imedi /  28 ნოემბერი 2018, 14:15 / სანდო წყარო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიები დამატებით შესწავლას საჭიროებს

არჩევნები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი არჩევნების დღეს პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხს ეხმიანება. ამის შესახებ სპეციალური განცხადება გავრცელდა.

"ამომრჩეველთა სია და მასში არსებული ინფორმაცია პერსონალური მონაცემებია და მათი დამუშავებისთვის საჭიროა კანონით დადგენილი საფუძვლის არსებობა და პრინციპების დაცვა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების კოორდინატორებს საარჩევნო უბნებთან ხელთ აქვთ ამომრჩეველთა ფოტოსურათიანი სიები, საყურადღებოა და დამატებით შესწავლას საჭიროებს. მნიშვნელოვანია, დადგინდეს რა ტიპის სიებს ეხება საქმე, როგორ მოხდა მათი მოპოვება და როგორ ხდება მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების გამოყენება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი სთხოვს დამკვირვებელ ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ პირებს მოგვაწოდონ მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები და დამატებითი ინფორმაცია,"- წერია განცხადებაში.

ამავე ცნობით, წინასაარჩევნო პერიოდში ინსპექტორის აპარატს დაწყებული აქვს საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული 10-მდე სხვადასხვა საკითხის შესწავლა, ასევე მიმდინარეობს არაერთი მოქალაქის განცხადების განხილვა.

არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

ლევან ჟორჟოლიანი

09 აპრილი 2026, 15:39

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან შეხვედრაზე დაისახა სამომავლო გეგმები სამშენებლო დარგის და ზოგადად, სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით, ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად მივიღოთ ხარისხიანი პროდუქტი

დაისახა სამომავლო გეგმები სამშენებლო დარგის და ზოგადად, სისტემის გაჯანსაღების მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.

09 აპრილი 2026, 15:25

მსოფლიო

რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები გაცვალეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

09 აპრილი 2026, 15:19

რეგიონი

ხაშურში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა შვილებთან ერთად 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

09 აპრილი 2026, 15:18

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

09 აპრილი 2026, 15:17

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან, ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებთან, ასევე, აჭარის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო.

ლადო სადღობელაშვილი

09 აპრილი 2026, 15:14

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი რადიკალებზე: ადამიანები, რომლებიც თითქოს 9 აპრილის მნიშვნელობაზე საუბრობენ, რეალურად იქცნენ ამ დღის იდეის დამანგრევლებად - ტრაგედიისა და ერთიანობის დღე გადააქციეს პოლიტიკური სპექტაკლის არენად

9 აპრილი არის არა უბრალოდ თარიღი - ეს არის ტკივილი და ამავდროულად საქართველოს თავისუფლებისთვის გაღებული უდიდესი მსხვერპლი, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

რევაზ სოხაძე

09 აპრილი 2026, 15:08

პოლიტიკა

რევაზ სოხაძე: სამინისტროს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განსახორციელებელი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიები მზად იყვნენ ამ პროექტების განსახორციელებლად, მოთხოვნების შესაბამისად

ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განსახორციელებელი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიები მზად იყვნენ ამ პროექტების განსახორციელებლად, იმ მოთხოვნების შესაბამისად, რაც ჩვენ გაგვაჩნია, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

09 აპრილი 2026, 15:06

პოლიტიკა

მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე: პრემიერთან შეხვედრაზე განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული როგორც მიზნები, ამოცანები და გამოწვევები, მათ შორის რეფორმები, რომელიც მნიშვნელოვანია სექტორის განვითარებისთვის

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული როგორც მიზნები, ამოცანები და გამოწვევები, მათ შორის ის რეფორმები, რომელიც მნიშვნელოვანია სექტორის განვითარებისთვის, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი გიორგობიანმა.

09 აპრილი 2026, 15:05

პოლიტიკა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ დედაქალაქის ვიცე-მერთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, დედაქალაქის ვიცე-მერთან, გიორგი ტყემალაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ბექა დავითულიანთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებთან, თინათინ ნიბლოშვილთან და ლევან ჯაფარიძესთან, დედაქალაქის მერის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარესთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და პარლამენტის შენობის წინ არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკო.

გოგა ბითაძე

09 აპრილი 2026, 15:02

სპორტი

გოგა ბითაძემ 22 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა🏀

გოგა ბითაძეს NBA-ში მორიგი კარგი შეხვედრა ჰქონდა. სულ რაღაც 22 წუთში ქართველმა ცენტრმა ორმაგი დუბლი - 14 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა, რასაც 6 შედეგიანი გადაცემაც მოაყოლა.

პაველ დუროვი

09 აპრილი 2026, 14:55

მსოფლიო

პაველ დუროვი: ევროკავშირის „დიფ სთეითი“ გვეუბნება, რომ „ტელეგრამი“ პრობლემაა

„ევროკავშირის „დიფ სთეითი“ სახელმწიფო მედიისა და სოროსის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით გვეუბნება, რომ „ტელეგრამი“ პრობლემაა, რადგან ხალხს შეუძლია სხვა სოციალური ქსელებიდან აღებული კონტენტის განხილვა ტელეგრამის პირად ჯგუფებში. ეს აბსურდი გამოიყენება თვალთვალის (Chat Control) და ცენზურის გასამართლებლად“, - წერს დუროვი.

09 აპრილი 2026, 14:53

სპორტი

ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან

ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან.

მაიკ ლი

09 აპრილი 2026, 14:45

მსოფლიო

სენატორი ლი: ნატოდან ჩვენი გამოსვლა დიდი ხნის დაგვიანებული ნაბიჯია. ნატომ თავისი თავი ამოწურა

„ნატოდან ჩვენი გამოსვლა დიდი ხნის დაგვიანებული ნაბიჯია. ნატომ თავისი თავი ამოწურა. ის საფრთხეები, რომლებიც მისი დაარსებისას არსებობდა, 76 წლის შემდეგ რელევანტური აღარ არის. ევროპა ათწლეულების განმავლობაში ამერიკელი გადამხდელების ხარჯზე ინარჩუნებს საკუთარ უსაფრთხოებას და სანაცვლოდ ძალიან ცოტას სთავაზობს“, - წერს სენატორი.

09 აპრილი 2026, 14:40

საზოგადოება

მეუფე შიო: დღეს ჩვენ ვიხსენებთ 9 აპრილის ტრაგედიას, იმ ღამეს და გვეუფლება მწუხარების გრძნობაც, მაგრამ ამავე დროს სიხარულიც ერთიანობის, ეროვნული სულის განცდის გამო, რომელიც გამოვლინდა იმ საოცარ დღეებში

დღეს ჩვენ ვიხსენებთ 9 აპრილის ტრაგედიას, იმ ღამეს და გვეუფლება მწუხარების გრძნობაც, მაგრამ ამავე დროს სიხარულიც ერთიანობის და ეროვნული სულის განცდის გამო, რომელიც გამოვლინდა იმ საოცარ დღეებში, - განაცხადა მეუფე შიომ პარლამენტის წინ ქადაგებისას.

პედრო სანჩესი

09 აპრილი 2026, 14:40

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერმა ისრაელის ლიბანზე თავდასხმა დაგმო

ესპანეთის პრემიერ მინისტრის თქმით, ისრაელის ლიდერი საერთაშორისო სამართალს არღვევს. პედრო სანჩესი სოციალურ ქსელში წერს, რომ ლიბანი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა დაგმოს საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტები და ევროკავშირმა ისრაელთან ასოცირების შეთანხმება შეაჩეროს.

ემანუელ მაკრონი

09 აპრილი 2026, 14:31

მსოფლიო

მაკრონმა ფეზეშქიანსა და ტრამპთან სატელეფონო საუბრები გამართა

მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ორივე ლიდერს ცეცხლის შეწყვეტის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად ლიბანზე იერიშების შეწყვეტა დაუსახელა. საფრანგეთის პრეზიდენტი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის დიპლომატიური ძალისხმევის გაძლიერებას ცდილობს.

09 აპრილი 2026, 14:30

პოლიტიკა

9 აპრილის მემორიალთან ბექა დავითულიანს აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი დაუპირისპირდა

დავითულიანი საკრებულოს თავმჯდომარესთან, წევრებთან და თბილისის მერის მოადგილეებთან ერთად მემორიალთან 9 აპრილის დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად მივიდა. მედიასთან კომენტარის გაკეთების დროს მას აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი დაუპირისპირდა. მან დავითულიანს „მოღალატე და რუსი“ უწოდა.

09 აპრილი 2026, 14:27

მსოფლიო

ისრაელი ლიბანში შეტევებს განაგრძობს

ისრაელი ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებზე თავდასხმებს განაგრძობს. „ცაჰალის“ ცნობით, ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპა დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერის პირადი მდივანი.

ანდრია ჯაღმაიძე

09 აპრილი 2026, 14:24

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: დღეს პანაშვიდზე მოვიხსენიეთ გარდაცვლილების სულები, რომლებიც 37 წლის წინ, 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაიცვალნენ და ასევე კათოლიკოს-პატრიარქის სული

„დღეს პანაშვიდზე მოვიხსენიეთ გარდაცვლილების სულები, რომლებიც 37 წლის წინ, 9 აპრილს ტრაგიკულად გარდაიცვალნენ და ასევე კათოლიკოს-პატრიარქის სული. დღეს არის დიდი ხუთშაბათი და ეს ლოცვითი დღეები კვლავ განგვაწყობს ლოცვისთვის და იმ სიღრმის გააზრებისთვის, რასაც ნიშნავს დღევანდელი დღე და ასევე წინ გვაქვს, აღდგომამდე კიდევ მსახურებები და მნიშვნელოვანი დღეები, რომელიც ქრისტიანმა უნდა გაიაზროს. ასე რომ მთავარი ყურადღება ამაზე გვაქვს ახლა ეკლესიას“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

09 აპრილი 2026, 14:06

საზოგადოება

მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

9 აპრილის მემორიალთან საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მივიდა და გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მეუფე შიო შეკრებილებს ქადაგებითაც მიმართავს. მასთან ერთად სასულიერო პირები იმყოფებიან. მოგვიანებით საპატრიარქოს პრესსპიკერი მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.