არქივი

სტიქია ჭუბერში

06 მარტი 2019, 23:59

პოლიტიკა

საქართველოსთვის ყველაზე სარისკო სტიქია დასახელდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროკავშირის წყალდიდობების დირექტივა ეროვნულ კანონმდებლობაში აისახა. ევროპელმა ექსპერტებმა სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ ახალ კანონპროექტზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რეკომენდაციები და კომენტარები მიაწოდეს.

სახანძრო

06 მარტი 2019, 23:43

პოლიტიკა

იაპონიამ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ორი სახანძრო მანქანა აჩუქა

საგრანტო პროექტს ხელი იაპონიის ელჩმა და „მერსი კორფსის“ წარმომადგენლებმა მოაწერეს. შეძენილი სახანძრო ავტომობილები სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის, კერძოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტისათვის არის განკუთვნილი.

ისლამური სახელმწიფო

06 მარტი 2019, 23:36

მსოფლიო

ISIS-ის 400-მდე მებრძოლი სირიიდან გაქცევისას დააკავეს

სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" 400-მდე მებრძოლი დააკავეს, რომლებიც ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდნენ. სირიის დემოკრატიული ძალების მეთაურობის განცხადებით, ჯიჰადისტები ტერიტორიის დატოვებას ღამე, კონტრაბანდისტების დახმარებით ცდილობდნენ.

06 მარტი 2019, 23:25

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დინოზავრების გაქრობის მიზეზი გაარკვიეს

მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დინოზავრების გაქრობა დედამიწაზე ასტეროიდის ჩამოვარდნამ განაპირობა. აქამდე ვარაუდობდნენ, რომ გიგანტური ცხოველები კლიმატური ცვლილებების გამო გადაშენდნენ. ამ თემაზე ვრცელ მეცნიერულ სტატიას Nature Communications აქვეყნებს.

ფილმი

06 მარტი 2019, 23:19

კულტურა

„ჰობიტის“ ავტორის შესახებ ფილმის ტრეილერი გამოვიდა

კინოსტუდია Fox Searchlight Pictures-მა "ჰობიტისა" და "ბეჭდების მბრძანებლის" ავტორზე, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინზე გადაღებული ფილმის ტრეილერი გაავრცელა. ფილმის რეჟისორი დომე კარუკოსკია, მთავარ როლს კი ნიკოლას ჰოლტი ასრულებს.

თეთრი სახლი

06 მარტი 2019, 22:59

მსოფლიო

ვაშინგტონი უცხოურ ბანკებს მადუროს მხარდაჭერის შემთხვევაში სანქციებს დაუწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებს, რომლებიც ნიკოლას მადუროს დაეხმარებიან სანქციებით ემუქრება. აშშ მადუროს არალეგიტიმურ მმართველად მიიჩნევს. ამის შესახებ დონალდ ტრამპის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა განაცხადა.

06 მარტი 2019, 22:40

სპორტი

რამაზ ზოიძემ რუსი მოჭიდავე დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა

ჩემპიონატი ქალაქ ნოვი სადში მიმდინარეობს, შეხვედრს დროს ზოიძემ რუსეთის წარმომადგენელი მაგომედ იარბილოვი 7-1 დაამარცხა და შედეგად 23-წლამდელთა ჩემპიონის ტიტული ზედიზედ უკვე მსამედ მოიპოვა. ქართველი ფალავანი კარიერაში მეხუთედ გახდა ასაკობრივილ ევროპირველობის გამარჯვებული.

06 მარტი 2019, 22:38

სამართალი

ბაკურიანში 30 წლამდე კაცი მოკლეს

ბაკურიანში ახალგაზრდა მამაკაცმა ურთიერთშელაპარაკების შედეგად საკუთარ ძმას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 30 წლამდე მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კულტურული მემკვიდრეობა

06 მარტი 2019, 22:31

კულტურა

შეჰანის მონასტრის კვალს ქართველები იორდანელ და ამერიკელ მეცნიერებთან ერთად შეისწავლიან

დაზვერვითი ექსპედიცია მიმდინარე წელს დაიწყება. იორდანიაში ამერიკულ კვლევით ორგანიზაციასთან სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფის სამუშაო შეხვედრისას უკვე შეთანხმდა, რომ სამეცნიერო-კვლევით პროცესში „აქორი“ საქართველოს მხარეს ტექნიკურად დაეხმარება.

გარდაცვალება

06 მარტი 2019, 22:21

ტექნოლოგიები

გაირკვა რა სიზმრებს ნახულობენ ადამიანები სიკვდილის მოახლოების წინ

კვლევის შედეგებით გაირკვა, რომ მომაკვდავი პაციენტების 80% სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე განსაკუთრებით რეალისტურ და მკვეთრ სიზმრებს ხედავს. კვლევის ავტორის დოქტორ კრისტოფერ კერის თქმით, სიზმრები მოგზაურობისა და ჩემოდანში ნივთების ჩალაგების შესახებ შესაძლოა სიკვდილს მოასწავებდეს.

ეჰუდ არი ლანიადო

06 მარტი 2019, 22:13

ტაბლოიდი

ბელგიელი მილიარდერი სასქესო ორგანოს გადიდების ოპერაციის დროს მოკვდა

პარიზში, ბელგიელი მილიარდერი ეჰუდ არი ლანიადო სასქესო ორგანოს გადიდების ოპერაციის დროს გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება გახდა. მედიკოსები 65 წლის მილიარდერის რეანიმაციაში გადაყვანას შეეცადნენ, თუმცა ვერ უშველეს.

თანამგზავრი

06 მარტი 2019, 21:46

ტექნოლოგიები

ქვეყნები, რომლებსაც კოსმოსში ყველაზე მეტი თანამგზავრი ჰყავთ

დედამიწის გარშემო დღეს 1,950-ზე მეტი სატელიტია (ხელოვნური თანამგზავრი) და ეს რიცხვი მალე შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს. ხარჯების შემცირებამ და მზარდმა კონკურენციამ კოსმოსისკენ გზა სულ უფრო მეტ კომერციულ კომპანიას გაუხსნა, რომლებმაც არაერთი ხელოვნური თანამგზავრი გააგზავნეს.

06 მარტი 2019, 21:33

სამართალი

გიორგი ქადაგიძეს პროკურატურა მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავს

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მისი დაკითხვა, „თიბისი ბანკის“ ირგვლივ დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. ქადაგიძემ პროკურატურაში გამოცხადებაზე უარი განაცხადა. პროკურატურა საქალაქო სასამართლოს მიმართავს, რათა დაკითხვის პროცედურა მოსამართლის თანდასწრების წარიმართოს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

06 მარტი 2019, 21:26

პოლიტიკა

საგარეო უწყება: ვენაში საქართველოს მოქალაქეები არ დაუკავებიათ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ვენაში საქართველოს მოქალაქეები არ დაუკავებიათ. უწყებაში ამბობენ, რომ ვენაში საქართველოს საკონსულოში ამასთან დაკავშირებით ცნობა არ შესულა. დღეს ვენაში 15-მდე მოქალაქის დაკავების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

მოსამართლეების დანიშვნა

06 მარტი 2019, 21:13

პოლიტიკა

რა კრიტერიუმებით შეარჩევენ უზენაესის მოსამართლეთა კანდიდატებს. პროექტი

"ქრონიკამ" "საერთო სასამართლოების შესახებ კანონში" შესატანი ცვლილებების პროექტი მოიპოვა, რომელიც ამ დროისთვის საჯარო არ არის. დოკუმენტში შესაძლებელია გარკვეული შესწორება შევიდეს, რადგან წინ საპარლამენტო განხივლებია და პარალელურად პარლამენტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ელოდება.

ბათუმი

06 მარტი 2019, 20:59

ეკონომიკა

ბათუმში მაღალსართულიანი მშენებლობები იზღუდება

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მცირე ნაკვეთებზე ინდივიდუალურად, მრავალსართულიანი შენობების განთავსება იზღუდება. ქალაქში K2 კოეფიციენტთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდა. თუ მესაკუთრეს 600-დან 1200 კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთი აქვს და ტერიტორიაზე მშენებლობას გეგმავს, K2 კოეფიციენტს 50 % -ზე მეტად ვერ გაზრდის.

გერმანიის ელჩი
მარტინ კრიენერი

06 მარტი 2019, 20:36

მსოფლიო

ვენესუელიდან გერმანიის ელჩს აძევებენ

ვენესუელის დროებითმა ხელისუფლებამ გერმანიის ელჩი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა. დანიელ მარტინ კრიენერს ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად 48 საათი მისცეს. მადუროს რეჟიმი მას დიპლომატიური ნორმების დარღვევასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

მამუკა ბახტაძე

06 მარტი 2019, 20:31

სამართალი

შესაძლებელია თუ არა დაბეჭდილი წერილის ავტორის დადგენა

IT-ის სპეციალისტები ამბობენ, რომ ფურცელზე ამობეჭდილი ტექსტით ავტორის დადგენა შეუძლებელია. მათი განმარტებით, ექსპერტიზას მხოლოდ ის შეუძლია თქვას თუ რომელი კარტრიჯი გამოიყენეს, თუმცა ეს ინფორმაცია ვერც კომპიუტერამდე და ვერც პრინტერამდე ვერ მიგვიყვანს.

სამსახური

06 მარტი 2019, 20:19

ეკონომიკა

დასახელდა პროფესიები, რომლებზე მოთხოვნაც ძალიან გაიზრდება

დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო მეტად ანაცვლებს რობოტი ადამიანურ სამუშაო ძალას. ისეთი ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, როგორიც არის ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, ზოგიერთ საქმიანობა რისკის ქვეშ დგება.

არატა ისოძაკი

06 მარტი 2019, 20:18

კულტურა

„ნობელის პრემია“ არქიტექტურაში არატა ისოძაკის გადაეცა

არქიტექტურაში „ნობელის პრემიის“ ანალოგი პრიტცკერის პრემია 87 წლის იაპონელ არქიტექტორს არატა ისოძაკის გადაეცა. არატა ისოძაკი პრიტცკერის პრემიის 46-ე ლაურეატია. იაპონიიდან კი მე-9 არქიტექტორია ვინც ეს პრემია მიიღო. პრემიის საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარია. გამარჯვებულს ბრინჯაოს მედალსაც გადასცემენ

NASA

06 მარტი 2019, 19:53

ტექნოლოგიები

პირველად ისტორიაში NASA-ს ექსპედიციას ქალთა ეკიპაჟი უხელმძღვანელებს

ასტრონავტი ანნა მაკკლეინი და კრისტინა კოჩი მისიის შესასრულებლად ხომალდზე 29 მარტს გაემგზავრებიან. ექპედიცია კანადის კოსმოსური სააგენტოს ხელშეწყობით ჩატარდება.

ლორენ პაუელი

06 მარტი 2019, 19:51

მსოფლიო

სტივ ჯობსის ქვრივს ტრამპი პოტენციურ დიქტატორად მიაჩნია

უამრავ მდიდარ ადამიანს მედია საშუალებებში ინვესტიცია აქვთ ჩადებული, თუმცა მომავალში მედია "საზოგადოებრივი სიკეთე" იქნება, რომელმაც სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს მხარი უნდა დაუჭიროს. აქამდე დონალდ ტრამპი არაერთი განცხადებით გამოსულა.

ხეების ხმობა

06 მარტი 2019, 19:35

პოლიტიკა

როგორ გეგმავს მერია თბილისში გამხმარი ხეების ჩანაცვლებას

დედაქალაქსა და მის შემოგარენში თბილისის მერია მასშტაბურ სანიტარულ ღონისძიებებს ახორციელებს. მერიას უკვე 22 000-ზე მეტი გამხმარი ხე-მცენარე აქვს მონიშნული. პრობლემაა ქალაქში ფიჭვების ხმობაც. როგორც თბილისის მერიაში ამბობენ, ფიჭვების სანიტარული ჭრა 2018 წლის ოქტომბრიდან დაიწყეს.

ახალი ზელანდია
კუკის კუნძულები

06 მარტი 2019, 19:29

მსოფლიო

კუკის კუნძულებს სახელს შეუცვლიან

ახალი ზელანდიის 15 მცირე კუნძულს სახელს უცვლიან. ეს ტერიტორია კუკის კუნძულების სახელითაა ცნობილი, რომელიც ინგლისელ მეზღვაურს ჯეიმს კუკის უკავშირდება. კუნძულების ვიცეპრემიერის მარკ ბრაუნის განცხადებით, შერჩეულია 60-მდე დასახელება. გადაწყვეტილების მისაღებად ჩატარდება რეფერენდუმი.

06 მარტი 2019, 19:27

თემა

რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულების თეორიების?

შეთქმულების თეორია, იგივე კონსპირაციული თეორია, ჰიპოთეზების ერთობლიობაა, რომელიც ამა თუ მნიშვნელოვან მოვლენას ადამიანთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულების შედეგად წარმოაჩენს. ამ თეორიის მიხედვით, მიმდინარე პროცესებს კულისებიდან სწორედ ეს ძლევამოსილი ადამიანები მართავენ.

ფეხბურთი

06 მარტი 2019, 19:16

სპორტი

ბოლნისის „სიონმა“ თბილისის „დინამო“ დაამარცხა

მატჩი ბოლნისში თამაზ სტეფანიას სახელობის სტადინზე გაიმართა. ანგარიში 28-ე წუთზე სტუმრებმა გახსნეს. ლევან შენგელიას კუთხურიდან ჩაწოდებული დმიტრო ივანისენიამ გოლად აქცია. მეორე ტაიმში, ვილი ისიანმა დინამოელთა კარი აიღო და საბოლოო ანგარიში 2:1 დააფიქსირა.

გაბრიელ გარსია მარკესი

06 მარტი 2019, 19:04

კულტურა

Netflix-ი მარკესის „მარტოობის ას წელიწადს“ გადაიღებს

Netflix-ი გაბრიელ გარსია მარკესის ნაწარმოების „მარტოობის ასი წელიწადის“ მიხედვით სერიალს გადაიღებს. ამის შესახებ Variety წერს. ესპანურენოვანი სერიალის შექმნაში მწერლის შვილები, როდრიგო გარსია და გონსალო გარსია ბარჩა მიიღებენ მონაწილეობას, ხოლო გადაღებები მეტ წილად კოლუმბიაშია დაგეგმილი.

დონალდ ტრამპი

06 მარტი 2019, 18:57

ეკონომიკა

აშშ-ის სავაჭრო დეფიციტმა ისტორიულ ათწლიან მაქსიმუმს მიაღწია

ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეფიციტმა გასულ წელს დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართებით 621 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც შტატების ისტორიული 10-წლიანი მაქსიმუმია. ამ შედეგმა კი პრეზიდენტი დონალდ ტრამპის დეფიციტის შემცირების გეგმას დარტყმა მიაყენა.

Iphone

06 მარტი 2019, 18:55

ტექნოლოგიები

iPhone 11 წყალგაუმტარი იქნება

Apple-მა ახალი iPhone 11-სთვის სპეციალური, წყალგამძლე ეკრანი შექმნა. Apple-ის შემდეგ სმარტფონს შესაძლოა, ჰქონდეს ეკრანი, რომელიც წყალქვეშაც იმუშავებს. ამავე წყაროს ინფორმაციით, Iphone 11 მხოლოდ წყალგაუმტარი არ იქნება და ეკრანზე თითის შეხებით „რეგისტრაცია“ წყალქვეშაც იქნება შესაძლებელი.

06 მარტი 2019, 18:51

ეკონომიკა

OECD გლობალური ეკონომიკის შემცირებას პროგნოზირებს

ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD) 2019- 2020 წლებში მსოფლიო ეკონომიკის ზრდის პროგნოზს ამცირებს. ორგანიზაცია ძირითად მიზეზად, წამყვან ეკონომიკებს შორის სავაჭრო ურთიერთობების დაძაბვას და ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას ასახელებს.