15 სექტემბერი 2026, 22:59 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: ტრამპის ბრენდი როცა შედის რომელიმე ქვეყანაში, თავისთავად, ეს არის განაცხადი, „ტრამპთაუერ თბილისი“ ურთიერთსასარგებლო პროექტია, რომელიც წინ უსწრებს ეპოქას

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

„ტრამპთაუერ თბილისის“ პროექტს საქართველოს ეკონომიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. ამასთან, როდესაც ტრამპის ბრენდი შედის რომელიმე ქვეყანაში, თავისთავად, ეს არის განაცხადი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოში მსოფლიო მასშტაბით გამონაკლისი ეკონომიკური ზრდის ტემპია, რის გამოც ხორციელდება იდეა, თბილისში აშენდეს ცათამბჯენების კომპლექსი „ტრამპ თაუერის“ ბრენდის ქვეშ.

„პროექტის პრეზენტაციიდან მოვდივარ, მართლაც სასწაული პრეზენტაცია იყო, თავისი შინაარსით და ფორმით. ამ პროექტს ორგვარი მნიშვნელობა აქვს, ერთი – ეს არის 2-მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია, რაც თავის მხრივ, ძალიან დიდი და მოცულობითი ინვესტიციაა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეკონომიკისთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. შეგახსენებთ, რომ პარალელურად, „იგლ ჰილსის“ პროექტის 6-მილიარდიანი ინვესტიცია არის. ჯამში, ამ ორ საინვესტიციო პროექტში 8 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული. ასე რომ, ეს თავისთავად ჩვენი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

მეორე, ეს არის ბრენდი. როდესაც ტრამპის ბრენდი შედის რომელიმე ქვეყანაში, ქალაქში, ეს უკვე თავისთავად არის განაცხადი. დღეს ტრამპის ვაჟმა, რომელიც ჩაერთო პრეზენტაციაზე, ერიკ ტრამპმა ისაუბრა კიდეც, რატომ მიიღო გადაწყვეტილება, „ტრამპ თაუერი“ აშენებულიყო საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ იდეების და პროექტების 99 პროცენტი, როგორც წესი, უარყოფილი არის, სწორედ ამ იდეამ, თბილისში აშენებულიყო ცათამბჯენების კომპლექსი „ტრამპ თაუერის“ ბრენდის ქვეშ, მიიპყრო ტრამპის ორგანიზაციის ყურადღება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არის მართლაც მსოფლიო მასშტაბით გამონაკლისი ეკონომიკური ზრდის ტემპი.

ჩვენ საშუალოდ 9-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ასეთი ზრდა არცერთ ქვეყანას არათუ რეგიონში, მსოფლიოში არ ჰქონია. ასე რომ, ეს აჩვენებს დიდ პოტენციალს ინვესტიციებისთვის. მეორე ეს გახლავთ თავად საქართველო, თბილისი, როგორც ადგილი, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე, კულტურების გასაყარზე, თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური მნიშვნელობით არის და აქ ტრამპის ბრენდის გამოჩენა, ვფიქრობ, თავად ტრამპის ორგანიზაციისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ დედამიწის ამ წერტილში, ამ გზაგასაყარზე სხვადასხვა ცივილიზაციებისა, ტრამპის ბრენდი ამაყად ჩანდეს და ანათებდეს. ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი ურთიერთსასარგებლო პროექტი, რომელიც, დღეს აღნიშნეს კიდეც, მართლაც წინ უსწრებს ეპოქას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ტრამპ თაუერ თბილისის“ პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

15 სექტემბერი 2026, 23:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველამ კარგად გაიგოს, მოყვარემაც და მტერმაც, არცერთ ორგანიზაციაში გაწევრიანება, ვინმეს კეთილგანწყობის მოპოვება არ უღირს ჩვენს ერს ტერიტორიული მთლიანობის და კეთილდღეობის რისკის ქვეშ დაყენების ფასად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ხალხის კეთილდღეობის ზრდა.

შალვა პაპუაშვილი

15 სექტემბერი 2026, 23:20

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს საქართველოს ჰყავს წინდახედული, საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება, ასეთ დროს მარტივია გადაწყვეტილებები, დაბნეულობა არის მაშინ, როცა სხვის ინტერესებს უყურებ

ტურბულენტურ გარემოში სიმშვიდის, მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნება მართლაც მიღწევაა. ამას ხშირად ვამბობთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ისინი, ვინც საქართველოს გარედან აკვირდებიან, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“.

ეკა სეფაშვილი

15 სექტემბერი 2026, 23:07

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ევროპაში კრიზისი მწვავდება, შედეგად უფრო მეტად დავინახავთ იმ ძალების გამარჯვებას, რომელთა მთავარი ამოცანა საკუთარი ქვეყნების ინტერესების დაცვაა

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელობების პოლიტიკას ეხმიანება.

15 სექტემბერი 2026, 23:07

მსოფლიო

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვა: უკრაინელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს შეიარაღებული წინააღმდეგობა რუსული აგრესიის მიმართ, ენერგოსექტორზე რეგულარული იერიშებისა და ელექტროენერგიისა თუ გათბობის დეფიციტის მიუხედავადაც კი

უკრაინელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს შეიარაღებული წინააღმდეგობა რუსული აგრესიის მიმართ, ენერგოსექტორზე რეგულარული იერიშებისა და ელექტროენერგიისა თუ გათბობის დეფიციტის მიუხედავადაც კი. ამას მოწმობს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგები.

თამარ მახარაშვილი

15 სექტემბერი 2026, 22:09

საზოგადოება

თამარ მახარაშვილი: საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ ეყრდნობიან ისტორიის სახელმძღვანელოს შესახებ სოციალურ ქსელებში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას - რეალურად, მე-10 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო ექვსი ნაწილისგან შედგება და თემატურად არის შედგენილი, ანუ ქრონოლოგიურად კი აღარ მივყვებით პროცესებს, არამედ თემების მიხედვით

საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ ეყრდნობიან ისტორიის სახელმძღვანელოს შესახებ სოციალურ ქსელებში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელსაც კონკრეტული ადამიანები მიზანმიმართულად ავრცელებენ, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

ერიკ ტრამპი

15 სექტემბერი 2026, 22:07

ეკონომიკა

ერიკ ტრამპი: მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას, შესანიშნავია, რომ ასეთი სიყვარული არსებობს ორ ქვეყანას შორის, საქართველო არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი. მინდა, ჩვენი შენობა იყოს საუკეთესო და ახალი იერი შეიძინოს თბილისმა, ეს მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს თვალი მოპყრობილი იქნება საქართველოსკენ

მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას, ბევრი ქართველი ცხოვრობს ამერიკაში და ყველაზე თბილი ადამიანები არიან, მართლაც შესანიშნავია, რომ ასეთი სიყვარული არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის და ნამდვილად განსაკუთრულ ასპექტს სძენს ეს ყველაფერი ამ ურთიერთობას,- განაცხადა „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეოჩართვისას.

ჯაბა სამუშია

15 სექტემბერი 2026, 22:01

საზოგადოება

ჯაბა სამუშია: ყველა ის მთავარი საკითხი, რომელიც არის გადამწყვეტი საქართველოს ისტორიაში, სახელმძღვანელოში შესულია

ყველა ის მთავარი საკითხი, რომელიც არის გადამწყვეტი საქართველოს ისტორიაში, სახელმძღვანელოში შესულია, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ახალი სასკოლო სახელმძღვანელოს გარშემო აგორებულ ბრალდებებზე საუბრისას.

15 სექტემბერი 2026, 21:36

საზოგადოება

ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო აგორებულ ბრალდებებს ავტორთა გუნდი პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალურ სივრცეში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს წიგნიდან საბჭოთა ოკუპაციის პერიოდია ამოღებული, გიორგი კალანდია მიზანმიმართულ ცრუ კამპანიას უწოდებს.

15 სექტემბერი 2026, 21:29

საზოგადოება

ახალი სასწავლო წელი სიახლეების ფონზე - ფორმები საჯარო სკოლებში და ახალი სახელმძღვანელოები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

45 ათასი პირველკლასელისთვის დღეს ახალი ეტაპი დაიწყო.

15 სექტემბერი 2026, 21:27

საზოგადოება

დამსაქმებელთა ფინანსური წნეხის შემსუბუქება და დასაქმებულთა ინტერესის დაცვა - დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საპენსიო შენატანების დავალიანების მქონე 13 500-მდე კომპანიას დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება - პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.

15 სექტემბერი 2026, 21:24

ეკონომიკა

შეღავათები მოქალაქეებისთვის - ვინ თავისუფლდება ქონების გადასახადისგან? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქონების გადასახადზე ზღვარი ორმოცი ათასიდან ასი ათასამდე იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრებათ, თუ მათი წლიური შემოსავალი 100 000 ლარიდან დაიწყება.

ერიკ ტრამპი

15 სექტემბერი 2026, 21:24

ეკონომიკა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს

ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ სამუშაოს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს, - განაცხადა „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეოჩართვისას.

15 სექტემბერი 2026, 21:21

პოლიტიკა

ეკონომიკურ მაჩვენებლები და საგარეო პრიორიტეტები - პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური განცხადებების ფორმატი ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და საგარეო პრიორიტეტებს დაეთმო. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა ყურადღება ქვეყნის სუვერენიტეტსა და მზარდ ეკონომიკურ დინამიკაზე გაამახვილეს, პარალელურად კი ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურნენ.

15 სექტემბერი 2026, 21:17

პოლიტიკა

მმართველი გუნდი ხუთი პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას ითხოვს. ახალი სარჩელი, რომელსაც გახარიას პარტიაც დაემატა, საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კვირაში შევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხუთამდე გაიზარდა იმ პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობა, რომელთა აკრძალვის მოთხოვნითაც მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

15 სექტემბერი 2026, 21:15

სპორტი

EUSA Combat Sports Championships Tirana 2026-ზე ქართველმა სტუდენტმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა

EUSA Combat Sports Championships Tirana 2026-ზე ქართველმა სტუდენტმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

15 სექტემბერი 2026, 21:10

პოლიტიკა

ოპოზიციის გასაიდუმლოებული შეხვედრა ნორვეგიის ელჩთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიპლომატი საკუთარი ინიციატივით ნიკა გვარამიას და ზურა ჯაფარიძეს შეხვდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა კონკრეტულ დეტალებზე არაფერი თქვეს, თუმცა გვარამიამ დაადასტურა, რომ ელჩთან პოლიტიკური საკითხები განიხილეს.

მარიამ ქვრივიშვილი

15 სექტემბერი 2026, 21:06

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მხრივ, საქართველოს მთავრობა განვაგრძობთ ისეთი საინვესტიციო გარემოს შექმნას, სადაც საერთაშორისო კაპიტალი, ქართული ბიზნესი და საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ინტერესები ერთმანეთს ბუნებრივად უკავშირდება და უზრუნველყოფს ქვეყნის რეგიონულ ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას

მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო პროექტები კონკრეტული ინვესტიციის ფარგლებს სცდება - აძლიერებს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და გრძელვადიანი პერსპექტივების მიმართ და საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებას უგზავნის მკაფიო სიგნალს, რომ საქართველოში მასშტაბური პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პრეზენტაციაზე, რომელსაც მარიამ ქვრივიშვილი პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო.

მარიამ ქვრივიშვილი

15 სექტემბერი 2026, 21:05

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო პროექტები კონკრეტული ინვესტიციის ფარგლებს სცდება - აძლიერებს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და გრძელვადიანი პერსპექტივების მიმართ და საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებას უგზავნის მკაფიო სიგნალს, რომ საქართველოში მასშტაბური პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს

მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო პროექტები კონკრეტული ინვესტიციის ფარგლებს სცდება - აძლიერებს ნდობას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალისა და გრძელვადიანი პერსპექტივების მიმართ და საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებას უგზავნის მკაფიო სიგნალს, რომ საქართველოში მასშტაბური პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის ყველანაირი პირობა არსებობს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პრეზენტაციაზე, რომელსაც მარიამ ქვრივიშვილი პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო.

15 სექტემბერი 2026, 21:02

პოლიტიკა

კეთილსინდისიერება, როგორც მთავარი კრიტერიუმი - მაია ბითაძე კულტურის ახალ მინისტრად და სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საკანონმდებლო ორგანოდან მინისტრთა კაბინეტში. კულტურის მინისტრის თანამდებობას მაია ბითაძე იკავებს. ახალი მინისტრი უწყების თანამშრომლებს პრემიერმა უკვე წარუდგინა.