სასამართლო განმარტავს რატომ არ ცნო დაზარალებულად მაკო გომური და კიდევ 15 პირი
მაკო გომური
ფოტო: Facebook/არქივი
თბილისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, თუ რატომ არ ცნო დაზარალებულად 20-21 ივნისის აქციის საქმეზე 16 ადამიანი, მათ შორის მაკო გომური, რომელმაც აქციის ღამეს თვალი დაკარგა.
სასამართლოს განმარტებით, ის გაეცნო წარმოდგენილ საჩივარს და თანდართულ მასალებს, შეისწავლა საქმის ყველა გარემოება, შეაფასა გამოძიების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგები, ასევე, მომავალში ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების აუცილებლობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლოს განცხადებით, დაზარალებულად ცნობისთვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი და პირის ბრალდებულად ცნობისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი თანაბარია, მაგრამ პირის დაზარალებულად ცნობა არ არის დამოკიდებული სს საქმეში კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისათვის საკმარის მტკიცებულებათა მოპოვებასთან. ასევე, აუცილებელია საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ, რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ჩასატარებელია საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში დაზარალებულად ცნობის საკითხი შემდგომში კვლავ შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი. სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 20-21 ივნისს დაზარალებულებისათვის სტატუსის მისანიჭებლად სასამართლოს 11 ოქტომბერს მიმართა. საია სასამართლოში პროკურატურის დადგენილების გაუქმებას და 20-21 ივნისს დაზარალებული 16 მოქალაქისთვის, მათ შორის 8 ჟურნალისტისთვის, დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას ითხოვდა.
20 ივნისს, საღამოს, პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, რაც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამში გამოჩენას მოჰყვა, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი თვალი დაკარგა.
ყველა სიახლე
05 ივლისი 2026, 21:07
პოლიტიკა
შუა დერეფანი და საქართველო - დაბალანსებული პოლიტიკის ეფექტი. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში პატარა ქვეყნებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება, დაბალანსებული და პრაგმატული საგარეო პოლიტიკით, რისი შესაძლებლობაც ქვეყანას 2012 წლამდე ნამდვილად არ ჰქონდა. შუა დერეფანი და საქართველო, როგორც საკვანძო მოთამაშე ევროპისა და აზიისთვის, - ნახეთ ცოტნე გეგეჭკორის სპეციალურ რეპორტაჟში.
05 ივლისი 2026, 21:02
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 2019 წელს აშშ-ში ვიზიტზე: შეხვედრები გვქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენი სათქმელი იყო ეს - იმ დროს ძალიან უსამართლო და დიდი, ცილისმწამებლური წნეხი იყო ეკლესიაზე. ჩვენ შესახებ ისინი იგებდნენ და დასკვნებს აკეთებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებიდან და ჩვენ ვუთხარით, რომ მზად ვართ პირდაპირ საურთიერთობოდ
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში პოზიტიურად იხსენებს 2019 წელს შეერთებულ შტატებში ვიზიტს - იმ დროს, დროცა ამერიკაში ჯერ კიდევ ტრამპის ადმინისტრაცია იყო.
05 ივლისი 2026, 20:45
პოლიტიკა
რას ითხოვდნენ ევრობიუროკრატები - საპატრიარქო დუმილს არღვევს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესთან
საპატრიარქო დუმილს არღვევს. „იმედის კვირის“ ეთერით გაიგებთ ყველაფერს, რაც წლების განმავლობაში ევრობიუროკრატებთან დახურულ შეხვედრებზე ხდებოდა.
05 ივლისი 2026, 20:39
პოლიტიკა
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: წინა წლებში ევროპარლამენტარები ასე არ ლაპარაკობდნენ ჩვენთან. მაგალითად იანოშ ჰერმანი ძალიან მეგობრული ურთიერთობებით გამოირჩეოდა სხვებისგან განსხვავებით. მის დროს ძალიან ბევრი კარგი საქმეები გაკეთდა ევროპასთან მიმართებაში
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე გადაცემა „იმედის კვირაში“ იხსენებს რომ 2018 წლამდე ევროკავშირს, რომელსაც იანოშ ჰერმანი წარმოადგენდა, საპატრიარქოსთან საკმაოდ კარგი ურთიერთობები ჰქონდა და არაერთხელ მიუღიათ ელჩისგან დაპირება რომ ევროინტეგრაციის სანაცვლოდ საქართველოსგან არ მოითხოვნენ ტრადიციულ ღირებულებებზე უარის თქმას.
05 ივლისი 2026, 20:29
პოლიტიკა
ევრობიუროკრატების აზროვნების დიაპაზონი იმდენად ვიწროა, შეუძლიათ, ქართულ ეკლესიას ანტიქართულ საქმეში თანამონაწილეობა ისევე შესთავაზონ, როგორც ამას მდიდარი „ენჯეოების“ კლანთან ერთად აკეთებენ - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
ევრობიუროკრატების აზროვნების დიაპაზონი იმდენად ვიწროა, შეუძლიათ, ქართულ ეკლესიას ანტიქართულ საქმეში თანამონაწილეობა ისევე შესთავაზონ, როგორც ამას მდიდარი „ენჯეოების“ კლანთან ერთად აკეთებენ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.
05 ივლისი 2026, 20:22
საზოგადოება
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 2023 წელს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე: ქალბატონი ჰაჯა ლაბიბი მობრძანდა საპატრიარქოში და გაუგონარი რამ გვთხოვა, თქვა, რომ საპატრიარქოს აქვს საკმაოდ დიდი გავლენები საზოგადოებაში, რომ ქართული საზოგადოება 21-ე საუკუნის ტენდენციებს ძალიან ჩამორჩა, მისთვის მიუღებელია ერთნაირსქესიანთა ქორწინებები და ჩვენ გვთხოვა, რომ უნდა დავხმარებოდით ამის პოპულარიზაციაში
ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ბოლო ანგარიშში ევროპარლამენტმა ქართული ეკლესია მოიხსენია, როგორც რუსული ქსელის ნაწილი. სწორედ ეს ჩანაწერი გახდა მიზეზი, რის გამოც საპატრიარქომ საჭიროდ მიიჩნია, რომ დუმილი დაერღვია და წარმოედგინა მთელი სურათი, როგორ მიმდინარეობდა მათი ურთიერთობა წლების განმავლობაში ევროკავშირის წარმომადგენლებთან.
05 ივლისი 2026, 18:54
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე: მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით მუშაობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის რაიონის გამგებელ დავით კირკიტაძესთან ერთად კოჯორში დასრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. კოჯორში აზეულას, ვაჟა-ფშაველასა და წყაროს ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
05 ივლისი 2026, 17:44
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი ეუთო-ში ინიცირებულ რეზოლუციაზე: ჩვენი დელეგაციის ძალისხმევით, საჭირო ჩანაწერები გაკეთდა ოკუპაციასთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ არის სხვა ტიპის ჩანაწერიც, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულია
ჩვენი დელეგაციის ძალისხმევით, საჭირო ჩანაწერები გაკეთდა ოკუპაციასთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, ამიტომ არის მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩანაწერები, მაგრამ სამწუხაროდ, არის სხვა ტიპის ჩანაწერიც, რომელიც არის პოლიტიკურად მოტივირებული, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაზე.
05 ივლისი 2026, 17:26
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: გაკვირვებული ვარ იმით, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტს რეზოლუციაში არ აქვს ნახსენები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების, მონიტორინგის, ფინანსური და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება
ყველა ქვეყნის წინაშე დგას უსაფრთხოების პრობლემა ისეთი, როგორიცაა საფრთხეები დემოკრატიის განვითარებისთვის და ადამიანის უფლებები, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, ეკა სეფაშვილმა ჰააგაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
05 ივლისი 2026, 17:23
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: აგრესია, მუქარა, დაშინება. პირდაპირი გზა ავტოკრატიისკენ. „ტისას“ მთავრობა ამ გზას ადგას. ჩვენ ამას არ დავუშვებთ
„იანოშ ადერმა კანონის უზენაესობა დაიცვა, მშვიდად და დამაჯერებლად. რაც შემდეგ მოხდა, ყველასთვის აშკარა იყო: აგრესია, მუქარა, დაშინება. პირდაპირი გზა ავტოკრატიისკენ. „ტისას“ მთავრობა ამ გზას ადგას. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - წერს ორბანი.
05 ივლისი 2026, 17:16
მსოფლიო
წითელ ზღვაში სატვირთო გემს თავს დაესხნენ
როგორც დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრმა განაცხადა, გემმა განგაშის სიგნალი გაგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მათ იემენის ქალაქ ალ-უდეიდას სანაპიროსთან უცნობი შეიარაღებულები პირები თავს დაესხნენ. თავდასხმაზე ჯერ-ჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა.
05 ივლისი 2026, 17:13
მსოფლიო
ბორის პისტორიუსის განცხადებით, უკრაინას „ტაურუსის“ ტიპის რაკეტები ამ ეტაპზე არ სჭირდება
„ვითარება ჯერ არასდროს ყოფილა ისეთი კარგად, როგორც ახლა. ბრძოლის ველზე გადაადგილება თითქმის არ შეინიშნება. ხანდახან რამდენიმე კილომეტრი ერთი მიმართულებით, ხანდახან მეორე მიმართულებით, მაგრამ ყოველთვის რუსეთის შეიარაღებული ძალების უზარმაზარი დანაკარგების ფასად. და რაც ყველაზე მთავარია, უკრაინა სულ უფრო ხშირად ახერხებს რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების განადგურებას, რითაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და სამხედრო ლოგისტიკას სპობს“, - განმარტა მინისტრმა.
05 ივლისი 2026, 17:07
მსოფლიო
ალბანეთში საპროტესტო აქციები გრძელდება
ალბანეთში ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლები გრძელდება. პრემიერ-მინისტრ რამას მთავრობის გადადგომისა და სისტემური რეფორმების გატარების მოთხოვნით ტირანას ქუჩებში ათობით ათასი მომიტინგე გამოვიდა.
05 ივლისი 2026, 17:04
მსოფლიო
მედია: აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები 11 ივლისს განახლდება
მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე სამ მთავარ საკითხს განიხილავენ: შტატების მიერ თეირანისთვის დაწესებულ სანქციებს, ირანის გაყინულ აქტივებსა და ირანის ბირთვულ პროგრამას.
05 ივლისი 2026, 17:00
მსოფლიო
ნიუ-იორკში, სროლის შედეგად რამდენიმე ბავშვი დაშავდა
New York Post-ის ინფორმაციით, ინციდენტი საზეიმო ღონისძიების მსვლელობისას მოხდა, როდესაც ქალაქში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ფოიერვერკი მოეწყო. სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
05 ივლისი 2026, 16:52
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს ასამბლეაზე ოკუპაციის პრობლემატიკასა და „მოსკოვის მექანიზმის“ უზუსტობებზე ისაუბრა
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჰააგაში ეუთო-ს ყოველწლიურ ასამბლეას ესწრება, სადაც თითოეულ წევრს ჰქონდა შესაძლებლობა, სიტყვით გამოსულიყო და ესაუბრა გამოწვევებსა თუ პროგრესზე, რომელიც საქართველოს აქვს.
05 ივლისი 2026, 15:23
ჯანდაცვა
ქალაქ თეთრიწყაროში მასშტაბური სკრინინგ აქცია გაიმართა
დაავადებათა კონტროლისა ეროვნული ცენტრისა და ეროვნული სკრინინგ ცენტრის ორგანიზებით ქალაქ თეთრიწყაროში, მასშტაბური სკრინინგ აქცია გაიმართა. აქციის მიზანი მოსახლეობაში პრევენციული მედიცინის პოპულარიზაცია, დაავადებების ადრეული გამოვლენა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
05 ივლისი 2026, 15:07
მსოფლიო
საფრანგეთში ხანძარმა ასობით ჰექტარი ტყე გაანადგურა
საფრანგეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ წელს ტყის ხანძრების სეზონი ჩვეულებრივზე დაახლოებით ერთი თვით ადრე დაიწყო. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა შეშფოთება გამოხატა ვითარების განვითარების გამო და აღნიშნა, რომ სიცხის, გვალვისა და ქარების ერთობლიობის გამო, ქვეყანა შესაძლოა ტყის ხანძრების მძიმე სეზონის წინაშე აღმოჩნდეს.
05 ივლისი 2026, 14:59
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: კონკრეტული კანონი თუ ვინმეს არ მოსწონს, პასუხი არასდროს უნდა იყოს სამართლებრივი ჩარჩოს გვერდის ავლა, გარე ზეწოლა ან ქვეყნის შიგნით არეულობის წახალისება
57 ქვეყნიდან 34-მა არ დაუჭირა მხარი საქართველოსთან დაკავშირებით „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას, რაც დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს, მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატებიც, - განაცხადა პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების მთავარი კომიტეტის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
05 ივლისი 2026, 14:38
მსოფლიო
მედია: აშშ-ში გაუსაძლისი სიცხე 20-ზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა
შეერთებულ შტატებში გაუსაძლის სიცხეს 25 ადამიანი ემსხვერპლა. „ენ ბი სის“ ინფორმაციით, გარდაცვალების 22 შემთხვევა ნიუ-ჯერსიში, 2 ილინოისში, ერთი კი მისისიპიში დაფიქსირდა.


