imedi /  31 იანვარი 2019, 22:10 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპი ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკების მიმდინარეობით კმაყოფილია

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოპტიმიზმი გამოთქვა ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკების გამო, რომელთა მიზანია დასრულდეს ორ სახელმწიფოს შორის ექვსთვიანი დავა სავაჭრო სფეროში, რამაც შეარყია ორივე ქვეყნის ეკონომიკები და გლობალური ბაზრები. ამის შესახებ Aljazeera წერს.

"შეხვედრები მიდის ორივე მხრიდან კეთილი ნებით და კარგი სულისკვეთებით", - დაწერა ტრამპმა ორმხრივი მოლაპარაკების მეორე დღეს.

შეხვედრები ვაშინგტონში იმართება. ტრამპი იტყობინება, რომ საბოლოო შეთანხმება მიღწეული იქნება, როცა ჩინეთის სახელმწიფოს მეთაურ სი ძინპინს შეხვდება.

თუ აშშ და ჩინეთი ვერ შეთანხმდებიან, აშშ ჩინურ საქონელზე დაწესებულ ბაჟს გააორმაგებს 2 მარტიდან. ახლა ეს თანხა 200 მილიარდ დოლარს უდრის. 

ყველა სიახლე

რობერტ ლენგლენდსი
მათემატიკოსი

19 მარტი 2019, 17:16

ტექნოლოგიები

მათემატიკაში მთავარი პრემიის მფლობელი ცნობილია

მსოფლიო მათემატიკოსების მთავრი პრემიის, „აბელის პრიზის“ მფლობელი კანადელი რობერტ ლენგლენდსი გახდა. მათემათიკოსთა საერთაშორისო კავშირის და ევროპის მათემატიკოსთა საზოგადოების გადაწყვეტილების შესახებ ნორვეგიის მეცნიერებათა და ლიტერატურის აკადემიის ხელმძღვანელმა ოლე სეირსტედმა განაცხადა.

საქართველოს პარლამენტი

19 მარტი 2019, 17:10

საქართველო

ზვიად კვაჭანტირაძემ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. კვაჭანტირაძემ მას შემდეგ გააკეთა ეს განცხადება, რაც განმეორებით კენჭისყრაზე დადგებოდა მისი გადაყენების საკითხი.

ნურსულთან ნაზარბაევი

19 მარტი 2019, 17:02

მსოფლიო

ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა

ყაზახეთის 79 წლის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. „მე გადავწყვიტე, რომ პრეზიდენტის სტატუსით, ჩემი უფლებამოსილება შევაჩერო“, - განაცხადა მან თავის ოფიციალურ მიმართვაში.

19 მარტი 2019, 16:59

მსოფლიო

საბერძნეთში ადგილობრივები მიგრანტებს თავს დაესხნენ

შემთხვევა ვილიას დასახლებაში მოხდა. ადგილობრივები, რომლებიც სამიგრაციო პოლიტიკას ეწინააღმდეგებიან, იმ სასტუმროსთან შეიკრიბნენ, სადაც თავშესაფრის მაძიებლები ცხოვრობენ. მათ ქალაქ მანდრას მერიც შეუერთდა. მიგრანტების მტკიცებით, ნაცემია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.

სუპერმთვარე

19 მარტი 2019, 16:58

ტექნოლოგიები

წლის ბოლო სუპერმთვარე ცას 20 მარტს გაანათებს

მარტის სავსე მთვარე გაზაფხულის ბუნიობას ემთხვევა-ბოლოს ეს ორი მოვლენა ერთად 1981 წლის მარტში დაფიქსირდა. ამ მოვლენის ნახვა ოთხშაბათს, 20 მარტს, თბილისის დროით - 05:43 საათზე იქნება შესაძლებელი. სუპერმთვარემ ცა ბოლოს თებერვალში გაანათა.

ანდრეა პოლაკი

19 მარტი 2019, 16:54

სპორტი

გარდაიცვალა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი მოცურავე ანდრეა პოლაკი

სახელგანთქმული მოცურავი სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი იყო. პოლაკის ოლიმპიური ტრიუმფი ორჯერ 1976 წლის, ხოლო ერთხელ 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადაზე შედგა. მაშინ სპორტსმენი აღმოსავლეთ გერმანიის სახელით ასპარეზობდა. ანდრეა პოლაკი იმ სპორტსმენთა რიცხვში იყო,

სმარტფონები

19 მარტი 2019, 16:50

ტექნოლოგიები

მსოფლიოში 20 საუკეთესო სმარტფონი დასახელდა

TOP 20-ში მობილურმა ტელეფონებმა ადგილი არა მათი სიძვირის, არამედ გაჯეტის ტექნიკური მახასიათებლების ფასთან შესაბამისობის მიხედვით დაიკავეს. მაგალითისთვის საუკეთესო სამეულში მოხვდა Apple-ის და Samsung-ის უახლესი მოდელები.

ნიდერლანდები ტერაქტი

19 მარტი 2019, 16:39

მსოფლიო

ქალაქ უტრეხტში ტრამვაიზე თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

ნიდერლანდების პოლიციამ ქალაქ უტრეხტში ტრამვაიზე თავდასხმიდან 1 დღის შემდეგ დანაშაულის მოტივი დაადგინა. სამართალდამაცავი ორგანოების განცხადებით, ავტომობილის სალონში, რომლითაც დამნაშავე გადაადგილდებოდა, ნაპოვნია წერილი, რომელიც ტერორისტულ მოტივს ამტკიცებს.

კაილი მესსი

19 მარტი 2019, 16:34

ტაბლოიდი

კაილი მესსის მოზარდისთვის ეროტიკული შინაარსის ფოტოს გაგზავნაში ადანაშაულებენ

ამერიკელ მსახიობს და რეპერ კაილი მესსის, რომელიც ცნობილია სერიალებით „გოტემი“ და „პრაქტიკა“ 13 წლის მოზარდისთვის გულახდილი ფოტოების და სექსუალური შინაარსის შეტყობინების გაგზავნაში ადანაშაულებენ.

19 მარტი 2019, 16:21

მსოფლიო

ჩინეთში მეწყერს 15 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლას სულ მცირე 15 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ლინფენის ოლქში მდებარე სოფელ ცზაოლინში მოხდა. მეწყერმა ორი შენობა გაანადგურა. მაშველებმა ნანგრევებიდან 13 ადამიანის ამოყვანა მოახერხეს, 5 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

19 მარტი 2019, 16:18

ტექნოლოგიები

რობოტი-ძაღლი, რომელიც ნამდვილი ლაბრადორივით იქცევა

კომპანია Tombot-მა ახალი რობოტი-ლეკვი შექმნა, რომელიც გამოიყურება და იქცევა როგორც ნამდვილი ლაბრადორი. რობოტი განკუთვნილია ხანდაზმული ადამიანებისთვის და მათთვის, ვინც თავს მარტოსულად გრძნობს.

სესილია მალმსტრომი
მამუკა ბახტაძე

19 მარტი 2019, 16:04

ეკონომიკა

სესილია მალმსტრომი: გვსურს ევროკავშირიდან საქართველოში ინვესტიციების მასშტაბები გაიზარდოს

„არსებობს უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ, მეტი ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებას იძლევა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ბიზნესასოციაციასთან განვიხილავ ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებს“, - განაცხადა ევროკომისარმა.

ჯერალდ კონოლი

19 მარტი 2019, 16:02

საქართველო

კონგრესმენი ჯერალდ კონოლი: პუტინის აგრესიული რუსეთი ევროპას საფრთხეს უქმნის

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობარი ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯერალდ კონოლის განცხადებით, რუსეთი საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობას, მშვიდობის შენარჩუნება კი თავდაცვაში ინვესტირებაა. კონგრესმენმა ასევე ისაუბრა კოლექტიური უსაფრთხოების მნიშვნელობასა და მის უზრუნველსაყოფად ნატოს მნიშვნელოვან როლზე.

19 მარტი 2019, 15:59

ტაბლოიდი

რეპერი Lil Wayne-ი Vetements-ის ჯინსის ქურთუკით გამოჩნდა

გასული წლის 1 ივლისის ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ, რომელიც ფრანგული მოდის სახლის Balenciaga-ს და კომპანია Vetements-ის ხელმძღვანელია, 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. როგორც გვასალიამ თქვა, კოლექცია საქართველოს ეძღვნებოდა.

19 მარტი 2019, 15:46

ტექნოლოგიები

საფრანგეთში ოთხბორბლიანი მფრინავი მოტოციკლი გამოსცადეს

ფრანგული ავტომობილების კომპანია Lazareth Auto-Moto-მ მფრინავი მოტოციკლის ვიდეო გამოაქვეყნა. მასზე ჩანს, რომ ოთხბორბლიანი მოტოციკლი, რომელსაც ტურბორეაქტიული ძრავა აქვს თითოეულ ბორბალში, ვერტიკალურად იწევა ცისკენ.

ევროკომისია

19 მარტი 2019, 15:45

მსოფლიო

ბრიუსელში ევროკომისიის შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ევროკომისიის შენობიდან 40-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. ირკვევა, რომ სატელეფონო შეტყობინება ევროკომისიის შენობასთან ახლოს მდებარე კომპანიამ მიიღო. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში კინოლოგები მუშაობენ.

19 მარტი 2019, 15:38

თემა

გგონია, რომ სწორად იკვებები? 8 ტყუილი სწორი კვების შესახებ

ამ წლის დასაწყისში, კანადაში ჯანმრთელი კვების მიმდევრებისთვისოფიციალური სახელმძღვანელოგამოქვეყნდა. ეს დოკუმენტი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა მსგავსი რეკომენდაციებისაგან იმით, რომ მასში დიდი ყურადღება ეთმობა კვებით ჩვევებსდა ჯანმრთელი კვებითი ქცევის ჩამოყალიბებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დოკუმენტში განხილულია არამხოლოდ ის თუ რა უნდა ვჭამოთ კონკრეტულად და რა ოდენობით, არამედ ის თუ როდის ჯობს საკვების მიღება , რა სიხშირით და ზოგადად როგორ მოვიწესრიგოთ საკვებთან ურთიერთობა. ბოლო დროს საქართველოში კვებასთან დაკავშირებულ სწორ ჩვევებსმეტ ყურადღებას უთმობენ, თუმცა ამ სფეროში მაინც ბევრი მითია.

19 მარტი 2019, 15:20

საქართველო

ოკუპირებული ცხინვალიდან აგვისტოს ომში დაღუპული შვიდი მოქალაქის ნეშტი გადმოასვენეს

2017 წლის ოქტომბერში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) სამარხები გახსნა და ნეშტების ექსჰუმაცია მოახდინა. ნეშტებს ჩაუტარდათ ექსპერტიზა საერთაშორისო ლაბორატორიაში, ხორვატიის ქალაქ ზაგრებში, რის შედეგადაც მათი იდენტიფიცირება მოხდა.

პრეზიდენტი

19 მარტი 2019, 14:59

საქართველო

პრეზიდენტი ოკუპაციის საკითხზე პოლიტიკური დიალოგისთვის ახალ ფორმატს შექმნის

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, უნდა შეიქმნას ახალი ფორმატი, რომელსაც მაღალი პოლიტიკური დიალოგის წარმოების შესაძლებლობა ექნება. ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ამ საკითხზე ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე უნდა მიმდინარეობდეს მსჯელობა და ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენონ.

ზვიად კვაჭანტირაძე

19 მარტი 2019, 14:55

საქართველო

პარლამენტმა ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენება ვერ შეძლო

კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი 67-მა დეპუტატმა დაუჭირა. გადაყენებისთვის კი 76 ხმა იყო საჭირო. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საკითხს რამდენიმე კვირაში მიუბრუნდებიან.