imedi /  08 სექტემბერი 2017, 12:33 / სანდო წყარო

სამართლიანი არჩევნები: წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად მშვიდად მიმდინარეობს

მიხეილ ბენიძე

მიხეილ ბენიძე

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" მედიას 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 24 ივლისიდან 4 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა გამოვლინდა დარღვევებიც.

“სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 82 საჯარო შეხვედრას დააკვირდნენ. ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა ფიზიკური დაპირისპირების ორი, ზეწოლა-მუქარის ორი, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების – ერთი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების – სამი, დამკვირვებლისთვის ხელისშეშლის – ერთი ფაქტი.

“საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება გარკვეული ხარვეზებით წარიმართა 8 საარჩევნო ოლქში. ადგილი ჰქონდა ოპოზიციური კანდიდატების საწინააღმდეგოდ მიმართულ დეზინფორმაციის კამპანიას სოციალური ქსელების მეშვეობით. გარდა ამისა, საყურადღებო იყო საბიუჯეტო რესურსების სავარაუდო მობილიზების შემთხვევები 38 მუნიციპალიტეტში და უფასო სამედიცინო მომსახურების გაწევის 5 შემთხვევა. მნიშვნელოვან ტენდენციას წარმოადგენს ის, რომ არაერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებები ივნისის თვიდან აქტიურად ხორციელდებოდა, ხოლო სახელმწიფო და თვითმმართველობის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები ისეა დაგეგმილი, რომ ძირითადი აქტივობები ხშირ შემთხვევაში საარჩევნო კამპანიის პერიოდს ემთხვევა”, - ნათქვამია ”სამართლიანი არჩევნების” განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად შეინიშნებოდა ფეისბუქზე გარკვეული გვერდების გააქტიურება, რომელთა მეშვეობითაც თბილისის მერობის სხვადასხვა ოპოზიციური კანდიდატების წინააღმდეგ დასპონსორებული პოსტები ვრცელდებოდა. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მსგავსი ფორმით წარმოებული კამპანია წინაასაარჩევნო აგიტაციაა. 

შუალედურ ანგარიშში "სამართლიანი არჩევნები" პოლიტიკურ პარტიებს და საარჩევნო სუბიექტებს, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებს, აუდიტის სამსახურსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს სხვადასხვა რეკომენდაციით მიმართავს.

ყველა სიახლე

გურამ მაჭარაშვილი

25 ივლისი 2026, 14:58

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილის მიერ ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე: ეს არის იმის მორიგი მტკიცებულება, თუ როგორი საქართველოს აშენება უნდოდა მას, როცა ის ბელადი და ძალაუფლებაში იყო

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ონისე ოქრიაშვილის მიმართ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას აფასებს.

25 ივლისი 2026, 14:54

მსოფლიო

კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან

კანადა ტყის ძლიერ ხანძრებს ებრძვის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

25 ივლისი 2026, 14:40

რეგიონი

რუსთავში, მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, მერიის თანამშრომლებს ტრენინგები უტარდებათ

რუსთავის მერია, მუნიციპალური რეფორმების ფარგლებში, თანამშრომელთა პროფესიული გადამზადების პროგრამას ახორციელებს. ამ ეტაპზე, მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები ხელოვნური ინტელექტის კურსს გადიან. ასევე გრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომელთა გადამზადების პროცესიც, - აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხაილო ფედოროვი

25 ივლისი 2026, 14:36

მსოფლიო

Reuters: იტალიის თავდაცვის მინისტრმა ყოფილ უკრაინელ კოლეგას მიხაილო ფედოროვს მრჩევლის პოსტი შესთავაზა

იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრს მიხაილო ფედოროვს იტალიაში მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნოდარ მაჭარაძე

25 ივლისი 2026, 14:35

სამართალი

ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე: ძალიან სენსიტიურ თემას შეეხო და მოხდა ინციდენტი. მე ამას ძალადობას არ ვეძახი, ეს არის ღირსებისთვის ბრძოლა. ბაბუაჩემის მთელი ლიტერატურაც ეგ არის

ძალიან სენსიტიურ თემას შეეხო და მოხდა ეს ინციდენტი. მე ამას ძალადობას არ ვეძახი, ეს არის ღირსებისთვის ბრძოლა. ბაბუაჩემის მთელი ლიტერატურაც ეგ არის, - განაცხადა ნიკო ხურცილავას სასამართლო სხდომის შემდეგ, ონისე ოქრიაშვილზე საუბრისას ნოდარ დუმბაძის შვილიშვილმა, ნოდარ მაჭარაძემ.

25 ივლისი 2026, 14:20

სამართალი

17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე, ოთხი მუხლით ბრალდებულ ნიკა კაპანაძეს პატიმრობა შეეფარდა - სასამართლო პროცესი ალადაშვილის კლინიკაში გაიმართა

სასამართლო პროცესი ალადაშვილის კლინიკაში გაიმართა, საიდანაც ის საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პროკურორის განმარტებით, არანაირი დოკუმენტით არ დასტურდება, რომ დაკავებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა.

რობერტ ფიცო

25 ივლისი 2026, 14:13

მსოფლიო

რობერტ ფიცომ უარყო ინფორმაცია, თითქოს სლოვაკეთი უკრაინის მხარდამჭერ კოალიციას შეუერთდა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ უარყო ინფორმაცია, თითქოს მისი ქვეყანა უკრაინის მხარდამჭერ კოალიციას შეუერთდა.

25 ივლისი 2026, 14:07

სამართალი

ნიკო ხურცილავა, რომელიც ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის მოტივით ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა, 5-ათასლარიანი გირაოთი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

5-ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლდა ნიკო ხურცილავა, რომელიც მწერალ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის მოტივით, 22 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდა იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს და მალევე თავადვე გამოცხადდა პოლიციაში.

25 ივლისი 2026, 13:59

მსოფლიო

POLITICO: ჯაშუშობის ბრალდებით ბელგიაში ნატოს სტაჟიორი დააკავეს

ბელგიის პოლიციამ ევროპაში მოკავშირეთა ძალების ნატოს სტრატეგიულ შტაბ-ბინაში (SHAPE) მომუშავე სტაჟიორი დააკავა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპი

25 ივლისი 2026, 13:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს მომავალ კვირას ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მომავალ კვირას შეერთებულ შტატებს ეწვევა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

25 ივლისი 2026, 13:28

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ ახმეტის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ახმეტის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

25 ივლისი 2026, 13:18

მსოფლიო

POLITICO: მერცი მინისტრთა კაბინეტის გადახალისებით პოლიტიკური მხარდაჭერის აღდგენას ცდილობს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა თავისი პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“, ხელმძღვანელ თანამდებობებზე ფართომასშტაბიანი საკადრო ცვლილებების პირველი ეტაპი წარადგინა. კანცლერი იმედოვნებს, რომ კაბინეტის გადახალისება მისი და მმართველი კოალიციის რეკორდულად დაბალი რეიტინგების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, წერს POLITICO.

პროკურატურა

25 ივლისი 2026, 13:09

სამართალი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით განხორციელებული მუქარის შედეგად, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც დაზარალებულის ოჯახის წევრთან და სხვა პირთან გაავრცელა.

25 ივლისი 2026, 12:39

მსოფლიო

Deutsche Welle: ავსტრია ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდის

ავსტრია ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების წინააღმდეგია. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

25 ივლისი 2026, 12:36

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე: სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი და მის მიერ წახალისებული ძალადობა - ეს არის დღევანდელი აგენტურული ოპოზიციის სახე და პირდაპირ ასახავს იმ იდეოლოგიურ სიბნელეს, რაშიც იმყოფებიან ფსევდო ლიბერალები

ფსევდოლიბერალური, გარედან დაფინანასებული და საქართველოს ნომერ პირველი აგენტის მიერ გაჟღერებული ფრაზები, ლაიტმოტივი, რომელიც პირდაპირ ძალადობის წამახალისებელია, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილისთვის გამოხატულ მხარდაჭერას.

25 ივლისი 2026, 12:34

სპორტი

მალთაყვაში, „ოქროს ტბაზე“ ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო დღე მიმდინარეობს

შეჯიბრებები 08:00 საათიდან მამაკაცთა სლალომის საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყო, რის შემდეგაც სპორტსმენები ტრამპლინიდან ხტომასა და ფიგურებში იასპარეზებენ.

25 ივლისი 2026, 12:27

საზოგადოება

რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალის არტბანაკი დაიხურა

შემაჯამებელი პერფორმანსი ბერძენმა რეჟისორმა გიორგოს ზამბულაკისმა დადგა. არტბანაკში 20-მდე ახალგაზრდა მსახიობი მონაწილეობდა. მათთვის მასტერკლასები და ვორქშოპები ჩატარდა. ფესტივალი დღეს დასკვნითი სპექტაკლით დასრულდება. გამოავლენენ გამარჯვებულ რეჟისორსაც.

შორენა ცხოვრებაშვილი

25 ივლისი 2026, 12:17

კულტურა

ხელოვნების სასახლე შორენა ცხოვრებაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

ექსპოზიციაზე ავტორის პირადი გზის, შემოქმედებითი ძიებისა და ხატვისადმი სიყვარულის ნაყოფია წარმოდგენილი - გზა, რომელიც ოჯახურ მემკვიდრეობასა და პირად გამოცდილებას უკავშირდება.

25 ივლისი 2026, 12:16

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა გააფრთხილა, შავ ზღვაში არარუსულ ხომალდებზე თავდასხმებისგან თავი შეიკავოს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინული მხარე გააფრთხილა შავ ზღვაში არარუსულ სანავთობო ტანკერებზე თავდასხმებისგან თავი შეიკავოს. სტატიას ამ შინაარსით The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

25 ივლისი 2026, 12:14

თავდაცვა

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის სიგელები გადაეცათ

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელობამ ხაშურის მუნიციპალიტეტში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის წერილები გადასცეს.