არქივი
04 თებერვალი 2019, 23:56
ეკონომიკა
IKEA ავეჯის გაქირავებას იწყებს
პირველი ქვეყანა, სადაც ავეჯი გაქირავდება, შვეიცარია იქნება. მომსახურება კომპანიის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანი ეკოლოგიური ბიზნესის განვითარებაა. პირველ ეტაპზე მხოლოდ საოფისე ავეჯი გაქირავდება. მომავალში კი სამზარეულოს ავეჯის გაქირავებაც იგეგმება.
04 თებერვალი 2019, 23:35
პოლიტიკა
სოფელ ნიქოზთან ოკუპანტებმა სასულიერო პირი დააკავეს
მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, როცა შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა გაქცევა შეძლეს.
04 თებერვალი 2019, 23:27
მსოფლიო
ხუან გუაიდო: ვენესუელაში სამოქალქო ომის საფრთხე გამოგონილია
ხუან გუაიდომ საკუთარი თავის პრეზიდენტად გამოცხადების შემდეგ უამრავი ქვეყნის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა მოიპოვა. მადურომ განაცხადა, რომ სამოქალაქო ომის დაწყება აშშ-სა და მისი მოკავშირეების „სიგიჟეზე“ იქნება დამოკიდებული. გუაიდო კონკურენტის განცხადებას „გამოგონილს“ უწოდებს.
04 თებერვალი 2019, 23:18
მსოფლიო
მსოფლიოს ყველაზე ცივი ადგილები დასახელდა
სიის სათავეში მონღოლეთის დედაქალაქი ულანბატორი მოხვდა, რომელიც ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. აქ ჰაერის ტემპერატურა იანვარში -16-ზე მაღლა იშვიათად იწევს.მეორე ადგილზეა ანტარქტიდაზე მდებარე სადგური „ვოსტოკი“, რომელსაც რუსეთი იყენებს.
04 თებერვალი 2019, 22:53
მსოფლიო
მოგადიშოში განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ალ-შაბააბმა“ აიღო
ირკვევა, რომ ტერაქტს, სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. „ალ-შაბააბი“ ქვეყნის სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში მდებარე რეგიონული ცენტრებიდან გააძევეს. მიუხედავად ამისა დაჯგუფება სომალიში და მეზობელ ქვეყნებში თავდასხმებს მაინც ახორციელებს.
04 თებერვალი 2019, 22:42
ეკონომიკა
ბრიტანეთი ბიზნესმენ ვიჯეი მალიას ექსტრადირებაზე თანახმაა
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ინდოელი ბიზნესმენის - ვიჯეი მალიას ექსტრადირების ნებართვა გასცა. ინდოეთში მას თაღლითობას ედავებიან. მალიამ ინდოეთი 2016 წლის მარტში, $1 მილიარდზე მეტი დავალიანების გადაუხდელობის გამო დატოვა. ბიზნესმენს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 14 დღე აქვს.
04 თებერვალი 2019, 22:30
კულტურა
კოპენჰაგენში სინათლის ფესტივალი იმართება
ღონისძიების ფარგლებში სინათლის შოუსა და 40-მდე ინსტალაციას წარადგენენ. ფესტივალი დანიის დედაქალაქის ახალი ტრადიცია გახდა. ღონისძიება წელს უკვე მეორედ იმართება და თითქმის 1 თვეს, 24 თებერვლამდე გაგრძელდება.
04 თებერვალი 2019, 22:16
ტექნოლოგიები
ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში 5 თებერვლიდან Flickr-ი ფოტოებს წაგიშლით
უფასო სერვისის გამომწერებს Flickr-ი 1TB-იანი მეხსიერების ნაცვლად 1,000 ფოტოს ატვირთვის საშუალებას აძლევს. ცვლილება ამ ტიპის ექაუნთების მფლობელებისთვის ფაქტობრივად უფლებამოსილების შემცირების ტოლფასია. Flickr-მა უფასო გამომწერების უფლებების შემცირებაზე განცხადება 2018 წლის პირველ ნოემბერს გააკეთა.
04 თებერვალი 2019, 21:47
ტექნოლოგიები
Galaxy S10-ს მომდევნო თაობის WiFi-ს მხარდაჭერა ექნება
S10-ს ხაზი, რომელსაც Samsung-ი თებერვალში წარადგენს, იმ პირველ სმარტფონებს შორის იქნება, რომელთაც WiFi 6-ს მხარდაჭერა ექნებათ. Samsung-ის სმარტფონების ახალი ხაზს Snapdragon 855-ის ჩიპი ექნება, რომელიც მიმდინარე წელს სხვა კომპანიებმა Android მოდელებზე გამოიყენეს.
04 თებერვალი 2019, 21:36
პოლიტიკა
პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეს, ტოივო კლაარს შეეხვდა. მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.
04 თებერვალი 2019, 21:02
პოლიტიკა
რა განთავსდება ავლაბრის რეზიდენციაში
საკითხზე, თუ რა უნდა განთავსდეს ავლაბრის რეზიდენციაში, დეპუტატებისგან შემდგარი შვიდკაციანი სპეციალური ჯგუფი მუშაობას ხვალიდან დაიწყებს. არ არის გამორიცხული, სპეციალურად მიხეილ სააკაშვილისთვის აშენებულ მასშტაბურ შენობაში უახლოეს მომავალში სამუზეუმო სივრცე მოეწყოს.
04 თებერვალი 2019, 20:55
კულტურა
მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა
გურანდა გაბუნიამ 1960 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტი წოდება. 1997 წელს იყო ფოთის საპატიო მოქალაქე. მიღებული აქვს ღირსების ორდენი, იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.
04 თებერვალი 2019, 20:49
მსოფლიო
ირანის კოსმოსური კვლევების ცენტრში ხანძარს სამი მეცნიერი ემსხვერპლა
ხანძარმა ბოლო მონაცემებით, სამი მეცნიერი იმსხვერპლა. მათი დაღუპვის ფაქტი ირანის ტელეკომუნიკაციების მინისტრმა მუჰამედ ჯავად აზარი ჯაჰრომიმაც დაადასტურა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ირანის ახალგაზრდა კოსმოსურმა პროგრამამ ორბიტაზე რამდენიმე მოკლევადიანი სატელიტი გაუშვა.
04 თებერვალი 2019, 20:33
სპორტი
სნუკერისტი კაირენ უილსონი „გერმანიის მასტერსის“ გამარჯვებულია
27 წლის ბრიტანელმა სნუკერისტმა ფინალში დევიდ გილბერტი ანგარიშით 9:7 სძლია. სარეიტინგო ტურნირებში ეს კაირენის მესამე გამარჯვება იყო. 2015 წელს მას შანხაის „მასტერსი“, ხოლო 2018 წელს „პოლ ჰანტერ კლასიკი“ მოიგო. ტურნირის გამარჯვებულს წილად 80 ათასი ფუნტი ხვდა.
04 თებერვალი 2019, 20:32
პოლიტიკა
რას ითვალისწინებს ბავშვთა უფლებების დაცვის კოდექსი
პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ავტორები ფიქრობენ, რომ UNICEF-თან ერთად შემუშავებული დოკუმენტი ბავშვებზე ძალადობის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრის გარანტი იქნება. კანონპროექტი როგორც ოჯახში, ასევე საჯარო სივრცეში ბავშვზე ყველა ტიპის ძალადობისგან დაცვას ითვალისწინებს.
04 თებერვალი 2019, 20:15
ტექნოლოგიები
Fortnite: Marshmello-ს ვირტუალურ კონცერტს მილიონობით ადამიანი უყურებდა
Marshmello-ს ვირტუალურ საღამოზე 2018 წლის ჰიტები Everyday და Happier-ი შესრულდა. ვირტუალური კონცერტის მსვლელობისას სცენაზე Marshmello-ს ავატარი იყო წარმოდგენილი, აუდიტორია კი ვირტუალური მომხმარებლის კომპიუტერული გამოსახულება იყო, რომელებიც სცენის წინ ცეკვავდნენ.
04 თებერვალი 2019, 19:44
სამართალი
სპეცოპერაციისას დაკავებული ლუკა ჩხეტია და კიდევ 4 პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს დაცვის მხარემ მიმართა, რასაც ბრალდების მხარეც დაეთანხმა. კიდე 2 დაკავებულის საქმის განხილვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების მიზნით გადაიდო.
04 თებერვალი 2019, 19:34
პოლიტიკა
ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი უფროსი ჩერნოვეცკის ფონდთან კავშირს ხვალ განმარტავს
მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ დაფუძნებული გაერთიანება „ბედნიერი საქართველოსთვის“ მსხვილი შეწირველია.
04 თებერვალი 2019, 19:29
ტაბლოიდი
ინდოელი მშობლებს მისი გაჩენისთვის სასამართლოში უჩივლებს
ქალაქ მუმბაიში მცხოვრები 27 წლის რაფაელ სამუელი ანტინატალისტური მოძრაობის წევრია. ის და მისი თანამოზარეები მიიჩნევენ, რომ ბავშვებს ამ ქვეყნად იმდენი განსაცდელი ელის, რომ ადამიანები არ უნდა გამრავლდნენ.
04 თებერვალი 2019, 19:28
ტექნოლოგიები
Tesla ავტომობილებში Maxwell-ის ტექნოლოგიას გამოიყენებს
Maxwell-ის ტექნოლოგიის შეძენა Tesla-ს ელექტრო ავტომობილების აკუმულატორების ტექნოლოგიის განვითარებაში დაეხმარება. ეს იმ ფონზე, როდესაც ამერიკულ ავტომწარმოებელს Model 3 სედანის პროდუქციის წარმოების ზრდა სურს. Maxwell-ის მომხმარებლები General Motors-ი და Lamborghini არიან.
04 თებერვალი 2019, 19:03
ტექნოლოგიები
Google-ის ახალი ფუნქცია სმენადაქვეითებულ ადამიანებს დაეხმარება
სუბტიტრების ფუნქციის მეშვეობით სმენადაქვეითებული ადამიანი გარშემომყოფებთან ურთიერთობას უპრობლემოდ შეძლებს. მათი დიალოგი კი Android სმარტფონის ეკრანზე, რეალურ დროში გამოჩნდება. რაც შეეხება მეორე ფუნქციას - ხმის გამაძლიერებელს, ის სმენადაქვეითებულებს მოსმენილის უკეთ გაგებაში დაეხმარება.
04 თებერვალი 2019, 18:59
ტაბლოიდი
ჰონგ-კონგს გარეული ღორები შეესივნენ
გარეული ღორების თავშეყრის ძირითადი ადგილი ნაგავსაყრელებია, თუმცა რამდენჯერმე ისინი ჰონგ კონგის ცენტრალურ მოედანზე, სავაჭრო ცენტრებში და აეროპორტის ასაფრენ ბილიკზეც კი ნახეს. სპეციალისტების თქმით, გარეულ ღორებს ადამიანების მიმართ შიში დაკარგული აქვთ.
04 თებერვალი 2019, 18:39
მსოფლიო
ალპებში ზვავს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა
იტალიის ქალაქ აოსტას რაიონში 5 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაკარგულად მიიჩნევა, ავსტრიის საზღვართან მდებარე ქალაქ ბალცანოში ზვავს 18 წლის მოთხილამურე, ლომბარდიაში კი სნოუბორდისტი ემსხვერპლნენ. 1 მსხვერპლი საფრანგეთში იპოვეს, 2 გარდაცვლილი ტურისტი კი შვეიცარიაში.
04 თებერვალი 2019, 18:35
სამართალი
ახალქალაქის ბაზრის დირექტორის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. ვიდეო
ახალქალაქის ბაზრის საქმეზე განაჩენი მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ დღეს გამოაცხადა, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოსამართლემ ახალქალქის ბაზრის დირექტორი და ამავე ბაზრის კონტროლიორი დამნაშავედ ცნო და ოთხ–ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
04 თებერვალი 2019, 18:26
სპორტი
„რეალი“ მოდრიჩს კონტრაქტს გაუგრძელებს
გამოცემის ინფორმაციით, 33 წლის ხორვატი ესპანეთის სამეფო კლუბში კიდევ ერთ ან ორ სეზონს ითამაშებს. მოქმედი კონტრაქტი მოდრიჩს 2020 წლის 30 ივნისს ეწურება. მიმდინარე სეზონში მან მადრიდელთა მაისურით 30 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. გადაწყვეტილება „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გააჟღერა.
04 თებერვალი 2019, 18:23
სამართალი
შსს-ს და სამხარაულის ბიუროს ექსპერტები: მერაბ კვირიკაშვილი ავარიას თავიდან ვერ აიცილებდა
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები ამბობენ, რომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს ავტოსაგზაო შემთხვევის აცილება არ შეეძლო. ამის შესახებ ექსპერტებმა ქუთაისის რაიონულ სასამართლოში კვრიკაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესზე თქვეს.
04 თებერვალი 2019, 18:19
კულტურა
ამერიკელი მსახიობი ჯული ადამსი გარდაიცვალა
ადამსი 92 წლის იყო. მან თავისი პირველი როლი 25 წლის ასაკში NBC-ის სერიალში „ჩვენი სეანსის დრო“ მიიღო. 50-იან წლებში ის ისეთ მსახიობებთან ერთად თამაშობდა, როგორებიც არიან როკ ჰადსონი, ჯეიმს სტიუარტი, გლენ ფორდი და ჩარლტონ ჰესტონი.
04 თებერვალი 2019, 18:13
პოლიტიკა
მიხეილ ბატიაშვილი: ზუგდიდში სტუმარმასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ზუგდიდში სტუმარ-მასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება. ამის შესახებ მინისტრმა პროფესიული განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
04 თებერვალი 2019, 18:00
ტექნოლოგიები
Facebook-ი 15 წლის გახდა
თავიდან Facebook-ი ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი, დღეს კი პლატფორმა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელია, რომელსაც მსოფლიოში 2 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. Facebook-ი 19 წლის ცუკერბერგმა 2004 წლის 4 თებერვალს დააარსა.
04 თებერვალი 2019, 17:56
პოლიტიკა
დეკანოზის ოჯახის წევრები საპატრიარქოსთან კარავს შლიან
საქართველოს საპატრიარქოსთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა. ოჯახი და დეკანოზის ახლობლები მოითხოვენ, რომ დეკანოზს ზიარების უფლება მიეცეს. ასევე მოითხოვენ ციხიდან მის გათავისუფლებას. დეკანოზ მამალაძის ოჯახის წევრებმა საპატრიარქოს წინ კარვის გაშლაც დაიწყეს.


