პროკურატურამ შანიძის ქუჩაზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე დაკავებულ ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალდება წარუდგინა
ფოტო: საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებებში სამი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის, პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 22 ივლისს, დაახლოებით 21:35 საათზე, თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია საზოგადოებრივ სივრცეში, ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძეს სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა ოთხ ახალგაზრდასთან.
„შელაპარაკების პარალელურად, ზემოხსენებული პირები ავტომანქანაში ჩასხდნენ და ადგილიდან გარიდება სცადეს, რა დროსაც ბრალდებულმა ნიკოლოზ კაპანაძემ მის ხელთ არსებული „GLOCK 34 GEN 4“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, განზრახ მკვლელობის მიზნით მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც სამმა ახალგაზრდამ ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად ერთ-ერთი მათგანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. ორ ახალგაზრდას გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიცოცხლე შეუნარჩუნდა.
ამავე ქმედებით, ბრალდებულმა ნიკოლოზ კაპანაძემ საფრთხე შეუქმნა იქ მყოფი სხვა პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რა დროსაც ერთმა ქალბატონმა თავის არეში ცეცხლნასროლი დაზიანება მიიღო.
2026 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 00:06 საათზე, თბილისში, აკაკი შანიძის ქუჩა №31-ში მდებარე ბრალდებულ ნიკოლოზ კაპანაძის საცხოვრებელ მისამართზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით გამოცხადდნენ პოლიციის თანამშრომლები. პოლიციის თანამშრომლების მოწოდებაზე, დამორჩილებოდა მათ კანონიერ მოთხოვნას ბრალდებულმა სამართალდამცველების მიმართ მუქარა განახორციელა და კარების გაღებისთანავე მის ხელთარსებული „GLOCK 34 GEN 4“ და ,,ARMALITE SPR MOD 1“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღებიდან, მათი სიცოცხლის ხელყოფას შეეცადა. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან განიარაღების შედეგად ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 23 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას), 19,109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, 3 პირის მიმართ) 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 19,353-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის ხელყოფის მცდელობა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
08 სექტემბერი 2026, 00:08
მსოფლიო
The Washington Post: გერმანელი ნაციონალისტების დიდმა გამარჯვებამ ევროპის წამყვან პოლიტიკოსებში განგაში გამოიწვია
გერმანელი ნაციონალისტების დიდმა გამარჯვებამ ევროპის წამყვან პოლიტიკოსებში განგაში გამოიწვია - ასე ეხმაურება ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებას რეგიონულ არჩევნებში.
07 სექტემბერი 2026, 22:50
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე პოზიტიური დინამიკა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა გლობალურ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, სუვერენიტეტის დაცვისა და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.
07 სექტემბერი 2026, 22:44
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს, სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მნიშვნელობას კავშირების გასაძლიერებლად.
07 სექტემბერი 2026, 22:12
მსოფლიო
კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს
ევროკავშირის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს.
07 სექტემბერი 2026, 21:42
მსოფლიო
ევროკომისიის სპიკერი: ალბათ, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როდის შეიძლება მოხდეს ვიზალიბერალიზაცია სომხეთთან
ევროკავშირი დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით. ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რამდენად რეალურია შეფასება, რომ 2029 წლისთვის სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ.
07 სექტემბერი 2026, 21:28
საზოგადოება
თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შესაბამის დოკუმენტაციას ხელი მოეწერა. პროექტმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს თანამედროვე, სწრაფ, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას და გააუმჯობესებს მგზავრთა გადაადგილების ხარისხს.
07 სექტემბერი 2026, 21:27
მსოფლიო
The New York Times: მომავალ წელს ევროპის მასშტაბით დაგეგმილი არჩევნების ფონზე, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის თვალსაჩინო წარმატება შესაძლოა ულტრამემარჯვენეების შემდგომი გამარჯვებების მომასწავებელი და მათი მიღწევის მოდელიც კი გახდეს
როდესაც კვირას აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთ პატარა რეგიონში ულტრამემარჯვენე პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ამის ექო ლონდონის დაუნინგ-სტრიტიდან პარიზის ელისეს სასახლემდე გაისმა - იშვიათად თუ შეფასებულა რეგიონული არჩევნების შედეგი ევროპული დემოკრატიის ბედისთვის ასეთი ავისმომასწავლებელი მნიშვნელობით, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „ულტრამემარჯვენეების გამარჯვება გერმანიის რეგიონში მთელ ევროპაში ავისმომასწავლებელ ნიშნად აღიქმება“.
07 სექტემბერი 2026, 21:07
ეკონომიკა
მთლიანი საერთაშორისო რეზერვების ისტორიული მაქსიმუმი - ეროვნული ბანკი ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის მთლიანმა სარეზერვო აქტივებმა 8 მილიარდს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში რეზერვები 613 მილიონი დოლარით შეივსო.
07 სექტემბერი 2026, 21:04
სამართალი
ქვეყანაში ქორწინების საბაბით ბინადრობის უფლების მიღების მსურველთა სტატისტიკა მკვეთრად შემცირდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ახალი რეგულაციებით ყალბი ქორწინების ორგანიზებასა თუ მასში მონაწილეობაზე პატიმრობა დაწესდა, პროცესის გადამოწმებას კი სპეციალური უწყებათაშორისი კომისია უზრუნველყოფს.
07 სექტემბერი 2026, 20:53
მსოფლიო
Le Figaro: სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა კიევში ვიზიტისას განაცხადეს, რომ 18-20 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს მოლაპარაკებების განახლებისთვის
აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, კიევში ვიზიტისას განაცხადეს, რომ 18-20 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს მოლაპარაკებების განახლებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
07 სექტემბერი 2026, 20:50
მსოფლიო
ირმჰილდ ბოსფორდი: ადამიანები, რომლებიც აქამდე არასდროს აძლევდნენ ხმას, მივიდნენ და ხმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მისცეს. „ქრისტიან-დემოკრატები“ ამბობდნენ, რომ AfD-ს აკრძალავდნენ, მაგრამ შედეგს ვხედავთ
საქსონია-ანჰალტში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებისა და მმართველი პარტიის დამარცხების ფაქტს ევროპარლამენტარი, პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი ირმჰილდ ბოსფორდი გამოეხმაურა.
07 სექტემბერი 2026, 20:49
სამართალი
ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ - სამართალდამრღვევთა გამოვლენა და ჯარიმები სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს რამდენიმე ადმინისტრაციული ოქმი განიხილა. რვა მოქალაქეს, რომლებმაც სოციალურ ქსელში შურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, სასამართლომ ჯარიმა დააკისრა.
07 სექტემბერი 2026, 20:46
პოლიტიკა
დასუსტებული ოპოზიცია - შიდა დაპირისპირებების მორიგი სერია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მძიმე ურთიერთბრალდებების პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა გვარამიას ოპოზიციური ერთობის დაშლასა და სააკაშვილის რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.
07 სექტემბერი 2026, 20:45
მსოფლიო
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კაცობრიობას
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა განაცხადა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კაცობრიობას და პირობა დადო, რომ განახორციელებს ზეწოლას AI-კომპანიებზე იმ რისკების შესამცირებლად, რომლებიც, მისი უწყების განცხადებით, მოიცავს მომსახურების სფეროების, კომუნიკაციებისა და დემოკრატიული სისტემების შეფერხებას.
07 სექტემბერი 2026, 20:39
პოლიტიკა
გერმანიაში გამარჯვებული პარტია და „დიფ სთეითის“ ჩაშლილი გეგმა - ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„დიფ სთეითის“ გეგმები და მიზანი - სრული გავლენა მოიპოვოს კონტინენტზე, ახლა ყველაზე კარგად გერმანიის მაგალითზე ჩანს, - ამ მოსაზრებას ზაზა შათირიშვილი ავითარებს. ვრცელ წერილში ფილოსოფოსი წერს, რომ სწორედ გერმანია იყო ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად ეხმარებოდა ომში მყოფ უკრაინას, თუმცა გერმანიის მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე ვითარება შეიცვალა.
07 სექტემბერი 2026, 20:32
მსოფლიო
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ისტორიული გამარჯვება - საქსონია-ანჰალტში და მძიმე დარტყმა ევრობიუროკრატიისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქსონია-ანჰალტში თავის ისტორიაში უდიდეს გამარჯვებას მიაღწია და ხმათა თითქმის 44% მოიპოვა. კანცლერ ფრიდრიხ მერცის ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტია კი მძიმე მარცხს განიცდის.
07 სექტემბერი 2026, 20:28
მსოფლიო
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: თუ ეს პარტია მაინც აიკრძალება, ეს აღიქმება, როგორც დემოკრატიის დასასრული
„ხალხს სურს ნამდვილი პოლიტიკური ცვლილებები, სურს უსაფრთხოება, არ სურს ომი და უნდა დიპლომატიური სამშვიდობო ინიციატივები. თქვენ არ შეგიძლიათ აკრძალოთ ყველაზე ძლიერი პარტია“, - აღნიშნა ტომაშ ფროელიხმა.
07 სექტემბერი 2026, 20:26
პოლიტიკა
სასაცილო და ტრაგიკული - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებს აფასებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სასაცილო და ტრაგიკული - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებს, რომელთა შინაარსიც, მისივე შეფასებით, არასერიოზულია.
07 სექტემბერი 2026, 20:24
მსოფლიო
El Pais: ბრიუსელში შიშობენ, რომ გერმანიის პოლიტიკურმა პოლარიზაციამ შესაძლოა შეაფერხოს ევროკავშირის მასშტაბით ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა
საქსონია-ანჰალტში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება ბრიუსელისთვის მცირე შოკად იქცა - ევროკავშირის უდიდეს ეკონომიკაში ულტრამემარჯვენეების დაწინაურება ევროპაში შეშფოთებას იწვევს, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი სტატიაში სათაურით „ბრიუსელში შიშობენ, რომ გერმანიის პოლიტიკურმა პოლარიზაციამ შესაძლოა შეაფერხოს ევროკავშირის მასშტაბით ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა“.
07 სექტემბერი 2026, 20:14
პოლიტიკა
რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმება შუა დერეფნის პოტენციალის ასათვისებლად - ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იმსჯელეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმება შუა დერეფნის პოტენციალის ასათვისებლად - საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე, რომელიც ბათუმში გაიხსნა, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იმსჯელეს.


