imedi /  25 ნოემბერი 2018, 16:01 / სანდო წყარო

ირმა ინაშვილი: მოვიკრიბოთ ძალები, მივიდეთ არჩევნებზე, მხარი დავუჭიროთ ზურაბიშვილს

აქცია

თბილისში აქცია „არა ნაცებს“ იმართება. ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, წინააღმდეგ პატრიოტთა ალიანსის მიერ ორგანიზებული აქცია, თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს. დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა ირმა ინაშვილმა.

"საქართველო ქართველი ხალხისაა. ბოკერიები-სააკაშვილები არ გამოსწორდებიან. არ დავუთმობთ საქართველოს ამ მანიაკებს. ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და მოვიკრიბოთ ძალები, მივიდეთ არჩევნებზე, მხარი დავუჭიროთ ზურაბიშვილს და იცოდეს მან, რომ მას ირჩევს არა „ქართული ოცნება“, არამედ ქართველი ხალხი. სალომე ზურაბიშვილი პასუხისმგებელია ქართველი ხალხის წინაშე. ქართველ ხალხს არავინ აღარ უნდა უღალატოს. ამ კრიმინალების გამოცხადება მთავარ ოპოზიციურ ძალად იყო ღალატი. ჩვენ ვართ მთავარი ოპოზიციური ძალა, თქვენთან ერთად. დღეს ყველა ვიცავთ ჩვენი შვილების მომავალს. კიდევ ერთხელ ვამბობ – ამ მანიკებისთვის დასათმობი საქართველო არ გვაქვს, საქართველოს მწამებლებს არ დავუთმობთ. არა წარსულში დაბრუნებას, წინ მომავლისკენ. ჩვენი ქვეყანა უნდა ავაშენოთ და გავაერთიანოთ. დიახ, აფხაზებსაც უნდა ველაპარაკოთ, ოსებს უნდა ველაპარაკოთ. ყველგან უნდა ჩავიდეთ, მოსკოვი იქნება, ბრიუსელი თუ სტრასბურგი, სოხუმშიც ჩავალ. ახლა ვამბობ ამას იმიტომ, რომ გაერთიანდეს ჩვენი პატარა ქვეყანა“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეწყვიტოს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ ოპონენტებად დასახელება და შეწყვიტოს მათთან კოჰაბიტაცია. 

23 ნოემბერს,  „არა ნაცებს“ - ამ სახელწოდებით „პატრიონთა ალიანსმა“ ბათუმში აქცია გამართა.  მათ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდი გაიხსენეს და განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნებას.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ცოტნე ანანიძე

07 ივლისი 2026, 12:44

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ჯო უილსონმა ეუთოში დაასპონსორა რეზოლუცია საქართველოს წინააღმდეგ გამჭვირვალობის კანონის გამო, რომელიც ამერიკაში მოქმედი კანონის სრული ანალოგია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის მიერ, რეზოლუციის პროექტის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მხარდაჭერას ეხმიანება.

ანასტასია ბერეზოვსკაია

07 ივლისი 2026, 12:32

მსოფლიო

კიევთან ახლოს მონაკოში უკრაინელი ოლიგარქის აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი ქალის ცხედარი იპოვეს

კიევთან ახლოს ანასტასია ბერეზოვსკაიას ცხედარი იპოვეს, რომელიც მონაკოში რამდენიმე დღის წინ უკრაინელი ოლიგარქის ვადიმ ერმოლაევის მკვლელობის მიზნით მოწყობილ აფეთქებაში იყო ეჭვმიტანილი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

07 ივლისი 2026, 12:11

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გაცხადებული ფაქტები უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რათა კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გავიაზროთ, რომ ევროკავშირისკენ სვლა საფრთხეში აგდებს ყველა ფუნდამენტს, რაზეც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად იდგა, ასევე შეუძლებელს ხდის მომავალში მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას

გასაჯაროებული ფაქტები ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის თუ წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელთა მხრიდან ქართულ ეკლესიაზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ, არის ევროკავშირის მორალური და ღირებულებითი დეგრადაციის მორიგი თვალსაჩინო მტკიცებულება, - ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას ეხება.

კირილ ბუდანოვი

07 ივლისი 2026, 12:11

მსოფლიო

კირილ ბუდანოვის განცხადებით, პოლონეთი უკრაინაში პროვოკაციას ამზადებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინის წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებს.

07 ივლისი 2026, 12:08

საზოგადოება

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფის წევრები ივლისში ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ (Operation SEA GUARDIAN) უკვე მეხუთედ მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

07 ივლისი 2026, 12:05

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: მართლმადიდებელი ეკლესია და ქართველი ხალხის ქრისტიანული რწმენა იყო არის და იქნება ის უმთავრესი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის „დიფ სთეითის“ და მის მიერ მართული ევრობიუროკრატიის გეგმის განხორციელებას, რაც ჩვენს ქვეყანაში ლგბტ დღის წესრიგის გაბატონებას გულისხმობს, როგორც ეს ევროკავშირშია

„ერთიანი ნეიტრალრი საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.

07 ივლისი 2026, 11:59

მსოფლიო

Reuters: დამასკოში სასტუმროსთან, სადაც მაკრონი იყო გაჩერებული, რამდენიმე აფეთქება მოხდა

სირიის დედაქალაქ დამასკოს სასტუმროსთან, სადაც ოფიციალური ვიზიტით ჩასული საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რჩებოდა, რამდენიმე აფეთქება მოდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მარტა კოსი

07 ივლისი 2026, 11:43

მსოფლიო

მარტა კოსმა სომხური გარგარისგან ჯემი გააკეთა - გარგარი იმ ცვლილებების სიმბოლოა, რომელიც დღეს სომხეთში მიმდინარეობს

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა სოციალურ ქსელში სომხური გარგარისგან მომზადებული ჯემის ქილებით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

07 ივლისი 2026, 11:38

საზოგადოება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari - მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის – ECTN Awards 2026-ის ფინალისტებს შორის მოხვდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი Mziskari - მზისკარი ევროპის კულტურული ტურიზმის ქსელის პრესტიჟული კონკურსის - ECTN Awards 2026-ის ფინალისტებს შორის მოხვდა. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზაალ ანჯაფარიძე

07 ივლისი 2026, 11:24

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: PACE-ს ანტიქართული რეზოლუციის მიღებამდე სტრასბურგში გადასხეს აქაური დამსმენების დესანტი, რომლებიც სიამოვნებით ისმენდნენ, როგორ ამათრახებდნენ ვერბალურად საქართველოს, რომელიც უკვე დიდი ხანია მათთვის აღარ არის სამშობლო, ზუსტად იგივე სცენარი განმეორდა ჰააგაში

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ დოკუმენტი საქართველოსთვის სამართლებრივ ვალდებულებებს არ წარმოშობს.

07 ივლისი 2026, 11:22

სამართალი

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ივნისში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ივნისში სამართალდარღვევის 72 ფაქტი გამოავლინეს

07 ივლისი 2026, 11:20

მსოფლიო

Reuters: ავსტრალიაში მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომაზე დაწესებული აკრძალვა ეფექტიანად ვერ სრულდება

ავსტრალიაში არასრულწლოვნებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვა ასაკის შემოწმების მექანიზმების ხარვეზების გამო პრაქტიკაში ეფექტიანად ვერ სრულდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

07 ივლისი 2026, 11:16

რეგიონი

გივი მიქანაძე ფოთში „ახალი საქართველოს უნივერსიტეტს“ ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ფოთში „ახალი საქართველოს უნივერსიტეტს“ (NGU) ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურას, საარქივო რესურსებს, მიმდინარე და სამომავლო პროექტებს გაეცნო.

07 ივლისი 2026, 11:10

საზოგადოება

ირაკლი ლექვინაძემ UNCTAD-ის მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს ICPEN-ის ხელმძღვანელობის პრიორიტეტები წარუდგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, ჟენევაში, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

2016 HO3

07 ივლისი 2026, 11:10

ტექნოლოგიები

ჩინურმა ზონდმა „ტიანვენ-2“ ასტეროიდ 2016 HO3-ის შესწავლა დაიწყო

მისიის შემდეგი ეტაპი ასტეროიდის ზედაპირის, შიდა სტრუქტურისა და შემადგენლობის დეტალური შესწავლა იქნება. მიღებული მონაცემები დაეხმარება გრუნტის ნიმუშების შესაგროვებლად მომზადებაში, რომელთა დედამიწაზე ჩამოტანაც იგეგმება.

07 ივლისი 2026, 11:08

საზოგადოება

ფაროსანას ბუნებრივ მტერს - იაპონურ ქინქლას ბუნებრივ გარემოში გამოცდიან - 370 სპეციალურად შერჩეულ ლოკაციაზე, სადაც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობები არ ტარდება, 30 ათასზე მეტი იაპონური ქინქლა გაუშვეს

სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ანასეულის ლაბორატორიის სპეციალისტებმა, აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის – იაპონური ქინქლას (Trissolcus japonicus) – საველე პირობებში გამოცდა დაიწყეს. 370 სპეციალურად შერჩეულ ლოკაციაზე, სადაც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობები არ ტარდება, 30 ათასზე მეტი იაპონური ქინქლა გაუშვეს. სპეციალისტები მწერის გავრცელებასა და მის გავლენას ფაროსანას პოპულაციაზე მუდმივ რეჟიმში დააკვირდებიან.

დავით ქართველიშვილი

07 ივლისი 2026, 11:07

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რუსეთის გარშემო თანდათან ყალიბდება ახალი საინფორმაციო-პოლიტიკური გარემო, სადაც საკითხები, რომლებიც რამდენიმე წლის წინ ტაბუდ ითვლებოდა, დღეს კრემლის რეაქციის შიშის გარეშე განიხილება

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს რუსეთზე სხვადასხვა ფორმით განხორციელებულ ზეწოლას, ამ თემაზე საკუთარ ანალიზს აკეთებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. ზეწოლის მაგალითად მას ყარაბაღში გამართულ ფორუმზე გამოთქმული ღია განცხადებები მოჰყავს.

დონალდ ტრამპი

07 ივლისი 2026, 10:48

მსოფლიო

ტრამპი აშშ-ის კონგრესს მოუწოდებს შეიარაღებული ძალებისთვის 350 მილიარდი დოლარის გამოყოფა დააჩქაროს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ძლიერია, როგორც არასდროს.

ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი

07 ივლისი 2026, 10:42

ტაბლოიდი

ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილის დეტალები ხდება ცნობილი

ათასზე მეტ სტუმარს შორის იყვნენ: ედ შირანი, ბრედლი კუპერი, ტომ ჰენქსი, სტივენ სპილბერგი, პოლ მაკარტნი, ჯენიფერ ლოპესი, ემა სტოუნი, პოლ რადი, ჰიუ გრანტი, ჯიჯი ჰადიდი და მრავალი სხვა ვარსკვლავი. თვითონ ცერემონია წყვილის მეგობარმა, მსახიობმა ადამ სენდლერმა ჩაატარა. ამერიკული მედიის ცნობით, მან ახალდაქორწინებულებისთვის სპეციალურად დაწერილი სიმღერაც კი შეასრულა.

07 ივლისი 2026, 10:38

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.