არქივი

Firefox

18 სექტემბერი 2018, 23:47

ტექნოლოგიები

Mozilla-მ ვირტუალური რეალობის პირველი ბრაუზერი წარადგინა

Firefox Reality ბრაუზერი მთლიანად ვირტუალური რეალობისთვის არის შექმნილი. მისი გამოყენება მომხმარებელს ვირტუალური რეალობის სათვალის მეშვეობით შეუძლია. ბრაუზერს ხმოვანი რეჟიმის მხარდაჭერა აქვს. მისი გამოყენება Oculus, Viveport და Daydream პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.

კრიშტიანუ რონალდუ შვილთან ერთად

18 სექტემბერი 2018, 23:29

ტაბლოიდი

რონალდუმ შვილს მომავალი უწინასწარმეტყველა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდმ შვილის, უმცროსი კრიშტიანუ რონალდუს ამბიციების შესახებ განაცხადა. „ვიმედოვნებ, კრიში, ჩემი შვილი ისეთივე იქნება, როგორიც მისი მამიკოა. ის ამბობს, რომ იქნება ჩემზე უკეთესი, თუმცა, ვფიქრობ მიხვდება, რომ ეს ცოტა არ იყოს რთულია“, - განაცხადა ფეხბურთელმა.

ზურაბ ჯაფარიძე

18 სექტემბერი 2018, 23:28

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: კანაფის კანონპროექტზე ისე ჩხუბობენ, რომ წარმოდგენა არ აქვთ იქ რა წერია

კანონპროექტის ორივე ნაწილი წაკითხული მაქვს. მართალია მოსაწონი არაფერია, თუმცა არაფერი საჩხუბარი ამ კანონპროექტში არ არის. თუ კანონპროექტის ირგვლივ შექმნი პრობლემის სათავეზე ვსაუბრობთ, პრობლემა არის იმაში, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს აზროვნების უნარი დაკარგული აქვს და მათი ადგება ნებისმიერ თემაზე მარტივია.

Tesla

18 სექტემბერი 2018, 23:15

ეკონომიკა

კომპანია Tesla-ს მიმართ გამოძიება დაიწყო

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ Tesla-ს მიმართ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება. გამოძიების დაწყების საფუძველი კომპანიის ხელმძღვანელის, ილონ მასკის მიერ Twtter-ზე გაკეთებული განცხადება გახდა, რომლის თანახმადაც მან ბირჟიდან კომპანიის აქციების გამოსყიდვა დაიწყო და ამისათვის ფინანსებიც გამონახა.

18 სექტემბერი 2018, 22:53

სპორტი

ინტერმა და ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩები მოიგეს

ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი მატჩი დასრულდა. მილანში ადგილობრივმა „ინტერმა“ „ტოტენჰემ ჰოტსპური“ 2-1 დაამარცხა, ბარსელონაში კი კატალონიურმა გრანდმა ჰოლანდიურ „პსვ ეინდჰოვენს“ 4-0 მოუგო.

აკაკი ზოიძე

18 სექტემბერი 2018, 22:43

პოლიტიკა

ზოიძე: პასუხი არის საჯარო, კანაფის ექსპორტი არ მოხდება

„იმის მიხედვით, რა განცხადებებიც ისმის ოპონენტებისა და ეკლისიის მხრიდან, ჩემი პასუხი არის ის, რომ მართლaც არ აქვთ მათ სწორი ინფორმაცია. ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება“, - განაცხადა გადაცემაში „პირისპირ“ დეპუტატმა აკაკი ზოიძემ.

მადრიდი

18 სექტემბერი 2018, 22:34

მსოფლიო

მადრიდში სასტუმროს რეკონსტრუქციისას შენობის ნაწილი ჩამოინგრა

გავრცელებული ინფორმაციით, ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ესპანეთის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შენობის მეექვსე სართული ამ დრომდე უცნობი მიზეზის გამო ჩამოინგრა. ირკვევა, რომ მუშები სასტუმრო Ritz-ის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2018, 22:32

პოლიტიკა

ზურაბიშვილი: აღარ ვარ პატარა ბავშვი. ყველამ იცის ჩემი წარსული

იქნება თუ არა გაპრეზიდენტების შემთხვევაში ანგარიშვალდებული მმართველ გუნდთან, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს, ამის შესახებ დამოუკიდებელმა კანდიდატმა განმარტება გადაცემაში „პირისპირ“ გააკეთა.

18 სექტემბერი 2018, 22:30

პოლიტიკა

ვის ევალება ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენა

ყველა დაწესებულებას, მათ შორის: სკოლას, სამედიცინო დაწესებულებას, სოფლის ექიმს, ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებას, სოციალური მომსახურების სააგენტოს, საუბნო სამსახურსა თუ საპატრულო პოლიციას ევალება გამოავლინოს ბავშვზე ძალადობის შემთხვევები.

სალომე ზურაბიშვილი

18 სექტემბერი 2018, 22:12

პოლიტიკა

ზურაბიშვილის აზრით, მის მეტყველებასთან დაკავშირებით აჟიოტაჟი ხელოვნურად შეიქმნა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ მის მეტყველებასთან დაკავშირებით შექმნილი აჟიოტაჟი ხელოვნურია. ამის შესახებ მან გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

18 სექტემბერი 2018, 22:07

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თანამშრომლების ელ-ფოსტაზე კიბერშეტევა დაადასტურა

ჯერ კიდევ 7 სექტემბერს, უწყების თანამშრომლები განმარტავდნენ, რომ მათი ელექტრონული ფოსტიდან უცნობმა პირმა პირადი ინფორმაცია მოიპარა. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, შესსაბამისი უწყებები თავდამსხმელის ვინაობის დადგენაზე აქტიურად მუშაობენ.

მთავარი პროკურატურა

18 სექტემბერი 2018, 21:42

სამართალი

საგარეო უწყების მაღალჩინოსნის ძმის კომპანიასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ შესყიდვასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას საგამოძიებო უწყებაში ადასტურებენ. საუბარია შპს „ლენდ მარკ პროჯექტთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ლეონიძის ქუჩაზე სამინისტროს ახალი შენობის რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოს შესყიდვას ითვალისწინებდა.

18 სექტემბერი 2018, 21:37

კულტურა

ვენეციის ბიენალეზე საქართველოს სახელით წარსადგენ პროექტს კონკურსით შეარჩევენ

ვენეციის საერთაშორისო ხელოვნების ბიენალე, თანამედროვე ხელოვნების ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენაა, რომელიც 1895 წელს დაარსდა და უკვე 120 წელზე მეტს ითვლის. რიგით, 58-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა, 2019 წლის 11 მაისიდან 24 ნოემბრამდე იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გაიმართება.

18 სექტემბერი 2018, 21:11

პოლიტიკა

საპატრიარქო: ეკლესია კანაფის ნებისმიერი მიზნით მოყვანა-რეალიზების წინააღმდეგია

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი საჭეთმპყრობელი, მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და მორწმუნე ერი ცალსახად და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი სახის მარიხუანას (კანაფის) ნებისმიერი მიზნით მოყვანისა და რეალიზაციის ლეგალიზებას“, - წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჰანს-გეორგ მაასენი

18 სექტემბერი 2018, 21:08

მსოფლიო

გერმანიის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

გადაწყვეტილება გერმანიის მთავრობამ ქვეყნის აღმოსავლეთით, ქემნიცში, მემარჯვენეების დაუმორჩილებლობის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო მიიღო. აგვისტოში, გერმანიის ქალაქ ქემნიცში, ორმა ლტოლვილმა 35 წლის გერმანიის მოქალაქე კაცი მოკლა, რასაც ქალაქში მასშტაბური კონტრაქციები მოჰყვა.

18 სექტემბერი 2018, 20:57

ეკონომიკა

აუდიტის სამსახურმა ეკონომიკის და საგარეო საქმეთა სამინისტროებზე დასკვნა მოამზადა

აუდიტის სამსახურს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის პერიოდში გაცემულ პრემია-დანამატებთან დაკავშირებით კითხვები აქვს. საუბარია დაახლოებით 4 მილიონ ლარზე. მაკონტროლებლისთვის ბუნდოვანია, რა კრიტერიუმებით გაიცა ეს დანამატები.

ბრეტ კავანო

18 სექტემბერი 2018, 20:45

მსოფლიო

სენატორი: ქალი, რომელიც ბრეტ კავანოს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, გამოკითხვაზე უარს ამბობს

„რესპუბლიკელ“ სენატორთა კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ქალმა, რომელმაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი ბრეტ კავანო სექსუალურ ძალადობაში ამხილა, საჯარო გამოკითხვაზე უარი განაცხადა.

18 სექტემბერი 2018, 20:37

სამართალი

ცოლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

16 სექტემბერს, სიძემ ბასრი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცოლის ძმას, რომელიც მიყენებული ჭრილობებისაგან საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 108- ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება 7- დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

18 სექტემბერი 2018, 20:23

ტაბლოიდი

ბერა ივანიშვილმა ცოლი მოიყვანა

ბერა ივანიშვილმა ცოლი მოიყვანა. „ამის შესახებ მუსიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა და თავის მეორე ნახევართან ერთად ფოტოც გამოაქვეყნა. ივანიშვილის რჩეული მოდის ბლოგერი ნანუკა გუდავაძეა. არსებული ინფორმაციით, ისინი გაზაფხულზე დაინიშნენ.

გიორგი ოთიაშვილი

18 სექტემბერი 2018, 20:06

სპორტი

გიორგი ოთიაშვილი მოტოციკლით მყინვარწვერზე ავიდა

ოთიაშვილმა სტარტი გერგეტის სამებიდან აიღო და 5-კილომეტრიანი დისტანციის დასაფარად ოთხი საათი დასჭირდა. 26 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე თურქეთში მოტორბოლის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება, სადაც ოთიაშვილთან ერთად კიდევ ოთხი ქართველი მრბოლელი გამოვა.

სეტყვა

18 სექტემბერი 2018, 19:50

პოლიტიკა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სეტყვამ სამი სოფელი დააზარალა

სეტყვის შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელაანში, არაშენდასა და ჩალაუბანში ვენახების ნაწილი, ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, წინასწარი ინფორმაციით ზარალი დიდი არ არის.

18 სექტემბერი 2018, 19:45

პოლიტიკა

ზაზა სარალიძემ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე საპატრიარქოში მივიდა, სადაც ის კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ხვდება.

18 სექტემბერი 2018, 19:39

პოლიტიკა

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს ინდოეთში 28 სექტემბერს დააბრუნებენ

საპატრიარქოს ცნობით, 18-21 სექტემბერს წმინდა დედოფლის წმინდა ნაწილები ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სულთმოფენობის ეკლესიაში იქნება დაბრძანებული; 21-24 სექტემბერს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში არსებულ წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიაში;

18 სექტემბერი 2018, 19:38

პოლიტიკა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 19 სექტემბერს ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

ოკუპირებულ ცხინვალში საზეიმო ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც ე.წ. რესპუბლიკის დაარსების დღეს მიეძღვნება, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოსთან ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა გადაწყვიტა. ე.წ. საზღვარზე გადაადგილება 21 სექტემბერს 06:00 საათზე აღდგება.

კიმ ჩენ ინი

18 სექტემბერი 2018, 19:31

მსოფლიო

კიმ ჩენ ინის თქმით, ტრამპთან გამართულმა შეხვედრამ რეგიონის სტაბილურობას შეუწყო ხელი

„რეგიონში პოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა. მეტის მოლოდინი მაქვს“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აცხადებს, რომ 12 ივნისის ისტორიული შეხვედრამ რეგიონის სტაბილურობას შეუწყო ხელი. დღეს ჩრდილოეთისა და სამხრეთ კორეის ლიდერების სამუშაო შეხვედრა ფხენიანში გაიმართა.

მარკ გრინი
მამუკა ბახტაძე

18 სექტემბერი 2018, 19:14

პოლიტიკა

USAID-ი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ პარტნიორად მიიჩნევს

იმსჯელეს პროექტებზე, რომლებიც მომავალში შესაძლოა USAID-ის ყურადღების ცენტრში მოექცეს და ისინი შეეხება სოფლის მეურნეობის მიმართულებას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ყურადღება გამახვილდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმდებარე სოფლებში მიმდინარე პროგრამებზე

ემანუელ მაკრონი

18 სექტემბერი 2018, 19:10

ტაბლოიდი

საფრანგეთის პრეზიდენტს ბიჭმა სამსახურის პოვნაში დახმარება სთხოვა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, როგორ ესაუბრება 25 წლის ბიჭი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს და მას საკუთარ პრობლემას უყვება. ბიჭი პრეზიდენტს ეუბნება, რომ საკუთარი რეზიუმე უამრავ დამსაქმებელს შესთავაზა, თუმცა ისინი მას არც კი კითხულობენ. ის მაკრონს უყვება, რომ მებაღეა, თუმცა სხვა სამსახურზეც თანახმაა.

18 სექტემბერი 2018, 19:06

პოლიტიკა

როგორ დაიბრუნებენ მასწავლებლები შეცდომით და აპელაციისთვის გადახდილ თანხას

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი; ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება; იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სმარტფონი

18 სექტემბერი 2018, 19:02

ტექნოლოგიები

აშშ-ის სამოქალაქო თავისუფლების გაერთიანება Facebook-ს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს

როგორც ACLU განმარტავს, Facebook-მა სამოქალაქო თავისუფლების აქტი დაარღვია. მათი თქმით, სოცქსელმა 10 დამსაქმებელს, მათ შორის კომპიუტერული სერვისების კომპანიასა და პოლიციის დეპარტამენტს საშუალება მისცა გამოექვეყნებინა ვაკანსია, რომელიც ქალებისთვის Facebook-ში ხელმისაწვდომი არ იქნებოდა.

18 სექტემბერი 2018, 19:00

ინტერვიუ

როგორი იქნება თბილისის ახალი ტაქსი

ინტერვიუ მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსთან