20-21 ივნისის საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს
ფოტო: ცოტნე გეგეჭკორი
პოლიციამ 20-21 ივნისის ღამეს აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირის დააკავა. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
გამოძიების ფარგლებში, აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე პასუხისგებაშია მიცემული ნიკანორ მელია, რომელსაც პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს შეუფარდა გირაო და დაუწესა მთელი რიგი შეზღუდვები, მათ შორის ელექტრონული მონიტორინგი, რაც ელექტრო სამაჯურის ტარების ვალდებულებას გულისხმობს.
აღნიშნული საქმის ფარგლებში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დღეს კიდევ 4 პირის დაკავება განხორციელდა. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და შესაბამისი მტკიცებულებებისა და სასამართლო განჩინების მოპოვებისთანავე, ეტაპობრივად გაგრძელდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
დღეს დაკავებულ 4 პირს შორის არიან - 1987 წელს დაბადებული ზ. ბ. 1980 წელს დაბადებული კ. კ., 1994 წელს დაბადებული ც. ს. და 1974 წელს დაბადებული ბ. თ. დანაშაული 6 დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების დროს, აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ჯგუფურ ძალადობაში, რა დროსაც სხვადასხვა საგნების გამოყენებით ახორციელებდნენ პოლიციელებზე თავდასხმას და მათთვის წინააღმდეგობის გაწევას. კერძოდ: ზ. ბ.-მ ხელკეტის გამოყენებით არაერთხელ დაესხა თავს სამართალდამცველებს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა მათ. კ.კ. პოლიციის მიმართულებით ისროდა სხვადასხვა საგნებს, აგრესიულად ესხმოდა თავს და ძალისმიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცველებს. ც. ს. ხელკეტის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველს და ფიზიკურად გაუსწორდა. ხოლო, ბ. თ. ასევე თავს დაესხა პოლიციის არაერთ თანამშრომელს.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა ბორცვაძემ.
20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.
რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.
ყველა სიახლე
16 ივლისი 2026, 10:17
რეგიონი
„საქართველოს მელიორაციის“ კომერციული დირექტორი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რწყვის პროცესს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ კომერციული დირექტორი მამელი ქობალია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობასა და ფერმერებს შეხვდა. გაეცნო რწყვის პროცესს და ფერმერებისგან უშუალოდ მოისმინა ინფორმაცია სარწყავ სეზონთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ.
16 ივლისი 2026, 10:11
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში დააზუსტეს, რომ დარტყმის ქვეშ კიევის ორი რაიონი მოჰყვა. დარნიცის რაიონში ხანძარი გაჩნდა არასაცხოვრებელ შენობაში, იქვე გაჩერებულ სატვირთო ავტომობილებსა და საწყობში. სვიატოშინსკის რაიონში ჭურვის მოხვედრის შედეგად საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრები უკვე ლიკვიდირებულია.
16 ივლისი 2026, 09:50
მსოფლიო
ირანის პრეზიდენტმა თანამოქალაქეებს ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა
ირანის პრეზიდენტმა თანამოქალაქეებს ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ირანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ ნებისმიერი გზავნილი, რომელიც საზოგადოებაში განხეთქილებას შეიტანს, ამერიკელების წისქვილზე დაასხამს წყალს.
16 ივლისი 2026, 09:43
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: მათ ძალიან სურთ შეთანხმება. ჩვენ ვარკვევთ, შევთანხმდებით თუ არა მათთან, თუ უბრალოდ, დავასრულებთ
ირანს ძალიან მალე დავამარცხებთ, - განაცხადა დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში თავდაცვისა და ინოვაციების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.
16 ივლისი 2026, 09:35
მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ირანზე საჰაერო იერიშების მეორე ტალღა განხორციელდა
განცხადებაში ნათქვამია, რომ დარტყმები მიმართულია ირანის იმ სამხედრო შესაძლებლობების წინააღმდეგ, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში თავისუფლად მოძრავ გემებს საფრთხეს უქმნის.
16 ივლისი 2026, 09:31
კულტურა
ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა 100 წლის საიუბილეო საკონცერტო სეზონი დახურა
დასკვნით ღონისძიებაში ორკესტრთან ერთად მონაწილეობდნენ თბილისის ქალთა გუნდი, სტუდენტური კაპელა და მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერლები. საღამოზე ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია დირიჟორ კახი სოლომნიშვილის ხელმძღვანელობით შესრულდა. საიუბილეო სეზონი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა. საკონცერტო სეზონის დასკვნითი ღონისძიება ეროვნული სიმფონიური ორკესტრის აუდიტორიაში გაიმართა.
16 ივლისი 2026, 09:27
სპორტი
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების წევრებმა უნგრეთის სარეიტინგო ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს 4 მედალი მოიპოვეს
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტი აიღო 2026 წლის რიგით IV სარეიტინგო სერიამ. ასპარეზობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 6 წონით კატეგორიაში გაიმართა. ჩემპიონი 86კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ გამყრელიძე გახდა, ვერცხლის მედლები რობერტ დინგაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაო თორნიკე სამხარაძის ანგარიშზეა.
16 ივლისი 2026, 09:23
პოლიტიკა
მაია ბითაძე გვარამიას განცხადებაზე: განსაკუთრებით ტრაგიკულად შეიძლება, შეფასდეს ეს განცხადება, რომელიც არაფრად აგდებს ადამიანების სიცოცხლეს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ტრაგიკული უწოდა გვარამიას მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადება, სადაც ის წუხდა, რომ ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან საქართველოს არაფერი ერგება.
16 ივლისი 2026, 09:17
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე გვარამიას განცხადებაზე: არ გვჭირდება ასეთი ტრილიონი - არც ერთი ადამიანის სიცოცხლე, არც ერთი განადგურებული ქალაქი, არც ერთი თავდასხმა საქართველოზე არ ღირს არც ტრილიონად არც ნებისმიერ თანხად
საქართველოს პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აფასებს გვარამიას მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის წუხდა, რომ ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან საქართველოს არაფერი ერგება.
16 ივლისი 2026, 09:10
რეგიონი
თელავისხევზე ნაპირსამაგრი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება
თელავისხევზე ნაპირსამაგრი სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტი რეჟიმით გრძელდება. ტერიტორიიდან ქვა-ღორღისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის ნარჩენების დიდი ნაწილი უკვე გატანილია.
16 ივლისი 2026, 09:06
სამართალი
ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა, ხოლო ერთს - გირაო განესაზღვრა
სასამართლომ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე 4 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა. სამ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა განესაზღვრა, ხოლო ერთს - გირაო. გამოძიებით დადგენილია, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე პერიოდში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, 675 794 ლარის, 388 526 აშშ დოლარის, 4 964 ევროს ოდენობით ფინანსური სარგებელი მიიღეს.
16 ივლისი 2026, 08:59
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი გვარამიას განცხადებაზე: ეს უნდა განვიხილოთ, როგორც მესიჯი უცხოელი პარტნიორებისადმი, რომ თუ ისინი იქნებიან ხელისუფლებაში, მზად არიან, დათანხმდნენ ყველანაირ პირობას და იყვნენ წმინდა მარიონეტები
მმართველ გუნდში ეხმაურებიან ნიკა გვარამიას მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის წუხდა, რომ ომის შემდეგ უკრაინის აღსადგენად გამოყოფილი თანხიდან საქართველოს არაფერი ერგება.
16 ივლისი 2026, 08:49
ეკონომიკა
ჭოუ ციენი: მჯერა, რომ შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დიდ ნაბიჯი იქნება ჩვენი, როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული დაკავშირებისკენ
„შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დაწყება კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოსა და ჩინეთს. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი და საქართველო ტერიტორიულად არც ისე ახლოს არიან ერთმანეთთან, გვაქვს ძალიან დიდი კულტურული და მეგობრული კავშირები. 2023 წელს გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ შედეგი გამოიღო. შანხაი ეკონომიკური თვალსაზრისით ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ქალაქია. მჯერა, რომ შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დიდ ნაბიჯი იქნება ჩვენი, როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული დაკავშირებისკენ. ვფიქრობ, ეს ნაბიჯი მოტივაციას მისცემს სხვა ავიახაზებსაც, რომ შანხაისა და თბილისის გარდა პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს ჩინეთის სხვა წამყვან ქალაქებთანაც”, - განაცხადა ელჩმა.
16 ივლისი 2026, 08:35
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 ივლისს საქართველოში
16 ივლისს ქუთაისში ნალექი იქნება, დღისით +26 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
16 ივლისი 2026, 08:10
რეგიონი
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ მდინარე თელავისხევზე მდებარე დამცავი დამბა და მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა
მდინარე თელავისხევზე 3 დამცავი დამბა ერთმანეთისგან გარკვეულ დისტანციაზეა აშენებული. 12 ივლისის სტიქიის შედეგად, დამბებთან მისასვლელი გზა და მიმდებარე ტერიტორია ნატანი მასალით ჩაიხერგა. მძიმე ტექნიკის მობილიზებისა და ინტენსიური მუშაობის შედეგად, ერთ დამბასთან მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია. ამ დროისთვის დარჩენილ ორ დამბასთან მისასვლელი გზის გაწმენდა მიმდინარეობს.
16 ივლისი 2026, 08:03
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: ვამაყობთ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება - პირდაპირი ფრენები ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში
ვამაყობთ იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
16 ივლისი 2026, 08:00
პოლიტიკა
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს თურქმენეთის პრეზიდენტი, სერდარ ბერდიმუჰამედოვი ეწვევა
თურქმენეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში 11:30 საათზე გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილია თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან. ლიდერები ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონულ დღის წესრიგს განიხილავენ.
16 ივლისი 2026, 01:09
სპორტი
არგენტინის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა. ნახევარფინალურ შეხვედრაში „ალბისელესტემ“ ინგლისის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
15 ივლისი 2026, 23:48
მსოფლიო
ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანი აშშ-ის თავდასხმებს კვლავ მტკიცედ უპასუხებს და მოლაპარაკებებს არ გეგმავს
ირანი აშშ-ის თავდასხმებს კვლავ მტკიცედ უპასუხებს და მოლაპარაკებებს არ გეგმავს, - განუცხადა ოთხშაბათს ირანულ მედიას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ.
15 ივლისი 2026, 23:35
მსოფლიო
მიხაილ ფედოროვმა დაადასტურა, რომ ტოვებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს
მიხაილ ფედოროვმა დაადასტურა, რომ ტოვებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტს და თავისი საქმიანობა შეაჯამა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.


