imedi /  13 სექტემბერი 2017, 14:38 / სანდო წყარო

შენების მოძრაობამ დიდი დიღმის მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა

"შენების მოძრაობამ" დიდი დიღმის მე-4 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა.

შორენა ბუხრაშვილი ამომრჩეველს თბილისის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმა წარუდგინა. შეხვედრაზე მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამაც გააცნეს.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები ()