imedi /  22 თებერვალი 2019, 18:28 / სანდო წყარო

მეცნიერები ისრაელში საქართველოს ისტორიული კვალის კვლევას იწყებენ

წარწერა ბირ-ელ-ყუტის ტაძარზე

წარწერა ბირ-ელ-ყუტის ტაძარზე

ქართველი მეცნიერები წმინდა მიწაზე საქართველოს ისტორიული კვალის კვლევას იწყებენ, ინფორმაციას  ისრაელში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელ Facebook -ის პირად გვერდზე ავრცელებს. 

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელი, ისრაელის მიწაზე უძველესი ქართული კვალის ძიებისა და კვლევის ისტორიაში ახალი აღორძინების დასაწყისია. ქართველ მეცნიერებს დღეს საშუალება მიეცათ უშუალოდ ადგილზე მოიძიონ და შეისწავლონ ჩვენ დიდი წინაპართა ფასდაუდებელი ღვაწლის ნაშთი წმინდა მიწაზე.

მოგახსენებთ, რომ ამა წლის 19-21თებერვალს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით დაარსებული „ქარულ-პოლონური მულტი-დისციპლინარული ცენტრის“ წარმომადგენლებმა, შესძლეს პირველი და მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მათი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიზნის, ქ. იერუსალიმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ, ბირ-ელ-ყუტის მონასტერში შემონახული უძველესი ქართული წარწერების (430წ) შესწავლის საქმეში (წლების წინ მხოლოდ ნაწილობრივ იქნა შესწავლილი).

საქართველოს საელჩოს უშუალო მხარდაჭერით, განხორციელდა ზემოთ ხსენებული ცენტის წარმომადგენელთა პირველი ვიზიტი ისტორიულ ადგილზე და საქმიანი შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს სიძველეთა დაცვის ორგანიზაციასთან, კერძოდ, საგარეო ურთიერთობათა და არქეოლოგიური ლიცენზირების დეპარტამენტის დირექტორთან პროფ. ჯონ სილეგმანთან და ფრანცისკანული მონასტრის („გაშოლტვის ტაძარი“, რომლის პატრონაჟის ქვეშაა ბირ-ელ-ყუტის მონასტერი) მესვეურებთან.

ვიზიტის მიზანი გახლდათ, ხსენებული ისტორიული ძეგლის შემსწავლელი ერთობლივი ექპედიციის ორგანიზება, რაზეც მასპინძელმა მხარემ დელეგაციას თანხმობა და სრული თანადგომა აღუთქვა. მეტიც, დაისახა პროექტის განსახორციელებელი პირველი ნაბიჯები.

საქართველოს დელეგაციას ხსენებულ შეხვედრაზე წარმოადგენდნენ: ნიკოლოზ ანთიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი; პაატა გაფრინდაშვილი, ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე; გიორგი გაგოშიძე, ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი; ქალბატონი თამარ წერეთელი, ეროვნული სააგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სპეციალისტი და „ქართულ--პოლონური მულტი-დისციპლინარული ცენტრის“ ხელმძღვანელი ბატონი რადოსლავ კარასევიჩი“ -ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებაში. 

საქართველოს საელჩო ისრელში ასევე აქვეყნებს მოკლე საინფორმაციო ცნობებს ბირ -ელ-ყუტის ტაძარზე: 

ბირ -ელ-ყუტი - V საუკუნის ქართული მონასტერი იერუსალიმში, იუდას უდაბნოში, ბეთლემის მახლობლად, ბირ ელ-ყუტის მიდამოებში, ხირბეთ სიიარ ალ-ღანამის ჩრდილო-დასავლეთით. ააშენა პეტრე იბერმა დაახლოებით 444 წელს. აღნიშნული ქართული მონასტერი კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გარდა პეტრე იბერისა, აქ მოღვაწეობდნენ იოანე ლაზი და სირია-პალესტინაში მყოფი სხვა ქართველი ბერები. მონასტის ნანგრევები 1952 წელს აღმოაჩინა იტალიელმა არქეოლოგმა ვირჯილიო კორბომ.

ყველა სიახლე

ირაკლი მეზურნიშვილი

12 აპრილი 2026, 14:03

პოლიტიკა

ირაკლი მეზურნიშვილი: საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს - დარწმუნებული ვარ, უნგრელი ხალხი აირჩევს ისეთ მმართველ ძალას, რომელიც, პირველ რიგში უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს დაიცავს

ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იმართება დღეს უნგრეთში. სასიხარულოა, რომ ჩვენი დელეგაცია არის წარმოდგენილი და მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდებით უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს, - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა უნგრეთში.

ვიქტორ ორბანი

12 აპრილი 2026, 13:24

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: მე აქ ვარ იმისთვის, რომ გავიმარჯვო. უნგრეთში არსებობს კონსტიტუცია, რომელიც უნდა დავიცვათ. დემოკრატია განსხვავებული აზრის პატივისცემას ნიშნავს, უნგრეთის საარჩევნო სისტემა ყველაზე უსაფრთხოა ევროპაში

„უნგრეთი განაგრძობს ბრძოლას თავისი უფლებებისთვის ევროკავშირში. ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ფასეულობები ან ჩვენი დამოუკიდებლობა. ზეწოლის მიუხედავად, არ დავთმობთ ჩვენს პრინციპებს. დემოკრატია განსხვავებული აზრის პატივისცემას ნიშნავს, უნგრეთის საარჩევნო სისტემა ყველაზე უსაფრთხოა მთელ ევროპაში“, - აღნიშნა ორბანმა.

ვიქტორ ორბანი

12 აპრილი 2026, 13:02

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: უნგრეთმა დაამტკიცა, რომ არსებობს სხვა გზა - ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ცხოვრების წესი და ავირჩიოთ მშვიდობა

„ჩვენი სუვერენიტეტის წართმევა შეუძლებელია. ჩვენ თვითონ ჩამოვაყალიბებთ საკუთარ მომავალს. ეს უნგრეთია. ამაყი ერი“, - წერს ორბანი.

12 აპრილი 2026, 12:55

პოლიტიკა

უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს დილიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა უბანზე აკვირდება

დღეს დილიდან, უნგრეთის 2026 წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოდან საპარლამენტო დელეგაცია სხვადასხვა საარჩევნო უბანზე აკვირდება.

12 აპრილი 2026, 12:06

მსოფლიო

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება

ეს მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება წინა, 2022 წლის არჩევნების მონაცემებს. მაშინ იმავე პერიოდში უბნებზე 139 667 ამომრჩეველი (1,82%) გამოცხადდა. წელს აქტივობის ზრდამ, წინა არჩევნებთან შედარებით, უკვე 120 889 ადამიანი შეადგინა.

12 აპრილი 2026, 12:04

საზოგადოება

დღეს და ხვალ თბილისში სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს

12-13 აპრილს ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი.

12 აპრილი 2026, 11:49

საზოგადოება

გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს ბაზაზე მოქმედ, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

დონალდ ტრამპი უმცროსი და ვიქტორ ორბანი

12 აპრილი 2026, 11:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უმცროსი: ევროპაში ერთ ლიდერს აქვს პირდაპირი კავშირი თეთრ სახლთან და იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ ვიქტორ ორბანს

„ჩვენს მეგობრებს უნგრეთში: ვიმედოვნებთ, რომ ხმას მისცემთ დამოუკიდებელ აზროვნებას და იმას, ვინც მხარს უჭერს პრინციპს - „ჯერ უნგრეთი“. ვიმედოვნებთ, რომ მხარს დაუჭერთ მამაჩემის მეგობარსა და მოკავშირეს. ევროპაში ერთ ლიდერს აქვს პირდაპირი კავშირი თეთრ სახლთან და იმედი მაქვს, მხარს დაუჭერთ ვიქტორ ორბანს“, - წერს ტრამპი.

12 აპრილი 2026, 11:20

მსოფლიო

ვიქტორ ორბანმა და პიტერ მადიარმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა

უნგრეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ 07:00 საათისთვის 3.46% შეადგინა, რაც წინა 3 საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

12 აპრილი 2026, 11:20

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრნენ.

ისმაილ ბაღაი

12 აპრილი 2026, 11:18

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი: არავინ ელოდა, რომ აშშ და ირანი შეთანხმებას პირველივე შეხვედრაზე მიაღწევდნენ

„რა თქმა უნდა, თავიდანვე არ უნდა გვქონოდა იმის მოლოდინი, რომ შეთანხმებას პირველივე შეხვედრაზე მივაღწევდით. ასეთი მოლოდინი არავის ჰქონია“, - აღნიშნა ბაღაიმ.

12 აპრილი 2026, 10:56

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ოჯახთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ოჯახთან ერთად, ბათუმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

ლევან იოსელიანი

12 აპრილი 2026, 10:52

საზოგადოება

ლევან იოსელიანი: საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღმოსავლური კალენდრით აღნიშნავს, ვულოცავ ამ რწმენის, იმედისა და სიყვარულის ზეიმს

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში მცხოვრებ ყველა ქრისტიანს, ვინც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღმოსავლური კალენდრით აღნიშნავს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

გივი მიქანაძე

12 აპრილი 2026, 10:48

საზოგადოება

გივი მიქანაძე სრულიად საქართველოსა და მართლმადიდებელ სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სრულიად საქართველოს და მართლმადიდებელ სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

ლეო XIV

12 აპრილი 2026, 10:32

მსოფლიო

რომის პაპი: კმარა ძალის დემონსტრირება! კმარა ომი! ჭეშმარიტი ძალა სიცოცხლის მსახურებაში ვლინდება

„ეკლესია ყოველთვის მშვიდობისკენ მოუწოდებს, „მაშინაც კი, თუ ომის ლოგიკაზე უარის თქმამ შეიძლება გაუგებრობა და ზიზღი გამოიწვიოს“ და ის მუდამ დანერგავს „უფრო მეტად ღვთისადმი მორჩილებას, ვიდრე რაიმე ადამიანური ხელისუფლებისადმი. კმარა ძალის დემონსტრირება! კმარა ომი! ჭეშმარიტი ძალა სიცოცხლის მსახურებაში ვლინდება“, - განაცხადა პაპმა.

12 აპრილი 2026, 10:23

მსოფლიო

აშშ-ისა და ირანის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა

„ცუდი ამბავი ის არის, რომ ჩვენ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ვფიქრობ, ეს გაცილებით უფრო ცუდი ამბავია ირანისთვის, ვიდრე შეერთებული შტატებისთვის“, - უთხრა ვენსმა ჟურნალისტებს პაკისტანიდან გამოფრენამდე.

12 აპრილი 2026, 10:16

საზოგადოება

სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ

სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

12 აპრილი 2026, 10:15

მსოფლიო

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ბუდაპეშტის დროით, დილის 6 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება. პარლამენტში მოსახვედრად პოლიტიკურმა პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

12 აპრილი 2026, 10:05

საზოგადოება

12-13 აპრილს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 12 და 13 აპრილს, საბურთალოს სასაფლაოს მიმდებარედ, უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება ცალმხრივად იქნება შესაძლებელი - სატრანსპორტო საშუალებები ახალი გვირაბიდან თამარაშვილის გამზირის მიმართულებით იმოძრავებენ.

მიხეილ ყაველაშვილი

12 აპრილი 2026, 10:01

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას შვილებთან ერთად დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი შვილებთან, პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.