარევამდე პაციენტი გაყინეს

გამოცემა New Scientist-მა დაწერა პირველ პაციენტზე, რომელიც ექიმებმა რეანიმაციაში ყოფნისას გაყინეს, კერძოდ ჰიპოთერმულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ამ პროცედურის მიზანია დროის მოგება ქირურგიული ჩარევის დროს. ამ შემთხვევაში გულის გაჩერებისას არ ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქსოვილების დაზიანება. ოპერაცია აშშ-ში მერილენდის უნივერსიტეტში ჩატარდა. ამ პროცედურის მოლოდინშია მძიმედ ტრავმირებული კიდევ 10 პაციენტი.

ბექა ნაცვლიშვილი

22 ნოემბერი 2019, 00:43

საქართველო

ბექა ნაცვლიშვილი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით აქციას აანონსებს

დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ნაცვლიშვილი 24 ნოემბერს, 15:00 საათზე თბილისში, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ აქციას - „უკეთესი ქვეყნისთვის პროპორციული არჩევნების მოთხოვნით“ აანონსებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აქციის ორგანიზატორები არიან დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, მშრომელთა გაერთიანება „სოლიდარობის ქსელი“ და მეტროს მშრომელთა გაერთიანება „ერთობა 2013“.

USAID

21 ნოემბერი 2019, 23:30

საქართველო

USAID-ის წარმომადგენელი: თბილისში ვიზიტისას პარლამენტის ხელმძღვანელობამ დამარწმუნა რომ საარჩევნო რეფორმა გავიდოდა

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილე საარჩევნო რეფორმას ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშნელოვნად მიიჩნევს. ბირმანმა Twitter-ზე დაწერა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.