imedi /  29 ნოემბერი 2018, 12:13 / სანდო წყარო

გრიგოლ ვაშაძის შტაბი დამოურჩილებლობაზე სააკაშვილის მოწოდებას არ იზიარებს

გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე

"ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ემიჯნება მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას, რომელშიც ის სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებას აკეთებს. როგორც გიორგი ვაშაძემ თქვა, სააკაშვილის ეს სიტყვები მისი პირადი მოსაზრებაა და ნაციონალების ოპოზიციური ჯგუფი მას არ იზიარებს.

"ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით მიხეილ სააკშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. ეს არის მისი პერსონალური მოსაზრება, რასაც ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიზიარებთ, განსხვავებული მოსაზრება გვაქვს ამასთან დაკავშირებით და ჩვენ დღეს 18:00 საათზე გვექნება სწორედ ამაზე მსჯელობა ფილარმონიაში.

დამთავრდა ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და ახლა ზუსტად ის დროა, როცა გაერთიანებული ოპოზიცია და "ძალა ერთობაშია" აჩვენებს რეალურად საკუთარ სახეს და ძალას. აქ არის 11 პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს კონსენსუსით. ყველა წევრის მოსაზრებას გიზიარებთ ამ საკითხზე, თქვენ ვერც ერთ წევრს ვერ ნახავთ კოალიციაში, რომელსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ შედეგებს არ ენდობა და მოსახლეობასა და ჯარს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.

„ხვალინდელი დღიდან, მიუხედავად იმისა, რა შედეგები დადგება და იმედია, შედეგი იქნება, ჩვენ გადავდივართ მასობრივ დაუმორჩილებლობაზე. მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, ჯარს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას.მოგიწოდებთ თქვენ, აიღოთ საქართველოს გადარჩენა საკუთარ ხელში", -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში. 

ცესკოს მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.52% (1 147 627 ხმა) აიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს კი ამომრჩეველთა 40.48%-მა (780 633 ხმა) დაუჭირა მხარი.

28 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობამ 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტი.

პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

ყველა სიახლე

02 სექტემბერი 2026, 20:40

კულტურა

მე-10 მე-11 საუკუნეების ისტორიული არტეფაქტები რუსთაველის გამზირზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შუა საუკუნეების თბილისი და 10 მე-11 საუკუნეების არტეფაქტები - თბილისი რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მიმოსვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა, კონკრეტული არქეოლოგიური მასალითაც დასტურდება. რუსთაველის გამზირზე აღმოჩენილ მასალას მეცნიერული კვლევა ჩაუტარდება.

02 სექტემბერი 2026, 20:36

საზოგადოება

26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფი უკვე საქართველოშია - ლუქსემბურგიდან ჩამოსული ავიაექსპედიციის ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში 8 სექტემბრამდე დარჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფი უკვე საქართველოშია. ლუქსემბურგიდან ჩამოსული ავიაექსპედიციის ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში 8 სექტემბრამდე დარჩება. მანამდე, ექსპედიციის წევრები ნახავენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და მონაწილეობას მიიღებენ კაჭრეთში, საავიაციო სოფლის გახსნაში.

თამარ იოსელიანი

02 სექტემბერი 2026, 20:33

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ჩვენ გეგმა-გრაფიკის მიხედვით ვახორციელებთ სამუშაოებს და 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული და შესაბამისად, უკვე ნათელია მისი მასშტაბი, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.

02 სექტემბერი 2026, 20:31

რეგიონი

ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა, რეაგირება ქიმიურ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე - უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება ბათუმში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება ბათუმში.

ლევან მაჭავარიანი

02 სექტემბერი 2026, 20:27

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: დასტურდება ის, რაზედაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელში სერიოზული პრობლემებია

დასტურდება ის, რასაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელში სერიოზული პრობლემებია. პირველ რიგში კი მათ მმართველ კლასში და იმ პოლიტიკაში, რასაც ისინი აყალიბებენ არა ევროპელი ხალხის დაკვეთით, არამედ გარე ძალების დაკვეთით, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

02 სექტემბერი 2026, 20:26

ეკონომიკა

ანაკლიის პორტი როგორც შუა დერეფნის ახალი სატრანსპორტო ცენტრი - ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ანაკლიის პორტი, როგორც შუა დერეფნის ახალი სატრანსპორტო ცენტრი - წამყვანი საზღვაო მედია პლატფორმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ეხმიანება.

02 სექტემბერი 2026, 20:25

პოლიტიკა

რატომ აღარ არის მიმზიდველი ევროგაერთიანება თავად ევროპელებისათვის - ისლანდიელი ხალხის უარი ევროკავშირს მეოთხე დღეა პოლიტიკური შეფასებების საგანია. დეტალები „ქრონიკაში“

უკვე მეოთხე დღეა ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, ევროპულ პოლიტიკურ წრეებში განხილვის საგანია.

02 სექტემბერი 2026, 20:21

სამართალი

ლაზარე ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი, რომელიც პატიმარი ექსპრემიერის სპეკულაციებს პასუხს სცემს - კორუფციული დანაშაულის გადაფარვის მცდელობა, თვითდაზიანების პოლიტიკა და სარგებელი ოპოზიციას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გამოქვეყნებულ განცხადებაში ღარიბაშვილი კითხვის ნიშნის ქვეშ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობას აყენებს. იმას, რაც ოპოზიციისთვის სარწმუნო აღმოჩნდა, ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი აბათილებს.

02 სექტემბერი 2026, 20:17

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა უნდა მოემზადოს ევროპული უსაფრთხოების ახალი ეპოქისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს „ევროპული უსაფრთხოების ახალი ეპოქისთვის“.

02 სექტემბერი 2026, 20:12

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობა“ ნდობის აღდგენის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარს არასდროს იტყვის, გაერთიანების გზა კი მხოლოდ შერიგებაზე გადის - ასეთია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია.

02 სექტემბერი 2026, 19:57

საზოგადოება

6 სექტემბერს, პირველად საქართველოში, თაიგულის ყვავილების ფესტივალი გაიმართება

6 სექტემბერს, 13:00 საათზე Expo Georgia-ს მესამე პავილიონში პირველად საქართველოში გაიმართება თაიგულის ყვავილების ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მეწარმეები და ფლორისტები მიიღებენ. ფესტივალის მიზანია ქართული ყვავილების წარმოების ხელშეწყობა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ქართული წარმოების სათაიგულე ყვავილები.

02 სექტემბერი 2026, 19:52

პოლიტიკა

ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ

ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ

დონალდ ტრამპი

02 სექტემბერი 2026, 19:48

მსოფლიო

ტრამპი: ახლა, როდესაც ჰორმუზის სრუტეს აშშ აკონტროლებს, ხომ არ უნდა შევუცვალოთ სახელი და დავარქვათ „ტრამპის სრუტე“?

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში წამოაყენა იდეა, რომ ახლო აღმოსავლეთში მდებარე სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეს სახელი შეეცვალოს და მის პატივსაცემად „ტრამპის სრუტე“ ეწოდოს.

02 სექტემბერი 2026, 19:39

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, კრისტოფ კამპს შეხვდა.

02 სექტემბერი 2026, 19:25

მსოფლიო

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა მომავალ წელს იტალიაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა შეიძლება სცადოს

იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანტონიო ტაიანის განცხადებით, რუსეთმა მომავალ წელს იტალიაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა შეიძლება სცადოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს „მთლიანად ევროკავშირისთვის საერთო გამოწვევას წარმოადგენს“.

ანდრეი სიბიგა

02 სექტემბერი 2026, 19:00

მსოფლიო

უკრაინამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ოფიციალურად გააფრთხილა რუსეთის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო ავიაციის ფრენებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ

უკრაინამ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ოფიციალურად გააფრთხილა რუსეთის საჰაერო სივრცეში სამოქალაქო ავიაციის ფრენებთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ. ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.

კაია კალასი

02 სექტემბერი 2026, 18:31

მსოფლიო

კალასი: ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში აღკვეთილი თავდასხმა სახელმწიფო ტერორიზმის ყველა ნიშანს ატარებდა

ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში აღკვეთილი თავდასხმა „სახელმწიფო ტერორიზმის ყველა ნიშანს“ ატარებდა. მან ეს მას შემდეგ აღნიშნა, რაც გერმანიამ მომხდარში ბრალი რუსეთს დააკისრა.

მარკ რუტე ურსულა ფონ დერ ლაიენი

02 სექტემბერი 2026, 18:18

მსოფლიო

ფონ დერ ლაიენი და რუტე: ევროკავშირი და ნატო არ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას ევროპულ ქვეყნებზე განხორციელებული იმ თავდასხმების მიუხედავად, რომლებშიც ბრალი რუსეთს ედება

ევროკავშირი და ნატო არ შეწყვეტენ უკრაინის მხარდაჭერას ევროპულ ქვეყნებზე განხორციელებული იმ თავდასხმების მიუხედავად, რომლებშიც ბრალი რუსეთს ედება, - განაცხადეს ოთხშაბათს ამ ორი ინსტიტუტის ხელმძღვანელებმა.

02 სექტემბერი 2026, 17:44

პოლიტიკა

გივი მიქანაძემ თურქმენეთში შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო

გივი მიქანაძემ თურქმენეთში შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო

02 სექტემბერი 2026, 17:37

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, კრისტოფ კამპს შეხვდა.