imedi /  04 თებერვალი 2019, 23:35 / სანდო წყარო

სოფელ ნიქოზთან ოკუპანტებმა სასულიერო პირი დააკავეს

სოფელ ნიქოზში, საოკუპაციო ხაზთან ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაზე რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი მცხოვრები მამა დავით დურგლიშვილი დააკავეს.

სუსის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ხოლო მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, როცა შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა გაქცევა შეძლეს.

ყველა სიახლე

რატი იონათამიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 19:03

პოლიტიკა

ეს არის მზაკვარი ოპოზიცია, რომელსაც ქვეყნის წინსვლის ნაცვლად, ყველაფრის ფასად, მხოლოდ შურისძიება და სამაგიეროს გადახდა უნდა.

ეს არის მზაკვარი ოპოზიცია, რომელსაც ქვეყნის წინსვლის ნაცვლად, ყველაფრის ფასად, მხოლოდ შურისძიება და სამაგიეროს გადახდა უნდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს. რატი იონათამიშვილი აღნიშნულით ზუგდიდში მომხდარ პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საზოგადოებისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ ერთნაირად მიუღებელია ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც.

ირაკლი ჩიქოვანი

21 ოქტომბერი 2020, 18:59

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: ყველას მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებასაც

ამ ეტაპზე უმთავრესი ამოცანა არის ის, რომ ყველა მძევლის სიცოცხლე იყოს დაცული და არანაირი საფრთხე არ მიადგეთ. მთავარი ამოცანა არის ის, რომ ყველა ჩვენგანმა მივცეთ საშუალება სამართალდამცველებს, ჩაატარონ ის ღონისძიებები, რომელიც აუცილებელია ამ ვითარებაში, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი ჩიქოვანი

21 ოქტომბერი 2020, 18:58

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: გიგი უგულავა კომპასით დადის ზუგდიდში, ამიტომ მისი დახმარება არაა საჭირო

გიგი უგულავა კომპასით დადის ზუგდიდში, ყველამ კარგად ვიცით რა და როგორ გაუკეთებია მას კრიზისულ ვითარებაში, ამიტომ მისი დახმარება არაა საჭირო, - ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

21 ოქტომბერი 2020, 18:52

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: მედიკოსების რესურსი არის, იყო გარკვეული უკმაყოფილებები და მაქსიმალურად ვცდილობთ ხარვეზები გამოვასწოროთ

მედიკოსების რესურსი არის, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, იყო გარკვეული უკმაყოფილებები, დაგვიანებით კონსულტაციებთან დაკავშირებით და ა.შ. თუმცა, ეს იყო ერთეული შემთხვევები და მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ პროცესში თუ რამე ხარვეზი არის, გამოასწოროს. „ეს ადამიანები, ძალიან დიდ შრომას წევენ ამისთვის. იყო გარკვეული უკმაყოფილებები, დაგვიანებით კონსულტაციებთან დაკავშირებით და ა.შ. თუმცა, აქაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ერთეული შემთხვევები და ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პროცესში თუ რამე ხარვეზი არის, გამოვასწოროთ.

ზაალ ანჯაფარიძე

21 ოქტომბერი 2020, 18:47

რეგიონი

ზაალ ანჯაფარიძე: გამიზნული წინასაარჩევნო პროვოკაციის სუნი უდის ამ ტერაქტს, ოპოზიციური ტელევიზიები პირდაპირი თანამოწილეები არიან ამის

გამიზნული წინასაარჩევნო პროვოკაციის სუნი უდის ამ ტერაქტს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, ოპოზიციური ტელევიზიები პირდაპირი თანამოწილეები არიან ამის.

ვახტანგ გომელაური

21 ოქტომბერი 2020, 18:40

რეგიონი

ვახტანგ გომელაური ზუგდიდში ჩავიდა

მინისტრი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ზუგდიდის მერსა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ თორიას ხვდება.შეხვედრას ესწრება ყველა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი.

ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი 2020, 18:36

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა და „გლავკანალისა“ და „პერვი კანალის“ ჟურნალისტი, მიდის პრემიერ გახარიასთან და დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ეკითხება, ესაა სირცხვილი

მისივე თქმით, ახლა მთვარი პრობლემა მძევლების გათავისუფლებაა. მან ასევე განმარტა, თუ რას ნიშნავს პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობა. კობახიძე ასევე მედიის მიერ პრემიერ-მინისტრისთვის დანაშაულებების სტატისკაზე დასმულ შეკითხვასაც გამოეხმაურა.

რომის პაპი ფრანცისკე

21 ოქტომბერი 2020, 18:33

მსოფლიო

რომის პაპი: ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის სამოქალაქო კავშირის შესახებ კანონის მიღებაა საჭირო

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის სამოქალაქო კავშირის შესახებ კანონის მიღება არის საჭირო. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი 2020, 18:17

საზოგადოება

ვახტანგ მახარობლიშვილმა საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან თომას მიულმანთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დასაწყისში, მინისტრის პირველმა მოადგილემ და ელჩმა შეაჯამეს ბოლო წლებში ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული დინამიკა და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.

ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი 2020, 18:12

რეგიონი

ირაკლი კობახიძე: კონკრეტულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სცადეს ასეთი ვითარებაც კი საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ

„მთავარია სამართალდამცავ ორგანოებს მიეცეთ საკუთარი პასუხისმგებლობით მოქმედების შესაძლებლობა. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მართებთ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს, რათა მათმა ქმედებებმა ხელი არ შეუშალონ დანაშაულის აღკვეთასა და მძევლების გათავისუფლებას. სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ კონკრეტულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სცადეს ასეთი ვითარებაც კი საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლ ფაშინიანი

21 ოქტომბერი 2020, 18:11

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: ამ ეტაპზე ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტის დიპლომატიური გზით დარეგულირება შეუძლებელია

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტის დიპლომატიური გზით დარეგულირება შეუძლებელია.

ლენტი

21 ოქტომბერი 2020, 18:11

სამართალი

შსს მედიასაშუალებისა და მობილური ოპერატორებისგან ზუგდიდში, შემთხვევის ადგილიდან ლაივ-სიგნალის გათიშვას ითხოვს

შსს მედიასაშუალებისა და მობილური ოპერატორებისგან ზუგდიდში, შემთხვევის ადგილიდან ლაივ-სიგნალის გათიშვას ითხოვს. ამის შესახებ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა.

კახა საბანაძე

21 ოქტომბერი 2020, 18:08

სამართალი

შსს: მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ეს მძიმე შემთხვევა დამთავრდეს მშვიდობით და დაცული იყოს თითოეული მოქალაქისა და პოლიციელის უსაფრთხოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმუმს აკეთებს, რათა ეს მძიმე შემთხვევა დამთავრდეს მშვიდობით და დაცული იყოს თითოეული მოქალაქისა და პოლიციელის უსაფრთხოება. ამის შესახებ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განაცხადა.

გიორგი გახარია

21 ოქტომბერი 2020, 18:05

სამართალი

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით, გიორგი გახარიამ, ვანში, არქეოლოგიური მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიება გააუქმა

ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ვანში, არქეოლოგიური მუზეუმის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიება გააუქმა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

21 ოქტომბერი 2020, 18:03

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 714 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 714 ადამიანს გამოუვლინდა, 7 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის 46,593 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში გარდაიცვალა 642 ადამიანი. ვირუსისგან 40,448 პაციენტი განიკურნა.

შსს

21 ოქტომბერი 2020, 17:59

სამართალი

შსს: რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედებასა და ღონისძიების წარმართვის ეფექტიანობას

„მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინებისთანავე დავიწყეთ გამოძიება, ტარდება გადაუდებელი ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება. სამწუხაროდ, რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედებასა და ღონისძიების წარმართვის ეფექტიანობას. აღნიშნულიდან გამომდინარე ყველა მედიასაშუალებისგან და მობილური ოპერატორებისგან კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ მძევლების, სამართალდამცავებისა და რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საპოლიციო ღონისძიების ეფექტიანად წარმართვის მიზნით ლაივ-სიგნალის გათიშვა და შეზღუდვა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს ყველა კანონიერი ბერკეტი ამის უზრუნველსაყოფად. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ეს მძიმე შემთხვევა დამთავრდეს მშვიდობით და დაცული იყოს თითოეული მოქალაქისა და პოლიციელის უსაფრთხოება.

21 ოქტომბერი 2020, 17:55

COVID19

დღეიდან GeoSafety კომპანიებს ადგილზე მისვლით COVID-19-ის სადიაგნოსტიკო ამერიკული წარმოების სწრაფი ტესტ-სისტემით დატესტვას სთავაზობს

დღეიდან GeoSafety კომპანიებს ადგილზე მისვლით COVID-19-ის სადიაგნოსტიკო ამერიკული წარმოების სწრაფი ტესტ-სისტემით დატესტვას სთავაზობს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პროფესიონალი მედ. პერსონალი წესების სრული დაცვითა და აღჭურვილობით ადგილზევე შეძლებს დასაქმებულებისთვის ტესტის გაკეთებას, რომელიც პასუხს 15 წუთში ადგენს. ტესტი აჩვენებს არამხოლოდ მწვავე M ფორმას, არამედ წარსულში გადატანილ G ქრონიკულ ფორმას. სისხლის აღება ხდება როგორც ვენური, ასევე თითიდან ერთჯერადი სკარიფიკატორით, უმტკივნეულოდ.

ირაკლი კვარაცხელია და მიხეილ სააკაშვილი

21 ოქტომბერი 2020, 17:53

რეგიონი

ვინ არის ირაკლი კვარაცხელია, რომელმაც თავდამსხმელის მოთხოვნები გააჟღერა

„ეს ადამიანი, ვინც „მთავარ არხს“ ჩაერთო პირდაპირი ეთერით გახლავთ ირაკლი კვარაცხელია, რომელიც 4 დღის წინ იყო მოსული პროვოკაციისთვის. სააკაშვილთან ერთად არის ეს ადამიანი, რომელიც მე მიმტკიცებდა, რომ მეგიზ ქარდავასთან და ძველ ხალხთან არანაირი კავშირი არ აქვს და ახალი თაობა ვართ „ნაცმოძრაობისო“ და ფაქტია, რომ სააკაშვილის ფანი და ფაქტია ის, რომ ბანკიდან გამტაცებლის სურვილებს „ნაცმოძრაობა“ ახმოვანებს“, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

21 ოქტომბერი 2020, 17:50

საზოგადოება

სპეციალური პენიტენციური სამსახური: N15 პენიტენციური დაწესებულების მაღაზიის თანამშრომლების COVID-19-ით დაინფიცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა

მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ქსნის ციხეში მაღაზიის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ეს არის სიცრუე და ქსანში მდებარე არც ერთი დაწესებულების (N10 და N15) მაღაზიის თანამშრომლებში covid-19 არ დაფიქსირებულა.

ირაკლი კვარაცხელია

21 ოქტომბერი 2020, 17:50

სამართალი

მძევალმა თავდამსხმელის მოთხოვნები „მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში გააჟღერა

„მთავარი არხის“ პირდაპირ ეთერში ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია ჩაერთო, რომელმაც „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი თავდამსხმელის მოთხოვნები გააჟღერა. როგორც კვარაცხელიამ პირდაპირ ეთერში თქვა, უმთავრესი მოთხოვნაა, სპეცრაზმი ბანკის პერიმეტრს მოშორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობაში შეჭრის ყველანაირი მცდელობა იქ მყოფებისთვის ფატალურად დასრულდება. „უმძიმესი ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, თუმცა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ამ ეტაპზე არავის სჭირდება“, - განაცხადა კვარაცხელიამ. ჟურნალისტის კითხვას, როდის იწურება 2 საათი, რომელიც ბოროტმოქმედმა სამართალდამცველებს მისცა, თავად თავდამსხმელმა უპასუხა, რომ ეს თავად პოლიციამ იცის. იმ შემთხვევაში კი თუ ეს პირობა არ შესრულდება, ის მძევლების დახოცვას დაიწყებს.