არქივი

ესკალატორი

23 ოქტომბერი 2018, 23:49

მსოფლიო

მოსკოვის ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრში ესკალატორის კიბეები ჩაინგრა

მოსკოვის სამხრეთით ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრ Columbus-ში ესკალატორი ჩაინგრა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ესკალატორის ჩანგრევისას არავინ დაზარალებულა. გამოძიება ინციდენტის მიზეზებს ადგენს.

ბიძინა ივანიშვილი

23 ოქტომბერი 2018, 23:39

პოლიტიკა

ივანიშვილი: სამედიცინო კანაფის შესახებ კანონპროექტის მომზადებაში მეც ვმონაწილეობდი

სამ ჟურნალისტთან ინტერვიუს ფორმატში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კანაფის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ამ კანონპროექტში საუბარი მის კოსმეტიკური და სამედიცინო მიზნით წარმოებაზეა და არ ყოფილა საუბარი ნარკოტიკული საშუალების წარმოებაზე.

ბიძინა ივანიშვილი

23 ოქტომბერი 2018, 23:22

პოლიტიკა

ივანიშვილი: ხორავას ქუჩის და გირგვლიანის საქმეებს შორის პარალელი უზნეობაა

„ხორავას ქუჩის ტრაგედია მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. მაგრამ ის რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ამბავსა და გირგვლიანს შორის გავავლოთ პარალელები ეს უზნეობაა. გირგვლიანი სახელმწიფომ მოკლა და ხელი დააფარა ამ მკვლელებს“, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა სამ ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა..

ბიძინა ივანიშვილი

23 ოქტომბერი 2018, 23:12

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილმა დაბომბა თავისი ქვეყანა და არა საქართველომ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი ქვეყანა დაბომბა. ამის შესახებ მან სამ ჟურნალისტთან ინტერვიუს ფორმატში განაცხადა.

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინი შეხვედრა

23 ოქტომბერი 2018, 23:07

მსოფლიო

პუტინი და ტრამპი ერთმანეთს პარიზში 11 ნოემბერს შეხვდებიან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს 11 ნოემბერს, პარიზში, პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 100 წლისთავისთვის დაგეგმილ ღონისძიებაზე შეხვდებიან ერთმანეთს.

პლასტმასი

23 ოქტომბერი 2018, 23:00

ტექნოლოგიები

კვლევა: ადამიანის ორგანიზმში პირველად პლასტმასის ნაწილაკები აღმოაჩინეს

კვლევა ავსტრიისა და ვენის უნივერსიტეტების მეცნიერებმა 8 ქვეყანაში ჩაატარეს და ადამიანების ორგანიზმებში მიკროპლასტმასი აღმოაჩინეს. მიკროპლასტმასები გვხდება სხვადასხვა საგნებში, მათ შორის სინთეტიკურ ტანსაცმელში, საღებავში, სასმელ წყალში, ლუდში და წვიმის წყალშიც კი.

ბიძინა ივანიშვილი

23 ოქტომბერი 2018, 22:57

პოლიტიკა

ივანიშვილი: ერთ წელიწადში ყველაფერი შეიცვლება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა

„მე სამწუხაროდ დავბრუნდი პოლიტიკაში და მოვახერხებ რომ გუნდში ვერტიკალი დავამყარო, ნიჭიერები უფრო წინ წამოვიდნენ და უფრო აქტიურები გახდნენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სამ ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მეტროსადგური

23 ოქტომბერი 2018, 22:39

მსოფლიო

რომის მეტროში ავარიისას 30-მდე ადამიანი დაშავდა

დაშავებულებს შორის ხუთი მძიმე მდგომარეობაშია, ერთმა დაზარალებულმა ფეხები დაკარგა. ერთ-ერთი ვერსიით, ესკალატორზე ავარია გულშემატკივრების გამო მოხდა, ისინი ესკალატორის კიბეებზე დარბოდნენ, რა დროსაც ესკალატორი მოსწყდა და ქვემოთ დიდი სისწრაფით დაეშვა.

წითელა

23 ოქტომბერი 2018, 22:24

მსოფლიო

უკრაინაში წითელათი ერთ კვირაში 800 ადამიანი დაავადდა

უკრაინაში წითელათი დაავადების შემთხვევები ბავშვებში ძალიან მაღალია. ყველაზე მეტად 5-9 წლამდე ბავშვები ინფიცირდებიან. 2018 წელს წითელათი უკრაინაში 33 937 ადამიანი დაავადდა. აქედან 20 539 ბავშვია, ხოლო 13 398 კი მოზრდილი.

ბიძინა ივანიშვილი

23 ოქტომბერი 2018, 22:08

პოლიტიკა

ივანიშვილი: ფარცხალაძეზე გამოძიება მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ თავმჯდოარე ბიძინა ივანიშვილი სამ ჟურნალისტთან შეხვედრის ფორმატში აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ უნდა დასაჯოს ოთარ ფარცხალაძე, ან რატომ არის ცუდი, თუ ის ხვდება ბიზნესმენებს.

23 ოქტომბერი 2018, 21:55

კულტურა

დიდ ბრიტანეთში მუზეუმმა XVIII საუკუნის მოსწავლის რვეულები გამოაქვეყნა

რვეული 13 წლის მოსწავლეს რიჩარდ ბილს ეკუთვნოდა. რვეულზე ჩანაწერები კი მან 1784 წელს გააკეთა. როგორც ჩანს მოსწავლემ რვეულზე მათემატიკის გაკვეთილზე მოწყენილობის გამო დახატა. გამოქვეყნებულმა ნახატებმა სოციალურ ქსელებში დიდი მოწონება დაიმსახურეს.

გოგა ჩხეიძე

23 ოქტომბერი 2018, 21:53

სპორტი

გოგა ჩხეიძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

პოლონეთში მიმდინარე 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების წევრმა, 69 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოგა ჩხეიძემ, 1 ვერცხლისა და 2 ოქროს მედალი მოიპოვა.

ძიუდოისტები

23 ოქტომბერი 2018, 21:40

სპორტი

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ხახალეიშვილმა კანდიდატურა მოხსნა

„ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნებიდან კანდიდატურა მოვხსენი, რადგან ასე ჩავთვალე საჭიროდ. შესაძლოა დელეგატებზე ზეწოლაც ხდებოდეს, ზუსტად არ ვიცი, - ამის შესახებ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობის უკვე ყოფილმა კანდიდატმა დავით ხახალეიშვილმა განაცხადა.

წიგნი „14 გიგაბაიტი”

23 ოქტომბერი 2018, 21:27

კულტურა

აფხაზეთიდან დევნილი 12 არტისტის მეხსიერების ბარათებისგან წიგნი შეიქმნა

„14 გიგაბაიტი” - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც აფხაზეთიდან დევნილი 12 არტისტის მეხსიერების ბარათებისგან შედგება. კრებულის ავტორები ფიქრობენ, რომ ტრავმული წარსულის გააზრება აქტუალურია ყველა იმ ქვეყნისთვის, სადაც გაყინული, თუ მოქმედი კონფლიქტი არსებობს. ამიტომ, „14 გიგაბაიტის” ქართული ვერსიის საბაზისო ტირაჟი, მხოლოდ დასაწყისია.

23 ოქტომბერი 2018, 21:24

კულტურა

ქართული მულტფილმი დიდ ეკრანს უბრუნდება

ქართული მულტფილმი დიდ ეკრანს უბრუნდება. „რე-ანიმაცია“ - ასე ჰქვია ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ერთობლივ პროექტს, რომელიც მულტიპლიკაციური ფილმების რესტავრაციას ითვალისწინებს.

მეფე თეიმურაზი

23 ოქტომბერი 2018, 21:20

კულტურა

თეიმურაზ მეფის პორტრეტი საქართველოს დაუბრუნდა

თეიმურაზ მეფის პორტრეტი ბაგრატიონთა სამეფო ოჯახისა და კოლექციის შემადგენელი ნაწილია. პორტრეტის საქართველოში დაბრუნება ბიძინა ივანიშვილის დახმარებით მოხდა. უნიკალური პორტრეტი „ქართუ“ ფონდმა 38,400 აშშ დოლარად შეისყიდა და ხელოვნების მუზეუმს გადასცა.

23 ოქტომბერი 2018, 20:58

სამართალი

ტენდერში დამარცხებული კომპანია თავდაცვის სამინისტროს ნეპოტიზმში ადანაშაულებს

ტენდერი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებისთვის ზამთრის ყელიანი ფეხსაცმლის შესაძენად გამოაცხადა, ჭიანურდება. მიუხედავად იმისა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა, პროდუქციის შესყიდვა მაინც ვერ ხერხდება.

23 ოქტომბერი 2018, 20:57

პოლიტიკა

რისკ-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის გრიპის ვაქცინაცია უფასოა

როგორ უნდა დავიცვათ თავი გრიპის ვირუსისგან და როგორია ექიმების რეკომენდაცია - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებას სეზონური გრიპის ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. დარგის სპეციალისტების განმარტებით, გრიპის სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დგება, შესაბამისად, ვაქცინაციისთვის ოქტომბერი საუკეთესო დროა.

ლიონელ მედი

23 ოქტომბერი 2018, 20:37

სპორტი

ტრავმის გამო მესის ძილის პრობლემა აქვს

არგენტინელმა ტრავმა ესპანეთის ჩემპიონატის მეცხრე ტურში „სევილიასთან“ მატჩისას მიიღო. მანამდე, მესიმ გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება მოასწრო. ტრავმის გამო მესის აუტანელი ტკივილები აქვს, რაც ჩაძინებაში ხელს უშლის.

23 ოქტომბერი 2018, 20:28

სამართალი

იმედის საქმეზე სასამართლომ სკანდალური ჩვენება მოისმინა

7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ბადრი პატარკაციშვილისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეზე სასამართლოზე დღეს ხუთი მოწმე დაიკითხა. მათ შორის იყო სახმელეთო ჯარების სარდალი მამია ბალახაძე, რომლის განცხადებით, საჯარისო ნაწილები რუსთაველის გამზირზე გენერალური შტაბის მაშინდელი ხელმძღვანელის დავალებით გამოვიდნენ.

23 ოქტომბერი 2018, 20:25

პოლიტიკა

უცხოელი დამკვირვებლების დიდი ნაწილი უკვე საქართველოშია

57 საერთაშორისო მისია, 62 სადამკვირვებლო და 72 მედია ორგანიზაცია - უცხოელი დამკვირვებლების დიდი ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგისთვის მზადაა და უკვე საქართველოშია. საერთაშორისოსთან ერთად, ქვეყნის მაშტაბით ყველა უბანზე ადგილობრივ არასამთავრობოთა წარმომადგენლები იქნებიან.

ედიშერ სიგუა

23 ოქტომბერი 2018, 20:12

სამართალი

37 წლის მარტვილელი კაცი პოლიციელებს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ნაგვაზაოს მცხოვრები 37 წლის ედიშერ სიგუა მარტვილის პოლიციას ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. როგორც სიგუა აცხადებს, პოლიციელებმა ის ნასვამ მდგომარეობაში დააკავეს და ჯერ გზაში, შემდეგ კი უკვე პოლიციის განყოფილებაში სცემეს.

რობოტი

23 ოქტომბერი 2018, 20:03

ტექნოლოგიები

ამერიკელმა სამხედროებმა რობოტი-მასწავლებელი შექმნეს

პროგრამისტებმა რობოტის მეხსიერებაში პოლიტიკური ფილოსოფიისა და ომის წარმოების თეორიის საკითხები ჩატვირთეს. ამასთან ანდროიდი არ არის მიერთებული ინტერნეტთან და ვიკიპედიასთან, ის მხოლოდ მის მეხსიერებაში ჩატვირთულ ალგორითმებს იყენებს.

კანაფი

23 ოქტომბერი 2018, 19:48

მსოფლიო

სამხრეთ კორეა მოქალაქეებს კანადაში კანაფის მოხმარებისთვის ჯარიმით დაემუქრა

„კანადის მასშტაბით, ხვალ ძალაში შევა კანონი კანაფის ლეგალიზების შესახებ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ იქაც კი, სადაც ეს ლეგალიზებულია, გახსოვდეთ, რომ თქვენ სამხრეთ კორეის მოქალაქეები ხართ. მოწევის (ან შეძენა, შენახვა, გადაზიდვის) შემთხვევაში, დაჯარიმდებით“ - წერია კანადაში სამხრეთ კორეის საელჩოს გვერდზე.

კანაფის მარში კიევში

23 ოქტომბერი 2018, 19:38

მსოფლიო

კიევში „კანაფის მარში“ გაიმართება

„ადამიანი, რომელიც მცირე რაოდენობით კანაფს ინახავს არა გაყიდვის, არამედ პირადი მოხმარების მიზნით, უკრაინაში 3 წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. კანონდამრღვევების გამოვლენა პოლიციისთვის პრიორიტეტად იქცა, მაშინ, როდესაც მომხმარებლები არანაირად არ არიან დაკავშირებულნი ნარკოტიკებით ვაჭრობასთან,“ - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ჯამალ ჰაშაღის ოჯახი

23 ოქტომბერი 2018, 19:22

მსოფლიო

საუდის არაბეთის მეფემ და პრინცმა ჯამალ ჰაშაღის ოჯახს მიუსამძიმრეს

საუდის არაბეთის მეფე სალმანმა და პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა ერ-რიადში, სამეფო სასახლეში, მოკლული საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშაღის ოჯახს უმასპინძლეს. სამეფოს მმართველებმა ჰაშაშის ძმას, სალ ბინ აჰმედ ჰაშაღსა და ვაჟს, სალაჰ ჯამალ ჰაშაღს მიუსამძიმრეს. მოკლული ჟურნალისტის ოჯახის წევრებმა კი, მეფესა და პრინც მადლობა გადაუხადეს.

ქორწინება

23 ოქტომბერი 2018, 19:20

ტაბლოიდი

უკარებებს ყველაზე მყარი ოჯახები აქვთ

„თუ თქვენ ბევრი სექსუალური პარტნიორი გყავთ ეს არ ნიშნავს, რომ საწოლში იდეალური ხართ, არამედ იმაზე მიუთითებს, რომ ურთოერთოების აწყობა არ შეგიძლიათ“, - ადასტურებს კვლევის შედეგებს მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი, სოციოლოგი ფილიპ კოენი.

Exodus 1 ახალი მობილურები HTC

23 ოქტომბერი 2018, 19:20

ტექნოლოგიები

HTC-მა პირველი ბლოკჩეინ სმარტფონი წარადგინა

პირველ ბლოკჩეინ სმარტფონს 6-დიუმიანი QUAD HD+ ეკრანი აქვს. მასში ჩაყენებულია Qualcomm-ის პროცესორი Snapdragon 845. მობილურის ოპერატიული მეხსიერება 6 გიგაბაიტი, ხოლო შიდა მეხსირება 128 გიგაბაიტია. ელემენტის მოცულობა 3500 mAh არის.

23 ოქტომბერი 2018, 19:14

მსოფლიო

თურქეთში არქეოლოგებმა 9 ათასი წლის შტამპი იპოვეს

ქსპერტები შტამპს ჩვ.წ.აღ-მდე მე-7 ათასწლეულით ათარიღებენ. ნივთი სავარაუდოდ კერძო მფლობელს ეკუთვნოდა. მას გეომეტრიული მოხაზულობები აქვს. აღმოჩენა სალენტოს უნივერსიტეტის არქეულოგთა ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც გათხრებს ქალაქ მერსინში აწარმოებდა. აღმოჩენილია უძველესი ისრები და ნეოლითის ხანის სხვა ნივთებიც.

სტივენ კინგი

23 ოქტომბერი 2018, 18:58

კულტურა

სტივენ კინგმა სტუდენტებს თავისი ნაწარმოების ეკრანიზაციის უფლება მიჰყიდა

სტივენ კინგმა ბლაინაი-გვენტის კინოაკადემიის სტუდენტებს თავისი ნაწარმოების ეკრანიზაციის უფლება მილიონ დოლარად მიჰყიდა. ამის შესახებ გამოცემა SyFy Wire-ი იტყობინება. საუბარია მოთხრობაზე „ველოტრენაჟორი,“ რომელიც მოთხრობათა კრებულში „მზის ჩასვლის შემდეგ“ შედის. აკადემიის ხელმძღვანელობამ მწერალთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.