არქივი

05 სექტემბერი 2018, 23:42

მსოფლიო

იაპონიამ „ფუკუშიმას“ ავარიისას რადიაციის გამო ადამიანის დაღუპვის პირველი ფაქტი დაადასტურა

გამოცემის ცნობით, 50 წლის კაცი ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. ის სხვადასხვა ატომურ სადგურებზე მუშაობდა და „ფოკუსიმაზე“ ავარიის შემდეგ ორჯერ იმყოფებოდა. კაცს ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი 2016 წელს დაუსვეს. გარდაცვლილის ოჯახს ფულად დახმარებას გადასცემენ.

05 სექტემბერი 2018, 23:09

კულტურა

ფრენკ ანდერვუდი მკვდარია. Netflix-მა „ბანქოს სახლის“ ფინალური სეზონის თიზერი გამოაქვეყნა

სტრიმინგულმა სერვისსმა Netflix-მა სერიალ „ბანქოს სახლის“ მეექვსე, ფინალური სეზონის თიზერი გამოაქვეყნა. მასში „აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ფრენსის ანდერვუდის“ საფლავი ჩანს.

იერუსალიმი

05 სექტემბერი 2018, 22:59

მსოფლიო

პარაგვაიმ თავისი საელჩო ისრაელში იერუსალიმიდან თელ-ავივში დააბრუნა

ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუის კასტილიონიმ დღეს განაცხადა, რომ ისრაელში საელჩოს იერუსალიმიდან თელ-ავივში აბრუნებს. ამის გამო ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პარაგვაიდან საკონსულტაციოდ ელჩი გაიწვია.

საქართველოს პარლამენტი

05 სექტემბერი 2018, 22:50

პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობა ხორავას საქმეზე დადგენილებას მოამზადებს

არსებული ინფორმაციით, დადგენილების პროექტის მომზადებას დროებითი საგამოძიებო კომისია არ აპირებს, თუმცა დადგენილების პროექტს მოამზადებს საპარლამენტო უმრავლესობა. აღნიშნული დადგენილება დადგება სწორედ კენჭისყრაზე. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის მიერ დამტკიცებული დადგენილება შესასრულებლად სავალდებულოა.

05 სექტემბერი 2018, 22:48

მსოფლიო

იაპონიაში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე მოხდა. ადგილობრივი სეისმოლოგების ცნობით მიწისძრვა 7 მაგნუტუდის სიმძლავრის იყო. ამ ეტაპისთვის დაშავებულისა და ზარალის შესახებ ცნობა არ ვრცელდება.

ივან რაკიტიჩი

05 სექტემბერი 2018, 22:13

ტაბლოიდი

რაკიტიჩმა მოდრიჩის მოშურნეები დაწყევლა

„ლუკა არის ლა ლიგის ვარსკვლავი და მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელი. ყველა ხორვატი ამაყობს მისი მიღწევებით. მათ კი, ვისაც ლუკასი შურს, ვუსურვებ შურით მოკვდნენ. მე მასთან ერთად ნაკრებში უკვე 11 წელია ვთამაშობ და ძმასავით მიყვარს“, - განაცხადა რაკიტიჩმა გამოცემა Novi List-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

05 სექტემბერი 2018, 21:54

მსოფლიო

იტალიაში ქალაქის მერმა დამნაშავე თავად განაიარაღა

მერი ერნესტო ალეჩი ამბობს, რომ ის სამუშაო შეხვედრიდან ბრუნდებოდა, როცა ერთ-ერთ მოსახვევში ორი მოჩხუბარი ადამიანი დაინახა. „თავიდან ჩვეულებრივი კამათი მეგონა, მაგრამ დავინახე, რომ ერთმა მათგანმა მიწიდან ბოთლი აიღო და მეორეს დარტყმა დაუპირა. შემდეგ კი ჩემსკენაც გამოიწია. არ ვარ მშიშარა ადამიანი. ბოქსი კი რეფლექსების და რეაქციების დონეზე გამოვიდა“, - აცხადებს ქალაქის მეთაური.

ალექსანდრე ხვადაგიანი

05 სექტემბერი 2018, 21:46

სამართალი

ბორჯომში ხანძრის ჩაქრობისას რეინჯერი დაიღუპა

ბორჯომის ნაკრძალში რეინჯერი ხანძრის ქრობის დროს დაიღუპა. ხანძარი 200კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. ცეცხლი, სავარაუდოდ, დაუდევრობით გაჩნდა. სალიკვიდაციო სამუშაოების დროს რეინჯერს ხე დაეცა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე ხვადაგიანმა დაადასტურა.

05 სექტემბერი 2018, 21:31

პოლიტიკა

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიხსნა

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებასა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე ქეთევან ციხელაშვილმა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ დახურულ კარს მიღმა ნახევარი საათის განმავლობაში ისაუბრეს.

05 სექტემბერი 2018, 21:27

მსოფლიო

შვეიცარიაში მოხუცთა სახლის ბაღში ჭურვი აღმოაჩინეს

ჭურვი მებაღემ იპოვა, ის მოხუცების სახლთან არსებულ ბაღში მუშაობდა. პოლიციამ ტერიტორიიდან 100 კვადრატულ მეტრში მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა. ჭურვის განაღმვაში ვერტმფრენი და სახანძრო მანქანები მონაწილეობდნენ.

ატენის ხეობა

05 სექტემბერი 2018, 20:58

სამართალი

ატენის ხეობაში ხანძარი ჩააქრეს

ატენის ხეობაში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. დამწვარია 8 ჰექტრამდე ფართობი. უწყების ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 50-მდე მეხანძრე-მაშველი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია

05 სექტემბერი 2018, 20:55

მსოფლიო

ბრიტანეთი სკრიპალების საქმის გამო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარებას ითხოვს

დღეს დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ და სკოტლენდ იარდმა სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილების ვინაობა დაასახელა. ისინი რუსეთის მოქალაქეები ალექსანდრე პეტროვი და რუსლან ბოშიროვი არიან.

საგამოძიებო კომისია

05 სექტემბერი 2018, 20:37

პოლიტიკა

ხორავას საქმეზე 67-გვერდიან დასკვნას მხარი კომისიის 9 წევრმა დაუჭირა

ხორავას კომისიის მიერ შემუშავებულ დასკვნას, რომელიც 67 გვერდისგან შედგება უახლოეს საათებში ბიუროზე წარადგენენ. მას კომისიის 9 წევრმა დაუჭირა მხარი. სერგი კაპანაძის თქმით, დოკუმენტი საკმაოდ ვრცელია და მას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებზე თითქმის 5 დღის განმავლობაში განიხილავდნენ.

05 სექტემბერი 2018, 20:35

მსოფლიო

სარაევოში ვეტერანების საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ვეტერანებმა გზის სავალი ნაწილი ჩახერგვა სცადეს, რა დროსაც პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. გავრცელებული ცნობით, ათზე მეტი დემონსტრანტი გაზით მოიწამლა.ბოსნიელი ვეტერანები უკვე რამდენიმე თვეა ხელისუფლებას სოციალური დახმარების გაზრდას სთხოვენ.

05 სექტემბერი 2018, 20:08

ტაბლოიდი

ლავროვის უწყება ტერეზა მეის და მარია ზახაროვას ცეკვის ვიდეოს აქვეყნებს

ლავროვის უწყების გვერდზე დიპლომატების ცეკვას რუსული „კალინკას“ მელოდია ადევს. ვიდეოს შემდეგი შინაარსის წარწერა აქვს: „რომლის საცეკვაო სტილი უფრო ახლოსაა თქვენთან საერთაშორისო ურთიერთობებში?“ ზახაროვამ „კალინკა“ „რუსეთი-ასეანის“ სამიტის მიღებაზე შეასრულა. ტერეზ მეიმ კი აფრიკაში ვიზიტისას იცეკვა.

05 სექტემბერი 2018, 20:00

ეკონომიკა

აგვისტოში საქართველოს 168 ქვეყნის მოქალაქე ესტუმრა

აგვისტოში საქართველოს 168 ქვეყნის მოქალაქე ესტუმრა. ეს ივლისთან შედარებით ერთით, ხოლო 2017 წლის აგვისტოსთან შედარებით, ექვსი ქვეყნით მეტია. ამის შესახებ სტატისტიკა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

ეკა ბესელია

05 სექტემბერი 2018, 19:59

პოლიტიკა

ეკა ბესელიამ ხორავას საქმის მაგალითზე სასამართლომდე კომისიის შექმნა სახიფათო პრეცედენტად შეაფასა

„არ მინდა, რომ ასეთი ისტორია დარჩეს. შემდეგში, როცა საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგება, არ მინდა ასეთი კვალი იყოს დატოვებული. ძალიან გასაფრთხილებელია, რომ როცა სისხლის სამართლის მიმდინარე საქმეზე მიდის მუშაობა, კომისია მანდატს არ უნდა გაცდეს და მართლმსაჯულებაში არ უნდა ჩაერიოს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

51-ე საჯარო სკოლა

05 სექტემბერი 2018, 19:53

პოლიტიკა

სამეურვეო საბჭომ 51-ე სკოლის დირექტორის მოთხოვნა გადადგომის შესახებ, არ დააკმაყოფილა

51-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ საბჭომ სკოლის დირექტორის მანანა თურქაძის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ არ დააკმაყოფილა. საბჭოს ცნობით, ისინი საგამოძიებო კომისიისადმი მიმართვას ამზადებენ.

05 სექტემბერი 2018, 19:46

პოლიტიკა

სხვადასხვა უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყების თარიღები ცნობილია

საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლები სასწავლო პროცესის დაწყების ვადებს ინდივიდუალურად განსაზღვრავენ. ცნობილია სხვადასხვა უნივერსიტეტის 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებისა და რეგისტრაციის ვადების შესახებ.

05 სექტემბერი 2018, 19:45

სამართალი

სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ლ.შ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ვ.თ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვ.თ. მიღებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ლ.შ. ვ.თ.-ს სიდედრს - ლ.ვ.-ს სიცოცხლის მოსპობით რამოდენიმეჯერ დაემუქრა“, - წერია პროკურატურის ცნობაში.

05 სექტემბერი 2018, 19:36

პოლიტიკა

საფრანგეთმა და საქართველომ ავიაციის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

პროგრამა 2014 წელს დაწყებული თანამშრომლობის გაგრძელებაა. 2014 წლიდან პროგრამის ფარგლებში რამდენიმე ათეულმა ქართველმა საჰაერო მეთვალყურემ და სამოქალაქო ავიაციის ქართველმა ექსპერტმა საფრანგეთის სამოქალაქო ავიაციის ეროვნულ სკოლაში მიიღო განათლება

05 სექტემბერი 2018, 19:36

ეკონომიკა

ქართული სახანძრო-სამაშველო სპეცმანქანის პროტოტიპის შექმნა დაგეგმილზე ორჯერ ძვირი ჯდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2 ცალი, ქართული სახანძრო-სამაშველო მანქანის პროტოტიპის შექმნისთვის გამარტივებული შესყიდვის ბიუჯეტის 1.748 მლნ ლარამდე გაზრდა ითხოვა. მანამდე ამ მიზნით 800 000 ლარი იყო გათვალისწინებული.

პასკალ მენიე

05 სექტემბერი 2018, 19:31

პოლიტიკა

ფრანგი ელჩი საფრანგეთში ქართველების ლეგალურად დასაქმების საკითხის განხილვას არ გამორიცხავს

საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დასაქმების საკითხი საფრანგეთმაც განიხილოს. პასკალ მენიეს ჟურნალისტებმა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებაზე დღეს კომენტარი სთხოვეს.

შემთხვევის ადგილი

05 სექტემბერი 2018, 19:15

მსოფლიო

ქაბულში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

გამოცემის ინფორმაციით, აფეთქების ხმა სპორტულ კლუბში გაისმა, რომელიც შიიტებით არის დასახლებული. მომხდარზე სხვა დეტალები უცნობია. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

ატენის ტყე

05 სექტემბერი 2018, 19:04

სამართალი

ატენის ხეობაში ცეცხლის ორი კერაა, დამწვარია 8 ჰექტრამდე ფართობი

ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი ტექნიკა. ხანძრის ეპიცენტრში არსებული რთული რელიეფის გამო ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება ხდება.

05 სექტემბერი 2018, 18:59

სამართალი

გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული სამხედრო ცხელ კვალზე დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ბრალდებულმა, 1988 წელს დაბადებული თ.ც.-ს გაუპატიურება სცადა. მსხვერპლმა ხ.შ.-ს წინააღმდეგობა გაუწია და ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

05 სექტემბერი 2018, 18:56

ეკონომიკა

ოზურგეთის მერია მოსახლეობას ფაროსანას წინააღმდეგ ღონისძიებების გამო აფრთხილებს

„თერმული ნისლით წამლობა განხორციელდება ქალაქ ოზურგეთში, ასევე სოფლებში: სილაური, ბახვი, ბოხვაური, ლიხაური, ვაკიჯვარი, მაკვანეთი, მელექედური, მთისპირი, შემოქმედი, ცხემლისხიდი და ჯუმათი. დახურეთ ფანჯრები, პროცესს მოარიდეთ ბავშვები, ცხოველები და ფრინველები“, - ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

05 სექტემბერი 2018, 18:45

პოლიტიკა

Forbes-მა თბილისს წლის ყველაზე ამაღელვებელი ქალაქი უწოდა

ყურადღება ეთმობა აგრეთვე კანაფის ლეგალიზებას. „საქართველო გახდება პირველი საბჭოთა რესპუბლიკა, სადაც ეს მოხდა, რითაც ეს ადგილი კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება", - ნათქვამია სტატიაში. ჟურნალისტი წერს ქართული ღვინისა და ჭაჭის შესახებაც. „არასდროს სცადოთ ქართველის დათრობა: ეს კარგად არ დასრულდება".

05 სექტემბერი 2018, 18:44

ტაბლოიდი

გერმანიაში მუშამ ბაბუის დატოვებული წერილი 88 წლის შემდეგ სახურავზე იპოვა

წერილში მუშები პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე და დაბალ ხელფასებზე წერდნენ. „ჩვენ მხოლოდ ერთი პურისთვის და 500 გრამი კარაქისთვის ვმუშაობთ, იმედია ჩვენი შთამომავლები ამ წერილს უკეთეს დროში იპოვიან“, - ეწერა წერილში.

05 სექტემბერი 2018, 18:43

სამართალი

გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული თავდაცვის სამინისტროდან დაითხოვეს

სამინისტროში აცხადებენ, რომ გაუპატიურების საქმეს სამხედრო პოლიცია არ იძიებს, რადგან შემთხვევა არ მომხდარა მაშინ, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. მიუხედავად ამისა, ბრალის წარდგენის შემდეგ, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.