არქივი
08 აპრილი 2019, 23:46
ეკონომიკა
ემუქრება თუ არა მსოფლიოს პურის დეფიციტი
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, მიმდინარე წელს ხორბლის მოსავალი მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს. ხორბლის მოსავალი დაახლოებით 2,66 მილიარდი ტონა იქნება, რაც აუცილებელზე 30 მილიონი ტონით ნაკლებია.
08 აპრილი 2019, 23:16
პოლიტიკა
რუსთავის ეპარქიამ სასულიერო პირების დაპირისპირების ვიდეო გამოაქვეყნა
„გვესმის უამრავი ცილისმწამებლური მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თითქოს მას რუსთავის ეპარქიის სამღვდელოება ფიზიკურად გაუსწორდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, გავასაჯაროოთ იმ კრების ვიდეო მასალა, რომელზეც მოხდა აღნიშნული დაპირისპირება. დაე საზოგადოებამ თუ მრევლმა თვითონ განსაჯოს მტყუან-მართალი"- ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.
08 აპრილი 2019, 22:57
მსოფლიო
ტრამპმა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელის გადაყენების ბრძანება გასცა
აშშ-ის პრეზიდენტმა საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელის რენდოლფ ალესის გადაყენების ბრძანება გასცა. დონალდ ტრამპმა შესაბამისი ბრძანება ადმინისტრაციული-საბიუჯეტო სამმართველოს დირექტორს მიკ მალმეინს მისცა. პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია.
08 აპრილი 2019, 22:40
კულტურა
ოთო ნემსაძის „ევროვიზია-2019“-ის საკონკურსო ვიდეორგოლი გამოქვეყნდა
„სულ წინ იარე“ - ასე ჰქვია ქართველი მომღერლის საკონკურსო ვიდეორგოლს, რომლის გადაღებებიც მალთაყვაში, ენგურის ხიდსა და თბილისის ზღვაზე მიმდინარეობდა. „ევროვიზია 2019" თელ-ავივში 14, 16 და 18 მაისს გაიმართება. 2018 წელს საქართველო კონკურსზე ეთნო-ჯაზ-ჯგუფმა Iriao წარადგინა.
08 აპრილი 2019, 22:20
მსოფლიო
ლიბიის დედაქალაქში აეროპორტზე ავიაიერიში განხორციელდა
მიტის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ტერმინალიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. გამოცემის ინფორმაციით, ავიაიერიშის შედეგად არავინ დაშავებულა. გაეროს ინფორმაციით, ტრიპოლის გარშემო მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო დასახლებები სულ მცირე 2,800-მა ადამიანმა დატოვა.
08 აპრილი 2019, 22:12
პოლიტიკა
საზღვარგარეთ 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
9 აპრილის მოვლენების ამსახველი ფოტო-გამოფენა მოეწყობა საქართველოს წარმომადგენლობებში აზერბაიჯანში, გერმანიაში, დანიაში, ესტონეთში, ლატვიაში, მოდლოვაში, ნიუ-იორკში, სალონიკში, თურქეთში, უზბეკეთში, ფინეთში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში.
08 აპრილი 2019, 21:58
სპორტი
ძალოსანმა გოგა ჩხეიძემ 23-წლამდელთა შორის ევროპის რეკორდი დაამყარა
გოგა ჩხეიძემ ატაცში 23-წლამდელთა ევროპის რეკორდი დაამყარა. ბათუმში მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე ქართველმა ძალოსანმა სამივე ცდა წარმატებით გამოიყენა (132, 136, 139) და ევროპის რეკორდს ერთი კილოგრამით გადააჭარბა.
08 აპრილი 2019, 21:14
მსოფლიო
რუმინეთის ყოფილ პრეზიდენტს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს ედავებიან
საქმე ეხება იონ ილიესკუს როლზე 1989 წელს კომუნისტური რეჟიმის დამხობის ძალადობრივი აჯანყების შემდეგ. იონ ილიესკუსა და ორ სხვას მათ სატელევიზიო გამოსვლებსა და მიმართვებში დეზინფორმაციის გავრცელებას ედავებიან, რის გამოც ვითარება უფრო უკონტროლო გახდა.
08 აპრილი 2019, 21:13
პოლიტიკა
მაჭახლის ხეობაში შეიძლება ჰესი აღარ აშენდეს
ჰესის აშენების წინააღმდეგ ხეობაში რამდენიმე საპროტექტო აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს და პრემიერ-მინისტრს გადაუგზავნეს. ისინი ჰესის მშენებლობის თაობაზე ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორს შორის გაფორმებული მემორანდუმის გაუქმებას ითხოვენ.
08 აპრილი 2019, 20:52
პოლიტიკა
რატომ რჩება CO-თი მოწამვლის შემთხვევები გამოუძიებელი
ბოლო პერიოდში მომხდარ ტრაგედიებში დიდ დიღომში მომხდარი შემთხვევა ერთადერთია, რომელზეც ორი ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი დადგა. დანარჩენი საქმეები კი, მისი სპეციფიკდან გამომდინარე, ჯერჯერობით გამოუძიებელია.
08 აპრილი 2019, 20:44
მსოფლიო
ირანმა აშშ-ის შეიარაღებული ძალები ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
ამ ნაბიჯით ირანმა შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას უპასუხა, რომელმაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აიათოლა ხომეინის ბრძანებით, ირანის შეიარაღებული ძალების დაქვემდებარებაში, 1979 წელს შეიქმნა.
08 აპრილი 2019, 20:29
სამართალი
„იმედის“ დარბევის საქმეზე სასამართლოში ყოფილი სპეცრაზმელი გამოიკითხა
მოწმის ინფორმაციით, სამართალდამცველები კონკრეტულ დავალებას მაშინდელი კუდის ხელმძღვანელის, ერეკლე კოდუასგან იღებდნენ. მისივე თქმით, სწორედ კოდუას ბრძანებით გაითიშა ტელეკომპანიის მაუწყებლობა, რასაც წინ უძღვოდა ტელევიზიის ძვირად ღირებული ტექნიკის განადგურება.
08 აპრილი 2019, 20:26
პოლიტიკა
თბილისის 6 ქუჩას 9 აპრილს დაღუპული ქალების სახელი მიენიჭება
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, თბილისის ექვს ქუჩას 9 აპრილს დაღუპული ექვსი ქალის სახელი მიენიჭება. ამის შესახებ 9 აპრილს, 10:00 საათზე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის საჯარო განხილვაზე ისაუბრებენ. 1989 წლის 9 აპრილიდან ხვალ ზუსტად 30 წელი სრულდება.
08 აპრილი 2019, 20:23
პოლიტიკა
ფედერიკა მოგერინი: საქართველოსა და ევროკავშირს საუკეთესო პარტნიორობა აქვთ
„საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა - წარმატების ისტორიაა. ჩვენ გვაქვს საუკეთესო პარტნიორობა“, - ასე უპასუხა „ქრონიკის“ მიერ დასმულ კითხვას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ. ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.
08 აპრილი 2019, 20:01
ტაბლოიდი
ჩინეთში 26-ე სართულიდან გადავარდნილი ბავშვი გადარჩა. ვიდეო
შემთხვევა 2 აპრილს ქალაქ ჩუნცინში მოხდა. გოგო სახლში მარტო იყო. კადრებში ჩანს, როგორ ეშვება ბავშვი სიმაღლიდან, ფარეხის სახურავზე დაცემის შემდეგ კი მოტოციკლების სადგომზე ვარდება. ამის შემდეგ ბავშვი დგება და შემთხვევის ადგილს ტოვებს.
08 აპრილი 2019, 19:43
პოლიტიკა
საელჩო: შეუძლებელია „სამხრეთ ოსეთმა“ თურქეთში წარმომადგენლობა გახსნას
Imedinews-ს საელჩოს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ანკარის პოზიცია ცნობილია საქართველოს ტერიტორილ მთლიანობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, შეუძლებელია ოკუპირებულმა ცხინვალმა თურქეთში რამე წარმომადგენლობა გახსნას.
08 აპრილი 2019, 19:39
სპორტი
14 წლამდე მოფარიკავეთა საერთაშორისო ტურნირი ქართველმა მოიგო
მოფარიკავეთა საერთაშორისო ტურნირში 12 სხვადასხვა ქვეყნის მოზარდები მონაწილეობდნენ. ტურნირზე საქართველოდან მთლიანობაში რვა სპორტსმენი, აქედან ოთხი ბიჭი და ოთხი გოგო მონაწილეობდა. ფინალში ქართველმა მასპინძელი დაამარცხა და „ტროფეუ სანტ ჟორდის“ გამარჯვებული გახდა.
08 აპრილი 2019, 19:29
კულტურა
ეროვნულ არქივში 9 აპრილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ტრილოგია აჩვენეს
ფილმში სახალხო დეპუტატი და ფილოსოფოსი საუბრობენ იმ ახალ რეალობაზე, რაც ჩვენს ქვეყანას 80-იანი წლების ბოლოს ეროვნულმა მოძრაობამ მოუტანა. კინოჩვენების პარალელურად ეროვნულ არქივში დაცული, სხვადასხვა ავტორის მიერ გადაღებული, 9 აპრილის ამსახველი დოკუმენტური ფოტოების გამოფენა გაიმართა.
08 აპრილი 2019, 19:25
მსოფლიო
ერდოღანი: სტამბოლში მერის არჩევნების მიმდინარეობისას ორგანიზებული დანაშაული დავაფიქსირეთ
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში არჩევნების მიმდინარეობისას „დაფიქსირებულ დარღვევებზე მიუთითებს და აცხადებს, რომ მერის არჩევა „ორგანიზებული დანაშაულის“ ფონზე ჩატარდა. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.
08 აპრილი 2019, 19:19
პოლიტიკა
ნუცუბიძეზე წყლით მომარაგება გამთენიისას აღდგება
შემთხვევის ადგილზე კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ამ დრომდე მუშაობს. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამუშაოები დღესვე დასრულდება, თუმცა აბონენტებს წყალმომარაგება გამთენიისას აღუდგებათ. შემთხვევა დღეს ჩხიკვაძის 35 ნომერში მოხდა.
08 აპრილი 2019, 19:10
სპორტი
მონტერეის ტურნირის გამარჯვებული გარბინე მუგურუზა გახდა
მონტერეიში მიმდინარე WTA-ს ტურნირის გამარჯვებული გარბინე მუგურუზა გახდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა ფინალში ვიქტორია აზარენკო დაამარცხა. მატჩი ანგარიშით 6:1 3:1 დასრულდა. აზარენკომ შეხვედრის დასრულება ფეხის ტრავმის გამო ვერ შეძლო.
08 აპრილი 2019, 18:47
მსოფლიო
აშშ-მა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აიათოლა ხომეინის ბრძანებით, ირანის შეიარაღებული ძალების ქვეშ, 1979 წელს შეიქმნა. კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების შესახებ ოფიციალური კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
08 აპრილი 2019, 18:46
ეკონომიკა
თუშეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ახალ კომპანიას დაევალა
ახმეტის მერის იოსებ ქარუმაშვილის ინფორმაციით, თუშეთის მიმართულებით გზა სავარაუდოდ, მაისის ბოლოს გაიხსნება. კომპანიამ ,,არელი", რომელმაც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში მიიღო მონაწილეობა შესაძლოა თუშეთის გზის შეკეთებაზე აიღოს პასუხისმგებლობა.
08 აპრილი 2019, 18:40
პოლიტიკა
საგარეო: ოკუპირებული ცხინვალის მიერ თურქეთში „წარმომადგენლის“ დანიშვნას იურიდიული ძალა არ აქვს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. დიპლომატიური წარმომადგენლის გამოცხადებას თურქეთის რესპუბლიკაში არ აქვს არანაირი იურიდიული ძალა. მეტიც, მას არაფერი აქვს საერთო დიპლომატიასთან.
08 აპრილი 2019, 18:32
კულტურა
პოპულარულმა მუსიკოსებმა „სამეფო კარის თამაშებისთვის“ სიმღერა ჩაწერეს
"სამეფო კარის თამაშების" ავტორებმა მომღერალ The Weeknd-ს თაყვანისმცემლებისთვის სიმღერის ჩაწერა სთხოვა. მან კი სამუშაო პროცესში მეგობრები, რეპერი ტრევის სკოტი და შემსრულებელი SZA ჩართო. არსებული ინფორმაციით, სიმღერა ფინალური ტიტრების დროს იქნება.
08 აპრილი 2019, 18:15
ტაბლოიდი
ამერიკელმა წყვილმა ქორწინების 82 წლის იუბილე აღნიშნა
წყვილს წვეულება მათმა ქალიშვილმა და შვილიშვილმა ბაპტისტურ ეკლესიაში მოუწყო. უილისა და დ.ვ. უილიამსების მრავალწლიანი თანაცხოვრება შესაბამისად მრავალ პერიოდს მოიცავს, მათ შორის დიდი დეპრესიისა და სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის ერებს.
08 აპრილი 2019, 18:15
სამართალი
ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულ იმედა აბაშიძეს სასჯელი გადაუვადდა
ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობისთვის დაკავებული იმედა აბაშიძე სასამართლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლდა. მას სასჯელი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გადაუვვადდა, მანამდე კი ბრალს კვალიფიკაცია შეეცვალა.
08 აპრილი 2019, 18:04
მსოფლიო
კვლევა: ვარჯიში უფრო გაბედნიერებთ, ვიდრე ფული
ის ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად აქტიურები იყვნენ, როგორც წესი, მეტად ბედნიერად გრძნობდნენ თავს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობდნენ თავს ცუდად წელიწადში საშუალოდ 35 დღის განმავლობაში გრძნობდნენ. ხოლო, ისინი ვინც, არ ვარჯიშობდნენ, ცუდად საშუალოდ 53 დღე იყვნენ.
08 აპრილი 2019, 18:00
კულტურა
ბრიტანეთში, კინოთეატრში ბავშვებს „გოჭი პეპა“-მდე საშინელებათა ფილმის ტრეილერი უჩვენეს
დიდ ბრიტანეთში, ქალაქ იფსუიჩიში მდებარე კინოთეატრში საბავშვო მულტფილმის "გოჭი პეპას" ჩვენებამდე ბავშვებმა საშინელებათა ფილმის ტრეილერს უყურეს, რის გამოც მათმა ნაწილმა ტირილი დაიწყო. მშობლების ნაწილმა Empire Cinema-დან ატირებული ბავშვები გამოიყვანეს.
08 აპრილი 2019, 17:57
სპორტი
ავსტრალიელმა ნილ რობერტსონმა სნუკერში ჩინეთის პირველობა მოიგო
ფინალში ავსტრალიელმა ინგლისელი ჯეკ ლისოვსი ანგარიშით 11:4 დაამარცხა. 37 წლის ავსტრალიელი სნუკერისთვის კარიერაში პეკინში მოპოვებული ჯილდო მე-16 იყო. სნუკერი დიდ ბრიტანეთში ბილიარდის გავრცელებული სახეობაა. მიმდინარეობა მე-20 საუკუნიდან პოპულარული გახდა ევროპასა და ჩინეთში.


