imedi /  05 აგვისტო 2018, 22:45 / სანდო წყარო

რუსეთში დამატებითი ღირებულების გადასახადი იზრდება

მოსკოვი

მოსკოვი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დამატებითი ღირებლების გადასახადის გაზრდის კანონს ხელი მოაწერა. კანონის თანახმად, 2019 წლის პირველი იანვრიდან საქონლის დამატებითი ღირებულების გადასახადი 18-დან 20%-მდე გაიზრდება. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

მთავრობის ეს გადაწყვეტილება და ასევე საპენსიო რეფორმა მოსახლეობაში უკმაყოფილებას იწვევს. მმართველი პარტიის, "ედინაია როსიას" რეიტინგი, კანონზე ხელის მოწერის შემდეგ 16 %-ით დაეცა. 

20 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მას, ისევე როგორც უმრავლესობა მოსახლეობას, არ მოსწონს საპენსიო რეფორმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ შეიმუშავა და პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა წარადგინა.

ყველა სიახლე

ამირან გამყრელიძე

18 იანვარი 2022, 12:03

COVID19

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის შემთხვევების ზრდა გვექნება, ამის დამალვა არ შეიძლება და ვერც დამალავ

შემთხვევების ზრდა გვექნება, ამის დამალვა არ შეიძლება და ვერც დამალავ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიში 4-5-ჯერ არის გაზრდილი ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი, შესაბამისად, ზრდა იქნება საქართველოშიც.

ირაკლი ლატარია

18 იანვარი 2022, 11:58

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია პეტრო პოროშენკოზე: ამ კაცს ემუქრება მინიმუმ 11 წელი ციხე და კაცურად ჩავიდა, მიადგა საზღვარს და შევიდა

მიადგა საზღვარს და შევიდა... ჩვენი კურდღელი კი, არაჟნებში დაიმალა და ისე შემოიპარა, - ექსპერტი ირაკლი ლატარია პეტრო პოროშენკოს უკრაინაში ჩასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ლატარია წერს, სააკაშვილისგან განსხვავებით პოროშენკო ღირსეულად დაბრუნდა სამშობლოში მიუხედავად იმისა, რომ 11-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ამირან გამყრელიძე

18 იანვარი 2022, 11:56

COVID19

ამირან გამყრელიძე: არ უნდა გავთამამდეთ და არ უნდა ვთქვათ, რომ „ომიკრონია“, გადავიტან როგორც სურდოს, „ომიკრონიც“ იწვევს გართულებას და დამძიმებას

„ომიკრონით“ გამოწვეული ინფიცირება დიდი ალბათობით გახლავთ შედარებით მსუბუქი, მაგრამ არ უნდა გავთამამდეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ომიკრონის“ ერთ-ერთი თვისებაა, რომ აქვს დაახლოებით სამჯერ მეტი რეინფიცირების მაჩვენებელი.

გურამ მაჭარაშვილი

18 იანვარი 2022, 11:56

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალური მოძრაობაზე“: არ შეიძლება პოლიტიკური პარტია იყო და პარლამენტში დაუსრულებლად შედიოდე და გამოდიოდე

„ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულები უკვე კომიკური ხდება. მერამდენედ აპირებენ მე-10 მოწვევის პარლამენტში შემოსვლას თვლა აერიათ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

18 იანვარი 2022, 11:51

მსოფლიო

The New York Times: რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანა დაიწყო

რუსეთმა უკრაინიდან დიპლომატების ოჯახების გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The New York Times-ი ავრცელებს.

18 იანვარი 2022, 11:48

თემა

ჩაანაცვლებს თუ არა სრულად „ომიკრონი“ „დელტას“? რამდენად ლეტალურია sars-cov-2-ის ახალი შტამი?

ბოლო დროს ხშირად საუბრობენ, შეცვალა თუ არა ომიკრონმა პანდემიის საერთო სურათი? ამაზე სპეციალისტების პასუხი ერთსულოვანია: არაფერი შეცვლილა, სამყარო პანდემიიდან ენდემურ თანაცხოვრებაში ინაცვლებს. თუმცა ბევრი რამ მაინც შეიძლება შეიცვალოს: შესაძლოა, ენდემურ მომავალზე გადასვლა რადიკალურად შენელდეს ან დაჩქარდეს. სავარაუდოდ, ამ გადასვლის ტვირთი (მაღალი სიკვდილიანობის ახალი ტალღისა და ახალი ლოქდაუნების სახით) გაიზრდება, თუმცა არის მცირე შანსი, რომ თუ დაუყოვნებლივ არა, რამდენიმე თვეში მაინც ტემპი შემცირდება. თუმცა ადეკვატური პროგნოზის გასაკეთებლად საკმარისი მონაცემები ჯერ არ არსებობს. თუმცა პანდემიის განვითარების შესაძლო სცენარების განხილვა მაინც შესაძლებელია.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 იანვარი 2022, 11:44

COVID19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვის მაჩვენებელი და ვაქცინაციის პროცესი განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

თამარ გაბუნია

18 იანვარი 2022, 11:43

COVID19

თამარ გაბუნია: „ომიკრონი“ მიმდინარეობს მსუბუქად, თუ ადამიანი არის ვაქცინირებული

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ შედარებით მსუბუქი შტამია, სპეციალისტების რჩევაა, რომ არ უნდა გავთამამდეთ.

18 იანვარი 2022, 11:39

თემა

რატომ არ შეიძლება „ომიკრონის“ თავის ნებაზე მიშვება?

ბოლო დროს ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ომიკრონის შტამი ძალზე გადამდებია, თუმცა თავად დაავადება მსუბუქია. ამასთანავე, ექსპერტები ეწინააღმდეგებიან იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც ახალ კორონავირუსს თავისუფლად გავრცელების საშუალება უნდა მივცეთ. რაც შეეხება ამ მიდგომით პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, აღნიშნულ თემაზეც ცხარე დისკუსია მიმდინარეობს. ამის მიზეზი არის ის, რომ რისკები ძალიან დიდია. რამდენად სწორია ზემოთ ხსენებული მიდგომა, ამ თემაზე Deutsche Welle-მ იმუშავა.

თამარ გაბუნია

18 იანვარი 2022, 11:39

COVID19

თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მთავრობა ვაქცინაციის გეგმის განახლებულ ვარიანტზე მუშაობს, რაც იმუნიზაციის წახალისებას ისახავს მიზნად

გვექნება კიდევ დამატებით შეთანხმება, როგორ უნდა გაგრძელდეს წახალისება, როგორც პირველ და მეორე დოზებზე, ასევე „ბუსტერის“ კუთხით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულებში, სამედიცინო პერსონალსა და სხვა რისკ ჯგუფებში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

დავით რეხვიაშვილი

18 იანვარი 2022, 11:35

COVID19

ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორი: კლინიკაში თავისუფალი ადგილები ცოტაა - ინტენსიური განყოფილება სრულად დატვირთულია

„კლინიკაში ამ ეტაპზე ცოტა თავისუფალი ადგილია. ინტენსიური თერაპიის განყოფილება სრულად დაიტვირთა. გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა უფრო მეტად მძიმეა. ჯერჯერობით დატვირთვას ვუმკლავდებით. აუცილებელია, პირბადის მოხმარება გავაორმაგოთ, კიდევ უფრო მეტად ყურადღებით ვიყოთ. მნიშვნელოვანია, ვაქცინაცია და „ბუსტერი“ დროულად ჩატარდეს“, - განაცხადა დავით რეხვიაშვილმა.

ამირან გამყრელიძე

18 იანვარი 2022, 11:35

COVID19

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდინფიცირების შემთხვევათა დაახლოებით 50% „ომიკრონზე“ მოდის

დღეს გვაქვს შემთხვევების რაოდენობის ე.წ. ანტირეკორდი 7521 შემთხვევა, რომელიც პანდემიის პერიოდში ჯერ არ ყოფილა. ასევე გაზრდილია დადებითობის მაჩვენებელი. ერთადერთი პოზიტივი გახლავთ ის, რომ ყველაზე მძიმე ინდიკატორი რაც გახლავთ - სიკვდილიანობა, თანდათან იკლებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

18 იანვარი 2022, 11:33

COVID19

თამარ გაბუნია: სკოლებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ საკლასო გარემოში გააგრძელონ ფუნქციონირება

დაავადებათა კონტროლის და ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია კვლავაც უცვლელია, სკოლებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ საკლასო გარემოში გააგრძელონ ფუნქციონირება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ანტონიო გუტერეში

18 იანვარი 2022, 11:29

COVID19

ანტონიო გუტერეში: თუ თითოეული ადამიანის ვაქცინაციას ვერ შევძლებთ, ახალი ვარიანტები გაჩნდება, რომელიც საზღვრებს მიღმა გავრცელდება და ყოველდღიურ ცხოვრებასა და ეკონომიკას გააჩერებს

თუ თითოეული ადამიანის ვაქცინაციას ვერ შევძლებთ, ახალი ვარიანტები გაჩნდება, რომელიც საზღვრებს მიღმა გავრცელდება და ყოველდღიურ ცხოვრებასა და ეკონომიკას გააჩერებს, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

ალექსანდრე გოგინავა

18 იანვარი 2022, 11:22

COVID19

ალექსანდრე გოგინავა ეპიდვითარებაზე: სიტუაცია საყურადღებოა, არსებობს რისკი, რომ მდგომარეობა გაუარესდეს

ალექსანდრე გოგინავას თქმით, არსებობს იმის ალბათობა, რომ საქართველოში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რაოდენობა ათეული ათასი იყოს. ინფექციონისტი მოსახლეობას რეკომენდაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს.

თამარ გაბუნია

18 იანვარი 2022, 11:17

COVID19

თამარ გაბუნია: კვირის ბოლომდე კიდევ 40 ონლაინ კლინიკა დაემატება, ამდენად, მოსახლეობისთვის ოჯახის ექიმთან დაკავშირება იოლი იქნება

გუშინ 9000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც არ არის საკმარისი მაჩვენებელი იმისთვის, ჩვენ სწრაფად მივიღოთ საჭირო დაცვის მაჩვენებელი მოსახლეობაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

18 იანვარი 2022, 11:16

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონით“ დაინფიცირების 1200-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული

„ომიკრონით“ დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევაა 1200-ზე მეტია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სულ 1200 ადამიანია - ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

18 იანვარი 2022, 10:59

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო აიკრძალა.

18 იანვარი 2022, 10:54

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

საქართველოში კოვიდინფიცირების შემთხვევემა მილიონს გადააჭარბა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 1 006 864 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 934 667, გარდაიცვალა 14 512 პაციენტი.

18 იანვარი 2022, 10:51

COVID19

საქართველოში 1015 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1015 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 285 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1015 პირი, მათ შორის, თბილისში - 440, აჭარაში - 136, იმერეთში - 250. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი, მათგან თბილისში - 168, აჭარაში - 45, იმერეთში - 22.