17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე, ოთხი მუხლით ბრალდებულ ნიკა კაპანაძეს პატიმრობა შეეფარდა - სასამართლო პროცესი ალადაშვილის კლინიკაში გაიმართა
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
17 წლის მოზარდის მკვლელობისა და 3 ადამიანის დაჭრის საქმეზე, ოთხი მუხლით ბრალდებულ ნიკა კაპანაძეს პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლო პროცესი ალადაშვილის კლინიკაში გაიმართა, საიდანაც ის საპატიმრო დაწესებულებაში გადაიყვანეს. პროკურორის განმარტებით, არანაირი დოკუმენტით არ დასტურდება, რომ დაკავებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა.
„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა როგორც ახალია დანაშაულის ჩადენის, ასევე მტკიცებულებათა განადგურებისა და მიმალვის საფრთხე და მის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.
სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ბრალდებულის დედის ჩვენებას. სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის სამედიცინო თუ დოკუმენტაციით არ დადასტურებულა.
ბრალდებულს გამოძიების ეტაპზე საგამოძიებო უწყებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია, მხოლოდ ადვოკატის პოზიციას დაეთანხმა. თუკი ვინმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი, გარდა ბრალდებულისა, გამოიკვეთება, აუცილებლად მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და ჩვენი პოზიცია აუცილებლად იქნება უმკაცრესი.
რაც შეეხება დედის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, სისხლის სამართლის საქმეზე ის გამოკითხულია და ასევე გიდასტურებთ ინფორმაციას მოტივთან მიმართებაში, რომ ახალგაზრდებისთვის მისი მხრიდან შენიშვნის მიცემა გახდა საფუძველი ამ შემთხვევაში ბრალდებულის ჩართულობის და აგრესიისა, რომელიც ვიხილეთ“, - განაცხადა პროკურორმა მედეა ცირამუამ.
22 ივლისს, საღამოს, კაპანაძეს ოთხ ახალგაზრდასთან შელაპარაკება მოუვიდა, მათ გარიდება სცადეს, ბრალდებულმა კი ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით რამდენჯერმე გაისროლა. ასევე დაკავებისას ორი იარაღით შეეცადა პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფას. ოთხი დაჭრილიდან ერთი მოზარდი, საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 ივლისს, თბილისში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრეს. დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია. სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
ყველა სიახლე
25 ივლისი 2026, 15:55
სპორტი
მალთაყვაში „ოქროს ტბაზე“ ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო დღე გრძელდება
მამაკაცთა სლალომის საკვალიფიკაციო ეტაპზე, გენადი გურალიამ საუკეთესო 12-ეულში შესვლა და ფინალში გადასვლა ვერ შეძლო. მას კიდევ ექნება შანსი ტრამპლინიდან ხტომაში თავისი შედეგი გააუმჯობესოს.
25 ივლისი 2026, 15:38
რეგიონი
დმანისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის საჯარო განხილვა გაიმართა
მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა, მოსახლეობას გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული პროექტები დეტალურად წარუდგინა და განსაკუთრებული აქცენტი საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებაზე გააკეთა.
25 ივლისი 2026, 15:19
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო, - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 15:12
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: არ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი წაახალისებს ყველაფერ იმას, რაც ქვეყანაში პოლარიზაციას, ადამიანებს შორის დაპირისპირებას, ეროვნული ფასეულობებისა და ღირებულებების შეურაცხყოფას ემსახურება
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ახალისებს ყველაფერ იმას, რაც ქვეყანაში პოლარიზაციას, ადამიანებს შორის დაპირისპირებას და ღირებულებების შეურაცხყოფას ემსახურება.
25 ივლისი 2026, 15:05
საზოგადოება
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაარსებიდან 107 წლის იუბილე აღნიშნა
წარადგინეს წიგნი, რომელშიც შეჯამებულია უწყების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, მიღწეული შედეგები და სამსახურის განვითარების სამომავლო გეგმები.
25 ივლისი 2026, 14:58
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილის მიერ ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე: ეს არის იმის მორიგი მტკიცებულება, თუ როგორი საქართველოს აშენება უნდოდა მას, როცა ის ბელადი და ძალაუფლებაში იყო
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ონისე ოქრიაშვილის მიმართ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერას აფასებს.
25 ივლისი 2026, 14:54
მსოფლიო
კანადაში ტყის ხანძრებს ებრძვიან
კანადა ტყის ძლიერ ხანძრებს ებრძვის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 14:40
რეგიონი
რუსთავში, მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, მერიის თანამშრომლებს ტრენინგები უტარდებათ
რუსთავის მერია, მუნიციპალური რეფორმების ფარგლებში, თანამშრომელთა პროფესიული გადამზადების პროგრამას ახორციელებს. ამ ეტაპზე, მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები ხელოვნური ინტელექტის კურსს გადიან. ასევე გრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომელთა გადამზადების პროცესიც, - აღნიშნულია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
25 ივლისი 2026, 14:36
მსოფლიო
Reuters: იტალიის თავდაცვის მინისტრმა ყოფილ უკრაინელ კოლეგას მიხაილო ფედოროვს მრჩევლის პოსტი შესთავაზა
იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ყოფილ მინისტრს მიხაილო ფედოროვს იტალიაში მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 14:35
სამართალი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ონისე ოქრიაშვილზე: ძალიან სენსიტიურ თემას შეეხო და მოხდა ინციდენტი. მე ამას ძალადობას არ ვეძახი, ეს არის ღირსებისთვის ბრძოლა. ბაბუაჩემის მთელი ლიტერატურაც ეგ არის
ძალიან სენსიტიურ თემას შეეხო და მოხდა ეს ინციდენტი. მე ამას ძალადობას არ ვეძახი, ეს არის ღირსებისთვის ბრძოლა. ბაბუაჩემის მთელი ლიტერატურაც ეგ არის, - განაცხადა ნიკო ხურცილავას სასამართლო სხდომის შემდეგ, ონისე ოქრიაშვილზე საუბრისას ნოდარ დუმბაძის შვილიშვილმა, ნოდარ მაჭარაძემ.
25 ივლისი 2026, 14:13
მსოფლიო
რობერტ ფიცომ უარყო ინფორმაცია, თითქოს სლოვაკეთი უკრაინის მხარდამჭერ კოალიციას შეუერთდა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ უარყო ინფორმაცია, თითქოს მისი ქვეყანა უკრაინის მხარდამჭერ კოალიციას შეუერთდა.
25 ივლისი 2026, 14:07
სამართალი
ნიკო ხურცილავა, რომელიც ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის მოტივით ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა, 5-ათასლარიანი გირაოთი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
5-ათასლარიანი გირაოთი გათავისუფლდა ნიკო ხურცილავა, რომელიც მწერალ ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის მოტივით, 22 ივლისს ფიზიკურად გაუსწორდა იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს და მალევე თავადვე გამოცხადდა პოლიციაში.
25 ივლისი 2026, 13:59
მსოფლიო
POLITICO: ჯაშუშობის ბრალდებით ბელგიაში ნატოს სტაჟიორი დააკავეს
ბელგიის პოლიციამ ევროპაში მოკავშირეთა ძალების ნატოს სტრატეგიულ შტაბ-ბინაში (SHAPE) მომუშავე სტაჟიორი დააკავა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 13:40
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ს მომავალ კვირას ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მომავალ კვირას შეერთებულ შტატებს ეწვევა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 13:28
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ ახმეტის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი, მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ახმეტის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
25 ივლისი 2026, 13:18
მსოფლიო
POLITICO: მერცი მინისტრთა კაბინეტის გადახალისებით პოლიტიკური მხარდაჭერის აღდგენას ცდილობს
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა თავისი პარტიის, „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“, ხელმძღვანელ თანამდებობებზე ფართომასშტაბიანი საკადრო ცვლილებების პირველი ეტაპი წარადგინა. კანცლერი იმედოვნებს, რომ კაბინეტის გადახალისება მისი და მმართველი კოალიციის რეკორდულად დაბალი რეიტინგების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, წერს POLITICO.
25 ივლისი 2026, 13:09
სამართალი
პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით განხორციელებული მუქარის შედეგად, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, რომელიც დაზარალებულის ოჯახის წევრთან და სხვა პირთან გაავრცელა.
25 ივლისი 2026, 12:39
მსოფლიო
Deutsche Welle: ავსტრია ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდის
ავსტრია ევროკავშირში უკრაინის სწრაფი გაწევრიანების წინააღმდეგია. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
25 ივლისი 2026, 12:36
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე: სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი და მის მიერ წახალისებული ძალადობა - ეს არის დღევანდელი აგენტურული ოპოზიციის სახე და პირდაპირ ასახავს იმ იდეოლოგიურ სიბნელეს, რაშიც იმყოფებიან ფსევდო ლიბერალები
ფსევდოლიბერალური, გარედან დაფინანასებული და საქართველოს ნომერ პირველი აგენტის მიერ გაჟღერებული ფრაზები, ლაიტმოტივი, რომელიც პირდაპირ ძალადობის წამახალისებელია, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილისთვის გამოხატულ მხარდაჭერას.


