არქივი
31 იანვარი 2019, 23:35
პოლიტიკა
ნაზი ჯანეზაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე პოლიციაში გამოკითხეს
"ასეთ დროს, როცა მოსამართლე ადამიანის უფლებებზე უნდა ფიქრობდეს, გვრიტიშვილმა არჩევანში მოსამართლისთვის სრულიად შეუფერებელი რამ იკადრა და თქვა: "არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ეკა ბესელიას ხელს აძლევს შექმნილი სიტუაცია პოლიტიკური თვალსაზრისით”,- წერს ჯანეზაშვილი.
31 იანვარი 2019, 23:07
ტაბლოიდი
ტაილანდში 20 ტურისტი ყველაზე საშიშ ატრაქციონზე გაიჭედა
20 ტურისტი ტაიჯუნის პარკში Gravity Max-ზე შევიდა. ამ ატრაქციონის ყველაზე მაღალი წერტილი 50 მეტრზეა. როცა მატარებელი ეკიდება, მგზავრები პირით მიწისკენ არიან. ამჯერად, მატარებელი სწორედ იმ დროს გაჩერდა, როდესაც ტურისტები დაკიდებულები იყვნენ.
31 იანვარი 2019, 22:50
სპორტი
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
მეტოქის კარი სამჯერ ბრაზილიელმა თალესმა აიღო, 1-1 გოლით კი თავი გამოიჩინეს შოთა თოფურიამ, ფუმასამ, გია ნიყვაშვილმა და ვახტანგ ჯვარაშვილმა. მესამე ტურის მატჩები 2 თებერვალს გაიმართება. საქართველო- დანიას შეხვდება. მატჩს ახალი ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს.
31 იანვარი 2019, 22:44
მსოფლიო
პარიზში პოლიციელები ტურისტის გაუპატიურების გამო გაასამართლეს
ინციდენტი 5 წლის წინ მოხდა. 39 წლის კანადელი ტურისტი ბრალდებულებმა ირლანდიურ პაბში გაიცნეს. მათ იმ ღამით ბევრი ალკოჰოლი მიიღეს, მერე კი იქვე, კომისარიატის შენობაში შესვლა გადაწყვიტეს. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ ქალი შენობიდან ტირილით გამოვიდა.
31 იანვარი 2019, 22:31
კულტურა
დემნა გვასალიას Vetements-მა „ფულიანი“ ფეხსაცმელი შექმნა. ფოტო
ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას კომპანია მოდის სფეროში ინოვაციური ნამუშევრების წარდგენას განაგრძობს. ამჯერად ქართველი დიზაინერის Vetements-მა სანდლებს რკინის ფულის ქუსლი გაუკეთა. ფეხსაცმელი 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში შევა.
31 იანვარი 2019, 22:10
ეკონომიკა
დონალდ ტრამპი ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკების მიმდინარეობით კმაყოფილია
"შეხვედრები მიდის ორივე მხრიდან კეთილი ნებით და კარგი სულისკვეთებით", - დაწერა ტრამპმა ორმხრივი მოლაპარაკების მეორე დღეს. შეხვედრები ვაშინგტონში იმართება. ტრამპი იტყობინება, რომ საბოლოო შეთანხმება მიღწეული იქნება, როცა ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურ სი ძინპინს შეხვდება.
31 იანვარი 2019, 22:10
კულტურა
პედრო ალმადოვარის ახალი ფილმის „ტკივილი და დიდება“ ტრეილერი გამოქვეყნდა
სტუდია Sony-მ ესპანელი რეჟისორის, პედრო ალმადოვარის ფილმის „ტკივილი და დიდება“ ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმში მთავარ როლებს პენელოპა კრუსი და ანტონიო ბანდერასი თამაშობენ. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2019 წლის 22 მარტს გაიმართება.
31 იანვარი 2019, 22:02
ტექნოლოგიები
მეცნიერები: ყველაზე სახიფათო აისბერგის დნობის პროცესი დაჩქარდა
ჯგუფმა, რომელიც ამერიკელი, გერმანელი და ფრანგი მეცნიერებისგან არის დაკომპლექტებული, შენიშნა, რომ ყველაზე სახიფათო აისბერგი Thwaites-ი უფრო სწრაფად დნება, ვიდრე აქამდე. მარტო მისი დადნობაც კი საკმარისია, რომ მთელ მსოფლიოში ზღვის დონემ მოიმატოს.
31 იანვარი 2019, 21:24
პოლიტიკა
გიორგი ქადაგიძე ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანი აღარ არის
"მიზეზი ძალიან მარტივი და ამავე დროს ფუნდამენტურია. მისი სახელია ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა. არადა სწორედ რომ სიახლეების და რეალური რეფორმების დაგვიანების ფასს ყოველწლიურად ჩვენი ათასობით სტუდენტი იხდის,"- წერს ქადაგიძე.
31 იანვარი 2019, 21:21
პოლიტიკა
საქართველოს მასშტაბით H1N1 ვირუსის 249 შემთხვევაა რეგისტრირებული
ყველა კლინიკაში, სადაც გრიპის ვირუსით მკურნალობა 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდება, კონსილიუმები დაინიშნება. გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით H1N1-ის 249 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათი უმრავლესობა ზრდასრულებში ვლინდება.
31 იანვარი 2019, 21:21
ეკონომიკა
ბათუმში ახალი სკვერის მოსაწყობად მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი
ახალ სკვერში მოეწყობა შადრევანი, საპარკინგესივრცე და საზოგადოებრივი საპირფარეშო, რაც ქალაქის ცენტრალური ნაწილისთვის დღემდე მნიშვნელოვანი პრობლემაა.სკვერის ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება.
31 იანვარი 2019, 21:11
პოლიტიკა
მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები უქმდება
მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები სავარაუდოდ გაუქმდება, თუმცა ამ ეტაპზე კონსულტაციები გრძელდება. დღეს, სწორედ ამ საკითხზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ბატიაშვილს შეხვდა.
31 იანვარი 2019, 21:00
ტაბლოიდი
ნეიმარი ყავარჯნით გადაადგილდება
„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი ესპანეთში სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად იმყოფებოდა. გამოცემა Marca-მ ბარსელონის აეროპორტში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ გადმოდის ბრაზილიელი ფეხბურთელი ავტომანქანიდან ყავარჯნებით.
31 იანვარი 2019, 20:45
კულტურა
ბრიტანეთში მეფე არტურის შესახებ შუასაკუნოვანი თქმულების უცნობი ფრაგმენტი იპოვეს
ბრიტანეთის ქალაქ ბრისტოლის ბიბლიოთეკაში მეფე არტურის შესახებ შუასაკუნეების რომანების ციკლის აქამდე უცნობი ფრაგმენტი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრისტოლის უნივერსიტეტი ავრცელებს.
31 იანვარი 2019, 20:45
პოლიტიკა
ბესელია: ფარული ჩანაწერების საქმეზე შსს-ს რამდენიმე პირი იდენტიფიცირებული ჰყავს
დღესვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ასეთი ქმედებები მას პოზიციას არ შეაცვლევინებს.
31 იანვარი 2019, 20:35
პოლიტიკა
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“: პეკინზე ქიმიური ნივთიერება აფეთქდა
"პეკინის 30 ნომერში არ მომხდარა აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გამოიწვია ქიმიური ნივთიერების აალებამ. მომხდარის შესახებ დეტალებს გამოძიება დაადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.
31 იანვარი 2019, 20:25
სამართალი
კონფერენცია „ნატო-საქართველოს სწავლება 2019“ ჩატარდა
წვრთნის განმავლობაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ნატოს ოპერაციების დაგეგმვისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს განავითარებენ. სწავლება, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ხორციელდება, ხელს შეუწყობს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს თავსებადობის ამაღლებას.
31 იანვარი 2019, 20:12
მსოფლიო
ტრამპი ოპონენტებზე: მე თეთრ სახლში ვარ, ისინი კი არა
„რა დიდებულია უყურო და უსმინო ყველა იმ ადამიანს, რომელიც წერს წიგნებს და საუბრობს ჩემ საპრეზიდენტო კამპანიაზე და ყველა იმ საკითხზე, რომლებიც უკავშირდება მოგებას და როგორ უნდა ვაკეთებდე 'ამას'. ვღებულობ რა ყველაფერ ამას, ვჯდები, უკან ვიხრები, მივიხედ-მოვიხედავ და ვამბობ: ეჰ, მე თეთრ სახლში ვარ, ისინი კი არა“, - წერს ტრამპი.
31 იანვარი 2019, 20:06
სამართალი
ექსკლუზიური კადრები ბინიდან, სადაც 7 ადამიანი დაიღუპა
რამდენიმე წუთის წინ ქრონიკამ იმ ბინის კადრები მოიპოვა, სადაც დღეს CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი 7 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებულნი და ერთ ბინას ქირაობდნენ. ტრაგედიის მიზეზი, არასწორად დამონტაჟებული გამათბობელია.
31 იანვარი 2019, 19:55
სამართალი
თავდაცვის უწყებამ ესპანელი მრჩეველი „გენერალ კვინიტაძის“ მედლით დააჯილდოვა
ესპანელი ექსპერტი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდა და ქართულ მხარეს კონსულტაციებს სამხედრო სწავლებების მიმართულებით უწევდა. მას მაიორი ხოსე ლუის ბელენგუერ გარსია შეცვლის.
31 იანვარი 2019, 19:40
ტექნოლოგიები
კვლევა: ზებგერითი თვითმფრინავების კომერციული გამოყენება გარემოს საფრთხეს უქმნის
სხვადასხვა სტარტაპებს 2035 წლისთვის 2 ათასამდე კომერციული ხომალდის გაშვება აქვთ დაგეგმილი. სცენარის განხორციელების შემთხვევაში კომერიციული ზებგერითი ფრენა ყველაზე ნეგატიურად გერმანიის, ისრაელის და კანადის გარემო პირობებზე აისახება.
31 იანვარი 2019, 19:33
ეკონომიკა
ჩინეთში მომავლის ქალაქი შენდება
ორივე ქვეყნის ხელისუფლება მოუწოდებს მეცნიერებსა და ტექნიკური მიმართულების სპეციალისტებს ამ ქალაქში გადავიდნენ საცხოვრებლად, ვინაიდან იმედოვნებენ, რომ ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი გახდება.
31 იანვარი 2019, 19:32
პოლიტიკა
ლომჯარია: სოლიდარობა ყველას, ვისაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ტერორს უწყობენ
"სირცხვილია, რომ იმ ადამიანების ნაწილმა, ვისაც უზენაესი მართლმსაჯულების განხორციელებაზე აქვთ პრეტენზია ამ ქვეყანაში, უკვე გამოიტანეს განაჩენი და დანაშაულის მსხვერპლს საკუთარი თავის წამება დააბრალეს,"- წერს ლომჯარია.
31 იანვარი 2019, 19:18
მსოფლიო
პუტინი: რუსეთი არ ცდილობს უკრაინის საეკლესიო საქმეებში ჩარევას
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. მანვე მართლმადიდებელ ეკლესიებს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
31 იანვარი 2019, 18:55
ტექნოლოგიები
სამხრეთ აფრიკაში არქეოლოგებმა გაუჩინარებული ქალაქის ნაშთებს მიაგნეს
კვენინგის შუაგულში შემორჩენილია ორი გალავნის ნაშთი, რომელთა შიგნით 10 000 კვადრატული მეტრი სივრცეა. არქეოლოგთა ვარაუდით, ეს უნდა ყოფილიყო კრაალი, ანუ საქონლის შესარეკი სივრცე, სადაც დაახლოებით ათასი სული პირუტყვი უნდა დატეულიყო.
31 იანვარი 2019, 18:39
პოლიტიკა
თბილისის ბაგა-ბაღების მენიუში მშობლების მოთხოვნით ცვლილება შევიდა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მშობლების მოთხოვნით, ბავშვების მენიუდან სიმინდის ფქვილის პროდუქტი, კერძოდ ფაფა, ღომი და ასევე ჩიხირთმა ამოიღეს. მენიუში ცვლილებები ზამთრის არდადეგების შემდეგ შევიდა. კვების რაციონში გაიზარდა რძის პროდუქტების ულუფები.
31 იანვარი 2019, 18:24
ეკონომიკა
Tesla-მ ილონ მასკის კერძო ავიარეისებზე $700 000 დახარჯა
Tesla-მ ილონ მასკის კერძო თვითმფრინავით გადაყვანებისთვის 2018 წელს 700 000 დოლარი დახარჯა. ზოგიერთი ფრენა კი მხოლოდ იმას ისახავდა მიზნად, რომ კერძო თვითმფრინავი ლოს-ანჯელესის ერთი ადგილიდან მეორეზე გადაეყვანათ.
31 იანვარი 2019, 18:18
პოლიტიკა
ევროკომისიამ საქართველოს შესახებ ანგარიში წარადგინა
ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს წარმატებული რეფორმების განხორციელებისა და ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებაში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
31 იანვარი 2019, 18:14
პოლიტიკა
ეკა ბესელია: ვერავინ შემაჩერებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ეკა ბესელიას განცხადებით, ის ამას ელოდა და ასეთი ქმედებები მას პოზიციას არ შეაცვლევინებს.
31 იანვარი 2019, 18:08
მსოფლიო
მალაიზიის მეფის კორონაცია გაიმართა
ახალმა მონარქმა ერთგულების ფიციეროვნულ სასახლეში გამართულ ცერემონიაზე დადო, მთავრობის წევრებისა და მაღალი რანგის სტუმრების თანდასწრებით. პოსტი, ძირითადად, ცერემონიული ფუნქციებით შემოიფარგლება, მაგრამ მალაიზიის ისლამური სამეფო ოჯახები დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ მოსახლეობაში.


