ჯო ბაიდენი: ჩემი ცხოვრების პატივი იყო თქვენს პრეზიდენტად ყოფნა, პატივს ვცემ ამ თანამდებობას, თუმცა უფრო მეტად ჩემი ქვეყანა მიყვარს
ჯო ბაიდენი
ჩემო თანამემამულე ამერიკელებო, დღეს მე გელაპარაკებით ოვალური კაბინეტიდან. ამ წმინდა სივრცეში მე გარშემორტყმული ვარ არაჩვეულებრივი ამერიკელი პრეზიდენტების პორტრეტებით. თომას ჯეფერსონმა დაწერა უკვდავი სიტყვები, რომლითაც ხელმძღვანელობს ეს ერი. ჯორჯ ვაშინგტონი, რომელმაც გვაჩვენა, რომ პრეზიდენტები არ არიან მეფეები. აბრაამ ლინკოლნი, რომელიც გვთხოვდა ბოროტების უარყოფას. ფრანკლინ რუზველტი, რომელმაც შთაგვაგონა შიშის უარყოფა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან მიმართვისას განაცხადა.
„მე პატივს ვცემ ამ თანამდებობას, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა. ჩემი ცხოვრების პატივი იყო თქვენს პრეზიდენტად ყოფნა. მაგრამ დემოკრატიის დაცვაში, ვფიქრობ, რომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი ტიტული. მაძლიერებს და ჩემთვის დიდი სიამოვნებაა ამერიკელი ხალხისთვის მუშაობა. მაგრამ ჩვენი კავშირის სრულყოფის ეს წმინდა ამოცანა, ეს არ არის ჩემზე, ეს გეხებათ თქვენ, თქვენს ოჯახებს, თქვენს მომავალს. ეს ჩვენზეა, ხალხზე. და ჩვენ ამას ვერასდროს დავივიწყებთ. ბოლო კვირებში ეს ჩემთვის ნათელი გახდა. უნდა გავაერთიანო ჩემი პარტია ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან საქმეში. მჯერა, რომ ჩემი პრეზიდენტის თანამდებობა, ჩემი ლიდერობა მსოფლიოში, ჩემი ხედვა ამერიკის მომავლის შესახებ, ეს ყველაფერი მეორე ვადით არჩევას იმსახურებდა. მაგრამ არაფერი, არაფერი შეიძლება დადგეს ჩვენი დემოკრატიის გადარჩენის გზაზე, მათ შორის ვერც პირადი ამბიციები. ასე რომ, გადავწყვიტე, რომ საუკეთესო გზა ახლა არის ესტაფეტის გადაცემა ახალი თაობისთვის, ახალგაზრდა თაობისთვის. არის დრო და ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მრავალწლიანი გამოცდილებისთვის. ასევე არის დრო და ადგილი ახალი თაობისთვის, ახალი ხმებისთვის, დიახ, ახალგაზრდა ხმებისთვის. და ეს დრო და ადგილი ახლაა. ეს საუკეთესო გზაა ჩვენი ერის გაერთიანებისთვის“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენის თქმით, არ აპირებს თანამდებობის დატოვებას და მომდევნო ექვსი თვის მანძილზე გააგრძელებს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.
„მომდევნო ექვსი თვე ორიენტირებული ვიქნები ჩემი, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე. ეს ნიშნავს, რომ მე გავაგრძელებ შრომისმოყვარე ოჯახებისთვის ხარჯების შემცირებას, ჩვენი ეკონომიკის გაზრდას. გავაგრძელებ ჩვენი პირადი თავისუფლებების დაცვას და ჩვენი სამოქალაქო უფლებების დაცვას, ხმის მიცემის უფლებიდან არჩევანის უფლებამდე. გავაგრძელებ მოწოდებას, რომ ამერიკაში პოლიტიკური ძალადობისთვის, ან რაიმე სახის ძალადობისთვის ადგილი არ არის. ვაპირებ, გავაგრძელო მუშაობა ღაზაში ომის დასასრულებლად. დავაბრუნოთ სახლში ყველა მძევალი და დავამყაროთ მშვიდობა და უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში და დავასრულოთ ეს ომი. ჩვენ გავაგრძელებთ ამაყი ქვეყნების კოალიციის შეკრებას, რათა შევაჩეროთ პუტინი და არ ჩავაგდებინოთ ხელში უკრაინა. ჩვენ შევინარჩუნებთ ნატო-ს უფრო ძლიერს, უფრო ძლიერს და უფრო გაერთიანებულს, ვიდრე ოდესმე ყოფილა ჩვენს ისტორიაში.
ნათლად განვაცხადე, რომ მჯერა, ამერიკა გარდამტეხ მომენტშია. ისტორიაში ერთ-ერთი იშვიათი მომენტი, როდესაც გადაწყვეტილებები, რომელსაც ახლა ვიღებთ, განსაზღვრავს ჩვენი ერისა და მსოფლიოს ბედს ათწლეულების განმავლობაში. ამერიკას მოუწევს არჩევანის გაკეთება წინსვლასა თუ უკანსვლას, იმედსა და სიძულვილს შორის, ერთიანობასა და განხეთქილებას შორის. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ: მაინც გვჯერა პატიოსნების, წესიერების? თავისუფლების, სამართლიანობის და დემოკრატიის? ამ მომენტში ჩვენ შეგვიძლია, დავინახოთ ისინი, ვისაც არ ვეთანხმებით, არა როგორც მტრებს, არამედ როგორც ჩვენს თანამემამულე ამერიკელებს. მჯერა, რომ ვიცი ამ კითხვებზე პასუხები, რადგან გიცნობთ თქვენ, ამერიკელ ხალხს და ვიცი ეს: ჩვენ დიდი ერი ვართ, რადგან კარგი ხალხი ვართ“, - აღნიშნა ბაიდენმა.
ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ მისი ინაუგურაციის შემდეგ და გახდა უფრო ძლიერი, ვიდრე ოდესმე.
„ჩვენ გავერთიანდით, როგორც ამერიკელები, ჩვენ ეს გადავიტანეთ. ჩვენ გავხდით უფრო ძლიერები, უფრო აყვავებულები და უფრო უსაფრთხოები. დღეს ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ეკონომიკა, რომელიც ქმნის 16 მილიონ ახალ სამუშაო ადგილს, რაც რეკორდია. ხელფასები გაიზარდა, ინფლაცია კვლავ იკლებს. ჩვენ ფაქტობრივად აღვადგინეთ მთელი ჩვენი ერი. ჩემო თანამემამულე ამერიკელებო, ჩემი ცხოვრების პრივილეგია იყო, მემსახურა ამ ერისთვის 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. დედამიწაზე სხვაგან ვერსად ვერ იჯდებოდა სკრინტონში, პენსილვანიაში, კლეიმონტში, დელავერში მოკრძალებული ბავშვი, რომელიც ერთ დღეს ოვალურ კაბინეტში, გადამწყვეტი სამუშაო მაგიდის მიღმა დაჯდებოდა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მაგრამ მე აქ ვარ. ეს არის ის, რაც განსაკუთრებულია ამერიკაში. ჩვენ ვართ დაპირებებისა და შესაძლებლობების ერი, მეოცნებეები და შემსრულებლები, ჩვეულებრივი ამერიკელები, რომლებიც აკეთებენ არაჩვეულებრივ რაღაცებს“,- განაცხადა ბაიდენმა.
ყველა სიახლე
29 აგვისტო 2026, 20:34
რეგიონი
წაღებული ხიდი, შეფერხებული გადაადგილება, ღვარცოფი და დაზარალებული მოსახლეობა - იმერეთსა და ქვემო სვანეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტიქიის ეპიცენტრი ამჯერად ბაღდათი და ქვემო სვანეთი იყო. დაზარალებულთა დასახმარებლად კომისია მუშაობს, ინფრასტრუქტურის აღდგენა კი უკვე დაიწყო.
29 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
დაძაბულობის შენარჩუნება, როგორც ოპოზიციის ინტერესი, მმართველი გუნდი ოპონენტებს კონკრეტული სცენარით მოქმედებაში ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვინც ცნო სახელმწიფო, სახელმწიფომაც გადადგა შესაბამისი ნაბიჯი - თუმცა, პრეზიდენტის მიერ აქციებზე დაკავებულების შეწყალება პოლიტიკურად მომგებიანი არ აღმოჩნდა ოპოზიციისთვის.
29 აგვისტო 2026, 18:30
რეგიონი
სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სარმის დროებითი ხიდის მოწყობა გრძელდება. ხიდის კონსტრუქცია უკვე დამონტაჟებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობა.
29 აგვისტო 2026, 18:19
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდა“-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”
„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური, მორალური და ინტელექტუალური სიღატაკის ბარომეტრი - ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა 2021 წელს „საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა". სინამდვილეში, აწ გარდაცვლილი დაურ ბუავა საქართველოში „არ გადმოსულა", რადგან იგი ყოველთვის საქართველოში - ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტყვარჩელში ცხოვრობდა და თბილისშიც იქიდან გადმოსახლდა.”- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
29 აგვისტო 2026, 17:16
რეგიონი
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს უკვე ამონტაჟებენ. მანამდე ამ გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. ახლი ხიდის გასაკეთებლად კი სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.
29 აგვისტო 2026, 16:46
მსოფლიო
POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ლაიფციგში დრონით განხორციელებული თავდასხმის მცდელობაში რუსეთის დადანაშაულებისთვის და „მასშტაბური“ სანქციების გამოცხადებისთვის ემზადება. ეს ნაბიჯი ბერლინის მიერ მოსკოვის მიმართ პოზიციის კიდევ უფრო გამკაცრებას ნიშნავს, იუწყება POLITICO.
29 აგვისტო 2026, 16:31
რეგიონი
სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკით დაამუშავა. წამლობა გორგილაძის, ზუბალაშვილის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩებზე, ბიოლოგიური ინსექტიციდის (მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis) გამოყენებით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა. ღონისძიებები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა. სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო სამუშაოებს მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით გააგრძელებს.
29 აგვისტო 2026, 16:01
მსოფლიო
ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება
რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევსა და ჩერნიგოვზე, შესაძლო შეტევითი ოპერაციის რამდენიმე სცენარის მომზადება დაევალა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ პავლო პალისამ 28 აგვისტოს ჟურნალისტებთან დახურულ შეხვედრაზე.
29 აგვისტო 2026, 15:43
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: რუსეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ კრახს ემსგავსება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში გავლენის შემცირებასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე მოსკოვის პოლიტიკას ეხმიანება.
29 აგვისტო 2026, 15:33
საზოგადოება
29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის
29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
29 აგვისტო 2026, 15:13
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: ბაღდათის მუნიციპალიტეტში სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად
სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიურ პროცესებს ეხება.
29 აგვისტო 2026, 14:52
მსოფლიო
უკრაინული მედია: კიევთან რუსეთის დრონით თავდასხმას საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოჰყვა - დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი
უკრაინის კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, რომელმაც საბრძოლო მასალის საცავში აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 14:40
მსოფლიო
BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება. ინფორმაციას BBC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 14:40
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, რადიკალების მიზანია, მაქსიმალურად დააზიანონ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე - ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილება.
29 აგვისტო 2026, 14:36
პოლიტიკა
გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის
ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის აქტივისტის დავით ჩხეიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.
29 აგვისტო 2026, 14:28
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები
ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები, ეს ჩანს პირდაპირ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძის განცხადებაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.
29 აგვისტო 2026, 14:21
მსოფლიო
აშშ-ში ტრამპის გამოსვლების შესახებ წინასწარი ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობისთვის თეთრი სახლის ყოფილ თანამშრომელი 172 000 დოლარით დააჯარიმეს
აშშ-ის სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიამ (CFTC) თეთრი სახლის სუფლიორის ყოფილ ოპერატორს გაბრიელ პერესს 172 539 დოლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 აგვისტო 2026, 14:17
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი დაურ ბუავას გარდაცვალებაზე: რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა
რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებული კომენტარების შეფასებისას.
29 აგვისტო 2026, 14:15
პოლიტიკა
ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე წამოიწყეს კამპანია, რომ თითქოს ის მოკლეს
დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა კამპანია წამოიწყეს, რომ თითქოს ის მოკლეს და არაერთ ვერსიას ასახელებდნენ, მათ შორის უკავშირებდნენ მის საქმიანობას. “ასეთი ადამიანების არსებობა და საქმიანობა, რუსეთს ძალიან არ აწყობს და ამიტომ, რეპუტაციულად ან ფიზიკურად ანადგურებენ. ცხადია დაურის გარდაცვალება, საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული”, -წერს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე. .
29 აგვისტო 2026, 13:50
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას-რადიკალების ინტერესშია დაძაბულობის შენარჩუნება, ამიტომ ესხმიან თავს ყველას, ვინც პრეზიდენტს შეწყალებისთვის მიმართა
ყველაზე მეტად კონკრეტული ადამიანის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა თუ ვინმეს აწყობდა, ეს იყო ის ოპოზიციური რადიკალური ჯგუფები, რომლებიც მუდმივად ცდილობენ რევოლუციის მოწყობას, - განაცხადა მედიასთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.


