20 აგვისტო 2024, 10:22 / სანდო წყარო

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება

პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება გვჭირდება პოლიტიკური სისტემის თვისებრივად გასაჯანსაღებლად, რისი მიღწევაც პოლიტიკიდან კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ჩამოშორების გარეშე შეუძლებელია, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ისინი აპირებენ სამართლებრივი პროცესის დაინიცირებას, რომლის შედეგადაც არაკონსტიტუციურად გამოცხადდება როგორც „ნაციონალური მოძრაობა“, ისე მისი ყველა სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია.

„საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაულებრივი რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებიდან 12 წელი გავიდა, დღემდე მისი გასამართლება ვერ მოხერხდა, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა. პირველ რიგში, დამნაშავეების არგასამართლებას აქტიურად ითხოვდნენ მათი უცხოელი მფარველები, რამაც რეჟიმის გასამართლებას გადამწყვეტი წინაღობა შეუქმნა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც შევძელით კონკრეტულ უმძიმეს დანაშაულებზე სამართლის აღსრულება რეჟიმის ათობით მაღალი, საშუალო თუ დაბალი რანგის წარმომადგენლის მიმართ, ყოფილი პრეზიდენტის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ყოფილი მინისტრებისა და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით. შესაბამისმა განაჩენებმა, მთლიანობაში, წლების მანძილზე, შექმნა მყარი საფუძველი რეჟიმის გასასამართლებლად. ასევე, შეგახსენებთ, რომ გასული წლების მანძილზე წარიმართებოდა პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში, რომლებიც, „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, საქართველოს და ქართული ჯარის გამარჯვებით დასრულდა. ჰააგისა და სტრასბურგის პროცესების ფონზე, 2008 წლის დანაშაულში ჩაძიება მნიშვნელოვან რისკებთან იყო დაკავშირებული, რომლებიც ახლა სრულად არის მოხსნილი. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 2008 წლის დანაშაულის მონანიების მაგივრად, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთხელ ექაჩებოდა და დღესაც ექაჩება საქართველოს ომისკენ. ამ ფონზე, ამ დანაშაულებრივი ძალის გასამართლებამ დღეს სულ სხვა აქტუალობა შეიძინა“, - აღნიშნულია პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

გარდა ამისა, საუბარია კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ძლიერ გარე მფარველებზე, რომლებიც გასული 2 წლის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ყველა კამპანიის, მათ შორის, მეორე ფრონტის კამპანიის კოორდინაციას ახორციელებდნენ. განცხადებაში ნახსენებია ხორავას ქუჩის საქმეც, კერძოდ, აღნიშნულია, რომ მოსამართლემ, რომელიც უცხოელებისგან დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი არ გაითვალისწინა და გაუგებარი განაჩენი გამოიტანა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, ოპოზიციამ და ენჯეოებმა კი მოსამართლის ნაცვლად, პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს, პროტესტი რევოლუციურ პროცესებში გადაიზარდა.

„კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძლიერი გარე მფარველები ახლაც ჰყავს. ეს არიან ის ძალები, რომლებიც გასული 2 წლის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ყველა კამპანიის, მათ შორის მეორე ფრონტის კამპანიის ადგილობრივ თუ საერთაშორისო კოორდინაციას ახორციელებდნენ. ჩვენ ამ ძალებს უნდა დავანახოთ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სისტემიდან ჩამოშორება ქართველი ხალხის უდიდესი, საკონსტიტუციო უმრავლესობის გადაწყვეტილებაა. ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პოლიტიკურ განაჩენად „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც შესაბამის სამართლებრივ პროცესს მყარ ნიადაგს შეუქმნის. სწორედ გარე ფაქტორის გათვალისწინებით არის აუცილებელი „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება „ნაციონალური მოძრაობის“ გასასამართლებლად. გამომდინარე უამრავი დანაშაულიდან, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა, მას ვერ მივცემთ უფლებას, გარე დავალებების შესრულება და სახელმწიფოსთვის მუდმივი ზიანის მიყენება განაგრძოს. დაუშვებელია ხელისუფლებაში დაბრუნების თუნდაც თეორიული შესაძლებლობა დარჩეს 2008 წლის დანაშაულის ჩამდენ პოლიტიკურ ძალას, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც საქართველოს წინაშე რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე დგას. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ოპოზიციის როლს გარედან მართული პოლიტიკოსების დანაშაულებრივი ჯგუფი - კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ასრულებს, სახელმწიფოს მუდმივად უწევს დანაღმულ ველზე სიარული, რის გამოც ქვეყნის დაკარგვის რისკი მუდმივად აქტუალური რჩება. ყველას გვახსოვს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოტანილ საეჭვო განაჩენს მოჰყვა. მოსამართლემ, რომელიც უცხოელებისგან დღემდე საეჭვო პრივილეგიებით სარგებლობს, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალი არ გაითვალისწინა და გაუგებარი განაჩენი გამოიტანა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. თუმცა, ოპოზიციამ და ენჯეოებმა არა მოსამართლის, არამედ პროკურატურის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს. მეტიც, პროტესტი რევოლუციურ პროცესებში გადაიზარდა. მაშინ საზოგადოებას გაუჭირდა იმის გააზრება, თუ ვის მიერ და რა მიზნით იყო შესაბამისი პროცესები დაგეგმილი და კოორდინირებული. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი არჩევნებამდე შედარებით დიდი ხნით ადრე და არა წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი ტრაგიკულად შეიძლება დასრულებულიყო და ხელოვნურად წარმართულ სცენარს ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება შეიძლებოდა მოჰყოლოდა. საზოგადოებას თვეები დასჭირდა იმის გასააზრებლად, რომ საქმეში ხელისუფლების არავითარი ბრალეულობა არ იყო. ეს მაგალითი იმ რისკების საუკეთესო ილუსტრაციაა, რომლებიც ხელოვნურად გაღვივებული პოლარიზაციის ფონზე, მსგავსი სცენარის ამოქმედებასთან შეიძლება იყო დაკავშირებული. მთელი ამ წლების განმავლობაში, საქართველოში სრულფასოვანი არჩევნები არ ჩატარებულა. ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში საზოგადოებას უნდა ჰქონდეს არჩევანი კარგსა და უკეთესს შორის. ქართულ სინამდვილეში კი, ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, რომელიც სახელმწიფოს შენარჩუნებას ცდილობს და მეორე მხარეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც მთლიანად გარედან იმართება და სახელმწიფოს გამუდმებული მტრობით არის დაკავებული.

როდესაც ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა სამზე მეტი ვადით ინარჩუნებს ძალაუფლებას, ეს დემოკრატიულ პროცესს გარკვეულწილად ჩრდილს აყენებს. ჯანსაღ დემოკრატიულ სისტემაში გარკვეული პერიოდულობით ერთმანეთს ხელისუფლებაში ერთმანეთზე უკეთესი პოლიტიკური ძალები უნდა ანაცვლებდნენ, რაც დღევანდელ ვითარებაში შეუძლებელია. სრულფასოვანი არჩევნები საქართველოში მხოლოდ მას შემდეგ ჩატარდება, რაც პოლიტიკურ სისტემაში კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები ჩაანაცვლებენ. ჩვენი ვალია ქართული სახელმწიფოს წინაშე, პოლიტიკური სისტემის არაჯანსაღი მდგომარეობა სამუდამოდ შევცვალოთ და ინსტიტუციონალიზებული პარტიული სისტემა ჩამოვაყალიბოთ, რაც სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირების აუცილებელი პირობაა. არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს რევოლუციებისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში და გულხელდაკრეფილი ველოდოთ იმ ნაღმის აფეთქებას, რომელსაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ საშუალებით გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული რადიკალიზმი და პოლარიზაცია ჰქვია. სწორედ ამიტომ, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არის აუცილებელი პირობა საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და გამართული დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების ჩამოყალიბებისათვის“, - ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, სადაც დაზუსტებულია ის პუნქტები, თუ რისთვის სჭირდება მმართველ გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

04 აგვისტო 2026, 03:26

მსოფლიო

ტრამპი: გაკოტრებულმა დიდმა ბრიტანეთმა ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობის მოპოვება უნდა დაიწყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი „გაკოტრებული ქვეყანაა“, რითაც ენდი ბერნემს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და გაზის მოპოვება გააფართოოს.

დონალდ ტრამპი

04 აგვისტო 2026, 02:02

მსოფლიო

ტრამპი: მინდა ირანს გამანადგურებელ დარტყმამდე შანსი მივცე

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ცდილობს ირანს მოლაპარაკებებისთვის ყველა შანსი მისცეს „გამანადგურებელ დარტყმამდე“.

დონალდ ტრამპი

04 აგვისტო 2026, 01:54

მსოფლიო

„ეს უკანასკნელი შანსია“ - ტრამპი ირანს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისთვის ეს „უკანასკნელი შანსია“ შეერთებულ შტატებთან „კარგ დოკუმენტს მოაწეროს ხელი“.

04 აგვისტო 2026, 01:24

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ნავთობკომპანიები, მათ შორის Chevron-ი და ExxonMobil-ი, ირანის ომით გამოწვეული ფასების ნახტომის ფონზე „დიდ მოგებას იღებენ“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნავთობკომპანიები, მათ შორის Chevron-ი და ExxonMobil-ი, ირანის ომით გამოწვეული ფასების ნახტომის ფონზე „დიდ მოგებას იღებენ“.

04 აგვისტო 2026, 00:22

მსოფლიო

მოლდოვაში თალიბების დელეგაცია ჩავიდა - საგარეო საქმეთა სამინისტრო ირწმუნება, რომ ოფიციალური შეხვედრები არ გაიმართება

ავღანეთის სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მეცხოველეობის სამინისტროს დელეგაცია მოლდოვას ეწვია. „თალიბანის“ მთავრობის წარმომადგენელთა ვიზიტი 3 აგვისტოს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

ვალერი ზალუჟნი

03 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

„ზღაპრების 12 წელი“ - უკრაინის ყოფილი მთავარსარდალი ზალუჟნი აცხადებს, რომ უკრაინა ნატოში არასდროს გაწევრიანდება

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ უკრაინა ოდესმე გახდება ნატოს წევრი და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ამის სანაცვლოდ ყურადღება უსაფრთხოების სხვა ალიანსების განვითარებაზე უნდა გაამახვილოს. ამის შესახებ ზალუჟნიმ კიევში, ელჩების დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

ვლადიმირ პუტინი პატრიარქი კირილე

03 აგვისტო 2026, 23:01

მსოფლიო

The Times: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ კრემლის ბირთვული იარაღის უზარმაზარი არსენალი ღვთის „წყალობისა და მოწყალების“ ნიშანია

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა განაცხადა, რომ კრემლის ბირთვული იარაღის უზარმაზარი არსენალი ღვთის „წყალობისა და მოწყალების“ ნიშანია. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

03 აგვისტო 2026, 22:52

მსოფლიო

ტრამპი: ყველაფერი ლიბერალური ბინძური და ამაზრზენი ხდება - სოციალიზმი, ლიბერალიზმი, პროგრესივიზმი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ლიბერალური იდეოლოგია და მემარცხენე პოლიტიკური მიმდინარეობები.

დონალდ ტრამპი ჯანი ინფანტინო

03 აგვისტო 2026, 22:33

მსოფლიო

The Times: ჯანი ინფანტინომ, რომელიც ფიფას ხელმძღვანელის თანამდებობის შესანარჩუნებლად იბრძვის, პრეზიდენტ ტრამპთან ტელეფონით დაკავშირება რამდენჯერმე სცადა

ჯანი ინფანტინომ, რომელიც ფიფას ხელმძღვანელის თანამდებობის შესანარჩუნებლად იბრძვის, პრეზიდენტ ტრამპთან ტელეფონით დაკავშირება რამდენჯერმე სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

03 აგვისტო 2026, 22:08

მსოფლიო

სეუტის კრიზისის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტი ესპანეთს მხარდაჭერას უცხადებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ესპანეთთან დაძაბულობის განმუხტვას შეეცადა მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ევროკავშირის უამრავი კოლეგა სეუტაში არსებული მიგრაციული კრიზისის მისი მთავრობის წინააღმდეგ გამოყენებაში დაადანაშაულა.

ხვიჩა კვარაცხელია

03 აგვისტო 2026, 21:06

სპორტი

ისტორიული შანსი ქართული სპორტისთვის - ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ისტორიული შანსი ქართული სპორტისთვის - ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. ფრანგულმა პრესამ ქართველი შემტევი სეზონის გამორჩეულ ფავორიტად დაასახელა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოლგა სტეფანიშინა

03 აგვისტო 2026, 21:04

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში უკრაინის ელჩი ოლგა სტეფანიშინა თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ბრძანებულება აშშ-ში უკრაინის ელჩის, ოლგა სტეფანიშინას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

03 აგვისტო 2026, 20:41

სამართალი

ნარკოტიკების გასაღების გაშიფრული სქემა, ამოღებული დიდი ოდენობით აკრძალული ნივთიერებები და დაკავებული 6 ადამიანი . „ქრონიკის“ სიუჟეტი

გახსნილია კიდევ ერთი ნარკოდანაშაულის ფაქტი. გაშიფრულია დანაშაულებრივი სქემაც. განსაკუთრებით დიდი ოდენობით აკრძალული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და კულტივირების ბრალდებით 6 ადამიანია დაკავებული.

03 აგვისტო 2026, 20:37

პოლიტიკა

ბესარიონ ხარძიანის საქმეზე გამოტანილი განაჩენი - სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა და პოლიტიკური შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების უკანონო ჩამორთმევის საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ბრალდებულებს ათი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდათ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

03 აგვისტო 2026, 20:36

მსოფლიო

ზელენსკის ომის ზამთრამდე დასრულება სურს, თუმცა აღნიშნავს, რომ პუტინი „მის გაჭიანურებას გეგმავს“

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა „ძალ-ღონეს არ დაიშურებს“, რათა ზამთრის დადგომამდე რუსეთს სამშვიდობო შეთანხმების დადებისკენ უბიძგოს.

03 აგვისტო 2026, 20:32

ეკონომიკა

არასასურსათო პროდუქტები, სავაჭრო ქსელების შეთავაზებები და ბაზრის დინამიკა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სამთავრობო პლატფორმამ მომსახურების არეალი გააფართოვა. სასურსათო კალათის პარალელურად, ვებგვერდზე პირველადი მოხმარების 10 დასახელების არასასურსათო ნივთის შეძენაც შესაძლებელია.

03 აგვისტო 2026, 20:24

პოლიტიკა

ეროვნული იდენტობისა და ტრადიციული ფასეულობების დაცვა საკანონმდებლო დონეზე - ხელისუფლების მზადყოფნა საინიციატივო ჯგუფების მოთხოვნაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კოორდინირებული შეტევის ავტორები და ეროვნული იდენტობის წაშლის მცდელობები - ღირებულებების დასაცავად ხელისუფლება, საინიციატივო ჯგუფის საპასუხოდ, საკანონმდებლო ცვლილებების განხილვისთვის მზად არის.

03 აგვისტო 2026, 20:17

პოლიტიკა

გაბათილებული სპეკულაციები შოვის ტრაგედიაზე - მიზანმიმართულად აგორებული კამპანია საერთაშორისო ექსპერტულმა დასკვნებმა სრულად გაანულა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

შოვის ტრაგედიის ფონზე იყო სპეკულაციები. მედიაკამპანია საერთაშორისო ექსპერტულმა დასკვნებმა სრულად გააბათილა, ტრაგედიით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა კი ჩაიშალა.

03 აგვისტო 2026, 20:11

მსოფლიო

Bloomberg: ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ევროპის ენერგობაზარზე გავლენა იქონია - ივლისში ბელგია სრულად გადავიდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა ევროპის ენერგობაზარზე გავლენა იქონია - ივლისში ბელგია სრულად გადავიდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზე, - იუწყება საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი.

დონალდ ტრამპი

03 აგვისტო 2026, 19:41

მსოფლიო

ტრამპი: ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი

ირანის ხელმძღვანელობა წარმოუდგენლად თვალთმაქცია! ისინი გვთხოვენ შეხვედრას, გვეხვეწებიან კიდეც. იწყება მოლაპარაკებები, რომელთა გაგრძელებაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი, ისინი კი ღიად და ამაყად აცხადებენ, რომ არანაირ დისკუსიას არ აწარმოებენ, არაფერს განიხილავენ და საქმე მხოლოდ „ომანთან“ აქვთ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.