Imedi /  05 სექტემბერი 2018, 19:46 / სანდო წყარო

სხვადასხვა უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წლის დაწყების თარიღები ცნობილია

საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლები სასწავლო პროცესის დაწყების ვადებს ინდივიდუალურად განსაზღვრავენ. სხვადასხვა უნივერსიტეტის 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებისა და რეგისტრაციის ვადების შესახებ ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ილიაუნი) საბაკალავრო საფეხურზე აბიტურიენტების რეგისტრაცია შესაძლებელია 2018 წლის 3 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისათვის სწავლა 2018 წლის 25 სექტემბერს. სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისათვის კი სწავლა პირველ ოქტომბერს დაიწყება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) სტუდენტები სწავლას 17 სექტემბერს დაიწყებენ. პირველკურსელებისთვის აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია 3 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე იწარმოებს (ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა) და ხელშეკრულების გაფორმება – 3 – 11 სექტემბერი; აკადემიური რეგისტრაცია (სასწავლო კურსების არჩევა) – 12 – 17 სექტემბერი).

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (კსუ) პირველკურსელთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) ხორციელდება 6-12 სექტემბერს. სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე საბუთების მიღება ხორციელდება 3-15 სექტემბერს. შემოდგომის სემესტრი საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისათვის იწყება 10 სექტემბერს და დასრულდება 30 იანვარს. სამაგისტრო, სადოქტორო და უცხოენოვან პროგრამებზე შემოდგომის სემესტრი იწყება 24 სექტემბერს და დასრულდება 12 თებერვალს. უცხოენოვან პროგრამებზე პირველკურსელებისთვის I სემესტრი იწყება 22 ოქტომბერს და დასრულდება 12 მარტს.

ქართულ უნივერსიტეტში (სანგუ) შემოდგომის სემესტრი 2018 წლის 17 სექტემბერს დაიწყება და 2019 წლის 2 თებერვალს დასრულდება. რაც შეეხება აკადემიურ და ადმინისტრაციულ რეგისტრაციას, პირველსემესტრელათათვის რეგისტრაციის ვადები 3 – 14 სექტემბერია, ხოლო დანარჩენი სტუდენტებისთვის 27 აგვისტო – 14 სექტემბერი.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (იბსუ) ბაკალავრებისთვის სასწავლო პროცესს 27 აგვისტოს დაიწყებს. რაც შეეხება მაგისტრებსა და დოქტურანტებს, ისინი სწავლას 8 ოქტომბერს დაიწყებენ.

აგრარული უნივერსიტეტის პირველკურსელებმა რეგისტრაცია უნივერსიტეტში უნდა გაიარონ 12, 13, 14 სექტემბერს 12:00 ან 16:00 საათზე. სწავლა ისევე, როგორც პირველსემესტრელებისთვის, ბაკალავრის სხვა საფეხურის სტუდენტებისთვისაც 17 სექტემბერს იწყება.

თავისუფალი უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტების რეგისტრაცია ჩატარდება 5 , 6, 7 სექტემბერს 13:00 საათზე და 16:00 საათზე. სწავლა ისევე როგორც პირველსემესტრელებისთის, ბაკალავრის სხვა საფეხურის სტუდენტებისთვისაც სწავლა 10 სექტემბერს იწყება.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სასწავლო წელი იწყება მიმდინარე წლის 10 სექტემბერს. რაც შეეხება პირველ კურსს 10 სექტემბერს ეწყებათ საწყისი საბრძოლო მომზადების ხუთკვირიანი კურსი, რომელის დასრულების შემდგომაც 15 ოქტომბერს პირველი კურსი დაიწყებს სააუდიტორიო მეცადინეობს. შემოდგომის სემესტრი აკადემიაში სრულდება 2019 წლის 1-ლ თებერვალს.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში (გრუნი) პირველკურსელება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია მ/წ 3 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, 11:00-დან 18:00 საათამდე. 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი საბაკალავრო და ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის დაწყება 17 სექტემბერს. ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის საშემოდგომის სემესტრის დაწყება 8 ოქტომბერს.

დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში (სდასუ)  პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 4 სექტემბრიდან 17 სექტემბრამდე. საბაკალავრო/ერთსაფეხურიანი/სამაგისტრო/სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის სააუდიტორიო მეცადინეობებს 17 სექტემბერს იწყებს და 29 დეკემბერს ასრულებს.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პირველკურსელებმა სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად 3 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით უნდა მიმართოს უნივერსიტეტს, წარადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტები და გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.

ბაკალავრებისთვის სააუდიტორიო მეცადინეობები 17 სექტემბერს იწყება, ხოლო მაგისტრები და დოქტურანტები სწავლას 24 სექტმებერს დაიწყებენ.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში რეგისტრაცია იწარმოებს 2018 წლის 30 აგვისტოდან, 12 სექტემბრის ჩათვლით, 10 სთ-დან 17 სთ-მდე. პირველსემესტრელები სწავლას დაიწყებენ 17 სექტემბერს. 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი ბაკალავრიატის სწავლების ოთხივე წლის (მათ შორის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის), მაგისტრატურის სწავლების მეორე წლისა და დოქტორანტურის სწავლების მე-2 და მე-3 წლის სტუდენტებისათვის დაიწყება 2018 წლის 10 სექტემბერს, ხოლო მაგისტრატურის სწავლების პირველი წლისა და დოქტორანტურის სწავლების პირველი წლის სტუდენტთათვის – 1-ლ ოქტომბერს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით საბაკალავრო პროგრამების პირველ კურსზე და ქართული ენის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლებამოპოვებული აბიტურიენტების რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე 3 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 – 17:00 საათამდე უნივერსიტეტის პირველ კორპუსში.

ბაკალავრიატის/მაგისტრატურის/დოქტორანტურის სტუდენტებისთვის შემოდგომის სემესტრი 17 სექტემბერს იწყება და 12 იანვარს სრულდება.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში (სეუ) პირველკურსელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 10 სექტემბერს 15:00 საათზე და დასრულდება 13 სექტემბრის 18:00 საათზე. სასწავლო პროცესი კი 1 ოქტომბერს დაიწყება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პირველკურსელებისთვის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას 3 სექტემბრიდან იწყებს და 15 სექტემბრის ჩათვლით გააგრძელებს. მოქმედი სტუდენტების რეგისტრაცია კი 10-29 სექტემბერს იწარმოებს. სწავლა 17 სექტემბერს დაიწყება.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (ჯიპა) ზოგიერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე პირველკურსელთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, ნაწილისთვის კი 3 და 5 სექტემბერს გამოცხადდება. სარეგისტრაციო პროცედურები 8 სექტემბრამდე გასტანს.

კავკასიის უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებით კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულმა პირებმა საბუთები უნდა წარმოადგინონ 3,4 და 5 სექტემბერს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში. სწავლის დაწყების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოს უნივერსიტეტში პირველკურსელების რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 13 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ბაკალავრები სწავლას 17 სექტემბერს დაიწყებენ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველკურსელებისთვის სწავლა 8 ოქტომბერს დაიწყება, რეგისტრაციის ვადებს კი უმაღლესი მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში აბიტურიენტთა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულთათვის რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე წლის 5 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა).

თეატრალურ უნივერსიტეტში 2018 – 2019 სასწავლო წელი უნივერსიტეტის ყველა აკადემიურ საფეხურზე დაიწყოს 2018 წლის 17 სექტემბერს. ხოლო ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია იწარმოებს 3-დან  14 სექტემბრის ჩათვლით.

ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია განხორციელდება 2018 წლის 03 – 11 სექტემბერს, სალექციო მეცადინეობები კი 17 სექტემბერს დაიწყება.

სამხატვრო აკადემიაში სწავლა სავარაუდოდ პირველ ოქტომბერს დაიწყება. როგორც უნივერსიტეტში განგვიცხადეს, ჯერ ოფიციალური ბრძანება სწავლის დაწყებისა და რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით მიღებული არის.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი სასწავლო პროცესს 17 სექტემბერს იწყებს. რეგისტრაციას რაც შეეხება, ჯერ ვადები დადგენილი არ არის. თუმცა, როგორც უნივერსიტეტში გვითხრეს, ამ კვირაში გახდება ცნობილი.

სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში (საბაუნი) პირველკურსელთა რეგისტრაცია შესაძლებელია 3-დან 14 სექტემბრის ჩათვლით. სწავლა დაიწყება 24 სექტემბერს.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წელი დაიწყება 17 სექტემბერს. პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს ყოველდღე 3 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 – 17:00 საათამდე.

ქუთაისის უნივერსიტეტში სწავლის დაწყების თარიღად განისაზღვრა 17 სექტემბერი. ერთიანი საბუთების მიღება დაიწყება 10 სექტემბრიდან როგორც აბიტურიენტებისათვის, ასევე მაგისტრანტობის მსურველ კანდიდატებისათვის. აბიტურიენტებისათვის საბუთების მიღება დამთავრდება 14 სექტემბრის 16:00 საათზე, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის 28 სექტემბრის 16:00 საათზე.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრებისათვის სწავლა იწყება 24 სექტემბერს, პირველკურსელი მაგისტრანტებისათვის 1 ოქტომბერს, ადმინისტრაციული რეგისტრაცია იწყება 6 სექტემბერს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში პირველკურსელთა აკადემიური და ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაცია იწარმოებს 10 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე. სასწავლო პროცესი კი 1-ლ ოქტომბერს დაიწყება.

შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაციისა და სტუდენტებთან ხელშეკრულებების გაფორმების ვადად განისაზღვრა პერიოდი 2018 წლის 15 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე, აკადემიური რეგისტრაციის ვადად კი 2018 წლის 17 სექტემბრიდან 24 სექტემბრამდე. სწავლა კი 25 სექტემბერს დაიწყება.

იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი სემესტრის სტუდენტთა ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 3 სექტემბრიდან და დასრულდება 2018 წლის 26 სექტემბერს. I სემესტრი დაიწყება 2018 წლის 1 ოქტომბერს.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულმა აბიტურიენტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ 2018 წლის 29 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 17:30-საათამდე. სწავლის დაწყების თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

02 ივნისი 2026, 03:09

მსოფლიო

ზელენსკი: პუტინი ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად ახლოსაა რუსეთი კრიზისთან

მიმდინარე წლის იანვრიდან მაისამდე პერიოდში უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე 15 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა. ამასთანავე, რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს ამ თავდასხმებით გამოწვეული ზიანის რეალურ მასშტაბებს უმალავენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

კირილო ბუდანოვი

02 ივნისი 2026, 03:04

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: უკრაინაში საომარი მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულება პრეზიდენტის პირდაპირი ბრძანებაა, ხოლო კონფლიქტის ზამთრამდე დასრულება სრულიად რეალისტური მიზანია

უკრაინაში საომარი მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულება პრეზიდენტის პირდაპირი ბრძანებაა, ხოლო კონფლიქტის ზამთრამდე დასრულება სრულიად რეალისტური მიზანია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა საერთაშორისო ფორუმზე „უსაფრთხოების არქიტექტურა“ განაცხადა.

სი ძინპინი დონალდ ტრამპი

02 ივნისი 2026, 02:54

მსოფლიო

South China Morning Post: ტრამპმა სი ძინპინს პირადად მოუწოდა, ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების პროცესში

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს პირადად მოუწოდა, ჩაერთოს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების პროცესში. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა South China Morning Post-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუ

02 ივნისი 2026, 02:33

მსოფლიო

AXIOS: „შენ საერთოდ გაგიჟდი?“ - ტრამპმა ნეთანიაჰუ ლიბანში ესკალაციის გამო მწვავედ გააკრიტიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ლიბანში ესკალაციის გამო მწვავედ გააკრიტიკა. ორშაბათს შემდგარი სატელეფონო საუბრის დეტალებზე გამოცემა AXIOS-ს აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა და კიდევ ერთმა ინფორმირებულმა წყარომ შეატყობინა.

ჯარედ კუშნერი

02 ივნისი 2026, 02:20

მსოფლიო

POLITICO: ალბანეთის ანტიკორუფციული პროკურატურა ძვირადღირებული დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობას იძიებს, რომელიც ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს უკავშირდება

ალბანეთის ანტიკორუფციული პროკურატურა ძვირადღირებული დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობას იძიებს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს უკავშირდება, - წერს გამოცემა POLITICO.

დონალდ ტრამპი

02 ივნისი 2026, 02:05

მსოფლიო

ტრამპი: ირანთან შეთანხმება შეიძლება მომავალ კვირას შედგეს - ირანთან სამშვიდობო შეთანხმება სამხედრო გამარჯვებაზე ბევრად უკეთესიც კი შეიძლება იყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია ABC News-ს განუცხადა, რომ მისი აზრით, „მომავალი კვირის განმავლობაში“ ირანთან მიაღწევს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის თაობაზე.

კახა კალაძე

02 ივნისი 2026, 01:25

საზოგადოება

კახა კალაძე: ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გვქონდა არაერთი შეხვედრა ახალ საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით - მოეწყოს მცხეთიდან ალტერნატიული შემოსასვლელი დიდი დიღმის მიმართულებით

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართული დებატების დროს, ახალ საგზაო პროექტებსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

02 ივნისი 2026, 00:54

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: თუ „ჰეზბოლა“ ისრაელის ჩრდილოეთზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, ისრაელი ბეირუთზე დარტყმების განხორციელების თავდაპირველ გეგმას შეასრულებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, თუ ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ისრაელის ჩრდილოეთზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, ისრაელი ბეირუთზე დარტყმების განხორციელების თავდაპირველ გეგმას შეასრულებს.

კახა კალაძე

02 ივნისი 2026, 00:53

პოლიტიკა

კახა კალაძე: ირაკლი ბენდელიანს სხვა მისამართზე აქვს შეძენილი ბინა, ისიც - ბანკის სესხით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სინამდვილეს არ შეესაბამება ბრალდება იმასთან დაკავშირებით, თითქოს მის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს ტვერელის ეკლესიის წინ აშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად აქვს შეძენილი.

კახა კალაძე

02 ივნისი 2026, 00:26

პოლიტიკა

კახა კალაძე ირაკლი კუპრაძეს: ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია

„ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია. ეს იყო ძალიან მძიმე თემა, ძალიან მძიმე იყო პირადად ჩემთვისაც. უდიდესი ტრაგედია იყო პირადად ჩემთვისაც და მე მაშინ მთავრობის სხდომაზე აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ გამოვედი და ვთქვი, არ დავმალულვარ. როდესაც დედაქალაქი პრობლემების წინაშეა, არასდროს გავურბივარ პრობლემებს, არც მე, არც ჩემი თანაგუნდელები, გამოვდივართ და ვსაუბრობთ, თუ რა მოცემულობაა და არ გავურბივართ პასუხისმგებლობას“.

კახა კალაძე

02 ივნისი 2026, 00:12

პოლიტიკა

კახა კალაძე ე.წ არსენალის მთის პროექტზე: რა ინტერესზე საუბრობთ? 2011 წელს დავტოვე ეს კომპანია

დედაქალაქის მერი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში გამართული დებატების დროს, პოლიტიკოს ნიკა ობოლაძის ბრალდებას გამოეხმაურა, რომელმაც კახა კალაძე ბიზნესინტერესების ლობირებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ე.წ. არსენალის მთის პროექტის განმახორციელებელ კომპანიასთან 2011 წლიდან არანაირი შეხება და ინტერესი არ გააჩნია.

კახა კალაძე

02 ივნისი 2026, 00:07

პოლიტიკა

კახა კალაძე: თუ ნახავთ, რომ „არქისთან“ ან ნებისმიერ სხვა დეველოპერულ კომპანიასთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, გპირდებით თანამდებობას დავტოვებ

რა პრობლემაა, რომ ილია წულაია არის ჩემი მეგობარი და ჩემი ბავშვის ნათლია? „არქისთან“ დამოკიდებულებაში რამე არასწორი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული? ისეთი ნებართვა გავეცი, რომელიც არ უნდა გამეცა? - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პოლიტიკოს ნიკა ობოლაძის მიერ შესაბამის თემაზე დასმულ შეკითხვას.

კახა კალაძე

02 ივნისი 2026, 00:04

პოლიტიკა

კახა კალაძე ნიკა ობოლაძის ბრალდებებზე: ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, მას პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ

„იქ, სადაც ურბანულად მიუღებელია განაშენიანება, არავის მივცემთ ამის შესაძლებლობას. ამ საკითხს პოლიტიკური ნიშნით არ ვარჩევთ ამ ქვეყანაში ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი. ამის მაგალითია პარტია „ლელოს“ ხელმძღვანელი, რომელსაც აქვს უდიდესი მშენებლობა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას ყველანაირი ხელშეწყობა აქვს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გიორგი ტყემალაძე

01 ივნისი 2026, 23:58

პოლიტიკა

გიორგი ტყემალაძე: უფასო სასადილოებზე ქილიკს ვერ მივიღებთ

26 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება უფასო სასადილოების მიმართულებით. ზოგადად, სოციალური მიმართულება ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია - ამაზე ქილიკს, თითქოს რაღაც ეკონომია ხდება ამ მიმართულებით, ნამდვილად ვერ მივიღებთ, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერით გამართულ დებატებში განაცხადა, რითაც მან უპასუხა პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელს, ირაკლი კუპრაძეს.

01 ივნისი 2026, 23:54

მსოფლიო

The Washington Post: პენტაგონმა თავისი პრესსამსახურის ოფისი დახურული დაშვების ზონად გამოაცხადა და ჟურნალისტებს იქ შესვლა აუკრძალა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა თავისი პრესსამსახურის ოფისი დახურული დაშვების ზონად გამოაცხადა და ჟურნალისტებს იქ შესვლა აუკრძალა საზოგადოებასთან ურთიერთობის იმ ოფიცრებთან შესახვედრად, რომლებიც ტრადიციულად პასუხობდნენ მათ კითხვებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.

01 ივნისი 2026, 23:43

საზოგადოება

კახა კალაძე: ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო კომფორტული გახდეს, მოქალაქეები კი თავად გადაწყვეტენ, კერძო მანქანით იარონ თუ - ავტობუსით

ვთქვათ, მივყევით იაგოს რჩევას, რომ გვირაბები, ესტაკადები მოვაწყოთ, ქუჩები გავაფართოოთ, ათი წლის შემდეგ რას ვშვრებით? რას ვაფართოებთ? სად ვაკეთებთ ესტაკადას?“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას კითხვას.

კახა კალაძე

01 ივნისი 2026, 23:31

პოლიტიკა

კახა კალაძე კუპრაძის ბრალდებებზე: უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული

უბრალოდ უხერხულია, ახალგაზრდა კაცისგან მოისმინო იმ ტიპის განცხადებები, რომელიც სიცრუეზეა დაფუძნებული, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“, სადაც პარტია „ლელოს“ ლიდერი ირაკლი კუპრაძე ცრუ ბრალდებებში ამხილა.

გიორგი ტყემალაძე

01 ივნისი 2026, 23:22

საზოგადოება

უახლოეს პერიოდში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ახალი ტენდერი გამოცხადდება

„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის თითოეული გამზირის რეაბილიტაცია. რუსთაველის გამზირს თავისი ისტორიული არეალებით და ძეგლებით მეტი დატვირთვა აქვს, ჩვენი ქალაქის გულია. შესაბამისად, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ცენტრალურ მთავრობასთან და განხორციელდა ბაზრის სიღრმისეული კვლევა, სამშენებლო რესურსების, მასალების, ზედნადები ხარჯების და ა.შ. უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა, გამოვაცხადოთ ახალი ტენდერი და დარწმუნებულები ვართ, მაღალი კონკურენცია იქნება. უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც, დაახლოებით, 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება“, - განაცხადა ვიცე-მერმა.

ლევან მახაშვილი

01 ივნისი 2026, 23:16

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. მსოფლიო გეოპოლიტიკური გარდაქმნები ახალ ფაზაში გადავიდა, ამ ისტორიულ მომენტში კი ევროპა კვლავ საკუთარი თავის ძიებაშია

საინტერესო და საყურადღებო დისკუსიები შედგა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართა და რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის სახელით მივიღე, - წერს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი სოციალურ ქსელში.

კახა კალაძე

01 ივნისი 2026, 22:42

პოლიტიკა

კახა კალაძე: ლიდერობა ის კი არ არის, რომ ვისაუბროთ ამ ცხრა წელში ყველაფერი გავაკეთეთო, არამედ ის, რომ ვაღიარებთ გამოწვევებს და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს

„ცვლილებები უკეთესობისთვის არის შეუქცევადი პროცესი, რაც მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი გახდა სისტემური. დავიწყებ სატრანსპორტო პოლიტიკით. გავიხსენებ იმ მძიმე მდგომარეობას, რაც ამ მიმართულებით გვქონდა - გაუბედურებული, ძირგამომპალი ავტობუსები, მიკროავტობუსები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებდა. ეკოლოგიური და ადამიანების ჯანმრთელობის კუთხით, მათი გამონაბოლქვი უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. მეტროში იყო უდიდესი პრობლემები.