არქივი

შეთანხმების ხელმოწერა

05 აგვისტო 2018, 23:59

მსოფლიო

სამხრეთ სუდანის პრეზიდენტსა და მეამბოხეების ლიდერს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა

შეთანხმების თანახმად, სამხრეთ სუდანის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი და აჯანყებულთა ლიდერი რიკ მაჩარი თავის ძველ თანამდებობას დაუბრუნდება. მისი განცხადებით, შეთანხმებას ზეიმობენ არა მხოლოდ სუდანში, არამედ მთელს მსოფლიოში.

05 აგვისტო 2018, 23:30

ტაბლოიდი

Instagram-ის ვარსკვლავმა ქსელის მომხმარებლის ჯინაზე ნაგვის ცელოფნებისგან კაბა შეიკერა 🤦🏻

YouTube-სა და Instagram-ის ერთ-ერთ ვარსკვლავს, ამბერ შოლს, რომელიც თავად ქმნის ტანსაცმელსა და სხვადასხვა ნივთებს, შემდეგ კი ფოტოებს გამომწერებს უზიარებს, სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მისწერა, რომ ის მენაგვეა.

05 აგვისტო 2018, 23:18

სპორტი

ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს

თავისუფალი სტილით ქართველმა მოჭიდავეება 1 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მიიღეს. რომში გამარულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონაზე დღეს რამაზ თურმანიძემ და დემურ მეგენეიშვილმა ბინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გამოსვლები ირანში

05 აგვისტო 2018, 23:01

მსოფლიო

ირანში საპროტესტო გამოსვლების დროს ერთი კაცი მოკლეს

ირანში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას მოქალაქეები საპროტესტო აქციებითა და გამოსვლებით აპროტესტებენ. პროტესტი მეხუთე დღეა მიმდინარეობს. ქარაჯში საპროტესტო გამოსვლისას ერთი ადამიანი მოკლეს.

05 აგვისტო 2018, 22:59

ტაბლოიდი

National Geographic-მა მაყურებლის მოტყუება აღიარა

National Geographic-მა, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს გარემოსდაცვით თემებს, აღიარა, რომ გასული წლის დეკემბერში მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა. ამის შესახებ National Geographic-მა რედაქტორის გვერდზე დაწერა.

მოსკოვი

05 აგვისტო 2018, 22:45

ეკონომიკა

რუსეთში დამატებითი ღირებულების გადასახადი იზრდება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დამატებითი ღირებლების გადასახადის გაზრდის კანონს ხელი მოაწერა. კანონის თანახმად, 2019 წლის პირველი იანვრიდან საქონლის დამატებითი ღირებულების გადასახადი 18-დან 20%-მდე გაიზრდება.

კატა ტაჩი

05 აგვისტო 2018, 22:34

ტაბლოიდი

თურქეთში ძალიან მსუქანი კატა დიეტის მეშვეობით გახდა 🤨

თურქეთში, იზმირში, კატამ, რომლის წონაც ჩვეულებრივზე 5-ჯერ მეტი იყო, ვეტერინატის დანიშნული დიეტა „დაიცვა“ და წონაში დაიკლო. კატა, სახელად ტაჩი 19.2 კილოგრამს იწონიდა. მისი პატრონები ამბობენ, რომ ცხოველს წონის გამო, გადაადგილება უჭირდა. ამასთან, შარდის ბუშტის ანთება აწუხებდა.

დაჭრილი სამხედრო
ვენესუელა

05 აგვისტო 2018, 21:59

მსოფლიო

ვენესუელის პრეზიდენტზე თავდასხმისთვის 6 ეჭვმიტანილი დააკავეს

ვენესულის შინაგან საქმეთა მინისტრის ნესტორ რევეროლის განცხადებით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი ეჭვმიტანილია 2017 წელს სამხედრო ბაზაზე თავდასხმაში და მასზე დაკავების ორდერი იყო გაცემული. კიდევ ერთი ეჭვმიტანილი კი 2014 წელს, ანტისამთავრობო გამოსვლების დროს იყო დაკავებული.

უკრაინა, დონბასი

05 აგვისტო 2018, 21:53

მსოფლიო

2018 წელს უკრაინაში საომარი მოქმედებებისას 160-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

2018 წლის დასაწყისიდან დღემდე აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ეუთოს მთავარი დამკვირვებელი, ალექსანდერ ჰაგის თქმით, მხოლოდ ივლისში 7 ადამიანია დაღუპული. ჰაგი დონეცკში ჟურნალისტებს შეხვდა.

საბერძნეთი

05 აგვისტო 2018, 21:51

მსოფლიო

საბერძნეთში მეხანძრეების და პოლიციის ხელმძღვანელების შეცვლას აპირებენ

საბერძნეთის ხელისუფლება ათენთან გაჩენილი ხანძრის გამო, რომელსაც ერთ დღეში 90 ადამიანი ემსხვერპლა, ჰალენიკის სახანძროსა და პოლიციის ხელმძღვანელი პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას აპირებს.

05 აგვისტო 2018, 21:33

პოლიტიკა

კვლევა: საქართველოში 2006 წელთან შედარებით გაზეთების კითხვაზე 6-ჯერ ნაკლებ დროს ხარჯავენ

ბეჭდურ გაზეთებსა და ჟურნალებს უფრო მეტად, კაცები ეცნობიან. ხოლო ქალებიც და კაცებიც, 55-64 წლის ასაკში უფრო დიდ დროს ხარჯავენ ამ აქტივობაზე, ვიდრე უფრო ახალგაზრდა ასაკში. ერთი წლის განმავლობაში, ადამიანს ჟურნალ-გაზეთების კითხვაში დახარჯული აქვს საშუალოდ, 0,6 დღე.

ეროვნული ნაკრები

05 აგვისტო 2018, 21:21

სპორტი

საქართველოს ქვიშის რაგბის კაცთა ნაკრები ევროპის ვიცეჩემპიონია

მოსკოვში გამართულ ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე, ქართველებმა ფინალური მატჩი რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს და მინიმალური სხვაობით, 3-4 დამარცხდნენ. რაც შეეხება ქალთა ნაკრებს, მათ ევროპის ჩემპიონატზე მე-6 ადგილი დაიკავეს.

DJ ტიესტო

05 აგვისტო 2018, 21:07

კულტურა

Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი DJ-ები დაასახელა

Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი DJ-ების სია გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, სიის სათავეში კელვინ ჰარისია,რომელიც ამ პოზიციას მეექვსე წელია უკვე არ თმობს. მისი წლიური შემოსავალი 48 მილიონი დოლარია.

05 აგვისტო 2018, 21:01

ტექნოლოგიები

ცნობილია, ევროპის რომელ ქვეყნებში იკლავენ ყველაზე ხშირად თავს

Eurostat-მა ევროკავშირის ქვეყნებში თვითმკვლელობის მაჩვენებლის 2015 წლის მონაცემები გამოაქვეყნა. მონაცემებით ირკვევა, რომ ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირში 56 500-მა ადამიანმა (1.1%) მოიკლა თავი. მათგან 77% კაცი იყო და დაახლოებით 31% 45-დან 60 წლამდე ასაკის.

05 აგვისტო 2018, 20:37

სპორტი

რომელ ქვეყანას აქვს შანსები ფეხბურთის 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის

2030 წლის თამაშები განსაკუთრებული იქნება, რადგან პირველი მსოფლიო ჩემპიონატიდან 100 წელი სრულდება. დიდ ბრიტანეთს თამაშების ჩატარების მოპოვების შანსი ნამდვილად აქვს. ბრიტანეთში ჩემპიონატი 1966 წელს ჩატარდა. მას შემდეგ, ქვეყანამ განაცხადი ორჯერ - 2006 და 2018 წლის თამაშებზე დააფიქსირა.

მიხეილ ხუბუტია

05 აგვისტო 2018, 20:12

სამართალი

რუსეთში მიხეილ ხუბუტიას შვილმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა

არსებული ინფორმაციით, 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას ჭრილობა თავში აქვს მიყენებული. იქვე იპოვეს იარაღიც. როგორც რუსული მედია წერს, სავარაუდოდ მან თავი მოიკლა, თუმცა რაიმე სახის წერილი არ დაუტოვებია.

ისლანდია

05 აგვისტო 2018, 19:54

მსოფლიო

ისლანდია საკუთარი მიწის უცხოელებზე გასხვისებას კრძალავს

ისლანდიის საკანონმდებლო ორგანო განიხილავს კანონს უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის აკრძალვის თაობაზე.ადგილობრივი მედია წერს, რომ უცხოელებს ისლანდიაში, საუდარკროუკურში საკუთრებაში არსებული მიწების გაფართოება და დამატებით, 2 300 ჰექტარი მიწის ყიდვა სურთ.

ზურაბ ჯაფარიძე

05 აგვისტო 2018, 19:43

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: ილია მეორე საბჭოთა კავშირში დაბრუნებას ითხოვს

კანაფის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებაზე პატრიარქის განცხადებას პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე ეხმიანება. ჯაფარიძის თქმით, ილია მეორეს საბჭოთა კავშირში დაბრუნება სურს: "ის გექცევათ როგორც ფარას და განასახიერებს საბჭოთა კავშირს", - წერს ჯაფარიძე.

მუსა ხანგოშვილი

05 აგვისტო 2018, 19:37

სამართალი

მუსა ხანგოშვილი პოლიციის განყოფილებიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაკავებული მუსა ხანგოშვილი ყვარლის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის მიზეზი ხანგოშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა.

05 აგვისტო 2018, 19:24

კულტურა

Washington Post-ი ქართულ აჯიკას სტატიას უძღვნის

"ტუნისს თავისი "ჰარისა" აქვს, ლუიზიანას "კრისტალი", საქართველოს კი (ქვეყანას და არა შტატს) - აჯიკა", - წერს სტატიის ავტორი კარა ელდერი. მისი თქმით, ნამდვილი აჯიკის დაგემოვნება მხოლოდ აფხაზეთსა და სამეგრელოშია შესაძლებელი.

ლედი გაგა

05 აგვისტო 2018, 19:03

კულტურა

ლედი გაგა „ზომბი ბიჭის“ გარდაცვალების მიზეზად სუიციდის დასახელების გამო ბოდიშს იხდის

მუსიკოსის თქმით, შეცდომა დაუშვა, როდესაც მოდელის გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა ისე დაასახელა, რომ ამის მტკიცებულებები არ არსებობდა. ლედი გაგამ წაშალა ჯენესტის გარდაცვალების შესახებ დაწერილი პირველი პოსტი.

05 აგვისტო 2018, 19:00

მსოფლიო

მედია: საუდის არაბეთი და ირანი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე შეთანხმდნენ

საუდის არაბეთი თანახმაა, აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა ირანთან და გასცეს ვიზა სამეფოში ირანის ოფიციალურ წარმომადგენელზე. უფრო ზუსტად, საუდის არაბეთში, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში შეიქმნება ირანის ინტერესების სექცია.

05 აგვისტო 2018, 18:39

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უწყებაში რუსეთის საკითხებში დროებითი რწმუნებული დაიბარა

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვეს მიტჩელმა უწყებაში რუსეთის საკითხებში დროებითი რწმუნებული დიმიტრი ჟირნოვი დაიბარა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰიზერ ჰაუერტმა Twitter-ზე დაწერა.

05 აგვისტო 2018, 18:37

ტაბლოიდი

ლონდონის ცენტრალურ ქუჩაზე გველმა მტრედი შეჭამა. ვიდეო

სანახაობა რიგითმა გამვლელმა გადაიღო და სოცქსელში განათავსა. ცხოველების ულმობელი მოპყრობის პრევენციის სამეფო საზოგადოებამ (RSPCA) ქვეწარმავალი გარეულ ცხოველთა ცენტრში მალევე გადაიყვანა და იმას ადგენს თუ საიდან მოხვდა ტროპიკული გველი დიდი ბრიტანეთის დედალაქის ცენტრალურ ნაწილში.

პორტუგალია

05 აგვისტო 2018, 18:16

მსოფლიო

პორტუგალიაში 30-მდე ტყის ხანძარს 1600-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის

პორტუგალიაში ძლიერი სიცხის გამო ტყის ხანძრის შემთხვევები გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით ტყის 30-მდე ხანძარი ფიქსირდება, მის ჩაქრობას კი 1600-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ცდილობს. ხანძრის გამო 9 ადამიანი დაშავდა.

05 აგვისტო 2018, 18:13

კულტურა

აშშ-ში 1931 წელს დამარხული დროის კაფსულა აღმოაჩინეს. ვიდეო

აშშ-ში, ახალ ორლეანში, სადაც გასული წლის გაზაფხულზე კონფედერაციული შეერთებული შტატების გენერლის, პიერ ბორეგარის ცხენოსანი ქანდაკება აიღეს, ძეგლის საფუძვლის დემონტაჟი რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

05 აგვისტო 2018, 17:46

ტაბლოიდი

გერმანიაში ბუზმა მოხალისეებს მსოფლიო რეკორდის დამყარება არ დააცადა

გერმანიის ქალაქ ნიდაში რამდენიმე ადამიანს დომინოს ყველაზე გრძელი ჯაჭვის წაქცევაში მსოფლიო რეკორდის მოხსნა სურდა, თუმცა მათ ეს ვერ შესძლეს. ამაში მოხალისეებს ხელი ბუზმა შეუშალა. დომინოს ყველაზე გრძელი ჯაჭვის აწყობას 20-მდე ადამიანი 2 კვირა ცდილობდა.

05 აგვისტო 2018, 17:39

სამართალი

Facebook-ის ყალბი პროფილების გამოყენებით თაღლითობისთვის 4 პირი დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, სოციალური ქსელ „Facebook“-ის ყალბი პროფილების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ამავე სოციალური ქსელის მომხმარებლების კუთვნილ თანხებს.

რიო

05 აგვისტო 2018, 17:34

ტაბლოიდი

ბრაზილიაში დროულად მისვლა მასპინძლის უპატივცემულობად მიიჩნევა

თუ რიო-დე-ჟანეიროში საღამოს წვეულებაზე მიგიწვევენ, არავითარ შემთხვევაში არ მიხვიდეთ დაპატიჟებულ დროს. სასურველია თუ სულ ცოტა ერთი საათით დაიგვიანებთ, რამდენიმე საათის დაგვიანებით მისვლა საუკეთესო იქნება.

მელანია ტრამპი

05 აგვისტო 2018, 17:28

ტაბლოიდი

მელანია ტრამპი საშობაო ღონისძიებისთვის შესარჩევ ტურს მართავს

ღონისძიებაზე მელანია ტრამპი მოხალისეებსაც ეპატიჟება. მათ თეთრი სახლის სადღესასწაულოდ მორთვა დაევალებათ. აშშ-ის პირველ ლედის სურს შობის დღესასწაულზე რეგიონული მუსიკალური ჯგუფებიც მიიპატიჟოს. აპლიკაციის შევსება ნებისმიერ მსურველს 3 სექტემბრის ჩათვლით შეეძლება.