არქივი

01 აგვისტო 2018, 23:56

ტაბლოიდი

11 წლის ნიკოლოზ გუმბერიძეს „112“-ის გმირის წოდება მიენიჭა

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ნიკოლოზ გუმბერიძე 112-ს ბორჯომიდან დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა ქალისთვის, რომელსაც ლამპიონი დაეცა. ქალს თან ჩვილი ბავშვიც ახლდა. ნიკოლოზმა ოპერატორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

სტრასბურგის სასამართლო

01 აგვისტო 2018, 23:45

პოლიტიკა

საქართველოს მიმართ ევროკონვენციის მე-16 ოქმი ამოქმედდა

მე-16 ოქმის თანახმად, საქართველოს უმაღლეს სასამართლოსა და ტრიბუნალს, საკონსულტაციო რჩევისათვის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთვის მიმართვა უკვე შეუძლიათ, რათა განმარტებულ იქნას კონვენციასა და მის თანდართულ ოქმში გაწერილი უფლებებისა და თავისუფლებების გამოყენების წესი.

01 აგვისტო 2018, 23:44

პოლიტიკა

საქართველოში მიმდინარე ნატოს წვრთნებს დეფაქტო სოხუმი გამოეხმაურა

„მსგავსი სრულფორმატიანი სამხედრო აქციები ტარდება აშშ-ისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების პირდაპირი მხარდაჭერითა და დაფინანსებით. დასავლური კოალიციის პოლიტიკა რეგიონში დაძაბულობის პროვოცირებას უწყობს ხელს და ზიანს აყენებს კონფლიქტის დარეგულირების საერთაშორისო ფორმატს“ - ნათქვამია განცხადებაში.

01 აგვისტო 2018, 23:39

ტექნოლოგიები

ათობით მილიონი დოლარის გაფლანგვის ბრალდებით ევროპაში 3 ჰაკერი დააკავეს

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია 120-ზე მეტ ამერიკულ კომპანიაზე, რომელსაც საგადასახადო ბარათების ინფორმაციას მოჰპარეს. ჰაკერთა სამ კაციან ჯგუფს ათობით მილიონი დოლარის გაფლანგვა ედება ბრალად. ჰაკერები მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში დააკავეს.

ორჰან ჯემალი
ალექსანდრ რასტორგუევი
კირილ რადჩენკო

01 აგვისტო 2018, 23:31

მსოფლიო

რუსეთის ტელევიზია აფრიკაში რუსი ჟურნალისტების მკვლელობაზე სიუჟეტებში „ვაგნერს“ არ ახსენებს

რუსული ტელეარხები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში რუსი ჟურნალისტების მკვლელობის შესახებ სიუჟეტებში არ ახსენებენ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“. ჟურნალისტები სწორედ ამ კომპანიის შესახებ იღებდნენ ფილმს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

ინგოროყვას კლინიკა

01 აგვისტო 2018, 23:22

სამართალი

კოჯრის სამხედრო ბაზაზე დაჭრილი 4 ჯარისკაციდან, ორი საავადმყოფოდან გაწერეს

ასევე დასრულდა ერთ-ერთი ჯარისკაცის ოპერაციაც. ექიმის თქმით, დაზიანებები ჯარისკაცებს სავარაუდოდ ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან იყვნენ დაჭრილები.

01 აგვისტო 2018, 23:11

ტაბლოიდი

პარიზის აეროპორტში ფრანგმა რეპერებმა იჩხუბეს. ვიდეო

ფრანგი არტისტები პოლიციამ ადგილზე დააკავა. ჩხუბის გამო აეროპორტის ნაწილი დაიხურა და ზოგიერთი ფრენა შეაფერხდა. დაპირისპირება აეროპორტის სავაჭრო ზონაში დაიწყო. საფრანგეთის პოლიციამ განმარტა, რომ ჩხუბში მონაწილე 11 ადამიანი დააკავა.

პრინცი ჰარი
მეგან მარკლი

01 აგვისტო 2018, 23:08

ტაბლოიდი

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი შოტლანდიაში დაისვენებენ

წყვილი ბალმორალის ციხესიმაგრეში დაისვენებს, სადაც ზაფხულს ტრადიციულად ბრიტანეთის დედოფალი ატარებს. შოტლანდიაში ჰარი და მეგანი, სავარაუდოდ, 4 აგვისტოს შემდეგ გაემგზავრებიან. წყვილი ბალმორალის რეზიდენციაში პირველად დაისვენებს.

01 აგვისტო 2018, 22:59

ეკონომიკა

გერმანიაში ლუდის კრიზისია

მწარმოებლებს გეგმების შესრულებაში უპირველეს ყოვლისა ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატიდან ეროვნული ნაკრების სწრაფად გამოთიშვამ შეუშალა ხელი. მოგვიანებით ცხელმა ივლისმა გერმანელ მომხმარებელს ლუდის სურვილი გაუღვიძა, რის შედეგადაც გაყიდვები გაიზარდა.

თეთრი სახლი

01 აგვისტო 2018, 22:47

მსოფლიო

ვაშინგტონმა თურქ მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

სანდერსის განმარტებით, შეზღუდვების პაკეტი თურქეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ ამოქმედდება. გადაწყვეტილება დონალდ ტრამპმა თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრების გამო მიიღო.

01 აგვისტო 2018, 22:37

ტექნოლოგიები

ინტერნეტზე დამოკიდებულების შესახებ ახალი კვლევა გამოქვეყნდა

გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყანაში ინტერნეტდამოკიდებულების შესახებ კვლევა ჩაატარა. შედეგების მიხედვით, 560 ათასზე მეტი ადამიანი ინტერნეტდამოკიდებულია. ამასთან, კვლევის თანახმად, ორ მილიონამდე ადამიანი რისკჯგუფშია.

ალექსანდრ უსიკი

01 აგვისტო 2018, 22:33

სპორტი

უკრაინელმა მოკრივემ რუსი მეტოქის დამარცხებისთვის გმირის წოდების მიღებაზე უარი თქვა

უსიკისთვის გმირის წოდების მინიჭების საკითხი ქვეყნის პრემიერმინისტრმა გროისმანმა წამოჭრა და მის გამარჯვებას ისტორიული უწოდა. პროფესიულ რინგზე ალექსანდრ უსიკმა თხუთმეტივე ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება. შედეგად კი მძიმე წონაში აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მიიღო.

ნადეჟდა სავჩენკო

01 აგვისტო 2018, 22:18

მსოფლიო

ნადეჟდა სავჩენკომ დონალდ ტრამპმს ღია წერილით მიმართა

წინასწარ პატიმრობაში მყოფი სავჩენკო დონალდ ტრამპს არწმუნებს, რომ პუტინისთვის საერთაშორისო არენაზე წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ მას შეუძლია და ამისთვის ძალა არ უნდა დაზოგოს. ყოფილი დეპუტატი თეთრი სახლის ლიდერს სთხოვს რუსულ ციხეებში მყოფი უკრაინელების გათავისუფლებაზეც იზრუნოს.

ჯონი ხეცურიანი

01 აგვისტო 2018, 22:07

სპორტი

ჯონი ხეცურიანმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველმა ფალავანმა (67 კგ) ფინალური შეხვედრა ბელარუს ალექსანდრ ლიავონჩიკთან 3:5 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთაგან ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ნიკოლოზ ჭიკაიძე (72 კგ) და ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ) დამარცხდნენ.

01 აგვისტო 2018, 22:01

ტაბლოიდი

რა შემთხვევაში უნდა ვთქვათ სიმართლე ან შევინახოთ საიდუმლო

კარგია თუ არა ყოველთვის სიმართლის თქმა და რა შემთხვევაშია გამართლებული საიდუმლოს დაცვა.ფსიქოლოგთა აზრით, იმაზე ფიქრი, რომ საიდუმლოს ვინახავთ, ბედნიერების განცდაში გვიშლის ხელს, ზოგჯერ კი მან შეიძლება ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას მიაყენოს ზიანი.

გორის სამხედრო ჰოსპიტალი

01 აგვისტო 2018, 22:01

სამართალი

კოჯრის სამხედრო ბაზაზე 4 სამხედრო სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

კოჯრის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებმა ჩხუბის დროს ერთმანეთი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 4 ადამიანია დაჭრილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

01 აგვისტო 2018, 21:42

მსოფლიო

დაზვერვის ექსპერტი: აშშ-ში დაახლოებით 100 ათასი უცხოელი ჯაშუშია

სტატია ამერიკელების ჯაშუშებისადმი დამოკიდებულებას ეძღვნება და მასში აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა და ჩინეთმა აშშ-ში ჯაშუშთა რაოდენობა გაზარდა. განსაკუთრებული რესურსი კი სილიკონის ველისკენ მიმართეს, რათა მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ რესურსზე წვდომა მიიღონ.

01 აგვისტო 2018, 21:34

სამართალი

კოჯრის სამხედრო ბაზაზე ჯარისკაცებმა იჩხუბეს

დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადა. საქმეს ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია სწავლობს.

01 აგვისტო 2018, 21:30

ეკონომიკა

Starbucks-ი და Alibaba ჩინელ მომხმარებელს ყავის მიტანის სერვისს სთავაზობენ

გამოცემის ინფორმაციით, შედეგად კომპანია ჩინეთში მომხმარებლებს Starbucks-ის პროდუქციას ადგილზე მიუტანს. Ele.me-მ Starbucks-თან თანამშრომლობა მას შემდეგ დაიწყო, რაც რეგიონში გამძაფრებული კომკურენცია იგრნო. სერვისი წლის ბოლომდე ამოქმედდება.

01 აგვისტო 2018, 21:27

პოლიტიკა

საქართველოს რკინიგზის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა მოხდა

საქართველოს რკინიგზის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა მოხდა. ვებგვერდი მცირე ხნის განმავლობაში გათიშული იყო. როგორც imedinews-ს საქართველოს რკინიგზაში უთხრეს, ორგანიზაციის პროგრამისტებმა მდგომარეობა მალევე გამოასწორეს.

01 აგვისტო 2018, 21:17

პოლიტიკა

გერმანია საქართველოს 51 მოქალაქეს დაატოვებინეს

დეპორტირებული მოქალაქეების თქმით, მათ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაატოვებინეს გერმანია. მათი თქმით, დილის ხუთ საათზე მიგრაციის სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ მათთან სახლებში და უთხრეს, რომ გერმანიაში ყოფნის უფლება აღარ ჰქონდათ.

01 აგვისტო 2018, 21:10

მსოფლიო

ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთის ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 48 გრადუსს მიაღწევს

ამ შაბათ-კვირას ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 48 გრადუსს მიაღწიოს. ამის შესახებ მეტეოროლოგები აცხადებენ. ევროპაში ასეთი მაღალი სიცხე ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

დონალდ ტრამპი

01 აგვისტო 2018, 20:56

მსოფლიო

ტრამპი „რუსული გამოძიების“ შეწყვეტას მოითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გენპროკურორმა ჯეფ სეშნსმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე დაწყებული გამოძიება, რომელსაც სპეცპროკურორი რობერტ მიულერი ხელმძღვანელობს, უნდა შეწყვიტოს. ამის შესახებ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.

01 აგვისტო 2018, 20:37

სამართალი

ხაშურში 145-მა ახალგაზრდამ ჯარში გაწვევას თავი „მღვდელმსახურის ცნობით“ აარიდა

ხაშურში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამოძახებული 150 წვევამდელიდან 145-მა "გირჩის" "ბიბლიური თავისუფლების" დახმარებით თავის არიდება შეძლო. ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერენ.

WhatsApp

01 აგვისტო 2018, 20:32

ტექნოლოგიები

WhatsApp-ში შეტყობინების გაგზავნა ბიზნესისთვის ფასიანი იქნება

გაგზავნილი შეტყობინება 5-დან 9-ცენტამდე ეღირება. ტაფირი ცალკეულ ქვეყანაზე იქნება დამოკიდებული. Facebook-ის მესენჯერმა პირველ აგვისტოს განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც აშკარა გახდა, რომ ბიზნესი მესენჯერს საქმიანობაში წარმატებისთვის აქტიურად იყენებს.

01 აგვისტო 2018, 20:21

პოლიტიკა

18-წლამდელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში აზერბაიჯანი დაამარცხა

ბუბა ბერიშვილისა და თემურ კანკიას გუნდი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში აზერბაიჯანს შეხვდა და მეტოქე 25 ქულის სხვაობით – 75:50 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა.

01 აგვისტო 2018, 20:11

ტაბლოიდი

მაღალი სიცხეების გამო პოლიციის ძაღლებს სპეციალური ფეხსაცმელი ჩააცვეს

ძაღლებს სპეციალური „ფეხსაცმელი“ მას შემდეგ ჩააცვეს, რაც რამდენიმე ძაღლმა ცხელ ასფალტზე ფეხი დაიწვა. პოლიციაში ამბობენ, რომ ასეთი „ფეხსაცმელები“ ასევე დაიცავს ძაღლებს მიწაზე გაბნეული მინის ნამსხვრევებისგან და ძაღლების ფეხების ნაკაწრებისგან პოლიციის მანქანის სავარძლებიც აღარ გაფუჭდება.

01 აგვისტო 2018, 20:11

პოლიტიკა

საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციისთვის 25 923-ზე მეტი ამომრჩევლის ხელმოწერაა საჭირო

იმისთვის, რომ პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფებმა 2018 წლის 28 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატი წარადგინონ, მათ 25 923-ზე მეტი ხელმოწერა უნდა შეაგროვონ. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

01 აგვისტო 2018, 20:10

მსოფლიო

ერდოღანი თურქეთში სიკვდილით დასჯის აღდგენას ემხრობა

„იცით, რომ ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა. თუ კანონს პარლამენტი დაამტკიცებს მე ხელს მოვაწერ, რადგან ვიცით მკვლელების პოზიცია. ვიცით, რომ მკვლელებმა შესაბამისად უნდა აგონ პასუხი“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა NTV-სთან საუბრისას.

ირაკლი კობახიძე

01 აგვისტო 2018, 19:53

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე: პრეზიდენტი უზრდელობდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს არაეთიკური გამონათქვამების გამო აკრიტიკებს და უზრდელობაშიც ადანაშაულებს. საქმე ეხება მარგველაშვილის განცხადებას, რომელშიც ის ამბობს, რომ "კურიოზი" იქნება თუ "ქართული ოცნება საპრეზიდენტო არჩევნებში უპარტიო კანდიდატს დაასახელებს".