ირაკლი ზარქუა: მივმართავ ყველა პატიოსან მოქალაქეს, ვინც შეცდომაშია შეყვანილი, იცით, რომ დღეს პრაიდის გვერდით, ანუ მამათმავლების გვერდით თქვენც გეპატიჟებიან, რომ საქართველოს განვითარებაზე და ხვალინდელ დღეზე ისაუბროთ?
ირაკლი ზარქუა
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
აქცია, რომელიც დააანონსა დღეს ლგბტ და რადიკალურმა ოპოზიციამ, პრინციპში, სიმბოლურია, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, ოპოზიციის და არასამთავრობოების მიერ დაგეგმილი მარში.
მისი განცხადებით, თუ ის პატიოსანი მოქალაქეები, ვინც შეცდომაში არიან შეყვანილი, თანახმა არიან ლგბტ აქტივისტების პროპაგანდა იყოს დღის წესრიგში, მაშინ, მათ შეუძლიათ დღევანდელ მარშს შეუერთდნენ.
„მგონია, რომ დღეს ვინც ლგბტ პროპაგანდის მომხრეა, ისინი ყველანი „როთები“ არიან, ჰოდა, დღეს შეკრებაა. მე უბრალოდ, მივმართავ ყველა პატიოსან მოქალაქეს, ვინც შეცდომაშია შეყვანილი: იცით, რომ ამ „პრაიდის“ გვერდით, ანუ მამათმავლების გვერდით, ანუ ლგბტ საზოგადოების წევრებთან ერთად, თქვენც გეპატიჟებიან, რომ საქართველოს განვითარებაზე და ხვალინდელ დღეზე ისაუბროთ - თქვენ ამას ეთანხმებით? თქვენ მომხრე ხართ, რომ აქ ლესბოსელი, გეი აქტივისტები და მათი პროპაგანდა იყოს დღის წესრიგში? - მაშინ, კი ბატონო, მიბრძანდით“,- აღნიშნა ზარქუამ.
მისი ცნობით, ამ და სხვა მიზეზების გამო, ბევრი ტოვებს ოპოზიციის რიგებს, ვინაიდან, ადათ-წესებით განთქმული ქართველი „პრაიდთან“ ერთად აქციებს ვერ ჩაატარებს. ზარქუამ ასევე მადლობა გადაუხადა მარშის ორგანიზატორებს, რომ ისინი კიდევ ერთხელ ნათლად უჩვენებენ საზოგადოებას მმართველ პარტიასა და ლგბტ-საზოგადოებას შორის.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ მიზეზის და არა მხოლოდ ამ მიზეზის გამო, ბევრმა უარი თქვა ამ პარტიის წევრობაზე, იმიტომ, რომ გაიშიფრნენ. როგორ შეიძლება ქართველი კაცი, თავისი სტუმარ-მასპინძლობით, თავისი ადათ-წესებით განთქმული, ახლა ლგბტ პროპაგანდასთან და მათ „პრაიდთან“ ერთად, აქციას ატარებდეს? ამიტომ, ბევრი ტოვებს [ოპოზიციურ პარტიებს]. რაც შეეხება ორგანიზატორებს, ჩემი აზრით, კარგი ლუსტრაციაა: მათი ადგილი ამათთან ერთად არის და ამის დემონსტრირება ხდება. მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორებს, რომ გვეხმარებიან, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ საზოგადოებას განსხვავება ჩვენსა და ამ ლგბტ საზოგადოებას შორის. ასე რომ, აბა ჰე, თქვენ იცით ბიჭებო, კიდევ მიიყვანეთ [ხალხი] შეცდომით და აქაც კი შეურაცხყოფა მიაყენეთ ქართულ საზოგადოებას“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ
ყველა სიახლე
16 სექტემბერი 2026, 09:13
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი მიშა მშვილდაძეზე: სინდისის გაყიდვის გამო სჭირს, რაც სჭირს, თორემ ფული ვის არ გაგვთავებია
ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ, ტელევიზია იმიტომ დავხურე და წავედი online, რომ ფეხი არ მწვდებოდა იქამდე, რომ სამაუწყებლო ხარჯებიც დამეფარა და ხელფასებიც. მაშინ ტაბულას გადასარჩენი რესურსი არ ჭირდა, უბრალოდ პირობას მიყენებდნენ - იმისთვის, რომ ოპოზიციურ სარეკლამო sales house-ს ტაბულას რეკლამა გაეყიდა, სააკაშვილი არ უნდა გამეკრიტიკებინა, არ უნდა გვესაუბრა რეალურად, უნდა გვეღალატა პროფესიისთვის და ისე უნდა დამეჩლუნგებინა თავი, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, როგორი ჩლუნგიც ოპოტელემედია და პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილია, - წერს პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
16 სექტემბერი 2026, 09:12
მსოფლიო
AP: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელისთვის 2,8 მილიარდი დოლარის იარაღის მიყიდვას გეგმავს
ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელისთვის 2 000-ფუნტიანი, დაახლოებით 900-კილოგრამიანი, მძიმე ბომბების მიწოდებას გეგმავს. იარაღი 2,8 მილიარდი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო გარიგების ნაწილია, იუწყება Associated Press-ი.
16 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
ABC News: ლოს-ანჯელესში ტელეკომპანია NBC Los Angeles-ის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა. დაიღუპა სამი ადამიანი
ლოს-ანჯელესში ორი კომერციული შენობის მიმდებარედ ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
16 სექტემბერი 2026, 08:25
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 სექტემბერს საქართველოში
ამბროლაურშიც წვიმას ამინდს ელოდებიან. ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
16 სექტემბერი 2026, 08:19
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაძლოა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანების შემთხვევაში უფრო უკეთ მოემსახუროს ქართულ სახელმწიფოს. მივესალმები ამ გადაწყვეტილებას
მივესალმებით მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს, - ასე აფასებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ფაღავა პრემიერის გადაწყვეტილებას, რომ ორი სახელმწიფო უწყება - რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ერთ უწყებად - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ ჩამოყალიბდება.
16 სექტემბერი 2026, 08:12
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: თამაზ ბორაშვილი თავის კონცეფციას წარმოადგენს, როგორ ესახება უწყების შემდგომი განვითარება
თამაზ ბორაშვილი თავის კონცეფციას წარმოადგენს, როგორ ესახება უწყების შემდგომი განვითარება, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
16 სექტემბერი 2026, 08:07
პოლიტიკა
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად დღეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და დღეს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.
16 სექტემბერი 2026, 08:04
პოლიტიკა
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს
კანონპროექტის თანახმად, ორი სახელმწიფო უწყება - რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ერთ უწყებად - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ ჩამოყალიბდება.
16 სექტემბერი 2026, 07:59
პოლიტიკა
დღეს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს აირჩევს
დღეს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს აირჩევს. თამაზ ბორაშვილს ჯერ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ, რის შემდეგაც მისი კანდიდატურა კენჭისყრისათვის პლენარულ სხდომას წარედგინება.
16 სექტემბერი 2026, 03:44
მსოფლიო
უკრაინის პრემიერი: უკრაინას დასავლური დახმარების შეფერხების გამო ხარჯების მასშტაბური შემცირება ემუქრება
უკრაინა იძულებულია მასშტაბურად შეამციროს მოქმედი ბიუჯეტის ხარჯები, თუ კანონმდებლები არ მიიღებენ არაპოპულარულ ზომებს, რომლებიც აუცილებელია ზამთრის დადგომამდე დასავლური დახმარების სახით მილიარდობით დოლარის მისაღებად. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი, სერგეი კორეცკი აცხადებს.
16 სექტემბერი 2026, 02:43
მსოფლიო
POLITICO: შიდაპოლიტიკური წნეხის ფონზე გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ნიუ-იორკში ვიზიტს აუქმებს
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად მომავალ სამშაბათს ნიუ-იორკში აღარ გაფრინდება, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.
16 სექტემბერი 2026, 00:50
მსოფლიო
POLITICO: საფრანგეთს ერთი კვირა რჩება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დასარწმუნებლად, რომ მისი ინიციატივა, სანქციების სიიდან ამოიღოს რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი, არ გახდება ქაოსის დასაწყისი და არ დაარღვევს მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედ შეზღუდვებს
საფრანგეთს ერთი კვირა რჩება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დასარწმუნებლად, რომ მისი ინიციატივა, სანქციების სიიდან ამოიღოს რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი, არ გახდება ქაოსის დასაწყისი და არ დაარღვევს მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედ შეზღუდვებს, - წერს გამოცემა POLITICO.
16 სექტემბერი 2026, 00:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ნუ ჰგონია უცხოეთის რომელიმე წარმომადგენელს, ან აქ, ან გარეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუვიწყებს, რომ არავის დაუგმია 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების მცდელობა
2025 წლის 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის წლისთავი და ნუ ჰგონია უცხოეთის რომელიმე წარმომადგენელს, ან აქ, ან გარეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას როდისმე დაუვიწყებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას.
16 სექტემბერი 2026, 00:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე გაანალიზებული და გააზრებული, რა სახის ჩარევა იყო 2024 წელს ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს, თუ ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს არჩევნებში
ბრიუსელში ინსტიტუციურ კრიზისზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ ვგულისხმობთ ღირებულებით უკუსვლას და ასე ვთქვათ, დაკვეთილ, ან მავნე პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებას, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას.
16 სექტემბერი 2026, 00:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: არაფერი გვაქვს გასაყოფი ევროპასთან, როგორც ცივილიზაციურ სივრცესთან, არც ევროკავშირთან გვაქვს პრობლემა, პრობლემა გვაქვს ბრიუსელთან, რომელიც ამრუდებს ევროკავშირის ღირებულებებს
კომისარმა კოსმა კიდევ ერთხელ გაამხილა, რა განწყობებია დღეს ბრიუსელში კანდიდატი ქვეყნების მიმართ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“.
15 სექტემბერი 2026, 23:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: 40-ათასიანი ზღვარის გაუქმების ცვლილება პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და მიმდინარე წელს ვისაც უწევს ქონების გადასახადზე დეკლარაციის შევსება, მათზე უკვე გავრცელდება
ზოგადად, ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მკაცრი პოლიტიკა არ ჰქონია იმდენად, რომ მკაცრი ადმინისტრაცია ყოფილიყო, თორემ, არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც ქონების გადასახადის კრიტერიუმებში ჯდებოდა, მაგრამ არ ადეკლარირებდნენ ქონებას, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“.
15 სექტემბერი 2026, 23:59
მსოფლიო
ზელენსკიმ CBS News-ს განუცხადა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში რუსეთმა მისი თვითმფრინავის წინააღმდეგ დრონებით თავდასხმა ორჯერ სცადა
ბოლო რამდენიმე კვირაში რუსეთმა ორჯერ ამოიღო მიზანში თვითმფრინავი, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტი გადაადგილდებოდა - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში სამშაბათს განაცხადა.
15 სექტემბერი 2026, 23:58
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა
რატომ ვაკნინებთ საკუთარ ქალაქს და ზოგადად საკუთარ ქვეყანას? თურმე თბილისში მეტრო რომ არის ან ქალაქში საცობებია, ამის გამო 2 მილიარდიანი ინვესტიცია ცუდი ამბავია. სხვა ქვეყანაში მეტრო არ არის? სხვა განვითარებულ ქალაქებში საცობები არ არსებობს? მსოფლიოში პრაქტიკულად არცერთი დიდი და განვითარებული ქალაქი არ არის საცობებისგან სრულად თავისუფალი, ეს არის დიდი ქალაქის რეალობა, ეს არის მოცემულობა, - ასე ეხმაურება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, კორუფციის მკვლევარის ირაკლი აბესაძის განცხადებას, სადაც ნათქამია, რომ „ტრამპ თაუერში“ ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში.“
15 სექტემბერი 2026, 23:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ყველამ კარგად გაიგოს, მოყვარემაც და მტერმაც, არცერთ ორგანიზაციაში გაწევრიანება, ვინმეს კეთილგანწყობის მოპოვება არ უღირს ჩვენს ერს ტერიტორიული მთლიანობის და კეთილდღეობის რისკის ქვეშ დაყენების ფასად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ხალხის კეთილდღეობის ზრდა.
15 სექტემბერი 2026, 23:20
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს საქართველოს ჰყავს წინდახედული, საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება, ასეთ დროს მარტივია გადაწყვეტილებები, დაბნეულობა არის მაშინ, როცა სხვის ინტერესებს უყურებ
ტურბულენტურ გარემოში სიმშვიდის, მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნება მართლაც მიღწევაა. ამას ხშირად ვამბობთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ისინი, ვინც საქართველოს გარედან აკვირდებიან, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“.


