არქივი

09 თებერვალი 2019, 23:30

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირს ანდრეას სეპისთან მატჩით დაიწყებს

მომავალ კვირას, მამაკაცთა პროფესიულ ტურში ჩოგბურთში სამი ტურნირი გაიმართება, რომელთაგან ერთ-ერთს ჰოლანდიის ქალაქი როტერდამი უმასპინძლებს. ეს არის ATP500-ის სერიის ტურნირი და მასში მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილი მიიღებს.

09 თებერვალი 2019, 23:09

ტაბლოიდი

აშშ-ში სიცივისგან გაყინული კატა გააცოცხლეს

კატა, რომელიც ამერიკულ შტატ მონტანაში სიცივისგან გაყინული იპოვეს, გამოცოცხლდა და თავს კარგად გრძნობს. 31 იანვარს, კატა სახელად ფლაფი პატრონებმა თოვლში იპოვეს. ქუჩაში ამ დროს მინუს 12 გრადუსი იყო. პატრონებმა მაშინვე წაიყვანეს კატა ვეტერინარებთან.

09 თებერვალი 2019, 22:43

სპორტი

პარიზის „გრანდ სლემის“ პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს

პარიზის „გრანდ სლემის“ პირველ დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 3 მედალი მოიპოვეს. 10 თებერვალს მედლები ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშდება. წლის პირველი „გრანდ სლემის“ დასკვნით დღეს, საქართველოდან ხუთი ძიუდოისტი იასპარეზებს.

უბოლრატანა

09 თებერვალი 2019, 22:43

მსოფლიო

ოპოზიციამ ტაილანდის პრინცესა პრემიერმინისტრობის კანდიდატად აღარ წარადგინა

ოპოზიციურმა პარტიამ „ტჰაი რაქსა ჩატმა“ ტაილანდის პრემიერმინისტრის პოსტის კანდიდატურაზე პრინცესა უბოლრატანა აღარ წარადგინა. ეს გადაწყვეტილება, მეფის მწვავე კრიტიკის შემდეგ მიიღეს, რომელმაც განაცხადა, რომ სამეფო ოჯახის წევრები პოლიტიკას ჩამოშერებულნი უნდა იყვნენ.

ილონ მასკი

09 თებერვალი 2019, 22:22

ტაბლოიდი

ილონ მასკი Twitter-ზე „მარსს“ გაეარშიყა 🤔

ილონ მასკი Twitter-ზე ექაუნთის 4thFromOurStar-ის მომხმარებელს ეარშიყა, რომელიც პლანეტა მარსის „სახელით“ ლაპარაკობს. დიალოგი მომხმარებლის სახელად laineyjanelle-ის კომენტარით დაიწყო, რომელმაც დაწერა: „მინდა გადავსახლდე მარსზე, იქ კაცები არ არიან!. ამაზე მარსმა უპასუხა: „შენ არ მინდიხარ, მხოლოდ ილონი“.

კოლუმბია, მდინარე კაუკა

09 თებერვალი 2019, 22:13

მსოფლიო

კოლუმბიაში სიდიდით მეორე მდინარე დაშრა

კაუკა, სიდიდით მეორე მდინარეა კოლუმბიაში, რომელიც რამდენიმე კვირაში დაშრა. მდინარის სიგრძე 1350 კილომეტრი იყო. მდინარის ხეობაში 10 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამ ტერიტორიაზე ხელისუფლებამ კაშხლის მშენებლობა დაიწყო.

09 თებერვალი 2019, 22:00

ინტერვიუ

რას გულისხმობს განათლების სისტემის ცვლილებების გეგმა

ინტერვიუ მინისტრთან

09 თებერვალი 2019, 21:45

ტექნოლოგიები

მეცნიერები: ჩვილებს გადარჩენისთვის მეტი ჩახუტება სჭირდებათ

ჟურნალმა Development and Psychopathology-მ ახალი კვლევის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ ჩვილებს, რომლებსაც სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე ხშირად ეხუტებიან და ეფერებიან, ეცვლებათ დნმ-ს სტრუქტურა მოლეკულურ დონეზე.

09 თებერვალი 2019, 21:41

ეკონომიკა

ტალინსა და ბათუმს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება

ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ავიაკომპანია Smartlynx Airlines-ი ტალინი-ბათუმის საჰაერო ხაზზე პირდაპირ ჩარტერულ რეისების შესრულებას ივნისიდან დაიწყებს.

09 თებერვალი 2019, 20:59

პოლიტიკა

განათლების მინისტრი: გამოცდებში შეიძლება საგნობრივი უნარების ჩამატება

განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „ქრონიკასთან“ განათლების რეფორმა შეაჯამა. მინისტრის თქმით, რეფორმაზე მუშაობენ ექსპერტები საქართველოდან და უცხოეთიდანაც. ყოველდღიურად იმართება შეხვედრები, რათა გადაწყდეს განათლების კომპლექსური ნაწილის საკითხი და არა მხოლოდ გამოცდები.

09 თებერვალი 2019, 20:51

პოლიტიკა

ზალკალიანი: საქართველო მუდმივადაა აშშ-ის დღის წესრიგში

ამერიკის კონგრესი საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციაზე მუშაობს. დოკუმენტის მიხედვით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გმობს სირიის მიერ საქართველოს რეგიონების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას.

09 თებერვალი 2019, 20:00

ტექნოლოგიები

მეცნიერები: ფუტკრებმა მიმატება და გამოკლება იციან

თაფლის მომპოვებელ ფუტკარს შეუძლია მათემატიკური მოქმედებების განხორციელება, როგორიცაა შეკრება და გამოკლება. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ავსტრალიეილი მეცნიერები, რომლებმაც ფუტკრებზე რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარეს.

09 თებერვალი 2019, 19:38

ტაბლოიდი

კენდალ ჯენერი დემნა გვასალიას შეკერილ კაბაში გამოჩნდა

„ვიქტორია სიქრეტის“ ტოპმოდელმა და კარდაშიანების ოჯახის წევრმა კენდალ ჯენერმა „ელენთან“ შოუში ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას ფირმის Vetements-ის კაბა მოირგო. ამის შესახებ ჟურნალმა Vogue-მა დაწერა.

09 თებერვალი 2019, 19:14

პოლიტიკა

თბილისის ბაგა-ბაღებში გაზგაყვანილობის სისტემა კიდევ ერთხელ შემოწმდება

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძის განცხადებით, მომავალ კვირაში, თბილისის 180-ვე საბავშვო ბაღში გაზგაყვანილობის სისტემა კიდევ ერთხელ შემოწმდება, თუმცა ეს სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლის.

09 თებერვალი 2019, 19:10

მსოფლიო

პარიზში „​ყვითელჟილეტიანებსა“ და პოლიციას შორის კიდევ ერთი შეტაკება მოხდა

პარიზში ყვითელჟილეტიანების დემონსტრაციაზე სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრელმსადენი აირი და ხელკეტები გამოიყენა. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

Orbex-ის რაკეტა

09 თებერვალი 2019, 18:58

ტექნოლოგიები

3D პრინტერით დაბეჭდილი რაკეტის ძრავის ფოტო გავრცელდა

ბრიტანული სტარტაპი (Orbex) ირწმუნება, რომ ძრავის პროტოტიპის ჯავშნის შიგნით „მსოფლიოში ყველაზე დიდი“ 3D პრინტერით დაბეჭდილი რაკეტის ძრავია. არ ახასიათებს გადახურება. მის ასამუშავებლად ბიოპროპანი არის საჭირო. Orbex-ი გეგმავს პირველი ფრენა შოტლანდიიდან 2021 წელს განახორციელოს.

09 თებერვალი 2019, 18:55

მსოფლიო

ინდოეთში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით 39 ადამიანი დაიღუპა

ალკოჰოლით მოწამვლის შემთხვევები ინდოეთის ჩრდილოეთში, უტარ-პრაშედის და უტარაკჰანდისშტატებში დაფიქსირდა. როგორც ცნობილი გახდა, 26 ადამიანი უტარ-პრაშედის შტატში დაიღუპა, 13 პირი კი, მეზობელ უტარაკჰანდის შტატში გარდაიცვალა.

09 თებერვალი 2019, 18:47

ეკონომიკა

ფინეთში უმუშევრობის აღმოსაფხვრელად უანგაროდ ფულის დარიგებამ არ გაამართლა

ფინეთში საგარანტიო საბაზისო შემოსავალმა, უმუშევართა რაოდენობა არ შეამცირა. ამის შესახებ ფინელი მკვლევარები აცხადებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის დეკემბრამდე, შემთხვევითობის პრინციპით არჩეული 2 ათასი უმუშევაარი თვეში 560 ევროს იღებდა შემზღუდველი პირობების გარეშე.

09 თებერვალი 2019, 18:37

ეკონომიკა

საბიუჯეტო ოფისი: იანვარში ლარს დოლარის მიმართ გამყარების ტენდენცია ჰქონდა

იანვარში, ლარს დოლარის მიმართ გამყარების ტრენდი ჰქონდა. თუ გავითვალისწინებთ ეროვნული ბანკის ინტერვენციების მასშტაბებსაც (85 მილიონი შეიძინა), ამ ეფექტის გამოკლებით, ლარი მკვეთრად გამყარდებოდა - ამ შეფასებას პარლემენტის საბიუჯეტო ოფისი აკეთებს.

09 თებერვალი 2019, 18:14

სამართალი

უკანონო ვიდეოჩანაწერების საქმეში სავარაუდო დამნაშავე სომხეთში პატიმარია

შსს-მ პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი მონაცემის გავრცელების საქმეზე Facebook-ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს მოქალაქის სავარაუდო ვინაობა დაადგინა, რომელიც სომხეთის ერთ-ერთ ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.

Opera-ს უფასო VPN-ი

09 თებერვალი 2019, 17:56

ტექნოლოგიები

Opera-ს უფასო VPN-ი Android ბრაუზერშია ინტეგრირებული

მსოფლიოს მაშტაბით, მომხმარებლები შეძლებენ თავის ადგილმდებარეობად ამერიკა, ევროპა და აზია მონიშნონ. მანამდე Opera-ს VPN აპლიკაცია Android და iOS პლატფორმაზე იყო ხელმისაწვდომი. კომპანიამ პროგრამა აპლიკაციების ბაზიდან 2018 წელს მოხსნა. მიზეზი დეველოპერების კომპანიიდან წასვლა გახდა.

09 თებერვალი 2019, 17:52

სამართალი

2018 წელს სატელეფონო ფარულ მიყურადებაზე 927 ნებართვა გაიცა

სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 2018 წლის განმავლობაში სასამართლოებს საგამოძიებო ორგანოებმა 1059 შუამდგომლობით მიმართეს.უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სასამართლოებმა სატელეფონო მოსმენაზე ნებართვა 1059-დან 927 შემთხვევაში გასცეს.

09 თებერვალი 2019, 17:51

სპორტი

„რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ საქართველომ რუმინეთი დაამარცხა

„რაგბი ევროპის ჩემპიონატზე“ საქართველოსა და რუმინეთს შორის ქალაქ კლუჟის სტადიონზე მიმდინარე შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით ანგარიშით 18:9 დასრულდა.

09 თებერვალი 2019, 17:35

ეკონომიკა

ბუნდოვანმა Brexit-მა ბრიტანეთის მშპ-ს ზრდა დაამუხრუჭა

„ბრიტანეთის ეკონომიკა 2019 წელს ზრდის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე გავა. ქვეყნის ფინანასისტების პროგნოზით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 1,2 %-მდე გაიზრდება. 2018 წელს ზრდა 1,7%-ი იყო“ -ეს პროგნოზი ბრიტანეთის ბანკის ხელმძღვანელს მარკ კარნის ეკუთვნის.

09 თებერვალი 2019, 17:30

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი ვენესუელის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვენესუელის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელს ელიოტ აბრამსს შეხვდა. შეხვედრაზე შეერთებული შტატების მხრიდან კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მიეცა ვენესუელასთან დაკავშირებით ქართული მხარის ქმედებებს.

ნიკოლას მადურო

09 თებერვალი 2019, 17:22

ტაბლოიდი

ნიკოლას მადუროს პრესკონფერენციის დროს შუქი ჩაქრა. ვიდეო

კარაკასში პრეზიდენტის სასახლეში ნიკოლას მადუროს პრესკონფერენციის დროს შუქი ჩაქრა. ჩაქრობის მომენტში, მადუროს უცხოური პრესისთვის მართავდა კონფერენციას. გავცელებული ცნობით, ეს სადგურ „სანტა მონიკაზე“ მომხდარი ავარიის გამო მოხდა.

Cadet

09 თებერვალი 2019, 17:14

კულტურა

ბრიტანელი რეპერი Cadet-ი ავტოავარიას ემსხვერპლა

„ბლეინ ქემერონ ჯონსონი, ცნობილი როგორც ქადეტი (Cadet) 9 თებერვალს დაიღუპა“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც რეპერის ოჯახმა არტისტის ოფიციალურ Instagram გვერდზე გაავრცელა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მუსიკოსი ავტოავარიაში იმ დროს მოყვა, როდესაც ის ტაქსით მგზავრობდა.

09 თებერვალი 2019, 16:57

ტაბლოიდი

ლონდონის ზოოპარკში გამრავლებისთვის ჩაყვანილმა ხვადმა ვეფხვმა ძუ მოკლა

ლონდონის ზოოპარკში ორ ვეფხვს შორის ბრძოლის დროს, სუმატრელი ძუ ვეფხვი სახელად მელატი მოკვდა. 10 დღის წინ, ლონდონში ხვადი ვეფხვი სახელად აზიმი დანიური საფარი პარკიდან ჩაიყვანეს, იმის იმედით, რომ ის მელატის პარტნიორი გახდებოდა.

გეგა გეგეშიძე და ზურაბ დათუნაშვილი

09 თებერვალი 2019, 16:44

სპორტი

გეგა გეგეშიძე და ზურაბ დათუნაშვილი ერთმანეთს იმედის ეთერში შეხვდებიან

გეგა გეგეშიძე და ზურაბ დათუნაშვილი საჯარო კონფლიქტის შემდეგ ერთმანეთს პირველად იმედის ეთერში შეხვდებიან. ხვალ, 13:00 საათზე გადაცემაში „სპორტი იმედზე“ მაყურებელი ჭიდაობის ფედერაციაში არსებულ დაპირისპირებაზე ინფორმაციას მთავარი ფიგურანტებისგან მოისმენს.

ტუსინი პლაჟი

09 თებერვალი 2019, 16:34

მსოფლიო

ტუნისში 2015 წლის თავდასხმებში მონაწილე ჯიჰადისტებს სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ

თავდასხმას 60 ადამიანი ემსხვერპლა, მათი უმეტესობა ტურისტი იყო. პირველი თავდასხმა ტუნისში მდებარე ბარდოს მუზეუმზე 2015 წლის მარტში განხორციელდა. მომხდარმა 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამი თვის შემდეგ 38 ტურისტი, უმეტესად ბრიტანელები, პლაჟზე ჩაცხრილეს.