imedi /  07 სექტემბერი 2026, 21:42 / სანდო წყარო

ევროკომისიის სპიკერი: ალბათ, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როდის შეიძლება მოხდეს ვიზალიბერალიზაცია სომხეთთან

ევროკავშირი დაინტერესებულია სომხეთთან თანამშრომლობის გაღრმავებით. ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა, პაულა პინიომ განაცხადა იმ კითხვის საპასუხოდ, თუ რამდენად რეალურია შეფასება, რომ 2029 წლისთვის სომხეთის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ.

„აშკარაა, რომ ევროკავშირი ჩართულია პროცესში და სომხეთთან განიხილავს რიგ საკითხებს იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლიათ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება. ალბათ, ჯერ ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როდის შეიძლება მოხდეს ვიზალიბერალიზაცია სომხეთთან. ჯერ კიდევ ადრეა კონკრეტულ დეტალებზე ლაპარაკი, თუმცა მათ შეუძლიათ დაადასტურონ, რომ დისკუსიები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს და როგორც კი ეს თემები მომწიფდება, ევროკავშირი სომხეთთან უფრო მჭიდრო პარტნიორობის შემდეგ ეტაპზე გადავა“, - დასძინა ევროკომისიის მთავარმა პრესსპიკერმა.

ყველა სიახლე

კახა კალაძე

07 სექტემბერი 2026, 21:28

საზოგადოება

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

შესაბამის დოკუმენტაციას ხელი მოეწერა. პროექტმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს თანამედროვე, სწრაფ, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას და გააუმჯობესებს მგზავრთა გადაადგილების ხარისხს.

07 სექტემბერი 2026, 21:27

მსოფლიო

The New York Times: მომავალ წელს ევროპის მასშტაბით დაგეგმილი არჩევნების ფონზე, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის თვალსაჩინო წარმატება შესაძლოა ულტრამემარჯვენეების შემდგომი გამარჯვებების მომასწავებელი და მათი მიღწევის მოდელიც კი გახდეს

როდესაც კვირას აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთ პატარა რეგიონში ულტრამემარჯვენე პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ამის ექო ლონდონის დაუნინგ-სტრიტიდან პარიზის ელისეს სასახლემდე გაისმა - იშვიათად თუ შეფასებულა რეგიონული არჩევნების შედეგი ევროპული დემოკრატიის ბედისთვის ასეთი ავისმომასწავლებელი მნიშვნელობით, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი სტატიაში სათაურით „ულტრამემარჯვენეების გამარჯვება გერმანიის რეგიონში მთელ ევროპაში ავისმომასწავლებელ ნიშნად აღიქმება“.

07 სექტემბერი 2026, 21:07

ეკონომიკა

მთლიანი საერთაშორისო რეზერვების ისტორიული მაქსიმუმი - ეროვნული ბანკი ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყნის მთლიანმა სარეზერვო აქტივებმა 8 მილიარდს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში რეზერვები 613 მილიონი დოლარით შეივსო.

07 სექტემბერი 2026, 21:04

სამართალი

ქვეყანაში ქორწინების საბაბით ბინადრობის უფლების მიღების მსურველთა სტატისტიკა მკვეთრად შემცირდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ახალი რეგულაციებით ყალბი ქორწინების ორგანიზებასა თუ მასში მონაწილეობაზე პატიმრობა დაწესდა, პროცესის გადამოწმებას კი სპეციალური უწყებათაშორისი კომისია უზრუნველყოფს.

07 სექტემბერი 2026, 20:53

მსოფლიო

Le Figaro: სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა კიევში ვიზიტისას განაცხადეს, რომ 18-20 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს მოლაპარაკებების განახლებისთვის

აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა, კიევში ვიზიტისას განაცხადეს, რომ 18-20 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს მოლაპარაკებების განახლებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

ირმჰილდ ბოსფორდი

07 სექტემბერი 2026, 20:50

მსოფლიო

ირმჰილდ ბოსფორდი: ადამიანები, რომლებიც აქამდე არასდროს აძლევდნენ ხმას, მივიდნენ და ხმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მისცეს. „ქრისტიან-დემოკრატები“ ამბობდნენ, რომ AfD-ს აკრძალავდნენ, მაგრამ შედეგს ვხედავთ

საქსონია-ანჰალტში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებისა და მმართველი პარტიის დამარცხების ფაქტს ევროპარლამენტარი, პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრი ირმჰილდ ბოსფორდი გამოეხმაურა.

07 სექტემბერი 2026, 20:49

სამართალი

ბრძოლა სიძულვილის ენის წინააღმდეგ - სამართალდამრღვევთა გამოვლენა და ჯარიმები სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს რამდენიმე ადმინისტრაციული ოქმი განიხილა. რვა მოქალაქეს, რომლებმაც სოციალურ ქსელში შურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს, სასამართლომ ჯარიმა დააკისრა.

07 სექტემბერი 2026, 20:46

პოლიტიკა

დასუსტებული ოპოზიცია - შიდა დაპირისპირებების მორიგი სერია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მძიმე ურთიერთბრალდებების პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა გვარამიას ოპოზიციური ერთობის დაშლასა და სააკაშვილის რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს.

ვოლკერ ტურკი

07 სექტემბერი 2026, 20:45

მსოფლიო

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კაცობრიობას

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა განაცხადა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას კაცობრიობას და პირობა დადო, რომ განახორციელებს ზეწოლას AI-კომპანიებზე იმ რისკების შესამცირებლად, რომლებიც, მისი უწყების განცხადებით, მოიცავს მომსახურების სფეროების, კომუნიკაციებისა და დემოკრატიული სისტემების შეფერხებას.

ზაზა შათირიშვილი

07 სექტემბერი 2026, 20:39

პოლიტიკა

გერმანიაში გამარჯვებული პარტია და „დიფ სთეითის“ ჩაშლილი გეგმა - ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის ანალიზი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„დიფ სთეითის“ გეგმები და მიზანი - სრული გავლენა მოიპოვოს კონტინენტზე, ახლა ყველაზე კარგად გერმანიის მაგალითზე ჩანს, - ამ მოსაზრებას ზაზა შათირიშვილი ავითარებს. ვრცელ წერილში ფილოსოფოსი წერს, რომ სწორედ გერმანია იყო ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად ეხმარებოდა ომში მყოფ უკრაინას, თუმცა გერმანიის მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე ვითარება შეიცვალა.

07 სექტემბერი 2026, 20:32

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ ისტორიული გამარჯვება - საქსონია-ანჰალტში და მძიმე დარტყმა ევრობიუროკრატიისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქსონია-ანჰალტში თავის ისტორიაში უდიდეს გამარჯვებას მიაღწია და ხმათა თითქმის 44% მოიპოვა. კანცლერ ფრიდრიხ მერცის ცენტრისტულ-მემარჯვენე პარტია კი მძიმე მარცხს განიცდის.

ტომაშ ფროელიხი

07 სექტემბერი 2026, 20:28

მსოფლიო

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: თუ ეს პარტია მაინც აიკრძალება, ეს აღიქმება, როგორც დემოკრატიის დასასრული

„ხალხს სურს ნამდვილი პოლიტიკური ცვლილებები, სურს უსაფრთხოება, არ სურს ომი და უნდა დიპლომატიური სამშვიდობო ინიციატივები. თქვენ არ შეგიძლიათ აკრძალოთ ყველაზე ძლიერი პარტია“, - აღნიშნა ტომაშ ფროელიხმა.

07 სექტემბერი 2026, 20:26

პოლიტიკა

სასაცილო და ტრაგიკული - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებს აფასებს. ქრონიკის“ სიუჟეტი

სასაცილო და ტრაგიკული - ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებს, რომელთა შინაარსიც, მისივე შეფასებით, არასერიოზულია.

07 სექტემბერი 2026, 20:24

მსოფლიო

El Pais: ბრიუსელში შიშობენ, რომ გერმანიის პოლიტიკურმა პოლარიზაციამ შესაძლოა შეაფერხოს ევროკავშირის მასშტაბით ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა

საქსონია-ანჰალტში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება ბრიუსელისთვის მცირე შოკად იქცა - ევროკავშირის უდიდეს ეკონომიკაში ულტრამემარჯვენეების დაწინაურება ევროპაში შეშფოთებას იწვევს, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი სტატიაში სათაურით „ბრიუსელში შიშობენ, რომ გერმანიის პოლიტიკურმა პოლარიზაციამ შესაძლოა შეაფერხოს ევროკავშირის მასშტაბით ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა“.

ირაკლი კობახიძე

07 სექტემბერი 2026, 20:14

პოლიტიკა

რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმება შუა დერეფნის პოტენციალის ასათვისებლად - ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იმსჯელეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რა კონკრეტული ნაბიჯები იდგმება შუა დერეფნის პოტენციალის ასათვისებლად - საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე, რომელიც ბათუმში გაიხსნა, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იმსჯელეს.

რობერტ ფიცო

07 სექტემბერი 2026, 20:11

მსოფლიო

რობერტ ფიცო იმედოვნებს, რომ გერმანიის რეგიონულ არჩევნებში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვება ქვეყნის ეროვნულ მთავრობას რუსეთთან უფრო კონფრონტაციული კურსისკენ არ უბიძგებს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო იმედოვნებს, რომ გერმანიის რეგიონულ არჩევნებში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვება ქვეყნის ეროვნულ მთავრობას რუსეთთან უფრო კონფრონტაციული კურსისკენ არ უბიძგებს.

07 სექტემბერი 2026, 19:55

რეგიონი

იშვიათი ბუნებრივი მოვლენა აჭარაში. ვიდეო

სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები აჭარიდან, სადაც იშვიათი ბუნებრივი მოვლენაა აღბეჭდილი.

07 სექტემბერი 2026, 19:46

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ყაზახეთის რკინიგზებს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. აღინიშნა ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს შუა დერეფანში ტვირთბრუნვის ზრდასთან დაკავშირებით.

07 სექტემბერი 2026, 19:44

რეგიონი

სანაპირო ზონებში წარმოქმნილი ავარიული ვითარების აღმოსაფხვრელად ნაპირსამაგრი სამუშაოების შესყიდვისთვის ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა

პროექტი ითვალისიწინებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გაუთვალისწინებელი სასწრაფო, ავარიული ვითარების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებას. მათ შორის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საჭიროების მიხედვით უნდა მოამზადოს როგორც ობიექტის დეტალური საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, ასევე აწარმოოს შესაბამისი სამშენებლო სამუშაოებიც. რაც იძლევა შესაძლებლობას, წარმოქმნილ პრობლემებზე რეაგირება მოხდეს უმოკლეს დროში და გადაიჭრას რაციონალურ ვადებში.