არქივი
11 ივლისი 2018, 23:58
ტაბლოიდი
ჩინეთში მაიმუნის ნახვით გახარებულ ბავშვს ცხოველმა უმიზეზოდ მუშტი დაარტყა. ვიდეო
გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ბავშვი მხოლოდ უყურებს, როგორ ჭამს მაიმუნი. ვიდეოს კომენტარებში მაიმუნის უხასიათობაზე წერენ და ცხოველს უხეშობისთვის აკრიტიკებენ.
11 ივლისი 2018, 23:20
მსოფლიო
ნატო აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას გეგმავს
როგორც დეკლარაციაშია ნათქვამი, ნატო აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას აპირებს. გარდა ამისა, ალიანსმა მოსკოვთან სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა, თუმცა ამავდროულად „პოლიტიკური დიალოგისთვის ღია“ რჩება.
11 ივლისი 2018, 22:55
ტაბლოიდი
მალაიზიაში 7-მეტრიანი პითონი დაიჭირეს
მალაიზიაში 7-მეტრიანი პითონი დაიჭირეს, რომელმაც ძაღლი გადაყლაპა. მათ პითონი სანიაღვრე მილში აღმოაჩინეს, სადაც ის ძაღლის გადაყლაპვის შემდეგ აღმოჩნდა. ქვეწარმავალი იქიდან კვამლის დახმარებით გამოიყვანეს .
11 ივლისი 2018, 22:41
ეკონომიკა
მსოფლიოს გამორჩეულ ბენზინგასამართი სადგურების სიაში ბათუმის სადგურიც მოხვდა
ბრიტანულმა ტაბლოიდმა The Sun გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო ბენზინგასამართი სადგურების სია. მისი შედგენისას ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ რამდენად კომფორტულია მძღოლისთვის ობიექტზე მისვლა და შეუძლია თუ არა იქვე, ავტომობილში ლოდინის გარეშე, მიირთვას ან დაისვენოს.
11 ივლისი 2018, 22:30
ტაბლოიდი
ტაიალანდის გამოქვაბულში, საიდანაც ბავშვები გამოიყვანეს, ატრაქციას მოაწყობენ
ტაილანდის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ გამოქვაბული, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში აღმოჩნდა, ტურისტულ ღირშესანიშნაობად აქციოს.
11 ივლისი 2018, 22:11
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: მთავრობაში 4 ახალი მინისტრი იქნება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტში 4 ახალი მინისტრი იქნება. ცვლილება შეეხო განათლების, ფინანსთა, ეკონომიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებს. დანარჩენი 6 უწყების ხელმძღვანელი კი უცვლელი დარჩება.
11 ივლისი 2018, 21:59
ტაბლოიდი
აშშ-ში ქალი მანქანაში საყვარელთან სექსის დროს გაიგუდა
აშშ-ში, ნიუ ჯერსიში 39 წლის ქალი საცხოვრებელი კორპუსის პარკინგზე საყვარელთან სექსისას დაიღუპა. ქალისა და მისი ავტომობილის ხელოსნის გვამები ავტომობილში ქალის ქმარმა აღმოაჩინა.
11 ივლისი 2018, 21:50
სპორტი
როჯერ ფედერერი უიმბლდონს გამოეთიშა
უიმბლდონის მეოთხედფინალში მსოფიოს მეორე ჩოგანი როჯერ ფედერერი სამხრეთ აფრიკელ კევინ ანდერსონთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. ნახევარფინალში ანდერსონი კანადელ მილოშ რაონიჩს დაუპირისპირდება.
11 ივლისი 2018, 21:30
ტაბლოიდი
ჰონდურასში კაცი Zipline-ზე ცოლს შეეჯახა და დაიღუპა
ჰონდურასში, კრუიზზე თაფლობის თვის გატარებისას 24 წლის კაცი დაიღუპა. როგორც ცნობილია, წყვილი Zipline-ით ერთობოდა, რა დროსაც, კაცმა ვერ დაინახა, რომ მისი ცოლი უკვე დაეშვა თოკზე და თავადაც დაიწყო დაშვება. ამ დროს ის ცოლს შეეჯახა.
11 ივლისი 2018, 21:25
ეკონომიკა
ტაქსის მძღოლები მიკრომეწარმეებად დარეგისტრირებას შეძლებენ
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, მას შემდეგ, რაც ტაქსის მძღოლების საქმიანობა ლიცენზირებას დაექვემდებარა, მათთვის მიკრომეწარმის სტატუსით დარეგისტრირებაც შესაძლებელი ხდება, რაც აქამდე არ იყო.
11 ივლისი 2018, 20:58
მსოფლიო
ტრამპმა ნატოს წევრებს ალიანსის ბიუჯეტისთვის მშპ-ს 4%-ის გადახდა შესთავაზა
აშშ-ის პრეზიდენტმა ნატოს წევრ ქვეყნებს ალიანსის შესანახად მშპ-ის 4%-ის გადახდა შესთავაზა, ნაცვლად 2%-სა, როგორც ეს 2024 წლამდეა გათვალისწინებული. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა.
11 ივლისი 2018, 20:38
მსოფლიო
მაკედონია ნატოში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვიეს
იენს სტოლტენბერგის თქმით, მაკედონია შესაძლოა ალიანსის 30-ე წევრი გახდეს. ეს კი მას შემდეგ მოხდება, რაც ქვეყნის სახელწოდების შესახებ შეთანხმება შევა ძალაში.
11 ივლისი 2018, 20:36
ტაბლოიდი
ბაჰამებზე მოდელს ფოტოსესიისას ზვიგენმა უკბინა. ფოტოები
ბაჰამის კუნძულებზე 19 წლის მოდელი ზვიგენმა მაშინ დაკბინა, როცა ის კამერის წინ პოზირებდა. გოგო ოჯახთან და შეყვარებულთან ერთთად ისვენებდა, რა დროსაც მათ მოშინაურებულ ზვიგენებთან ერთად ცურვა შესთავაზეს, რასაც გოგო დათანხმდა.
11 ივლისი 2018, 20:29
პოლიტიკა
ქართული ოცნების ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება
ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანაგუნდელებს მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას აცნობს.
11 ივლისი 2018, 20:23
მსოფლიო
ბრიუსელში ნატოს სამიტის პირველი დღეა
ხვალ საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. 12 ივლისს, ბრიუსელის დროით დილის 8 საათზე, ჩრდილო- ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ერთობლივ განცხადებას გააკეთებს.
11 ივლისი 2018, 20:13
პოლიტიკა
რა წერია ნატოს ახალ დეკლარაციაში საქართველოს შესახებ
ნატოს 29 მოკავშირე ქვეყნის ლიდერებმა ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია მიიღეს. ტექსტში საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები.
11 ივლისი 2018, 20:01
კულტურა
ამერიკელი რეპერის XXXTentacion-ის მკვლელობის საქმეზე მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს
დაკავებული 22 წლის მაიკლ ბოუტრაიტია, რომელიც თავდაპირველად ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეზე დააკავეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობაში წაუყენეს. პირველი ეჭვმიტანილი 21 ივნისს დააკავეს.
11 ივლისი 2018, 19:51
სამართალი
რუსმა ოკუპანტებმა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან დაკავებული საქართველოს მოქალაქე, 40 წლის რუსუდან ლუქხუტაშვილი გაათავისუფლეს. ის ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის რამდენიმე საათის წინ ოკუპირებული ზნაურის სოფელ ბალთასთან დააკავეს.
11 ივლისი 2018, 19:49
კულტურა
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში ახალი საგამოფენო სივრცე გაიხსნა
დამთვალიერებელი აქვე იხილავს მესხეთის ისტორიის ამსახველ რუკებსა და ტექსტებს, ასევე ვარძიის XII-XIII სს თამარ მეფის ფრესკის ზუსტ ასლს, განახლდა ნუმიზმატიკური საგანძურის გამოფენაც.
11 ივლისი 2018, 19:44
ეკონომიკა
მაია ცქიტიშვილი: ცენტრიდან მუნიციპალიტეტებს რესურსების დიდი ნაწილი 2025 წლისთვის გადაეცემათ
მინისტრის თქმით, 2025 წლისთვის კომპეტენციები და რესურსების დიდი ნაწილი ცენტრალური ხელისუფლებიდან ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებაში გადავა, რაც მუნიციპალიტეტებს მისცემს ყველა აუცილებელ ბერკეტს ეკონომიკური და სოციალური საკითხების გადასაწყვეტად.
11 ივლისი 2018, 19:40
პოლიტიკა
ომბუდსმენი: დევდარიანის საქმის შესწავლისას ჩემზე ზეწოლა არ ყოფილა
საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა ზვიად დევდარიანის წარმომადგენლის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებას, რომლის თანახმად, შესაძლო სექსუალური შევიწროების შემთხვევების შესწავლის პროცესში სახალხო დამცველზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური წნეხი.
11 ივლისი 2018, 19:34
სპორტი
ქართველი პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, თიბილაშვილმა ხმლით გამართულ შეჯიბრში დამაჯერებლად იასპარეზა და მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობის გამარჯვებული გახდა.
11 ივლისი 2018, 19:30
მსოფლიო
რას ამბობდა დონალდ ტრამპი ნატოზე თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში. ციტატები
ბრიუსელში ნატოს სამიტი გაიხსნა. მის დაწყებამდე დასავლელ ექსპერტებს აშფოთებდათ ის, რომ დონალდ ტრამპი ბლოკს მუდმივად აკრიტიკებს, ამასთან ამერიკის პრეზიდენტი ცნობილია თავისი მოულოდნელი გადაწყვეტილებებით და გამონათქვამებით.
11 ივლისი 2018, 19:28
პოლიტიკა
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შეიძლება გაუქმდეს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შესაძლოა გაუქმდეს. პრემიერმინისტრის განცხადებით, შესაძლოა, ეს სამსახური რომელიმე უწყებასთან გაერთიანდეს. ბახტაძე დასძენს, რომ ოპტიმიზაციით კი მიიღება ის ეფექტი, რაც მოსახლეობას სჭირდება.
11 ივლისი 2018, 19:23
სპორტი
საქართველო რაგბიში ოთხთა ტურნირს უმასპინძლებს
„რაგბის ზაფხულის თასი“ საქართველოში პირველად გაიმართება. ტურნირიში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას: ფრანგული ტოპ 14-ის გრანდი და ექვსგზის ჩემპიონი „რასინგ 92“, ბრაზილიის ეროვნული ნაკრები და არგენტინა XV, ხოლო მეოთხე გუნდი საქართველო XV იქნება.
11 ივლისი 2018, 19:22
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ აგვისტოს ომის რეზოლუციის პროექტი აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო
ასამბლეა ასევე გმობს საქართველოს მოქალაქეების ტატუნაშვილი, ოთხოზორია და ბაშარულის მკვლელობებს და რუსეთის ფედერაციისგან კატეგორიულად მოითხოვს არ შეუშალოს ხელი საგამოძიებო პროცედურებს.
11 ივლისი 2018, 19:18
ტაბლოიდი
ცნობილია, როგორ შეძლეს ტაილანდის გამოქვაბულში ჩარჩენილებმა სიმშვიდის შენარჩუნება
ტაილანდში, გამოქვაბულში ჩარჩენილმა 12-მა მოზარდმა და მათმა მწვრთნელმა, რომლებიც ცხრა დღის განმავლობაში გამოქვაბულში საჭმლის გარეშე იყვნენ, სციოდათ და პერიოდულად გამოქვაბულში წყლის დონე მატულობდა, - შეძლეს, შეენარჩუნებინათ სიმშვიდე და სასოწარკვეთაში არ ჩავარდნილიყვნენ.
11 ივლისი 2018, 19:15
ეკონომიკა
პრემიერმინისტრი: საქართველოში დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი აიკრძალება
საქართველოს მთავრობა ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს განახორციელებს. როგორც პრემიერმინისტრმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ეკოლოგია დღეს ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევაა.
11 ივლისი 2018, 19:02
პოლიტიკა
ჭუბერში დროებითი ხიდი გაიხსნა
ხიდის არ არსებობის და ავარიული შემოვლითი გზის გამო ნენსკრას მარცხენა ნაპირზე მასშტაბური გამაგრებითი და აღდგენითი სამუშაოების წარმოება ვერ ხერხდებოდა, რის გამოც ჭუბერში შექმნილმა საგანგებო შტაბმა თავდაცვის მინისტრს სპეციალიზებული ხიდის გამოყოფის თხოვნით მიმართა.
11 ივლისი 2018, 18:58
ტაბლოიდი
2022 წელს კოსმოსში ხელის თხოვნა 145 მილიონი დოლარი ეღირება
ფრანგული საქორწილო სააგენტო The ApoteoSurprise 2022 წლის მარტიდან შეყვარებულ წყვილებს კოსმოსში მოგზაურობას სთავაზობს. პლანეტარული ფრენა ერთ კვირას გასტანს, ხოლო ავტონომიური მართვის სისტემა წყვილს მარტო მოგზაურობის საშუალებას მისცემს.


