არქივი

ზემო ალვანი

22 თებერვალი 2019, 23:43

სამართალი

ახმეტაში ხანძარს კაცი ემსხვერპლა

ახმეტაში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ზემო ალვანში ცოტა ხნის წინ მოხდა. imedinews - ს ინფორმაციით, სასურსათო მაღაზიის ჯიხურში 71 წლის კაცის ცხედარი იპოვეს, რომელიც ობიექტზე დარაჯად მუშაობდა.

22 თებერვალი 2019, 23:26

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი დეპუტატებთან შეხვედრებს 25 თებერვლიდან განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დეპუტატთა მცირე ჯგუფებთან შეხვედრებს 25 თებერვლიდან გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ილონ მასკი

22 თებერვალი 2019, 23:20

ტაბლოიდი

ილონ მასკმა 5 სახლის შესაძენად $60-მილიონიანი იპოთეკური სესხი აიღო

ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა 4 ახალი იპოთეკური სესხი გააფორმა, ერთზე კი, რომელიც Morgan Stanley-ს ბანკში აქვს, საკრედიტო პირობები შეცვალა. Bloomberg-ის ცნობით, მასკმა კრედიტი 5 სახლის საყიდლად აიღო - ოთხის ლოს-ანჟელესში. ერთის კი სანფრანცისკოს მახლობლად.

რ. კელი

22 თებერვალი 2019, 23:04

კულტურა

არ. კელის სექსუალური დანაშაულის 10 ეპიზოდზე ბრალი წარუდგინეს

არ. კელის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სექსუალური დანაშაულის 10 ეპიზოდზე ილინოისის შტატში ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ The Guardian-ი ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით წერს. მისი პირველი სასამართლო სხდომა 8 მარტს გაიმართება.

22 თებერვალი 2019, 22:50

ტექნოლოგიები

შექმნილია ტელესკოპი, რომელიც სხვა პლანეტებზე მცენარეებს აღმოაჩენს

ხანგრძლივი კვლევების შედეგად, ჰოლანდიელმა ბიოლოგმა ლუკას პატტიმ ამსტერდამის უნივერსიტეტიდან (Vrije Universiteit Amsterdam) ოპტიკური ხელსაწყო შექმნა, რომელსაც ათასობით კილომეტრის დაშორებით, მცენარეების აღმოჩენა შეუძლია.

22 თებერვალი 2019, 22:34

მსოფლიო

კლიმატური ცვლილებების შესაჩერებლად ავსტრალიაში მილიარდ ხეს დარგავენ

ავსტრალიის ხელისუფლება კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში მილიარდი ხის დარგვის მიზნით სპეციალურ დაფინანსებას გამოყოფს. პროექტი 30 წელზეა გათვლილი და 2050 წელს დასრულდება. პროექტის განხორციელების შემთხვევაში ატმოსფეროში გამოტყორცნილი მავნე აირების მოცულობა 18 მილიარდი ტონით შემცირდება.

სპეცმანქანები

22 თებერვალი 2019, 22:32

პოლიტიკა

გადაუდებელი დახმარების ცენტრს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 4 სპეცმანქანა გადასცა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ევროპულმა სარდლობამ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 4 სპეცმანქანა გადასცა. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტი რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის გამოიყენება და მთიან რეგიონებში განაწილდება.

22 თებერვალი 2019, 21:51

ეკონომიკა

ყაზახურ ფულზე რუსული წარწერა გაქრება

ყაზახურ ეროვნულ ფულის ერთეულ ტენგეზე რუსული წარწერა გაქრება. ყაზახეთის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის მიერ მიღებული დადგენილებით, ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე, წარწერები მხოლოდ სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს.

პოლიცია

22 თებერვალი 2019, 21:42

სამართალი

მანდატურის ცემამდე თავდამსხმელი მეოთხეკლასელ ბავშვს აედევნა

კაცი, რომელიც მანდატური ქალის ცემის გამო დააკავეს, ძალადობას ჯერ სკოლის მასწავლებელზე ცდილობდა, შემდეგ კი მეოთხეკლასელ ბავშვს აედევნა. ამის შესახებ 48-ე საჯარო სკოლის დირექტორმა განაცხადა.

22 თებერვალი 2019, 21:23

ეკონომიკა

ჟენევა 89-ე ავტოსალონს უმასპინძლებს

2019 წლის 7-17 მარტს ჟენევა მორიგ საერთაშორისო ავტოსალონს უმასპინძლებს. ყოველწლიურად ავტოსალონზე 220 ექსპონატია გამოფენილი. ავტომობილის 900 მოდელი საგამოფენო სივრცის 110 000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.

22 თებერვალი 2019, 20:56

სამართალი

გურიაში მომხდარ მკვლელობაზე 47 წლის კაცი დააკავეს

მკვლელობამდე მოქია სწორედ ტუღუშის სახლში, თანასოფლელებთან ერთად ქეიფობდა. სუფრის წევრებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარის გამო დაკავებულია 47 წლის კაცი.

22 თებერვალი 2019, 20:28

მსოფლიო

Euronews: ავღანეთის მოსახლეობის მესამედი შიმშილობს

ავღანეთის მოსახლეობის მესამედი სურსათის დეფიციტს განიცდის. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავღანეთში ჰუმანიტარულ კრიზისს პროგნოზირებს. სურსათის დეფიციტი გასული წლის გვალვებმა გამოიწვია.

22 თებერვალი 2019, 20:24

სამართალი

სკოლის მანდატურ ქალს მოსწავლის მამამ სცემა. თავდამსხმელი დაკავებულია

თემქაზე მდებარე 48-ე საჯარო სკოლის მანდატურ ქალს სცემეს. ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ იუწყება. არსებული ინფორმაციით, მას ფიზიკური შეურაცყოფა მოსწავლის მამამ მიაყენა. ქალი ფეხზე ტრავმით მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა. ის ამჟამად უკვე გაწერილია.

22 თებერვალი 2019, 20:03

პოლიტიკა

ქართული ოცნებიდან დეპუტატები არ გაურიცხავთ

ქართული ოცნების ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა იმ დეპუტატებთან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ეკა ბესელიას მიერ გუშინ წარდგენილ კანონპროექტს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებით. გაირკვა, რომ პარტიამ რადიკალური გადაწყვეტილება აღარ მიიღო.

კიმ კარდაშიანი

22 თებერვალი 2019, 19:51

ტაბლოიდი

კიმ კარდაშიანი ტანისამოსის ბრენდს მისი სახელის უნებართვოდ გამოყენებაში ადანაშაულებს

Missguided-ი ცნობილი ადამიანების ძვირადღირებული ტანისამოსის ალტერნატიულ პროდუქტს ქმნის და შედარებით იაფ ფასად ყიდის. კიმ კარდაშიანი ირწმუნება, რომ ტანისამოსის ბრენდმა თავისი სახელი და ფოტოები უნებართვოდ, პროდუქციის პოპულარიზაციისთვის გამოიყენა.

22 თებერვალი 2019, 19:29

ეკონომიკა

თბილისში ავტომობილის პარკირების წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმები დგინდება

დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში დგომა-გაჩერებისა და პარკირების წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმები დგინდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება 25 თებერვალს ბიუროს სხდომაზე მოხდება.

ვალენსია

22 თებერვალი 2019, 19:14

მსოფლიო

ესპანურ რესტორანში სტუმრობის შემდეგ 29 ადამიანი მოიწამლა 1 კი გარდაიცვალა

ამ პერიოდში ესპანური ქალაქის ცნობილ რესტორან "რიფს" კიდევ 75 ადამიანი ესტუმრა, რომელთაგან 29 ვიზიტორი მოიწამლა. ამ ეტაპზე ობიექტი დაკეტილია. რესტორნის ხელმძღვანელობამ დაზარალებულებს ბოდიშის წერილი უკვე გაუგზავნა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა საკვები გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი. არ არის გამორიცხული, რომ სიკვდილი სადეგუსტაციოდ გასინჯულმა კერძმა გამოიწვია.

გვინეტ პელტროუ

22 თებერვალი 2019, 19:02

ტაბლოიდი

გვინეტ პელტროუმ 72 წლის პენსიონერს უჩივლა

მსახიობმა გვინეტ პელტროუმ 72 წლის პენსიონერის, ტერი სანდერსის წინააღმდეგ სასამართლოში საპასუხო სარჩელი შეიტანა. გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი პენსიონრისგან მორალური კომპენსაციის სახით სიმბოლური 1 დოლარის გადახდას მოითხოვს.

22 თებერვალი 2019, 18:54

ეკონომიკა

საბიუჯეტო ოფისი: 2019 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკა 4,3%-ით გაიზრდება

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი 2019 წლის პირველ 3 თვეში ეკონომიკის(მშპ) 4.3%-ით ზრდას პროგნოზირებს. 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით საპროგნოზი მაჩვენებელი შემცირებულია. 2018 წლის I კვარტალში მშპ-ს ზრდა 5.2% იყო.

სალომე ზურაბიშვილი

22 თებერვალი 2019, 18:47

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ტატუნაშვილის საფლავზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო.

ბარაკ ობამა

22 თებერვალი 2019, 18:40

ტაბლოიდი

ბარაკ ობამას ჩაცმულობამ ამერიკელები აღაფრთოვანა

Thehill.com-ის ინფორმაციით, ბარაკს შავ სვიტრზე, ამავე ფერის ქურთუკი და მუქი რუხი შარვალი ეცვა. ობამას პირადი შეკვეთით "Rag and Bone"-ის ქურთუკის სახელოზე ციფრი 44 ამოკერეს, რომელიც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ის ამერიკის 44-ე პრეზიდენტი იყო. აღფრთოვანებმა ვერც "ტვიტერის" მომხმარებლებმა დამალეს. "დილა მშვიდობისა პრეზიდენტ ობამას და მის ქურთუკს, რომელზეც ციფრი 44-ა გამოსახული. რა თქმა უნდა ეს აფროამერიკული თვის ყველაზე მაგარი ამბავია". ასე

წარწერა ბირ-ელ-ყუტის ტაძარზე

22 თებერვალი 2019, 18:28

კულტურა

მეცნიერები ისრაელში საქართველოს ისტორიული კვალის კვლევას იწყებენ

ქართველი მეცნიერები წმინდა მიწაზე საქართველოს ისტორიული კვალის კვლევას იწყებენ. ინფორმაციას ისრაელში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელ Facebook -ის პირად გვერდზე ავრცელებს.

კარლ ჰარცელი

22 თებერვალი 2019, 18:14

ტაბლოიდი

ევროკავშირის ელჩს პანკისში ნაბადი აჩუქეს

პანკისელმა მასწავლებლებმა კარლ ჰარცელს ბრიუსელში ვიზიტის დროს მიღებული შთაბეჭდილებები გაუზიარეს და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.ელჩის განცხადებით, პროექტის ფარგლებში დუისის კულტურის სახლის რეაბილიტაცია დაიწყება, რაც საგანმანათლებრო და კულტურულ ცხოვრებას ხეობაში კიდევ უფრო გაზრდის.

მაჰბუბა მამაძადა

22 თებერვალი 2019, 18:12

ტაბლოიდი

აზერბაიჯანელმა მოდელმა ქალწულობა 2 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდა

აზერბაიჯანელმა მოდელმა მაჰბუბა მამეძადემ ქალწულობა აუქციონის საშუალებით გაყიდა, რომელიც საიტ Cinderella Escorts-ის მიერ იყო ორგანიზებული. 23 წლის მოდელი ქალწულობას ტოკიოელ ბიზნესმენს ჩააბარებს, რის სანაცვლოდაც 2 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს.

BMW Daimler

22 თებერვალი 2019, 18:04

ეკონომიკა

BMW და Daimler-ი ავტოწარმოების განვითარებაში €1 მილიარდს დახარჯავენ

გერმანული კომპანიები უპილოტო ავტომობილების, ასევე მანქანის გაზიარებისა და პარკინგის სერვისების განვითარებაში €1 მილიარდს დახარჯავენ. ბაზარზე მძაფრი კონკურენციის გამო გერმანულმა ავტომწარმოებლებმა ტექნოლოგიური სტარტაპების შეძენის სურვილიც გამოთქვეს.

ბეარ გრილსი

22 თებერვალი 2019, 17:57

ტაბლოიდი

ცნობილ ტელეწამყვან ბეარ გრილსს ბულგარეთის მთავრობა ბაყაყის შეჭმის გამო დააჯარიმებს

ბეარ გრილსმა და მისმა კომპანიონმა დერეკ ჰაფმა ბაყაყი შეწვეს. ბულგარეთის გარემოსდაცვის სამინისტროს ინფორმაციით შოუს წამყვანებმა დაცულ ტერიტორიაზე მოქმედების წესი დაარღვიეს. ამფიბიის შეჭმასთან ერთად გრილსმა და ჰაფმა ნაკრძალში ცეცხლი აანთეს და იბანავეს კიდეც, რაც ასევე დაუშვებელია. ბულგარელი მაღალჩინოსნების თქმით წამყვანებმა დაცულ ტერიტორიაზე მოქცევის წესები იცოდნენ,

22 თებერვალი 2019, 17:48

ეკონომიკა

იტალიაში ავიაკომპანიები „Wizz Air“ და „Ryanair“ ხელბარგზე გადასახადის შემოღების გამო დააჯარიმეს

იტალიის კონკურენციის სამმართველომ ავიაკომპანია „Wizz Air“ ერთი მილიონი ევროთი ხოლო „Ryanair“ სამი მილიონი ევროთი დააჯარიმა. ავიაკომპანიებს ჯარიმა ხელბარგის ტრანსპორტირების ახალი წესების შემოღების გამო დაეკისრათ. ინფორმაციას ამის შესახებ დოიჩე ველე (Dw )ავრცელებს.

შსს

22 თებერვალი 2019, 17:38

სამართალი

ტურისტებზე თავდახმის ფაქტზე გამოძიება გავრცელებული ვიდეოკადრების საფუძველზე დაიწყო

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრების საფუძველზე, სადაც თბილისის ძველ უბანში ტურისტებზე თავდასხმაა ასახული, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, ძარცვის მუხლით დაიწყო.

ველური ბუნება

22 თებერვალი 2019, 17:29

პოლიტიკა

ველური ბუნების ეროვნული სააგენტო იქმნება

"საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ეროვნული საშენი მეურნეობა რეორგანიზებულ იქნეს (გარდაიქმნას) და მის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი ველური ბუნების ეროვნული სააგენტო," - წერია დადგენილებაში.

უნაღდო ანგარიშსწორება

22 თებერვალი 2019, 17:27

ტექნოლოგიები

Apple-ი და Goldman Sachs-ი ერთობლივ საკრედიტო ბარათს გამოუშვებენ

ბარათის მფლობელები გადახდილი თანხის 2%-ს უკან, ანგარიშზე დაიბრუნებენ. Apple-ის პროდუქტების შეძენის შემთხვევაში კი ეს თანხა უფრო მეტი იქნება. ბარათი iPhone-ის ახალ მოდელებთან იქნება დაკავშირებული. პროდუქტის მიზანი Apple-ის მომხმარებლებისთვის ფინანსური სახსრების მართვაში დახმარებაა.