შალვა პაპუაშვილი: არაფერი გვაქვს გასაყოფი ევროპასთან, როგორც ცივილიზაციურ სივრცესთან, არც ევროკავშირთან გვაქვს პრობლემა, პრობლემა გვაქვს ბრიუსელთან, რომელიც ამრუდებს ევროკავშირის ღირებულებებს
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
კომისარმა კოსმა კიდევ ერთხელ გაამხილა, რა განწყობებია დღეს ბრიუსელში კანდიდატი ქვეყნების მიმართ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“.
პაპუაშვილის თქმით, საუბარია იმის შესახებ, რომ ევროკავშირში ახალი წევრების მიღება მოხდება გარკვეული წინაპირობებით და ისინი არ იქნებიან სრულფასოვანი წევრები.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბრიუსელი ევროკავშირს დღეს ახედებს ცივილიზაციურ უფსკრულში, რასაც შველა სჭირდება.
„იცით, რომ მიდის საუბარი – წლის ბოლომდე ეს საკითხი გაირკვევა, მალე უკვე პროექტი უნდა იყოს ცნობილი – რომ ახალი წევრების მიღება მოხდება გარკვეული წინაპირობებით, რომლებიც გულისხმობს, რომ სრულფასოვანი წევრები არ იქნებიან. როგორც ჩანს, მიდის იქითკენ, რომ სურთ, კანდიდატებს შესთავაზონ ევროკავშირის რაღაც ორ კლასად დაყოფილი წევრები, ისინი, რომლებიც არიან უფრო აღმატებული, ასე ვთქვათ, არისტოკრატები ევროკავშირში და მდაბიო წევრები, ახალი წევრები ევროკავშირისა.
ჩვენ მოვისმინეთ მართლაც გამაოგნებელი ინიციატივები, რომ მაგალითად, არ ჰქონდეთ მათ ვეტოს უფლება. ანუ ისეთ ძირეულ საკითხებს, როგორიც არის საგარეო პოლიტიკა, ფინანსები და ა.შ. მრგვალი მაგიდის გარშემო ზიხარ, ვითომ უნდა იყო თანასწორი და შენს ნაცვლად წყვეტენ სხვები, შენ არ გაქვს ხმა. გვერდზე გიზის სხვა ქვეყანა, რომელიც არის სრულფასოვანი და შენ არ ხარ სრულფასოვანი. ასეთ იდეებამდე მიდის. მისი მოწოდებაც, რომ ქვეყნებმა თავი შეიკავონ „მაგას“ მოძრაობასთან ურთიერთობებისგან, ანუ ტრამპთან ურთიერთობისგან, ვინაიდან მოძრაობა „მაგა“ არის ტრამპის იდეოლოგიური საძირკველი და საფუძველი, მისი მხარდამჭერი, მიმართული იყო კანდიდატი ქვეყნების და არა წევრი ქვეყნების მიმართ. თან თვითონ უნდა ჰქონდეთ და კანდიდატები ვართ რაღაცა მეორეხარისხოვანი ხალხი, ქვეყანა, თუ ერი, რომელსაც გვეკრძალება, ურთიერთობა გვქონდეს „მაგასთან“.
ასევე იყო ჩინეთთანაც. გვიკრძალავენ, ეჭვის თვალით, თუ ცერად გვიყურებენ, რომ ჩინეთთან არ ჰქონდეს კანდიდატ ქვეყნებს ურთიერთობა. ყველას სხვათა შორის, ჩვენამდე სხვა კანდიდატი ქვეყნები გვიყვებოდნენ, ამას არ ვიჯერებდით. გვქონდა ხოლმე შეხვედრები ბალკანეთის ქვეყნებთან და გვიყვებოდნენ, ჩინეთთან დაკავშირებით რა ისტერიას უწყობდა მათ ბრიუსელი, რომ არ ეთანამშრომლათ ჩინეთთან გარკვეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში და არ აეღოთ სესხი ჩინეთისგან, აშინებდნენ, რომ იქნებოდა კაბალური პირობები და არ დაეკონტრაქტებინათ ჩინური კომპანიები, ეუბნებოდნენ, ჩვენ მოგცემთ ფულსო, შემდეგ ევროკავშირი აძლევდა ფულს და თვითონ აკონტრაქტებდა ჩინურ ორგანიზაციებს.
ასეთ აბსურდებზე გვესაუბრებოდნენ, არც კი მჯეროდა, მაგრამ ჩვენთან დაკავშირებით რაც გვესმის მათი მხრიდან ჩინეთზე, იგივეა. ანუ, კანდიდატ ქვეყნებს ჩინეთთანაც გვიკრძალავენ, თვითონ მშვენივრად ჩადიან პეკინში, შეხვედრებიც აქვთ, პარტნიორობაზე, სავაჭრო ურთიერთობაზე საუბრობენ და ჩვენ გვიკრძალავენ. ბრიუსელში დღეს რაც ხდება, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მართლაც გამაოგნებელ დამოკიდებულებას. ეს არის სწორედ ის ცივილიზაციური უფსკრული, რაშიც ახედებს დღეს ბრიუსელი ევროკავშირს და ამას სჭირდება შველა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საქართველოს პრობლემა აქვს არა ევროპასთან და ევროკავშირთან, არამედ ბრიუსელთან, რომელიც დღეს ამრუდებს ევროკავშირის ღირებულებებს.
„როცა ვსაუბრობთ ევროპასთან გართულებულ ურთიერთობაზე, ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი ევროპასთან, როგორც კულტურულ, ცივილიზაციურ სივრცესთან, ეს არის ჩვენი სივრცე და ჩვენ ამისი თანაშემოქმედი ვართ. ჩვენთვის ამის უარყოფა საკუთარი თავის უარყოფაა, ჩვენ ვართ ამის შემოქმედები. საქართველო თანაშემოქმედია ბევრი რამის, რაც ევროპაში არსებობს. მათ შორის, დემოკრატიისაც. მეოცე საუკუნის დასაწყისს თუ შეხედავთ, არჩევნები სად იყო, ქალთა საარჩევნო უფლებები პირველი სად იყო, საქართველო მოწინავე ვიყავით.
ჩვენ არც ევროკავშირთან არ გვაქვს პრობლემა, ვინაიდან იმ სადამფუძნებლო დოკუმენტებსა და პრინციპებს, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი, სრულად ვიზიარებთ და ამიტომ გვინდა ამ ორგანიზაციის წევრობა, მაგრამ ჩვენ პრობლემა გვაქვს ბრიუსელთან. ბრიუსელი დღეს ამრუდებს ევროკავშირის ღირებულებებს, უკან წევს ევროკავშირს იმ ღირებულებებისგან, რომელზეც იყო დაფუძნებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ისლანდიაში გამართულ რეფერენდუმზე და აღნიშნა, რომ ისლანდიაში, სინამდვილეში, რეფერენდუმი წააგო ბრიუსელმა.
„წააგო არა ევროკავშირის წევრობის, არამედ მოლაპარაკებების დაწყების შესახებ რეფერენდუმი. ანუ, მოლაპარაკების დაწყებაც კი არ უნდა ისლანდიელ ხალხს ევროკავშირთან. რატომ? მთავარი საკითხი რაც იყო, ეს არის სუვერენიტეტი და შემდეგ საკითხად იყო, თითქოს ისლანდიელებმა თევზჭერის რეგულაციების გამო უარი თქვეს საკუთარ ევროპულ მომავალზე, როგორც ასე შეფუთავენ ხოლმე. თევზჭერის რეგულაციები არის, მაგრამ ევროკავშირმა უთხრა, რომ ისლანდიისთვის დააწესებდა სპეციალურ წესებს, დაუდებდა სპეციალურ ხელშეკრულებას, რომლითაც ისლანდია შეინარჩუნებდა იმ თევზჭერის წესებს, რომლებიც იყო. გამონაკლისს უშვებდნენ, ეს პირობა მისცეს, მაგრამ ხალხმა რა ქნა, რატომ მიიღო უარი ამ რეფერენდუმზე ბრიუსელმა? – არ დაუჯერა, ეს არის მთავარი.
საკუთარი თავქარიანი ქცევით ბრიუსელმა ნდობა დაკარგა ევროპელ ხალხში. ისლანდია ამის კარგი მაგალითია, როგორც რეფერენდუმი. თუ შევხედავთ ქვეყნებს შიგნით არჩევნებს, გერმანიაში, საფრანგეთში, სხვა ქვეყნებში, ეს პირდაპირი გამოხატულებაა არა მხოლოდ შიდაპოლიტიკური მარცხისა იმ პარტიების, რომლებიც არასწორად მართავენ ქვეყნებს, არამედ იმ პარტიების საგარეო პოლიტიკური და უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირთან დაკავშირებული პოლიტიკის გამო. ბოლო არჩევნები გერმანიაში სწორედ ამის დასტურია, სადაც გერმანიის მმართველი პარტია კატასტროფულად დამარცხდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე
16 სექტემბერი 2026, 00:50
მსოფლიო
POLITICO: საფრანგეთს ერთი კვირა რჩება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დასარწმუნებლად, რომ მისი ინიციატივა, სანქციების სიიდან ამოიღოს რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი, არ გახდება ქაოსის დასაწყისი და არ დაარღვევს მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედ შეზღუდვებს
საფრანგეთს ერთი კვირა რჩება ევროკავშირის წევრი ქვეყნების დასარწმუნებლად, რომ მისი ინიციატივა, სანქციების სიიდან ამოიღოს რუსი ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი, არ გახდება ქაოსის დასაწყისი და არ დაარღვევს მოსკოვის წინააღმდეგ მოქმედ შეზღუდვებს, - წერს გამოცემა POLITICO.
16 სექტემბერი 2026, 00:44
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ნუ ჰგონია უცხოეთის რომელიმე წარმომადგენელს, ან აქ, ან გარეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუვიწყებს, რომ არავის დაუგმია 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდების მცდელობა
2025 წლის 4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის წლისთავი და ნუ ჰგონია უცხოეთის რომელიმე წარმომადგენელს, ან აქ, ან გარეთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას როდისმე დაუვიწყებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას.
16 სექტემბერი 2026, 00:37
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე გაანალიზებული და გააზრებული, რა სახის ჩარევა იყო 2024 წელს ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს, თუ ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს არჩევნებში
ბრიუსელში ინსტიტუციურ კრიზისზე როდესაც ვსაუბრობთ, აქ ვგულისხმობთ ღირებულებით უკუსვლას და ასე ვთქვათ, დაკვეთილ, ან მავნე პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებას, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას.
15 სექტემბერი 2026, 23:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: 40-ათასიანი ზღვარის გაუქმების ცვლილება პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და მიმდინარე წელს ვისაც უწევს ქონების გადასახადზე დეკლარაციის შევსება, მათზე უკვე გავრცელდება
ზოგადად, ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მკაცრი პოლიტიკა არ ჰქონია იმდენად, რომ მკაცრი ადმინისტრაცია ყოფილიყო, თორემ, არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც ქონების გადასახადის კრიტერიუმებში ჯდებოდა, მაგრამ არ ადეკლარირებდნენ ქონებას, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“.
15 სექტემბერი 2026, 23:59
მსოფლიო
ზელენსკიმ CBS News-ს განუცხადა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში რუსეთმა მისი თვითმფრინავის წინააღმდეგ დრონებით თავდასხმა ორჯერ სცადა
ბოლო რამდენიმე კვირაში რუსეთმა ორჯერ ამოიღო მიზანში თვითმფრინავი, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტი გადაადგილდებოდა - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში სამშაბათს განაცხადა.
15 სექტემბერი 2026, 23:58
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა
რატომ ვაკნინებთ საკუთარ ქალაქს და ზოგადად საკუთარ ქვეყანას? თურმე თბილისში მეტრო რომ არის ან ქალაქში საცობებია, ამის გამო 2 მილიარდიანი ინვესტიცია ცუდი ამბავია. სხვა ქვეყანაში მეტრო არ არის? სხვა განვითარებულ ქალაქებში საცობები არ არსებობს? მსოფლიოში პრაქტიკულად არცერთი დიდი და განვითარებული ქალაქი არ არის საცობებისგან სრულად თავისუფალი, ეს არის დიდი ქალაქის რეალობა, ეს არის მოცემულობა, - ასე ეხმაურება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, კორუფციის მკვლევარის ირაკლი აბესაძის განცხადებას, სადაც ნათქამია, რომ „ტრამპ თაუერში“ ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში.“
15 სექტემბერი 2026, 23:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ყველამ კარგად გაიგოს, მოყვარემაც და მტერმაც, არცერთ ორგანიზაციაში გაწევრიანება, ვინმეს კეთილგანწყობის მოპოვება არ უღირს ჩვენს ერს ტერიტორიული მთლიანობის და კეთილდღეობის რისკის ქვეშ დაყენების ფასად
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ხალხის კეთილდღეობის ზრდა.
15 სექტემბერი 2026, 23:20
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: დღეს საქართველოს ჰყავს წინდახედული, საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება, ასეთ დროს მარტივია გადაწყვეტილებები, დაბნეულობა არის მაშინ, როცა სხვის ინტერესებს უყურებ
ტურბულენტურ გარემოში სიმშვიდის, მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნება მართლაც მიღწევაა. ამას ხშირად ვამბობთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ისინი, ვინც საქართველოს გარედან აკვირდებიან, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“.
15 სექტემბერი 2026, 23:07
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ევროპაში კრიზისი მწვავდება, შედეგად უფრო მეტად დავინახავთ იმ ძალების გამარჯვებას, რომელთა მთავარი ამოცანა საკუთარი ქვეყნების ინტერესების დაცვაა
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელობების პოლიტიკას ეხმიანება.
15 სექტემბერი 2026, 23:07
მსოფლიო
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვა: უკრაინელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს შეიარაღებული წინააღმდეგობა რუსული აგრესიის მიმართ, ენერგოსექტორზე რეგულარული იერიშებისა და ელექტროენერგიისა თუ გათბობის დეფიციტის მიუხედავადაც კი
უკრაინელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს შეიარაღებული წინააღმდეგობა რუსული აგრესიის მიმართ, ენერგოსექტორზე რეგულარული იერიშებისა და ელექტროენერგიისა თუ გათბობის დეფიციტის მიუხედავადაც კი. ამას მოწმობს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგები.
15 სექტემბერი 2026, 22:59
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ტრამპის ბრენდი როცა შედის რომელიმე ქვეყანაში, თავისთავად, ეს არის განაცხადი, „ტრამპთაუერ თბილისი“ ურთიერთსასარგებლო პროექტია, რომელიც წინ უსწრებს ეპოქას
„ტრამპთაუერ თბილისის“ პროექტს საქართველოს ეკონომიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. ამასთან, როდესაც ტრამპის ბრენდი შედის რომელიმე ქვეყანაში, თავისთავად, ეს არის განაცხადი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“.
15 სექტემბერი 2026, 22:09
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ ეყრდნობიან ისტორიის სახელმძღვანელოს შესახებ სოციალურ ქსელებში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას - რეალურად, მე-10 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო ექვსი ნაწილისგან შედგება და თემატურად არის შედგენილი, ანუ ქრონოლოგიურად კი აღარ მივყვებით პროცესებს, არამედ თემების მიხედვით
საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ ეყრდნობიან ისტორიის სახელმძღვანელოს შესახებ სოციალურ ქსელებში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელსაც კონკრეტული ადამიანები მიზანმიმართულად ავრცელებენ, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
15 სექტემბერი 2026, 22:07
ეკონომიკა
ერიკ ტრამპი: მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას, შესანიშნავია, რომ ასეთი სიყვარული არსებობს ორ ქვეყანას შორის, საქართველო არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი. მინდა, ჩვენი შენობა იყოს საუკეთესო და ახალი იერი შეიძინოს თბილისმა, ეს მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს თვალი მოპყრობილი იქნება საქართველოსკენ
მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას, ბევრი ქართველი ცხოვრობს ამერიკაში და ყველაზე თბილი ადამიანები არიან, მართლაც შესანიშნავია, რომ ასეთი სიყვარული არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის და ნამდვილად განსაკუთრულ ასპექტს სძენს ეს ყველაფერი ამ ურთიერთობას,- განაცხადა „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეოჩართვისას.
15 სექტემბერი 2026, 22:01
საზოგადოება
ჯაბა სამუშია: ყველა ის მთავარი საკითხი, რომელიც არის გადამწყვეტი საქართველოს ისტორიაში, სახელმძღვანელოში შესულია
ყველა ის მთავარი საკითხი, რომელიც არის გადამწყვეტი საქართველოს ისტორიაში, სახელმძღვანელოში შესულია, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ახალი სასკოლო სახელმძღვანელოს გარშემო აგორებულ ბრალდებებზე საუბრისას.
15 სექტემბერი 2026, 21:36
საზოგადოება
ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო აგორებულ ბრალდებებს ავტორთა გუნდი პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალურ სივრცეში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს წიგნიდან საბჭოთა ოკუპაციის პერიოდია ამოღებული, გიორგი კალანდია მიზანმიმართულ ცრუ კამპანიას უწოდებს.
15 სექტემბერი 2026, 21:29
საზოგადოება
ახალი სასწავლო წელი სიახლეების ფონზე - ფორმები საჯარო სკოლებში და ახალი სახელმძღვანელოები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
45 ათასი პირველკლასელისთვის დღეს ახალი ეტაპი დაიწყო.
15 სექტემბერი 2026, 21:27
საზოგადოება
დამსაქმებელთა ფინანსური წნეხის შემსუბუქება და დასაქმებულთა ინტერესის დაცვა - დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საპენსიო შენატანების დავალიანების მქონე 13 500-მდე კომპანიას დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება - პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.
15 სექტემბერი 2026, 21:24
ეკონომიკა
ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს
ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ სამუშაოს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს, - განაცხადა „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეოჩართვისას.
15 სექტემბერი 2026, 21:24
ეკონომიკა
შეღავათები მოქალაქეებისთვის - ვინ თავისუფლდება ქონების გადასახადისგან? „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქონების გადასახადზე ზღვარი ორმოცი ათასიდან ასი ათასამდე იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრებათ, თუ მათი წლიური შემოსავალი 100 000 ლარიდან დაიწყება.


