არქივი
11 აპრილი 2019, 23:44
მსოფლიო
პამელა ანდერსონი ჯულიან ასანჟის დაკავებით შოკირებულია
მიკრობლოგ Twitter-ზე გამოქვეყნებულ არაერთ განცხადებაში პამელა ანდერსონმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ასანჟის მიერ გამოქვეყნებულმა საიდუმლო მასალებმა არაერთი ქვეყნის რეპუტაცია დააზიანა. მისი განმარტებით, სწორედ ეს გახდა Wikileaks-ის დამფუძნებლის დაკავების მიზეზიც.
11 აპრილი 2019, 23:15
პოლიტიკა
ივანიშვილის მზადყოფნას სამების მოხატვა სრულად დააფინანსოს მმართველ გუნდში არჩევნებს არ უკავშირებენ
„სამეგრელოში ჩავიდა, მაშინვე არჩევნებს დაუკავშირეს. 2005 წლიდან, 2019 წლამდე მხოლოდ სამეგრელოში, კონკრეტულად ზუგდიდში, დაახლოებით 17 მილიონი ლარის საქველმოქმედო პროექტებია განხორციელებული სხვადასხვა მიმართულებით,"- თქვა კალაძემ.
11 აპრილი 2019, 23:07
სპორტი
ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირების ათეული გამოქვეყნდა
ბომბარდირთა სიის სათავეში კრიშტიანუ რონალდუა. საუკეთესო ათეულში მეორე ადგილს ლიონელ მესი 108 გოლით იკავებს. მესამე პოზიციას კი მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელი რაული დასჯერდა. მის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაზე 71 გოლია.
11 აპრილი 2019, 22:49
სამართალი
შსს განმარტავს, თუ რატომ დააკავეს ნაციონალების წევრები ზუგდიდში
"სამართალდამრღვევი პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ისინი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის შენობაში. ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა, პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა,"- წერია განცხადებაში.
11 აპრილი 2019, 22:46
სპორტი
„რეალი“ გარეტ ბეილს ყიდის
ფეხბურთელი თავად გადაწყვეტს თუ სად ითამაშებს ზაფხულიდან. ბეილი „რეალში“ 2013 წლიდან თამაშობს. ამ პერიოდიდან დღემდე სპორტსმენის ანგარიშზე 227 მატჩი, 102 გოლი და 63 საგოლე გადაცემაა. მადრიდის „რეალი“ გარეტ ბეილს 130 მილიონ ევროდ აფასებს.
11 აპრილი 2019, 22:32
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ახალციხესა და ახალქალაქს ეწვევა
პრეზიდენტი რეგიონში მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, მცირე მეწარმეებს და მოსახლეობას 13-14 აპრილს შეხვდება. ასევე, პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში მცირე საწარმოებს მოინახულებს.სალომე ზურაბიშვილმა ამბობს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია, რეგიონები განვითარდეს.
11 აპრილი 2019, 21:51
სამართალი
ზუგდიდში ნაციონალების წევრები დააკავეს
ვრცელდება ინფორმაცია,რომ დაკავებულებს სამართალდამცველებთან შელაპარაკება მოუვიდათ იმ დროს, როდესაც ისინი ზუგდიდის მერობის კანდიდატ სანდრა რულოვსთან ერთად მოსახლეობას ხვდებოდნენ. შსს-ში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
11 აპრილი 2019, 21:37
ტაბლოიდი
მედია: პრინცმა უილიამმა ცოლს ბრიტანელ მოდელთან უღალატა
ჰენბერი წყვილთან საკმაოდ დაახლოებული პირია და წლებია მათთან მეგობრობს. აღსანიშნავია, რომ როუზი გათხოვილია.სამეფო ოჯახი ცნობას უარყოფს.პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს 3 შვილი ჰყავთ.
11 აპრილი 2019, 21:27
მსოფლიო
ხვალ საფრანგეთის პრეზიდენტი ზელენსკისა და პოროშენკოს შეხვდება
უკრაინის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატთან შეხვედრის სურვილი, არჩევნების მეორე ტურამდე, ემანუელ მაკრონმა თავად გამოთქვა. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება. პირველი ტურის შედეგებით უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკი ლიდერობს.
11 აპრილი 2019, 21:09
კულტურა
კინოსამყარო კანის კინოფესტივალის მოლოდინშია
კანის კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე ამ მსახიობებს ჯიმ ჯარმუშთან ერთად წითელ ხალიჩაზე 14 მაისს ვიხილავთ. ფილმის პრემიერა კი თეატრებში ივნისიდან გაიმართება. კანის კინოფესტივალის თავმჯდომარე წელს ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ იქნება.
11 აპრილი 2019, 21:06
პოლიტიკა
მთაწმინდის პარკსა და მერიას შორის სასამართლო დავა გრძელდება
რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი ახალი საბაგირო სადგური 2014 წლის პირველ ივნისს უნდა ამოქმედებულიყო, მაგრამ პარკის სტუმრებს დღემდე მხოლოდ ძველი ნანგრევები ხვდებათ, იმის მიუხედავად, რომ დიდი ხანია მზად არის საპროექტო დოკუმენტაცია და ავსტრიაში შეძენილი შესაბამისი ტექნიკა წლებია დასაწყობებულია.
11 აპრილი 2019, 20:59
პოლიტიკა
რა ხდება ბაზრებში, სადაც ცხენისა და ვირის ხორცი იყიდება. ვიდეო
მას შემდეგ რაც ამხილეს ორი ადამიანი, რომლებიც ცხენისა და ვირის ხორცს საქონლის ხორცად ასაღებდნენ, "ქრონიკის" გადამღები ჯგუფი ე.წ. დეზერტირების ბაზარში მივიდა. თუმცა, ყასბების ნაწილი საკმაოდ აგრესიულად იყო განწყობილი. უფრო მეტიც, მათ გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ცივი იარაღით დაემუქრნენ.
11 აპრილი 2019, 20:53
სამართალი
კახეთში პოლიციამ არასრულწლოვანი ქურდობის ბრალდებით დააკავა
გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ნ.-მ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძეანში მოქალაქის კუთვნილი მანქანა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ მოპარული ავტომობილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. არასრულწლოვანმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.
11 აპრილი 2019, 20:49
მსოფლიო
საქართველოდან ექსტრადირებული ჯეკ შეპარდი ბრიტანეთში დააკავეს
შეპარდს დამატებით 6 თვით აღუკვეთეს თავისუფლება. ამის მიზეზი ქვეყნიდან გაქცევაა. მკვლელობაში ბრალდებულმა დიდი ბრიტანეთი თავისუფლების 6 წლის ვადით აღკვეთამდე დატოვა. 10-თვიანი პაუზის შემდეგ 10 აპრილს შარლოტა ბრაუნის მკვლელობის ის ბრიტანეთში დააბრუნეს.
11 აპრილი 2019, 20:46
პოლიტიკა
ჯაბა ჯიშკარიანი და ვატო შაქარიშვილი 13 აპრილს „დაიცავი საქართველოს“ ყრილობას შეუერთდებიან
"ლევან მურუსიძე არის გმირი, ხოლო დანარჩენი, ვინც სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის უფლებებს იცავდნენ, 7 ნოემბრის და 26 მაისის სადარაჯოზე იდგნენ, ყველანი არიან ნაცების წისქვილზე წყლის დამსხმელი, რა თქმა უნდა, მიუღებელი და შეურაცხმყოფელია”, - ამბობს ჯაბა ჯიშკარიანი.
11 აპრილი 2019, 20:38
პოლიტიკა
კალაძე: ტყუილია ინფორმაცია, თითქოს თეთრი ფირის გადაკვრა მანქანას აფუჭებს
"ბრენდირებული იქნება „ა“ კატეგორიის ტაქსები. ტაქსი არის ზოგადად ქალაქის სახე, შესაბამისად, იმ სატრანსპორტო პოლიტიკაში, რომელიც წარდგენილი გვაქვს, ტაქსის რეფორმა არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც აუცილებლად განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
11 აპრილი 2019, 20:20
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად ლადო კახაძე წარადგინა
„ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად ლადო კახაძე წარადგინა. კახაძის წარდგენისას შეკრებილებს სიტყვით პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართეს,
11 აპრილი 2019, 20:13
პოლიტიკა
ხოშტარია უმრავლესობას: ასეთი გადაწყვეტილებები არასდროს გამქრალა უკვალოდ
მმართველმა გუნდმა მათი რიგებიდან წასულთა კანონპროექტი ჩააგდო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების ინიციატივა, თუმცა მხარი არ დაუჭირა.
11 აპრილი 2019, 20:08
სპორტი
ევროპის ჩემპიონატზე რევაზ დავითაძემ 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი დაისაკუთრა
მეორე ცდაზე ქართველმა 199 კილოს თავი ვერ გაართვა, შემდეგ 200 კილოგრამი წარმატებით აწია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. მეორე ადგილზე გავიდა დავითაძე ორჭიდის ჯამში. დავითაძის გარდა, ბათუმში ქართველთაგან მედლები შოთა მიშველიძემ და გოგა ჩხეიძემ მოიპოვეს.
11 აპრილი 2019, 19:53
მსოფლიო
ბარსელონაში სკოლის ადმინისტრაციამ „წითელქუდა“ საბავშვო ლიტერატურიდან ამოიღო
ბარსელონაში სკოლის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება საბავშვო ლიტერატურის სიიდან ორასზე მეტი წიგნი ამოეღო. მიზეზად „სექსისტური“ შინაარსი დასახელდა. ირკევა, რომ ჩამონათვალში „წითელქუდა“, „მძინარე მზეთუნახავი“ და უამრავი სხვა ცნობილი ზღაპარია.
11 აპრილი 2019, 19:47
პოლიტიკა
საპარლამენტო კომიტეტებმა შრომის კოდექსზე ნაცვლიშვილის პროექტს მხარი არ დაუჭირეს
"შესაბამისად კანონის სრულყოფა, მომსახურების და შრომის ხელშკრულების გამიჯვნა, ამ უკანასკნელის ცნების არაორაზროვნად ჩამოყალიბება დამსაქმებლებს მოუსპობს საშუალებას ბოროტად ისარგებლონ მშრომელთა დაქვემდებარებული მდგომარეობით“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
11 აპრილი 2019, 19:36
პოლიტიკა
ოქროყანის, შინდისის, წავკისის, ტაბახმელის, კოჯრისა და კიკეთის მიმართულებით ავტობუსები ვერ მოძრაობენ
ტაქსის მძღოლების აქციის გამო, დღეს, 16:30 საათიდან ამაღლებისა და მაყაშვილის ქუჩების მონაკვეთზე, ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია. აღნიშნული მიმართულებით, N4, N10, N90, N103, N106, N112 და N124 ავტობუსები დროებით ვერ გადაადგილდებიან.
11 აპრილი 2019, 19:18
სპორტი
რევაზ დავითაძემ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
20 წლის ქართველმა ატაცში პირველობა არავის დაუთმო. დავითაძემ ჯერ 164 კილოგრამი დაძლია, მეორე ცდაზე 167 კგ, შემდეგ 170 კილოგრამი და 23 წლამდელთა შორის რეკორდი დაამყარა. 89 კილოგრამში მოასპარეზე ქართველი ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორია.
11 აპრილი 2019, 19:02
მსოფლიო
ჩინეთში დედამ მოდელ შვილს იმიტომ სცემა რომ ბავშვი გადაღებებით დაიღალა
მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრებში დედა სამი წლის შვილს უკნიდან ფეხს ურტყამს მას შემდეგ, რაც ბავშვი ფოტოსესიისთვის პოზირებით დაიღალა. 3 წლის ბავშვი ბევრ კომერციულ პროექტში მონაწილეობს, რომელსაც ბავშვის დედა არჩევს.
11 აპრილი 2019, 18:58
პოლიტიკა
წულუკიანი: პატარა საქართველო დიდ თანხას ნებაყოფლობით ჩადებს ევროპის საბჭოს გადარჩენის ოპერაციაში
"ეს იყო ისტორიული განცხადება, ეს იყო ისტორიული ფაქტი და მნიშვნელოვანია, რომ ამას ჩვენ ხაზი გავუსვათ, როდესაც ჩვენი პატარა ქვეყანა დიდი ქვეყნის და კიდევ უფრო მნიშვნელოვან კონტრიბუციას იღებს, რომ გადაარჩინოს ევროპული სტრუქტურა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
11 აპრილი 2019, 18:54
მსოფლიო
ლონდონის სასამართლომ ასანჟი გირაოს პირობების დარღვევაში დამნაშავედ სცნო
ლონდონის სასამართლომ WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, რომელიც დღეს დიდი ბრიტანეთის პოლიციამ ეკვადორის საელჩოში დააკავა, 2012 წელს სასამართლოში არგამოცხადების გამო დამნაშავედ სცნო. ასანჟს 12-თვიანი პატიმრობა ემუქრება, განაჩენს სასამართლო მაისში გამოაცხადებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
11 აპრილი 2019, 18:30
პოლიტიკა
ფრანგმა მეცნიერმა საქართველოში სასამართლო რეფორმის შესახებ კვლევა ჩაატარა
საერთაშორისო ექსპერტის დასკვნები ასეთია: პროკურორები, ადვოკატები, მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თვლიან, რომ სასამართლო რეფორმის რამდენიმე ტალღის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა.
11 აპრილი 2019, 18:29
პოლიტიკა
ზურაბიშვილი პოლონეთს, ლატვიასა და ესტონეთს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 7-8 მაისს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი პოლონეთში, 14 -15 მაისს სალომე ზურაბიშვილი ლატვიაში ჩავა, ესტონეთში კი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი 15 -16 მაისს შედგება.
11 აპრილი 2019, 18:29
მსოფლიო
ყოფილი პაპი: ეკლესიაში სექსუალური ძალადობა 60-იანი წლების სექსუალური რევოლუციის ბრალია
ყოფილი პაპის განცხადებით, სექსუალურმა რევოლუციამ კათოლიკურ ეკლესიაში ჰომოსექსუალობას დაუდო სათავე. მისი განცხადებით, პედოფილია 1980-იანი წლების ბოლომდე არ იყო "მწვავე პრობლემა" და ის "რწმენის უკმარისობამ" გამოიწვია.
11 აპრილი 2019, 18:20
სპორტი
ცნობილია რამდენი გოლი აქვს გატანილი კრიშტიანუ რონალდუს
კრიშტიანუ რონალდუმ 12 წლის განმავლობაში 125 გოლი გაიტანა. 125-ე გოლი პორტუგალიელმა ამსტერდამში , „აიაქსთან“ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში 10 აპრილს გაიტანა. ფეხბურთელმა პირველი გოლი 2007 წლის 10 აპრილს, იტალიური „რომას“ კარში გაიტანა.


