imedi /  13 სექტემბერი 2017, 14:44 / სანდო წყარო

ევროპულმა საქართველომ ლაგოდეხში მერობის კანდიდატი დაასახელა

ევროპულმა საქართველომ ლაგოდეხში მერობის კანდიდატი დაასახელა. ადგილობრივ მოსახლეობას, მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებს გიორგი ენუქიძე გიგი უგულავამ წარუდგინა.

მერობის კანდიდატმა რეგიონში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და ნეპოტიზმზე ისაუბრა. გიგი უგულავამ ამომრჩეველს პარტიის წინასაარჩევნო გეგმაც გააცნო.

"ევროპული საქართველო" ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების შედეგად, პენსიის გაზრდას აპირებს.

 

 

 

კომენტარები ()