Imedi /  21 ოქტომბერი 2017, 13:10 / სანდო წყარო

ბათუმის 79-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს უარყოფს

ბათუმის 79-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე "ნაციონალური მოძრაობის" ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. ციალა შავაძის განცხადებით, კანონის მოთხოვნაა საოლქო კომისია ინფორმირებული იყოს რეგისტრატორების შესახებ, თუმცა ინფორმაციის გადაცემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის არ ხდება. ციალა შავაძის თქმით, ამ ეტაპზე საოლქო კომისიაში 4 საჩივარია შესული. "ეს საჩივრები მცირე პროცედურულ დარღვევებს ეხება. რაც შეეხება რეგისტრატორების შესახებ ბრალდებას, აუცილებელია ჩვენ ვიცოდეთ ვინ არიან რეგისტრატორები საუბნო კომისიებში", -განაცხადა ციალა შავაძემ.

12 საათის მონაცემებით საკუთარი ნება ბათუმში რეგისტრირებული ამომრჩევლების 13% დააფიქსირა. 

ბათუმის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში მორიგი ბრიფინგი გაიმართა. ისინი ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარეს სუს-ისთვის ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებენ. 

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 23:19

პოლიტიკა

პრემიერი ბერდია სიჭინავას: თქვენ იყავით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, თქვენს დროს ჩაიკეტა სამთავრობო აქტების საჯაროობა, თქვენ ჩაკეტეთ - რატომ? როდესაც არ გინდა რაღაც იყოს გამჭვირვალე, ე.ი. რაღაც გაქვს დასამალი

თქვენს დროს ჩაიკეტა სამთავრობო აქტების საჯაროობა, თქვენ ჩაკეტეთ ეს ყველაფერი - რატომ? როდესაც არ გინდა, რომ რაღაც იყოს გამჭვირვალე, ე.ი. რაღაც გაქვს დასამალი, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის დებატებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრს ბერდია სიჭინავას. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სწორედ მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის დღიდან გახდა სამთავრობო აქტები გამჭვირვალე.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 23:12

პოლიტიკა

პრემიერი: კახა ბენდუქიძე მინისტრი იყო და თავის თავზე ყიდდა ქონებას 1 ლარად. ეს არის კორუფციის ხელოვნების დონემდე აყვანა, ჩვენ ამ მაგალითს გამეორება არ გვინდა

ძალიან ცუდი მაგალითია კორუფციასთან ბრძოლისთვის კახა ბენდუქიძე, ჩვენ შემოვიღეთ პრაქტიკა, რომ აუქციონის გარეშე არაფერი არ იყიდება, ამ კაცმა 1 ლარად წაიღო მთელი აგრარული უნივერსიტეტი, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2-ზე“ დებატებში. მთავრობის მეთაურის შეფასებით, კორუფცია ხელოვნების დონემდე სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას იყო ასული.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 23:02

პოლიტიკა

პრემიერი: ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - კორუფციასთან ბრძოლის კუთხით სწორ გზას ვადგავართ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებში. მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობა აცხადებს, რომ იბრძვის კორუფციასთან და მზად არის, კორუფციის ნებისმიერ შემთხვევაზე ჰქონდეს რეაგირება.

ირაკლი კირცხალია

16 მარტი 2026, 22:54

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: პეტერ ფიშერმა ფეხქვეშ გათელა ყველა ის ნორმა და საწყისი, რასაც დიპლომატია ჰქვია. თითოეული მისი განცხადება არის პარტიული განცხადება. ეს არის ადამიანი, რომელიც „ნაცებთან“ ერთად არ ტოვებს შანს, ქვეყანას ზიანი მიაყენოს

პეტერ ფიშერის მდგომარეობა საკმაოდ ტრაგიკულია ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი გამორჩეული აქტივისტი და „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ირაკლი კირცხალია

16 მარტი 2026, 22:45

პოლიტიკა

კირცხალია „მოსკოვის მექანიზმზე“: ეს ნაკარნახევია იმ ვიწრო პოლიტიკური ანგაჟირებით, რომელსაც დღეს წარმოადგენს ის ადამიანი - აპელირებულია იმ ხელისუფლებასთან, რომელიც რეზოლუციას ავტორობდა, სადაც სააკაშვილი პოლიტპატიმრადაა მოხსენიებული

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში შეაფასა და მას სამარცხვინო დასკვნა უწოდა.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 22:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენს საქმიანობაში ვერავინ ნახავს ერთ კორუფციულ გადაცდომასაც კი, ამოიღონ ნებისმიერი სამთავრობო აქტი, მთავრობის ხაზით გაცემული ნებართვა, თუ ერთ შემთხვევაში მაინც გვაჩვენებენ კორუფციის ფაქტს, მზად ვართ რეაგირებისათვის

ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ჩვენს საქმიანობაში ვერავინ ნახავს ერთ კორუფციულ გადაცდომასაც კი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

დონალდ ტრამპი

16 მარტი 2026, 22:36

მსოფლიო

The Hill: ტრამპი აცხადებს, რომ ირანზე გამარჯვების გამოსაცხადებლად მზად არ არის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი არ არის მზად ირანზე გამარჯვება გამოაცხადოს, მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, აშშ-მა ეს ქვეყანა სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 22:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, რომ თვისებრივად შეგვემცირებინა კორუფციის მასშტაბი და აღმოგვეფხვრა კორუფცია პოლიტიკურ დონეზე - ერთია სისხლის სამართლებრივი დევნა, მაგრამ მთავარია მიდგომები, რომლებიც დამკვიდრდა მართვის სისტემაში

მხოლოდ ბოლო 6 თვის განმავლობაში 200-ზე მეტი საქმე აღიძრა პოლიტიკური თანამდებობის პირების და საჯარო მოსამსახურეების მიმართ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

დონალდ ტრამპი

16 მარტი 2026, 22:29

მსოფლიო

უკრაინული მედია: ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ არ არის ვალდებული დაეხმაროს უკრაინას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს უკრაინის დახმარების ვალდებულება არ აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

16 მარტი 2026, 22:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დაინერგა ახალი პლატფორმები, რათა გამჭვირვალე გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვები, შედეგიც სახეზეა - ნეპოტისტური პრაქტიკის აღმოფხვრის შედეგად, მოვახერხეთ მხოლოდ სახელმწიფო საწარმოებში 60 მლნ ლარის დაზოგვა

დაინერგა ახალი პლატფორმები, იმისათვის, რომ სრულიად გამჭვირვალე გამხდარიყო სახელმწიფო შესყიდვები. უკვე შედეგიც სახეზეა - არსებითად გაზრდილია ინტერესი კერძო კომპანიების მხრიდან, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2“-ის ეთერში გამართულ დებატებში.

დონალდ ტრამპი

16 მარტი 2026, 22:14

მსოფლიო

ტრამპი: ისრაელი ირანთან ომში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის გამორიცხავს ისრაელის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას ირანთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში.

დონალდ ტრამპი

16 მარტი 2026, 22:09

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა დიდი ბრიტანეთით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „უკმაყოფილოა“ თავისი ბრიტანელი კოლეგით, კირ სტარმერით, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა თავდაპირველად უარი თქვა ახლო აღმოსავლეთში სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნაზე, როდესაც ირანთან ომი დაიწყო.

ნიკოლოზ სამხარაძე

16 მარტი 2026, 21:59

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ყულევთან დაკავშირებით იმ განცხადებას უნდა დავეყრდნოთ, რომელიც სანქციების კოორდინატორმა გააკეთა, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, გამოვიდეს და საჯაროდ თქვას

ყულევის პორტთან დაკავშირებით იმ განცხადებას უნდა დავეყრდნოთ, რომელიც სანქციების კოორდინატორმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთეს, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

16 მარტი 2026, 21:47

ეკონომიკა

ვინ განსაზღვრავს სასურსათო ფასებს ბაზარზე - პარლამენტის დროებითი კომისია საცალო ქსელებზე მიანიშნებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ე.წ. ქეშბექი კვლავ ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. დღეს კომისიის წევრები ორგანიზებული ბაზრის ლიდერ კომპანიებს უსმენდნენ, რომლებთანაც წინა სხდომებზე ყველაზე მეტი პრეტენზია გამოითქვა.

16 მარტი 2026, 21:42

საზოგადოება

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, საექსპორტო პროდუქციის გაფართოება, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბება - სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოფლის მეურნეობის სექტორის კვლევა და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი - საინვესტიციო ბანკის, „გალტ ენდ თაგარტისა“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობით შესრულებული კვლევის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

ეკა სეფაშვილი

16 მარტი 2026, 21:39

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: როდესაც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას ვუთხარით, რომ ელენე ხოშტარია ციხეში არა რაიმე პოლიტიკური დევნის საფუძველზე, არამედ გირაოს გადაუხდელობის გამო იჯდა, უნდა გენახათ მათი გაოცებული სახეები

„ევრობიუროკრატები ვერ გვეუბნებიან კონკრეტულად, რომელიმე ადამიანზე, რომ პოლიტპატიმარია, რადგან ყველა შემთხვევაში, როდესაც ვინმე მსჯავრდებულია ან მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს, საქმე ეხება კონკრეტულ დანაშაულს. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ამ დანაშაულების დამტკიცების პროცესში რაიმე მცირე გადაცდომას ვინმე გვაპატიებს, ამიტომ პროცედურები ძალიან მაღალი ხარისხით მიმდინარეობს“.

ირაკლი კირცხალია

16 მარტი 2026, 21:36

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: 99%-ს რომ ჰკითხო, სად არის საქართველო, დარწმუნებული ვარ, ვერ გიპასუხებენ - დარწმუნებული ვარ, კარგი საექსპერიმენტო ჟურნალისტური გამოკითხვა შეიძლება ჩატარდეს ევროპარლამენტის დერეფნებში

99%-ს რომ ჰკითხო, სად არის საქართველო, დარწმუნებული ვარ, ვერ გიპასუხებენ - დარწმუნებული ვარ, კარგი საექსპერიმენტო ჟურნალისტური გამოკითხვა შეიძლება ჩატარდეს ევროპარლამენტის დერეფნებში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

16 მარტი 2026, 21:35

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პასუხი „ლელოს“ და რეალური დიალოგის პერსპექტივა - ხაზარაძე- ჯაფარიძის პარტია ოპოზიციონერი კოლეგების კრიტიკის სამიზნედ იქცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ლელოს“ ინიციატივა დიალოგის შესახებ, გაბრაზებული ოპოზიცია და ხელისუფლების პასუხი - პრემიერი მიიჩნევს, რომ მოწოდება თვითგადარჩენის მცდელობაა. ერთადერთი, რაც „ლელომ“ მიიღო, მათზე გაბრაზებული კოლეგები არიან ოპოზიციიდან.

პიტერ მადიარი

16 მარტი 2026, 21:27

მსოფლიო

უნგრეთის ოპოზიციის ლიდერმა მისი პარტიის მიერ ორგანიზებული მსვლელობისას უკრაინის გიგანტური დროშის გაშლას პროვოკაცია უწოდა

უნგრული ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერმა, პიტერ მადიარმა,15 მარტს ბუდაპეშტში მისი პარტიის მიერ ორგანიზებული მსვლელობისას უკრაინის გიგანტური დროშის გამოჩენას სახელისუფლებო აქტივისტების მხრიდან მოწყობილი პროვოკაცია უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

16 მარტი 2026, 21:23

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

სამშაბათს, 17 მარტს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პლენარულ სხდომაზე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. სხდომაზე უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში განვითარებულ პროცესებს.