imedi /  02 ნოემბერი 2017, 18:19 / სანდო წყარო

ოპოზიცია თბილისის მერის და საკრებულოს არჩევნების შედეგებს სასამართლოში ასაჩივრებს

ოპოზიციური პარტიები თბილისის მერის და თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგებს სასამართლოში ასაჩივრებენ. საჩივრი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დარეგისტრირდა.

"დღეს შევიდა ცესკოში რეგიონების სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით საჩივრები, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოში არსებულმა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად გავასაჩივრეთ თბილისის მერის და თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგები. ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, როდესაც საქართველოში მთელი ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის ერთმანეთთან ძალიან მწვავედ დაპირისპირებული ოპოზიციური პარტიები, ყველა ერთად აცხადებს, რომ ეს არჩევნები იყო ტოტალურად გაყალბებული. ჩვენ ვითხოვთ ხმების გადათვლას რამდენიმე ასეულ საარჩევნო უბანზე და ვითხოვთ იმის დადგენას, რეალურად რა ხმები მიიღო ქართულმა ოცნებამ", - განაცხადა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ.

მისი თქმით, არის უამრავი უბანი, სადაც ოპოზიციას უწერია 0 ხმა, თუმცა ათობით ადამიანი აძლევს ჩვენებას, რომ ხმა მისცა სწორედ ოპოზიციას. კუკავას სასამართლოს ობიექტურობის არ სჯერა და ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში ეს საქმე სტრასბურგამდე მივა.

დღესვე, "ნაციონალური მოძრაობის" იურისტმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელიც შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ეხება.

ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ 21 ოქტომბერს თბილისის მერის არჩევნებისა და თბილისის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების საბოლოო ოქმებს ხელი მოაწერა. საბოლოოდ დადგინდა, რომ თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ არჩევნებში ხმათა 51.09% მიიღო. თბილისის საკრებულოში კი პროპორციული სიით "ქართულმა ოცნებამ" 53.15% აიღო, აქედან გამომდინარე მას საკრებულოში 15 მანდატი მიიღო. 

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. 

ყველა სიახლე

თორნიკე ჭეიშვილი

28 ივლისი 2026, 14:20

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე: რადიკალებს მწვავე ალერგია ემართებათ მაშინვე, როდესაც ჩვენ გვესმის იდეა და მიზანი ეროვნული ღირებულებების დაცვისა, ვინაიდან არაერთხელ სწორედ ისინი იდგნენ იმ მასირებული შტურმის უკან, რომელიც ხორციელდებოდა ჩვენს ტრადიციებზე, კულტურაზე, ეკლესიაზე

რადიკალებს მწვავე ალერგია ემართებათ მაშინვე, როდესაც ჩვენ გვესმის იდეა და მიზანი ეროვნული ღირებულებების დაცვისა, ვინაიდან არაერთხელ სწორედ ისინი იდგნენ იმ მასირებული შტურმის უკან, რომელიც ხორციელდებოდა ჩვენს ტრადიციებზე, კულტურაზე, ეკლესიაზე, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე.

დავით ქართველიშვილი

28 ივლისი 2026, 14:19

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კვლავ ძირითადად ადგილობრივ მყიდველებზეა დაფუძნებული, უცხოური მოთხოვნა მრავალ ქვეყანაზე ნაწილდება და არც ერთი რეგიონი დომინანტურ პოზიციას არ იკავებს

ამიტომ „არაბული ქალაქებისა“ და „არაბული სოფლების“ შესახებ გავრცელებული თეზისები უფრო პოლიტიკური რიტორიკის ნაწილია, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკა და ობიექტურ საბაზრო ანალიზზე დაფუძნებული დასკვნა. რეალური სურათი გაცილებით პრაგმატულია: საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კვლავ ძირითადად ადგილობრივ მყიდველებზეა დაფუძნებული, უცხოური მოთხოვნა მრავალ ქვეყანაზე ნაწილდება და არც ერთი რეგიონი დომინანტურ პოზიციას არ იკავებს. ხოლო სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან შემოსული კაპიტალი არ არის დემოგრაფიული ექსპანსიის ნიშანი. იგი საერთაშორისო ინვესტორების მზარდი ნდობის გამოხატულებაა საქართველოს ეკონომიკის, ტურისტული პოტენციალისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს მიმართ. სწორედ ინვესტიციები და არა პოლიტიკური მითები წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სოზარ სუბარი

28 ივლისი 2026, 14:07

ჯანდაცვა

სოზარ სუბარი: ორი ადამიანის - ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ბატონი თენგიზ ცერცვაძის ურყევმა რწმენამ, რომ ეს იყო შესაძლებელი, გამოიღო შედეგად ის, რომ ორწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად ჩვენ მივიღეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური პროგრამა

28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა, რასთან დაკავშირებითაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, სადაც C და B ჰეპატიტების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს.

ცოტნე ანანიძე

28 ივლისი 2026, 13:57

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპს - სახელმწიფოთა თანასწორობას აუქმებენ, თავადვე ანადგურებენ იმ იდეას, რაზეც ეს კავშირი უნდა იდგეს

„ევრობიუროკრატიის ორმაგი სტანდარტები საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ ვნახეთ, ახლა ევროკავშირის მთავარ ფუნდამენტურ პრინციპს - სახელმწიფოთა თანასწორობას აუქმებენ. თავადვე ანადგურებენ იმ იდეას, რაზეც ეს კავშირი უნდა იდგეს,” - წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.

ზინედინ ზიდანი

28 ივლისი 2026, 13:47

სპორტი

ზინედინ ზიდანი საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ დიალომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფეხბურთო ლეგენდა ზინედინ ზიდანი დიდიე დეშამის შემცვლელი გახდება და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი იქნება. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 13:37

ეკონომიკა

ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია სახელწოდებით „The New Natural“ ლონდონში გაიმართა.

28 ივლისი 2026, 13:29

მსოფლიო

DW: გერმანიის „სოციალ-დემოკრატებს“ LGBTQ+ ადამიანების დაცვის საკითხის ჩაწერა კონსტიტუციაში სურთ

გერმანიის მმართველ კოალიციაში შემავალმა „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ (SPD) კვლავ წამოაყენა მოთხოვნა კონსტიტუციის ანტიდისკრიმინაციულ ნორმებში სექსუალური იდენტობის დამატების შესახებ. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

28 ივლისი 2026, 13:22

პოლიტიკა

შარმანაშვილი გირჩი ჯაფარიძეს: მე ვამაყობ, რომ ვარ შალვა პაპუაშვილის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, განსხვავებით იმისა, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება

რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფას, არც ღირს ამ უღირს საქციელზე პასუხი, მაგრამ ერთს გეტყოდი, მე ვამაყობ, რომ ვარ ამ ადამიანის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, განსხვავებით იმისა, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება, - ამ სიტყვებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას პასუხობს.

28 ივლისი 2026, 13:20

ეკონომიკა

გამოვიდა ჟურნალ „მონეტარული ეკონომიკის“ მორიგი ნომერი

გამოვიდა სებ-ის სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის - „მონეტარული ეკონომიკა“ - მიმდინარე წლის მეორე ნომერი. გამოცემაში ქვეყნდება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების, ისე გარე ავტორების მიერ მომზადებული სტატიები, კერძოდ:

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 13:09

მსოფლიო

WSJ: უკრაინის ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებებით მოხიბლული ტრამპი ზელენსკის მიმართ დამოკიდებულებას ცვლის

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირად საუბრებში მრჩევლებთან აცხადებდა, რომ უკრაინა ომს აგებდა.

28 ივლისი 2026, 13:03

საზოგადოება

გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში სკვერს აწყობს

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ბავშვთა გასართობი ზონების და ფიტნეს სივრცის მოწყობა, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიგება საფეხმავლო ბილიკები, ტერიტორია გამწვანდება და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სპორტულ მოედანს და მოეწყობა საპარკინგე სივრცეც.

28 ივლისი 2026, 12:55

რეგიონი

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც რეგიონი ბუნების მოყვარულთათვის „ნამდვილ სამოთხედ“ არის შეფასებული. სტატიის ავტორი მკითხველს პირველივე აბზაციდან აცნობს აჭარის მთავარ უპირატესობას და წერს: „დილით შავ ზღვაში ბანაობა, შუადღეს კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უძველეს კოლხურ ტყეებში ლაშქრობა — აჭარა, ბათუმის გარშემო მდებარე რეგიონი, ნამდვილი სამოთხეა ბუნების მოყვარულთათვის.“

28 ივლისი 2026, 12:52

თავდაცვა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში დაიწყო

ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც სტრუქტურული ერთეულების პირველადგილოსანი გუნდები გამოვლინდებიან. საფინალო ეტაპზე გადასული საუკეთესო გუნდები 5 და 6 აგვისტოს ქუთაისში იასპარეზებენ. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. ფინალურ ღონისძიებაზე დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის პარაკალათბურთში საჩვენებელი თამაშიც გაიმართება.

28 ივლისი 2026, 12:37

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ სანქციებმა ირანი შესაძლოა ბომბებზე მეტად დააზიანოს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულმა ეკონომიკურმა ზეწოლამ გაცილებით ნაკლები ყურადღება მიიპყრო, ვიდრე მისმა დაბომბვის კამპანიამ, თუმცა აშშ-ის მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ საბოლოოდ სწორედ ეკონომიკურმა ზომებმა შესაძლოა თეირანის რეჟიმს უფრო მძიმე დარტყმა მიაყენოს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 12:35

კულტურა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საგასტროლო ტურნე გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საგასტროლო ტურნე გაიმართა.

28 ივლისი 2026, 12:34

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში რესტორანს ,,ჯარგვალი“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს კვების ობიექტი შპს ,,ჯარგვალი 2026“ (მის: ფოთი, გურიის ქუჩა N220). ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები-არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. გარდა ამისა, დარღვეული იყო მიკვლევადობისა და ეტიკეტირების მოთხოვნები. ასევე, ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

კრიშტიანუ რონალდუ

28 ივლისი 2026, 12:27

კულტურა

The Sun: კრიშტიანუ რონალდუ მხატვრულ სერიალზე მუშაობს

The Sun-ის ცნობით, სერიალი მოგვითხრობს გამოგონილ ბრიტანელ საფეხბურთო აგენტზე, სტენლი დალტონზე, რომლის როლსაც „სამშობლოსა“ და „მილიარდების“ ვარსკვლავი დემიენ ლუისი შეასრულებს. პროექტის იდეა ცნობილ საფეხბურთო აგენტს, დარენ დეინს ეკუთვნის, გადაღებები კი ლონდონში უკვე მიმდინარეობს. რონალდუსთან ერთად სერიალში ასევე გამოჩნდება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ტიერი ანრი.

28 ივლისი 2026, 12:20

მსოფლიო

იაპონიაში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

სამხრეთ იაპონიაში ცოტა ხნის წინ 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ არიაკესა და იაცუშიროს ზღვების სანაპიროებისთვის ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 12:19

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, ხოლო 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი „კანონიერი ქურდია"

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 12:13

მსოფლიო

გამოკითხვა: ირანთან ომს ამერიკელების მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს, უმეტესობა კი ტრამპის მიზნებს გაურკვევლად მიიჩნევს

სააგენტო Reuters-ის დაკვეთით კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს ირანთან მიმდინარე ომს. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც კონფლიქტი ხუთი თვის წინ დაიწყო.