არქივი
02 თებერვალი 2019, 23:51
ტექნოლოგიები
მეცნიერები აფრიკული პინგვინების გადასარჩენად სპერმის ბანკს შექმნიან
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ აფრიკული პინგვინის გადაშენებისაგან გადასარჩენად სპერმის ბანკის შექმნაა საჭირო. მეოცე საუკუნის დასაწყისში პინგვინების პოპულაცია 1 მილიონს აღწევდა. 2010 წლის მონაცემებით კი 55 ათასამდე შემცირდა. ფრინველის ამ სახეობის გდარჩენას ფონდი SANCCOB-ი ცდილობს. ბიოლოგები გეგმავენ რომ პინგვინების ხელოვნურად გამრავლების მეთოდი შეიმუშავონ.
02 თებერვალი 2019, 23:46
კულტურა
ფლორიდის მუზეუმში სალვადორ დალის ნახატების შესახებ თავად მხატვარი „ილაპარაკებს“
ფლორიდაში 1982 წელს სალვადორ დალის მუზეუმი გაიხსნა. მუზეუმში თავმოყრილია დალის ნამუშევრების მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია. 2019 წლის აპრილიდან დალის მუზეუმში მისულ სტუმრებს უჩვეულო გამოფენა დახვდებათ. Dali Lives - ასე ჰქვია კონცეფციას, რომელსაც მუზეუმი დამთვალიერებლებს შესთავაზებს.
02 თებერვალი 2019, 23:14
მსოფლიო
ალეპოში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 11 ადამიანი ემსხვერპლა
BBC-ის ცნობით, სულ მცირე 11 ადამიანი, მათ შორის ბავშვები დაიღუპნენ ალეპოში მრავალსართულიანი შენობის ჩამონგრევისას. კორპუსი ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაბომბვების შედეგად არამყარად იდგა.
02 თებერვალი 2019, 23:00
ეკონომიკა
ესპანეთში უმუშევრობის დონე 2,98%-ით შემცირდა
უმუშევრობის დონე ესპანეთში 10 წლის მინიმუმზეა. ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის მეოთხე კვარტალში 19,56 მილიონით (2,98%) გაიზარდა 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
02 თებერვალი 2019, 22:57
ტაბლოიდი
როგორ დახატეს ჭიპი? კანადელები თოვლზე დახატული დათვის საიდუმლოს სამი დღე ხსნიდნენ
მონრეალში თოვლზე გიგანტური დათვი დახატეს, რომელსაც აქვს თვალები, პირი და ჭიპიც კი. კანადელები კი ცდილობდნენ დაედგინათ: როგორ გამოსახა ავტორმა ჭიპი ისე, რომ თოვლზე ნაკვალევი არ დატოვა?რამდენიმე დღე ინტერნეტში სხვადასხვა ვერსიებზე მსჯელობდნენ.
02 თებერვალი 2019, 22:30
ეკონომიკა
იტალიის ვალი ევროკავშირის ქვეყნების მიმართ 2,3 ტრილიონი ევროა
იტალიის ეკონომიკა ტექნიკური რეცეესიის (შემცირება) ფაზაშია. ქვეყნის შიგა პროდუქტი (მშპ) ორი კვარტლის მონაცემებით შემცირდა. ქვეყნის შიდა ვალი ევროკავშირის ქვეყნების მიმართ 2,3 ტრილიონი ევროა. ბოლო 25 წლის განმავლობაში იტალიის ეკონომიკის ზრდის ტემპი დაბალია.
02 თებერვალი 2019, 22:19
ტაბლოიდი
ამერიკელ გოგოს თმა გაეყინა. ვიდეო 🥶
შტატ აიოვაში მცხოვრებმა ტეილორ სკალონმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელსაც „ტვიტერზე“ უკვე ორ მილიონზე მეტი ნახვა აქვს. გოგო სველი თმით ქუჩაში გავიდა და გადაიღო ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ გაეყინა მას თმა.
02 თებერვალი 2019, 21:59
კულტურა
ეგვიპტის დასახლებაში 50 მუმია იპოვეს
მუმიებს შორის, 12 ბავშვის იყო. ისინი კაიროს მახლობლად დასახლების სამარხში 9 მეტრ სიღრმეში იპოვეს. არქეოლოგების თქმით, მათი ვინაობა უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ისინი საშუალო კლასის წარმომადგენელი ადამიანები იყვნენ. ეგვიპტის სიძველის სამინისტროს განცხადებით, არქეოლოგებმა 50 მუმია იპოვეს, რომლებიც პტოლემეების ეპოქას მიეკუთვნებიან (ძვ.წ. 305-30).
02 თებერვალი 2019, 21:43
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა შექმნეს ალგორითმი, რომელიც ადამიანის აზრებს წაიკითხავს
ეს ეპოქალური მოვლენა „კომპიუტერული-ადამიანის“ ინტერფეისის სფეროში ახალ შესაძლებლობებს ქმნის. კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის ექსპერიმენტის ძირითადი ელემენტი ხელოვნური ინტელექტის ახალი ალგორითმი იყო, რომელიც თავის ტვინის ელექტროქიმიურ აქტივობას ხმოვან სიგნალებს ადარებს, შემდეგ კი მიღებული ინფორმაციისგან შინაარსობრივ წინადადებას ადგენს.
02 თებერვალი 2019, 21:31
სპორტი
მადრიდის „რეალს“ ნეიმარის ყიდვა სურს
მადრიდის რეალს გადაწყვეტილი აქვს, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი იყიდოს. „რეალი“ პარიზელებს სანაცვლოდ ფრანგ ფორვარდ კარიმ ბენზემს სთავაზობს. ტრანსფერის ფასი სავარაუდოოდ 120 მილიონი ევროა. ესპანური კლუბის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს ნემარის ყიდვა კარგახანია სურს.
02 თებერვალი 2019, 21:03
მსოფლიო
ვენესუელაში ოქროს შესყიდვის გამო აშშ თურქეთს სანქციებით ემუქრება
ამერიკის შეერთებული შტატები (აშშ) თურქეთზე ზეწოლას ზრდის, რომ ვენესუელაში ოქროს შესყიდვა შეაჩეროს. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ვენესუელაში ოქროს ყიდულობენ, თურქეთი ერთ-ერთია, რომელიც აშშ-ს ყველაზე მეტად აღიზიანებს. არსებობს ეჭვი, რომ თურქეთში ექსპორტირებული ოქრო ხვდება ირანის ბაზარზე რაც არღვევს აშშ-ს სანქციებს.
02 თებერვალი 2019, 20:36
ეკონომიკა
საფრანგეთში მსხვილი საკვები ბრენდების პროდუქცია გაძვირდება
საფრანგეთში, ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ Nutella, Coca cola ყველი President-ი გაძვირდება. ახალი კანონის თანაცმად, მსხვილი ბრენდების პროდუქცია ბაზარზე თვითღირებულებაზე დაბალ ფასში არ უნდა გაიყიდოს. ამ ხერხს მიმართავენ სადისტრიბუციო ქსელები, რომ სხვა პროდუქციის რეალიზაცია წაახალისონ.
02 თებერვალი 2019, 20:30
სამართალი
ცნობილია ადამიანი, რომელმაც უკანონო ვიდეოჩანაწერი YouTube-ზე ატვირთა
Youtube-ზე უკანონო ვიდეოჩანაწერი 24 წლის ზურა სოლომნიშვილმა ატვირთა, რომელიც „საქართველოს ბანკში“ მუშაობს და ერთ-ერთი უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე სწავლობს. ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს.
02 თებერვალი 2019, 20:16
პოლიტიკა
ავლაბრის რეზიდენციაში შეიძლება ქართული კულტურის მუზეუმი განთავსდეს
საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმის განთავსება განიხილება. ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
02 თებერვალი 2019, 19:53
პოლიტიკა
რაზე შეთანხმდნენ ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“
შევთანხმდით, რომ ერთადერთი რაც წააქცევს „კლანს“ და იმ შავ-ბნელ ძალას, რომელიც მას მფარველობს, არის ერთიანი ფრონტი,- ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ პარლამენტში ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
02 თებერვალი 2019, 19:49
მსოფლიო
პეტრო პოროშენკომ შემოსავლები გაასაჯაროვა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2017 წელს 16 მილიონი გრივნა (600 ათასი დოლარი) გამოიმუშავა. აქედან სახელფასო სემოსავალმა 336 გრივნა(12,2 ათასი დოლარი). 15,7 მილიონი გრივნა (573,6 ათასი დოლარი) შემოსავალი პოროშენკომ პროცენტის სახით საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის დეპოზიტიდან მიიღო.
02 თებერვალი 2019, 19:34
ტაბლოიდი
ინდოეთის აეროპორტში მგზავრს ლეოპარდის ბოკვერი უპოვეს
ტაილანდიდან ჩასული მგზავრი ინდოეთს აეროპორტში დააკავეს, მას შემდეგ რაც საბაჟოს ოფიცრება მას ჩემოდანში ლეოპარდის ბოკვერი უპოვეს. ეჭვი ოფიცრებს მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც ჩემოდნიდან უცნაური ბგერები გაიგონეს. სამართალდამცველები ცდილობენ დაადგინონ, არის თუ არა მგზავრი კონტრაბანდისტული ბანდის წევრი.
02 თებერვალი 2019, 19:09
სპორტი
ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიას ტურნირზე მეხუთე ნომრად განთესილი იქნება
მსოფლიოს 22-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი 2019 წლის სეზონში მორიგ ტურნირს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩაატარებს.ბასილაშვილს შარშან სოფიაში არ უთამაშია, 2017 წელს კი იქ სერიოზულ წარმატებას მიაღწია – ერთ-ერთ ეტაპზე ავსტრიელ დომინიკ ტიმს მოუგო, ნახევარფინალმდე მიაღწია, სადაც მომავალ ჩემპიონთან დიმიტროვთან წააგო.
02 თებერვალი 2019, 19:02
ეკონომიკა
დასახელდა ევროპის სამი ქალაქი, რომელიც საბიუჯეტო ტურიზმში ლიდერობს
ბრიტანეთის მომხმარებელთა ასოცოაცია Which? -მა ევროპის ქალაქები დაასახელა, რომელიც ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველია. პირველ ადგილზეა პოლონეთის კრაკოვი, მეორეა ესპანეთის ბარსელონა, ხოლო მესამეა უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი.Which? -მა რეიტინგი საიტის მომხმარებელთა გამოკითხვის შედეგად შეადგინა, რომელთაც ევროპის ქალაქები 6 კრიტერიუმით შეაფასეს
02 თებერვალი 2019, 18:54
პოლიტიკა
მდინარაძე: პრინციპებზე უკვე შევთანხმდით
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობამ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწია. მისი განმარტებით, რამდენიმე დეტალის გარდა, მმართველი გუნდი პრინციპებზე უკვე შეთანხმდა.
02 თებერვალი 2019, 18:36
მსოფლიო
ვენესუელის საჰაერო ძალების გენერალმა ხუან გუაიდო პრეზიდენტად აღიარა
ვენესუელის დივიზიონის გენერალი და სამხედრო ავიაციის სტრატეგიული დაგეგმვის დირექტორი ფრანცისკო ესტებან იანეს როდრიგესი მხარს უჭერს ვენესუელის თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს ხუან გუაიდოს. ამის შესახებ მან სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
02 თებერვალი 2019, 18:34
პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე უმრავლესობის გადაწყვეტილებაში ვერ გაერკვა
თუ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით ღირსეულ მოსამართლეებს ვერ ვირჩევთ, მაშინ მოსამართლეობის სტანდარტი კი არ უნდა შევამციროთ, არამედ კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სამუშაო შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.
02 თებერვალი 2019, 18:32
პოლიტიკა
ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარს არ უჭერს
„ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა ჩემთვის არის იმ ღირებულებების და ფასეულობების დაცვა, რომელსაც ჩვენ ვიცავთ ამ პროცესში. ამიტომ ჩემთვის არამხოლოდ სახელს და გვარს, არამედ სტანდარტების დაცვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, - აცხადებს ეკა ბესელია.
02 თებერვალი 2019, 18:23
ტაბლოიდი
ბრიტანეთის სამეფო ოჯახმა მეძავებს საჩუქრები დაურიგა
საჩუქრებს შორის უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელი, ბანანი, მაფინი და ჩიპსი იყო. „შენ განსაკუთრებული ხარ“, „შენ ძლიერი ხარ“, „შენ მამაცი ხარ“, „შენ პატივსაცემი ხარ“ - ამ და სხვა შინაარსის წარწერები ბანანებზე პრინცი ჰარის ცოლმა მეგან მარკლმა გააკეთა. იდეა სასექსის ჰერცოგინიას ეკუთვნის.
02 თებერვალი 2019, 18:19
მსოფლიო
არაბებმა ვენესუელას ოქროზე უარი თქვეს
კომპანია Noor Capital-მა არაბთა გაერთანებული ემირატებიდან განაცხადა, რომ ვენესუელას ცენტრალური ბანკისგან ოქროს აღარ იყიდის, ვიდრე ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ დაერეგულირდება. თუმცა კომპანიამ 21 იანვარს განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკიდან 3 ტონა ოქროს შეისყიდიდა.
02 თებერვალი 2019, 18:13
ტაბლოიდი
ვიკიპედიის ყველაზე მეტი სტატიის რედაქტორი მრავალჟამიერს მღერის
სტივენ პრუიტი ინგლისურენოვანი ვიკიპედიის მოხალისე რედაქტორია. მას შექმნილი აქვს 35 ათასი ორიგინალი სტატია და შესწორებული აქვს რეკორდული რაოდენობა - თითქმის 3 მილიონი. 2017 წელს, პრუიტი ჟურნალმა Time-მა ინტერნეტის 25 ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიაში შეიყვანა.
02 თებერვალი 2019, 18:00
პოლიტიკა
უმრავლესობამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილი დაასახელა
იურიდიული კომიტეტის ახალი თავმჯდომარის საკითხზე დღეს "ქართული ოცნების" ოფისში იმსჯელეს. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას ახალ პოზიციაზე საგაზაფხულო სესიაზე უყრიან კენჭს. ამ დროისთვის კი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას დავით მათიკაშვილი ასრულებს.
02 თებერვალი 2019, 17:52
მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი: ჩრდილოეთ მაკედონიის რესპულიკა ნატოს პროტოკოლს ხელს 6 თებერვალს მოაწერს
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ალიანსთან მიერთების შესახებ Twitter-ზე წერს: „6 თებერვალს ჩვენ დავწერთ ისტორიას. ნატოს მოკავშირეები ხელს მოაწერენ პროტოკილს , რათა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა მიუერთდეს ალიანსს. დოკუმენტს ხელს მოაწერს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლაი დიმიტროვი“.
02 თებერვალი 2019, 17:45
მსოფლიო
ხუან გუაიდო ვენესუელაში მასშტაბურ დემონსტრაციას აანონსებს
ვენესუელის თვითგამოცხადებულმა დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუიდომ ასობით ათასს ადამიანს მობილიზაციისკენ მოუწოდა და მთელი ქვეყნის მასშტაბით დემონსტრაციის ჩატარება შესთავაზა. მასშტაბური საპროტესტო აქცია პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ზეწოლის მიზნით გაკეთდება, რათა ის მშვიდობიანად გადადგეს და დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები.
02 თებერვალი 2019, 17:26
პოლიტიკა
ქარმა ნაფეტვრებში გაზის მილები წააქცია
ნაფეტვრებში ამბობენ, რომ გაზის მიწოდება მათ ხშირად უწყდებათ, რის მიზეზადაც გაზმომარაგების კომპანია „სოკარი“ ავარიულ შემთხვევებს ასახელებს. „სოკარში“ ამტკიცებენ, რომ მათ სამუშაოები ყველა წესის დაცვით განახორციელეს. მილების დაზიანებას კი კომპანიაში, გზის სამუშაოებს უკავშირებენ.


