15 სექტემბერი 2026, 23:07 / სანდო წყარო

ეკა სეფაშვილი: ევროპაში კრიზისი მწვავდება, შედეგად უფრო მეტად დავინახავთ იმ ძალების გამარჯვებას, რომელთა მთავარი ამოცანა საკუთარი ქვეყნების ინტერესების დაცვაა

ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელობების პოლიტიკას ეხმიანება.

როგორც სეფაშვილი აღნიშნავს, საფრანგეთისა და გერმანიის ხელმძღვანელობები საკუთარი ქვეყნების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ და ბრიუსელის პოლიტიკური ხაზის გამტარებლები არიან. მისი შეფასებით, ევროკავშირის დღევანდელი პოლიტიკა სულ უფრო მეტად სცილდება იმ ეკონომიკურ და ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებსაც თავდაპირველად ეფუძნებოდა გაერთიანება.

„საფრანგეთისა და გერმანიის ხელმძღვანელობა არ მოქმედებს საკუთარი ქვეყნების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ისინი ემორჩილებიან ბრიუსელის ინტერესებს, რომლის მიზნებიც ბოლო პერიოდში ეწინააღმდეგება როგორც ევროპელი ხალხების ინტერესებს, ისე იმ სტანდარტებსა და მოთხოვნებს, რომლებმაც თავის დროზე ევროკავშირის შექმნა განაპირობა. არაერთხელ გვისაუბრია ევრო ბიუროკრატიის ორმაგი სტანდარტების შესახებ საქართველოსთან მიმართებით. თუ თავდაპირველად ეს თითქმის გმირობის ტოლფასი იყო და გაჟღერებული ფაქტების გამო „ბნელებს“ გვიწოდებდნენ, დღეს ამ საკითხზე ყველა საუბრობს. შევეჩვიეთ კიდეც ევრო ბიუროკრატიის ორმაგ სტანდარტებს და აღარ გვიკვირს ბევრი რამ.

სწორედ ამ კონტექსტში ხშირად ისმოდა კითხვა - რას უნდა ველოდოთ და როდის დასრულდება ევრო ბიუროკრატიის ორმაგი სტანდარტი? ჩვენ ვამბობდით, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდებოდა და საბოლოოდ თავად ბუმერანგის პრინციპით შემოუბრუნდებოდათ. „იფსოსის“ ეს კვლევა და მერცისა და მაკრონის რეიტინგები სწორედ ამ ბუმერანგის ეფექტის გამოხატულებაა, რომელიც მათ საკუთარ ქვეყნებში მიიღეს.

ამ ქვეყნების მოსახლეობა კარგად ხედავს, როგორ უარესდება მათი კეთილდღეობის დონე იმ პოლიტიკის გამო, რომელსაც მათი ხელმძღვანელობა ევრო ბიუროკრატიის დაკვეთით ახორციელებს. ევრო ბიუროკრატია, თავის მხრივ, გლობალური ძალების ინტერესებს ემსახურება, რომელთა ამოცანებში ევროკავშირის ეკონომიკური გაჯანსაღება პრიორიტეტული არ არის.

თავდაპირველად ევროკავშირი სწორედ ეკონომიკური მიზნებით შეიქმნა. ეკონომიკური ამოცანები იყო უპირველესი იმ ექვსი ქვეყნისთვის, რომლებმაც ეს გაერთიანება შექმნეს. ამ პროექტს საფუძვლად ედო ის პრინციპიც, რომ სტაბილური ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის გარეშე. შემდგომში ეკონომიკური თანამშრომლობა პოლიტიკურ თანამეგობრობაში გადაიზარდა - გაღრმავდა ეკონომიკური ინტეგრაცია და ამ პროექტმა უფრო მკაფიო პოლიტიკური ელფერი შეიძინა. საბოლოოდ, ევროკავშირი გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

თუმცა, როდესაც ევროპული სახელმწიფოები ამ ინტერესების გარშემო ერთიანდებოდნენ, დროთა განმავლობაში ეს ინტერესები დაიკარგა. აღმოჩნდა, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანება უკვე არა ევროპელი ხალხების, არამედ სხვა ძალების ინტერესებს ემსახურება, რომელთათვისაც ფუნდამენტური და დემოკრატიული ღირებულებები მეორეხარისხოვანია. ამ ძალებისთვის ევროპული ქვეყნების ეკონომიკური განვითარება პრიორიტეტული აღარ არის - მათ სხვა ინტერესები აქვთ და სწორედ ამან გამოიწვია ის პროცესები, რომლებსაც დღეს ვხედავთ.

შედეგად, გერმანიაში მემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ერთ-ერთ მიწაზე გამარჯვება უპრეცედენტო მოვლენად იქცა და მათი რეიტინგი მუდმივად მზარდია. მსგავსი ტენდენციები შეინიშნება საფრანგეთშიც - ლე პენის პარტია უფრო მემარჯვენე იდეებით გამოდის და ეწინააღმდეგება იმას, რასაც დღეს ლიბერალიზმის სახელით გვთავაზობენ. ლიბერალიზმი თავისთავად ძალიან კარგი მიმდინარეობაა, თუმცა ის, რასაც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური ხელმძღვანელობა ქადაგებს, ჩემი აზრით, ლიბერალიზმი არ არის - ეს არის ფაშიზმი, უაზრო ღირებულებების წინ წამოწევა და იმ პრინციპების უგულებელყოფა, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირსა და ადამიანის უფლებებს.

ევროპულ საზოგადოებებსა და ქვეყნებში კრიზისი იმდენად ღრმავდება, რომ ეს, საბოლოოდ, თვითგანწმენდის პროცესს გამოიწვევს. გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში ნელ-ნელა უფრო მეტად დავინახავთ იმ ძალების გამარჯვებას, რომელთა უპირველესი ამოცანა საკუთარი ქვეყნების ეროვნული ინტერესების დაცვაა. შესაბამისად, ასეთი ძალები სხვა ქვეყნების ეროვნულ ინტერესებსაც, პირველ რიგში კი საქართველოს ინტერესებს, აუცილებლად პატივს სცემენ“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

15 სექტემბერი 2026, 23:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 40-ათასიანი ზღვარის გაუქმების ცვლილება პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება და მიმდინარე წელს ვისაც უწევს ქონების გადასახადზე დეკლარაციის შევსება, მათზე უკვე გავრცელდება

ზოგადად, ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით ხელისუფლებას მკაცრი პოლიტიკა არ ჰქონია იმდენად, რომ მკაცრი ადმინისტრაცია ყოფილიყო, თორემ, არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელიც ქონების გადასახადის კრიტერიუმებში ჯდებოდა, მაგრამ არ ადეკლარირებდნენ ქონებას, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 სექტემბერი 2026, 23:59

მსოფლიო

ზელენსკიმ CBS News-ს განუცხადა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაში რუსეთმა მისი თვითმფრინავის წინააღმდეგ დრონებით თავდასხმა ორჯერ სცადა

ბოლო რამდენიმე კვირაში რუსეთმა ორჯერ ამოიღო მიზანში თვითმფრინავი, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტი გადაადგილდებოდა - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში სამშაბათს განაცხადა.

დავით ჩიხელიძე

15 სექტემბერი 2026, 23:58

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

რატომ ვაკნინებთ საკუთარ ქალაქს და ზოგადად საკუთარ ქვეყანას? თურმე თბილისში მეტრო რომ არის ან ქალაქში საცობებია, ამის გამო 2 მილიარდიანი ინვესტიცია ცუდი ამბავია. სხვა ქვეყანაში მეტრო არ არის? სხვა განვითარებულ ქალაქებში საცობები არ არსებობს? მსოფლიოში პრაქტიკულად არცერთი დიდი და განვითარებული ქალაქი არ არის საცობებისგან სრულად თავისუფალი, ეს არის დიდი ქალაქის რეალობა, ეს არის მოცემულობა, - ასე ეხმაურება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, კორუფციის მკვლევარის ირაკლი აბესაძის განცხადებას, სადაც ნათქამია, რომ „ტრამპ თაუერში“ ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში.“

შალვა პაპუაშვილი

15 სექტემბერი 2026, 23:32

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ყველამ კარგად გაიგოს, მოყვარემაც და მტერმაც, არცერთ ორგანიზაციაში გაწევრიანება, ვინმეს კეთილგანწყობის მოპოვება არ უღირს ჩვენს ერს ტერიტორიული მთლიანობის და კეთილდღეობის რისკის ქვეშ დაყენების ფასად

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ორი მთავარი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ხალხის კეთილდღეობის ზრდა.

შალვა პაპუაშვილი

15 სექტემბერი 2026, 23:20

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს საქართველოს ჰყავს წინდახედული, საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება, ასეთ დროს მარტივია გადაწყვეტილებები, დაბნეულობა არის მაშინ, როცა სხვის ინტერესებს უყურებ

ტურბულენტურ გარემოში სიმშვიდის, მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნება მართლაც მიღწევაა. ამას ხშირად ვამბობთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ისინი, ვინც საქართველოს გარედან აკვირდებიან, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“.

15 სექტემბერი 2026, 23:07

მსოფლიო

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვა: უკრაინელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს შეიარაღებული წინააღმდეგობა რუსული აგრესიის მიმართ, ენერგოსექტორზე რეგულარული იერიშებისა და ელექტროენერგიისა თუ გათბობის დეფიციტის მიუხედავადაც კი

უკრაინელების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ქვეყანამ უნდა გააგრძელოს შეიარაღებული წინააღმდეგობა რუსული აგრესიის მიმართ, ენერგოსექტორზე რეგულარული იერიშებისა და ელექტროენერგიისა თუ გათბობის დეფიციტის მიუხედავადაც კი. ამას მოწმობს კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგები.

შალვა პაპუაშვილი

15 სექტემბერი 2026, 22:59

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ტრამპის ბრენდი როცა შედის რომელიმე ქვეყანაში, თავისთავად, ეს არის განაცხადი, „ტრამპთაუერ თბილისი“ ურთიერთსასარგებლო პროექტია, რომელიც წინ უსწრებს ეპოქას

„ტრამპთაუერ თბილისის“ პროექტს საქართველოს ეკონომიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. ამასთან, როდესაც ტრამპის ბრენდი შედის რომელიმე ქვეყანაში, თავისთავად, ეს არის განაცხადი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“.

თამარ მახარაშვილი

15 სექტემბერი 2026, 22:09

საზოგადოება

თამარ მახარაშვილი: საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ ეყრდნობიან ისტორიის სახელმძღვანელოს შესახებ სოციალურ ქსელებში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას - რეალურად, მე-10 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო ექვსი ნაწილისგან შედგება და თემატურად არის შედგენილი, ანუ ქრონოლოგიურად კი აღარ მივყვებით პროცესებს, არამედ თემების მიხედვით

საზოგადოებას მოვუწოდებ, ნუ ეყრდნობიან ისტორიის სახელმძღვანელოს შესახებ სოციალურ ქსელებში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელსაც კონკრეტული ადამიანები მიზანმიმართულად ავრცელებენ, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

ერიკ ტრამპი

15 სექტემბერი 2026, 22:07

ეკონომიკა

ერიკ ტრამპი: მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას, შესანიშნავია, რომ ასეთი სიყვარული არსებობს ორ ქვეყანას შორის, საქართველო არის ევროპისა და აზიის გზაჯვარედინი. მინდა, ჩვენი შენობა იყოს საუკეთესო და ახალი იერი შეიძინოს თბილისმა, ეს მოიტანს იმას, რომ მთელი მსოფლიოს თვალი მოპყრობილი იქნება საქართველოსკენ

მოუთმენლად ველოდები საქართველოში ჩამოსვლას, ბევრი ქართველი ცხოვრობს ამერიკაში და ყველაზე თბილი ადამიანები არიან, მართლაც შესანიშნავია, რომ ასეთი სიყვარული არსებობს ამ ორ ქვეყანას შორის და ნამდვილად განსაკუთრულ ასპექტს სძენს ეს ყველაფერი ამ ურთიერთობას,- განაცხადა „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეოჩართვისას.

ჯაბა სამუშია

15 სექტემბერი 2026, 22:01

საზოგადოება

ჯაბა სამუშია: ყველა ის მთავარი საკითხი, რომელიც არის გადამწყვეტი საქართველოს ისტორიაში, სახელმძღვანელოში შესულია

ყველა ის მთავარი საკითხი, რომელიც არის გადამწყვეტი საქართველოს ისტორიაში, სახელმძღვანელოში შესულია, - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ახალი სასკოლო სახელმძღვანელოს გარშემო აგორებულ ბრალდებებზე საუბრისას.

15 სექტემბერი 2026, 21:36

საზოგადოება

ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო აგორებულ ბრალდებებს ავტორთა გუნდი პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალურ სივრცეში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს წიგნიდან საბჭოთა ოკუპაციის პერიოდია ამოღებული, გიორგი კალანდია მიზანმიმართულ ცრუ კამპანიას უწოდებს.

15 სექტემბერი 2026, 21:29

საზოგადოება

ახალი სასწავლო წელი სიახლეების ფონზე - ფორმები საჯარო სკოლებში და ახალი სახელმძღვანელოები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

45 ათასი პირველკლასელისთვის დღეს ახალი ეტაპი დაიწყო.

15 სექტემბერი 2026, 21:27

საზოგადოება

დამსაქმებელთა ფინანსური წნეხის შემსუბუქება და დასაქმებულთა ინტერესის დაცვა - დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საპენსიო შენატანების დავალიანების მქონე 13 500-მდე კომპანიას დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება - პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.

15 სექტემბერი 2026, 21:24

ეკონომიკა

შეღავათები მოქალაქეებისთვის - ვინ თავისუფლდება ქონების გადასახადისგან? „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქონების გადასახადზე ზღვარი ორმოცი ათასიდან ასი ათასამდე იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრებათ, თუ მათი წლიური შემოსავალი 100 000 ლარიდან დაიწყება.

ერიკ ტრამპი

15 სექტემბერი 2026, 21:24

ეკონომიკა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს

ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ სამუშაოს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს, - განაცხადა „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ერიკ ტრამპმა 𝗧𝗿𝘂𝗺𝗽 𝗧𝗼𝘄𝗲𝗿 𝗧𝗯𝗶𝗹𝗶𝘀𝗶-ის პროექტის პრეზენტაციაზე ვიდეოჩართვისას.

15 სექტემბერი 2026, 21:21

პოლიტიკა

ეკონომიკურ მაჩვენებლები და საგარეო პრიორიტეტები - პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური განცხადებების ფორმატი ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და საგარეო პრიორიტეტებს დაეთმო. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა ყურადღება ქვეყნის სუვერენიტეტსა და მზარდ ეკონომიკურ დინამიკაზე გაამახვილეს, პარალელურად კი ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურნენ.

15 სექტემბერი 2026, 21:17

პოლიტიკა

მმართველი გუნდი ხუთი პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას ითხოვს. ახალი სარჩელი, რომელსაც გახარიას პარტიაც დაემატა, საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კვირაში შევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხუთამდე გაიზარდა იმ პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობა, რომელთა აკრძალვის მოთხოვნითაც მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

15 სექტემბერი 2026, 21:15

სპორტი

EUSA Combat Sports Championships Tirana 2026-ზე ქართველმა სტუდენტმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა

EUSA Combat Sports Championships Tirana 2026-ზე ქართველმა სტუდენტმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

15 სექტემბერი 2026, 21:10

პოლიტიკა

ოპოზიციის გასაიდუმლოებული შეხვედრა ნორვეგიის ელჩთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიპლომატი საკუთარი ინიციატივით ნიკა გვარამიას და ზურა ჯაფარიძეს შეხვდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა კონკრეტულ დეტალებზე არაფერი თქვეს, თუმცა გვარამიამ დაადასტურა, რომ ელჩთან პოლიტიკური საკითხები განიხილეს.