imedi /  25 ივნისი 2019, 18:40 / სანდო წყარო

სააპელაციო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 55 ადამიანი გაათავისუფლა

ხატია არდაზაშვილი 
სპიკერი მოსამართლე

ხატია არდაზაშვილი
სპიკერი მოსამართლე

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ 20 ივნისის მოვლენების დროს მომხდარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტები სპეციალურ ბრიფინგზე შეაჯამა. სპიკერი მოსამართლის ხატია არდაზაშვილის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაცული პალატის გადაწყვეტილებით 55 პირი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.

თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში წარმოდგენილი იქნა 61 პირის სააპელაციო საჩივარი. მათგან რიგ შემთხვევებში სასამართლომ ჩათვალა, რომ მათი მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თუმცა შეამცირა განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელი. ზოგ შემთხვევაში შეწყვიტა ადმინისტრაციული წარმოება, ხოლო ზოგ შემთხვევაში განუხილველი დატოვა სააპელაციო საჩივარი. საბოლოოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის გადაწყვეტილებით, 55 პირი გათავისუფლდა  სასამართლო სხდომის დარბაზიდან. ხოლო ერთი პირი, რომელსაც  შეუმცირდა განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელი დღეს დატოვებს დროებითი მოთავსების იზოლატორს“ - განაცხადა ხატია არდაზაშვილმა.  

20 ივნისს აქციაზე დაკავებულთა ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს გაგრძელდა. ადმინისტრაციული საჩივრების ნაწილი უკვე განიხილეს და 41 ადამიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, 2 კი უდანაშაულოდ ცნეს. საქმეების ნაწილს მოსამართლე ლევან მურუსიძე განიხილავდა.

20 ივნისს აქციაზე ადმინისტაციული წესით დაკავებული 305 ადამიანიდან ადმინისტრაციული პატიმრობა 21 ივნისს 121 პირს შეეფარდა.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ყველა სიახლე

ჯიმი კარტერი

19 სექტემბერი 2019, 18:27

მსოფლიო

ჯიმი კარტერი: პრეზიდენტობისთვის ასაკობრივი ზღვარი უნდა არსებობდეს

ამის შესახებ მან კარტერის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც არაპირდაპირ მიანიშნა, რომ დემოკრატიული პარტიის ყველაზე რეიტინგულ საპრეზიდენტო კანდიდატები ჯო ბაიდენი და ბერნი სანდერსი ამ ზღვარს უახლოვდებიან. ცნობისათვის, ჯო ბაიდენი 76-ის, ბერნი სანდერსი კი 78 წლისაა.

რივიერა

19 სექტემბერი 2019, 18:15

საქართველო

ბათუმში რივიერას მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა მორიგი აქცია გამართეს

ბათუმში, რივიერას ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას აპროტესტებენ. მორიგი აქცია ვარდების სკვერში გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ არ გაიცეს მშენებლობის ნებართვა. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეაფასონ ეკოლოგიური საფრთხეები, რომელიც პროექტის განხორციელების შემთხვევაში ბათუმს ემუქრება.

ავარია ზუგდიდში

19 სექტემბერი 2019, 18:03

ძალოვნები

ზუგდიდში სასწრაფოს მანქანა და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

ზუგდიდში, გამარჯვებისა და 8 მარტის ქუჩის კვეთაზე ერთმანეთს სასწრაფო დახმარების მანქანა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევისას დაშავებული 5 ადამიანი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი აცხადებს, რომ მას ხმოვანი სიგნალი ჰქონდა ჩართული და ავადმყოფი გადაჰყავდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

19 სექტემბერი 2019, 17:55

საქართველო

საქართველოს თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს

თავდაცვის ძალები სამხედრო ავიაციის დღეს აღნიშნავს. თავდაცვის მინისტრმა ქართველი სამხედრო მფრინავების პროფესიონალიზმსა და პატრიოტიზმს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სამხედროებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ავღანეთი ამერიკელი ჯარისკაცები

19 სექტემბერი 2019, 17:55

მსოფლიო

აშშ-ის დრონმა ავღანეთში მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა

აშშ-ის ძალების მიერ დრონით განხორციელებულ იერიშს ავღანეთში სულ მცირე 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა 40-ს აღემატება. ამერიკული ძალების სამიზნე დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტი იყო, თუმცა იერიშის შედეგად ფერმერები დაშავდნენ.

ჩვილი

19 სექტემბერი 2019, 17:45

საქართველო

თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. ახალშობილი ბიჭი კალათაში იყო მოთავსებული და საბავშვო საფენებთან ერთად კალათაში დედის წერილიც იდო. ქალი შვილის დატოვების გადაწყვეტილებას იმ მიზეზით ხსნის, რომ ბავშვის გაზრდის საშუალება არ აქვს, რადგან ოჯახმა და ნათესავებმა ზურგი აქციეს.

მერაბ ნინიძე

19 სექტემბერი 2019, 17:39

კულტურა

სერიალი მერაბ ნინიძის მონაწილეობით Emmy-ის ნომინანტია

Emmy-ის ნომინანტთა ვინაობა ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, სადაც გერმანული სერიალი McMafia-ც მოხვდა, რომელშიც ცნობილი ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე მონაწილეობს. ემის საერთაშორისო დაჯილდოვება 25 ნოემბერს გაიმართება.

19 სექტემბერი 2019, 17:24

საქართველო

ქუთაისში სამეცნიერო პიკნიკზე 5 ბავშვი დაშავდა

ინციდენტით დასრულდა სამეცნიერო პიკნიკი ქუთაისის ცენტრალურ ბაღში. დაშავდა ხუთი ბავშვი. კარავში ქუთაისის #33-ე სკოლის მოსწავლეები ცდას ატარებდნენ, რა დროსაც კოლბა აფეთქდა. ხუთი ბავშვი სახისა და ხელის არეში მსუბუქად დაშავდა. მათ სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს.

თეა წულუკიანი

19 სექტემბერი 2019, 17:12

საქართველო

მოქალაქეთა გარკვეული კატეგორია ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდება

სოციალურად დაუცველები, პენსიონერები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, არასრულწლოვნები და დევნილები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ.

შავი პანტერა

19 სექტემბერი 2019, 17:09

ტაბლოიდი

საფრანგეთში, ქალაქში მოხეტიალე პანტერა დაიჭირეს

საფრანგეთში, ქალაქ ლილთან სამართალდამცველებმა მოხეტიალე პანტერა დაიჭირეს. პანტერა საცხოვრებელი სახლის სახურავზე გადაადგილდებოდა. სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე ვეტერინარიც მივიდა. ცხოველი სპეციალური პრეპარატით დააძინეს. პანტერა 20 კილოგრამს იწონიდა.

ირაკლი ოქრუაშვილი

19 სექტემბერი 2019, 17:00

ძალოვნები

სასამართლომ ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი, თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე თავდაცვის ყოფილი მინისტრი პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა. ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლოს 500 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობით მიმართა.

ამოუცნობი მფრინავი ობიექტი

19 სექტემბერი 2019, 16:59

ტექნოლოგიები

პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი ვიდეოების ავთენტურობა დაადასტურა

პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოზეფ გრადიშერმა დაადასტურა, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ამსახველი 3 ვიდეო აშშ-ის სამხედროებმა გადაიღეს. რგოლები ჯგუფ Blink-182-ს ყოფილი ვოკალისტის, ტომ დელონგის ორგანიზაციამ (TTSA) გამოაქვეყნა.

თომას ბახი

19 სექტემბერი 2019, 16:43

სპორტი

თომას ბახი IOC-ის მხრიდან სპორტსმენებისთვის ფულადი ჯილდოების მიღების წინააღმდეგ გამოდის

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი თომას ბახი IOC-ის მხრიდან სპორტსმენებისთვის ფულადი ჯილდოების მიღების წინააღმდეგ გამოდის. ამ განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე გერმანიის სპორტსმენთა კომისიამ IOC-ს მიმართა თხოვნით, ათლეტთა სასარგებლოდ სახსრების ნაწილი გადაენაწილებინა.

პეკინის ახალი აეროპორტი

19 სექტემბერი 2019, 16:12

ეკონომიკა

ჩინეთის ახალი მეგა აეროპორტი გახსნისთვის მზად არის

პეკინის შოუდუს აეროპორტი სრული დატვირთვით მუშაობს, რის გამოც პრაქტიკულად შეუძლებელია ფრენების დამატება. 2018 წელს ამ აეროპორტის სამი ტერმინალით 100-მა მილიონმა მოგზაურმა ისარგებლა. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მეორე ყველაზე დატვირთული აეროპორტია ატლანტის საერთაშორისო აეროპორტის შემდეგ.

გარემოს დაცვა

19 სექტემბერი 2019, 15:28

ტექნოლოგიები

Facebook-ის ოფისებში პლასტმასის ბოთლები აიკრძალება

კომპანია Facebook-ი მსოფლიოს მასშტაბით თავის ოფისებში წყლის ერთჯერადი პლასტმასის ბოთლების გამოყენებას აკრძალავს. ამის ნაცვლად თანამშრომლებისთვის სამუშაო სივრცეებში წყლის ჩამოსასხმელ აპარატებს დააყენებს. ასეთი აკრძალვა აგვისტოში სან-ფრანცისკოს აეროპორტში შემოიღეს.

ეროვნული ნაკრები

19 სექტემბერი 2019, 15:17

სპორტი

საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 3 პოზიციით დაწინაურდა. ფიფას განახლებული მონაცემების თანახმად, საქართველო 91-ე ადგილზეა. გუნდმა გასულ თვეში ორი მატჩი ჩაატარა და ორივე ფრედ დაასრულა. რაც შეეხება ლიდერებს, მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე ბელგიაა.

Brexit დიდი ბრიტანეთის პარლამენტი

19 სექტემბერი 2019, 15:11

მსოფლიო

ბრიტანეთმა ევროკავშირს Brexit-ზე გეგმები წარუდგინა

დოკუმენტების მიღება ევროკავშირის პრესსპიკერმა მინა ანდრეევამ დაადასტურა. მისი თქმით, ტექნიკური დისკუსიები საკითხზე 19 და 20 სექტემბერს გაიმართება. ანდრეევამ ასევე დასძინა, რომ ბრიტანეთის წინადადებები საბაჟოების და საწარმოების მუშაობას და სანიტარიულ ნორმებს ეხება.

გუდიაშვილის მოედანი

19 სექტემბერი 2019, 14:59

ეკონომიკა

გუდიაშვილის მოედანზე რეაბილიტაცია კიდევ 12 შენობას ჩაუტარდება

კახა კალაძემ მთავრობას გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის მეორე ეტაპის სამუშაოები წარუდგინა. კახა კალაძემ მედიასთან პროექტის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სულ 26 შენობა-ნაგებობა რეაბილიტირდება, რომელთაგან 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

აქცია

19 სექტემბერი 2019, 14:52

საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ორი საპროტესტო აქცია გაიმართა

ერთ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებდნენ გამოეყენებინა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და შეწყალების მომლოდინე მსჯავრდებულების იმედები არ გაეცრუებინა. მეორე აქციით კი ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ალეკო ელისაშვილმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გააპროტესტეს.

Check In Georgia  Ad Black Sea

19 სექტემბერი 2019, 14:38

ეკონომიკა

ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

ბათუმში რეკლამის საერთაშორისო ფესტივალი Ad Black Sea 2019 საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალის ფარგლებში ვორქშოპები, სემინარები და სხვადასხვა სახის აქტივობები მოეწყობა. სპეციალურად მოწვეული ჟიური კი 11 კატეგორიაში საუკეთესო ნამუშევრებს გამოავლენს.