სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი როენა ხუცურაული დააკავეს
როენა ხუცურაული
ფოტო: IMEDI
პროსტიტუციის მიზნით ფართის გადაცემის ბრალდებით როენა ხუცურაული დააკავეს. ის სასტუმრო „მამიდას" მფლობელია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით, თბილისში სულ 3 პირი დააკავეს.
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია: სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული ქალი მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. - მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ.
გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მარტში, აღნიშნული ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავა. კერძოდ, სასტუმრო „მამიდას“ ადმინისტრატორი, 1981 წელს დაბადებული მ. დ., სასტუმრო „მზის“ მფლობელი და ადმინისტრატორი, 1951 წელს დაბადებული გ. ა. - მეტსახელად „ფისო“,"- წერია განცხადებაში.
ყველა სიახლე
12 ივნისი 2026, 08:45
მსოფლიო
სკოტ ბესენტი: ირანის ქმედებების შედეგად ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებისთვის მიყენებული ზიანი ირანული ანგარიშებიდან ამოღებული თანხით ანაზღაურდება
ირანის ქმედებების შედეგად ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ქვეყნებისთვის მიყენებული ზიანი ირანული ანგარიშებიდან ამოღებული თანხით ანაზღაურდება. ამის თაობაზე შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
12 ივნისი 2026, 08:38
საზოგადოება
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, „დინამოს“ მიმდებარე ქუჩებზე დღეს მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, „დინამო არენის“ მიმდებარე ქუჩებზე 12 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებული დროით, 02:00-მდე საათამდე იმუშავებს.
12 ივნისი 2026, 08:29
საზოგადოება
გაეროში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე ქართული დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ ჩვენება გაიმართა
გაეროში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე ქართული დოკუმენტური ფილმის - „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ ჩვენება გაიმართა. ფილმი პარალიმპიური მოძრაობის ისტორიას მოგვითხრობს, პარასპორტსმენებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებს შესახებ, მათ ლოკალურ და საერთაშორისო წარმატებაზე, პირად ემოციებსა და განცდებზე.
12 ივნისი 2026, 08:10
პოლიტიკა
ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირაკლი კობახიძეს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი მასპინძლობს. დაგეგმილია ლიდერების შეხვედრა ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, რის შემდეგაც დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.
12 ივნისი 2026, 08:01
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
12 ივნისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
12 ივნისი 2026, 01:22
მსოფლიო
ტრამპი ვარაუდობს, რომ ირანის უზენაესი ლიდერი მხარს უჭერს შეთანხმებას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მხარს უჭერს შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც, მისი თქმით, თეირანი „კონცეპტუალურად“ დათანხმდა, მისცეს აშშ-ს ბირთვული მასალების უსაფრთხოების უზრუნველყოფის უფლება და შეწყვიტოს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობები.
12 ივნისი 2026, 01:09
სპორტი
მექსიკის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში სამხრეთ აფრიკა ანგარიშით 2:0 დაამარცხა
მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი შეხვედრა მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებებს შორის მექსიკელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
12 ივნისი 2026, 00:40
სპორტი
მექსიკა-სამხრეთ აფრიკის მატჩში რაულ ხიმენესმა სხვაობა ორამდე გაზარდა
მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრაში მექსიკის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ უპირატესობა განიმტკიცა. მატჩის 67-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახდა.
12 ივნისი 2026, 00:35
სპორტი
ხულიან კინიონესის მიერ გატანილი გოლი გახდა ყველაზე სწრაფი სადებიუტო გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე 2006 წლის შემდეგ
ხულიან კინიონესის მიერ გატანილი გოლი გახდა ყველაზე სწრაფი სადებიუტო გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე 2006 წლის შემდეგ.
11 ივნისი 2026, 23:59
მსოფლიო
ტრამპი ირანთან „დიდი შეთანხმების“ მიღწევას აანონსებს და მიანიშნებს, რომ ხელმოწერა მალე ევროპაში შედგება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა „დიდი შეთანხმების“ შესახებ, რომელმაც შესაძლოა ირანთან ომი დაასრულოს და მიანიშნა, რომ მას უახლოეს დღეებში მოეწერება ხელი.
11 ივნისი 2026, 23:50
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა
ყირგიზეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა.
11 ივნისი 2026, 23:20
სპორტი
ხულიან კინიონესმა მექსიკის ნაკრებისა და მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გოლი გაიტანა
მეხიკოში, „აცტეკას“ სტადიონზე, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გოლი გავიდა. მატჩის ანგარიში მასპინძელმა მექსიკის ნაკრებმა გახსნა.
11 ივნისი 2026, 23:07
პოლიტიკა
ნანა ჟორჟოლიანი: მიშასთან ერთად სიტყვა რევოლუცია მხიბლავს იმიტომ, რომ ამ კაცს ეს სიტყვა უხდება
ნანა ჟორჟოლიანმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად სიტყვა რევოლუცია ხიბლავს, რადგან მას ეს სიტყვა უხდება.
11 ივნისი 2026, 22:32
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო: ბრიუსელში საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის შეხვედრაზე საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა
საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას, - განუცხადეს „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
11 ივნისი 2026, 22:31
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი: მექსიკა - სამხრეთ აფრიკა, ოფიციალური შემადგენლობები ცნობილია
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში მასპინძელი მექსიკის ნაკრები სამხრეთ აფრიკას უპირისპირდება. მწვრთნელებმა, ხავიერ აგირემ და ჰუგო ბროსმა, თავიანთი შემადგენლობები უკვე დაასახელეს.
11 ივნისი 2026, 22:01
სპორტი
მეხიკოში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონია დაიწყო - მექსიკა სამხრეთ აფრიკას დაუპირისპირდება
მეხიკოს სტადიონზე პირველი მატჩის დაწყებამდე, მსოფლიო ჩემპიონატის საზეიმო გახსნის შოუ მიმდინარეობს.
11 ივნისი 2026, 21:40
მსოფლიო
ტრამპი: იქიდან გამომდინარე, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, გავაუქმე ამ საღამოსთვის დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები ირანის წინააღმდეგ
იქიდან გამომდინარე, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე იყო აყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა, გავაუქმე ამ საღამოსთვის დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები ირანის წინააღმდეგ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
11 ივნისი 2026, 21:24
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ ჩინეთის სახით პარტნიორად შეიძინა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოთამაშე
„საქართველოს შეუძლია ძლიერ და ყოვლისმომცვლელ პარტნიორად ჰყავდეს ჩინეთი, ამერიკა კი როგორც საუკეთესო და ძლიერი პარტნიორი,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ და დასძინა, რომ დღეს საქართველოსა და ჩინეთის ინტერესები თანხვედრაშია.
11 ივნისი 2026, 21:18
პოლიტიკა
ვიქტორ ჯაფარიძე: ოპოზიციურმა ტელევიზიებმა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჩემი ნათქვამი სვანეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით დამახინჯებული ფორმით გაავრცელეს
პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონული მდივანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე რამდენიმე დღის წინ მედიასთან გამოეხმაურა მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ სვანეთში უკანონო კრიპტომაინინგის აღმოსაფხვრელად დაიწყება გამრიცხველიანების პროცესი.
11 ივნისი 2026, 21:16
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკამაც და ევროპამაც კარგად იცის, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს შემცვლელი ქვეყანა არ არსებობს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სომხეთის არჩევნების საერთაშორისო შეფასებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მნიშვნელობის ჩანაცვლება არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია.


