imedi /  18 ნოემბერი 2019, 17:31 / სანდო წყარო

პარლამენტთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს

პარლამენტთან პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ამ დროის მონაცემებით, დაკავებულია 10-მდე პირი. მათ შორის არიან ზურაბ ჯაფარიძე, გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმი აქციის მონაწილეების მიმართულებით ცოტა ხნის წინ დაიძრა და დაშლა დაიწყო. მანამდე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს პიკეტირების შესაწყვეტად 30 წუთი მისცა.

მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში არაერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ბიუროს სხდომა უნდა ჩატარდეს. მამუკა მდინარაძემ, ირაკლი კობახიძემ და სხვებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, რომ კანონით იმოქმედონ. მათი თქმით, პოლიციამ კანონის შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, "ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ", - აცხადებენ სამინისტროში. 

დღეს დილით პარლამენტში დეპუტატები არ შეუშვეს. რუსთაველის გამზირი მეორე დღეა აქციის გამო გადაკეტილია.

17 ნოემბერს, ღამე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს, რასაც მმართველი გუნდიდან რომან კაკულიამ უპასუხა, რომ პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს. პარალელურად აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმაც“.

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“. 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

07 დეკემბერი 2019, 10:21

ტექნოლოგიები

ტრამპი: პირადი მობილური ტელეფონი აღარ მაქვს

„CNN-ი ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, თითქოს მე უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად კვლავ პირადი მობილური ტელეფონით ვსარგებლობ. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. წლებია, პირადი მობილური ტელეფონი აღარ მაქვს და მხოლოდ სამთავრობო, დაცული ტელეფონებით ვსარგებლობ“ - წერს ტრამპი.

დაკავება

07 დეკემბერი 2019, 10:04

ძალოვნები

თეთრიწყაროში საჯარო მოხელე ქრთამის სახით 1000 ლარის აღებისთვის დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსი ლაშა ქ. დააკავეს.

სალმან ალ-საუდი

07 დეკემბერი 2019, 09:53

მსოფლიო

საუდის არაბეთის მეფემ ფლორიდაში მომხდარ თავდასხმას ბარბაროსული უწოდა

საუდის არაბეთის მეფე სალმან ალ-საუდმა „ბარბაროსული“ უწოდა ფლორიდაში სამხედრო ბაზაზე მომხდარ თავდასხმას, რომლის დროსაც საუდელმა სტუდენტმა მოჰამედ საიდ ალშამრანიმ სამი ადამიანი მოკლა და 8 დაჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ფრიდენშტაინის სასახლის მუზეუმი

07 დეკემბერი 2019, 09:18

კულტურა

გერმანულ მუზეუმში 40 წლის წინ მოპარული ტილოები დააბრუნეს

გერმანიის ქალაქ გოთაში მდებარე ფრიდენშტაინის სასახლის მუზეუმში 40 წლის წინ მოპარული 5 ტილო დააბრუნეს. ინფორმაციას ამის შესახებ მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს. საუბარია ჰანს ჰოლბაინ უფროსის, იან ბრეიგელ უფროსის, ანტონის ვან დეიკის, ფრანს ჰალსისა და იან ლივენსის ტილოებზე, რომლებიც ფრიდენშტაინის სასახლის მუზეუმიდან 1979 წლის დეკემბერში მოიპარეს.

კაროლინ ვოზნიაცკი

07 დეკემბერი 2019, 09:01

სპორტი

ჩოგბურთელი კაროლინ ვოზნიაცკი იანვარში კარიერას დაასრულებს

„15 წლიდან პროფესიონალი ჩოგბურთელი ვარ. 30-ჯერ მაქვს მოგებული WTA-ს ტურნირები, 71 კვირის განმავლობაში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ვიყავი, გავიმარჯვე წლის შემაჯამებელ ტურნირზე, ვმონაწილეობდი სამ ოლიმპიურ თამაშებში, გავიმარჯვე 2018 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე - მოკლედ, კორტზე მივაღწიე ყველაფერს, რაზეც ვოცნებობდი“, - წერს ვოზნიაცკი.

ტეილორ სვიფტი

07 დეკემბერი 2019, 08:47

კულტურა

წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები დასახელდა

29 წლის მომღერალი ტეილორ სვიფტი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Forbes-ი ავრცელებს. 2019 წელს საკონცენტო ტურნემ და ალბომ Lover-ის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 185 მილიონი დოლარი შეადგინა.

Ericsson

07 დეკემბერი 2019, 08:38

ეკონომიკა

Ericsson-ი აშშ-ში საპროცესო შეთანხმების ფარგლებში მილიარდ დოლარზე მეტს გადაიხდის

ტელეკომუნიკაციების სფეროში მოქმედი შვედური კომპანია Ericsson-ი აშშ-ში კორუფციის მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში პრეტენზიების დასაკმაყოფილებლად დაახლოებით 1,1 მილიარდ დოლარს გადაიხდის. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ალექსანდრ პეტროვი რუსლან ბოშიროვი

07 დეკემბერი 2019, 08:21

მსოფლიო

Spiegel: სკრიპალების მოწამლვაში ბრალდებულების წინააღმდეგ გერმანიაში გამოძიება დაიწყო

გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ალექსანდრ პეტროვისა და რუსლან ბოშიროვის სახელებით ცნობილი რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებმაც ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალები მოწამლეს.

07 დეკემბერი 2019, 08:05

მსოფლიო

სასამართლომ ილონ მასკი უდანაშაულოდ ცნო

Tesla-ს ხელმძღვანელი ილონ მასკის მიერ ბრიტანელი მყვინთავისთვის, ვერნონ ანსუორტისთვის „pedo guy“-ს (პედოფილი) წოდების გამო ლოს-ანჯელესის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 5 ქალისა და 3 კაცისგან შემდგარმა ნაფიც მსაჯულთა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ მასკს თავისი განცხადებით ანსუორტის რეპუტაცია არ შეულახავს.

წარმოება

07 დეკემბერი 2019, 01:19

ტექნოლოგიები

Ford-ი ავტოდეტალებს McDonalds-ის ყავის ნარჩენებისგან შექმნის

კომპანია Ford-ი და McDonald's-ი გაერთიანებული ძალებით ყავის ნარჩენების გადამუშავების შედეგად მიიღებენ ბიოჰიბრიდულ მასალას, რასაც შემდგომ ავტოდეტალების წარმოებაში გამოიყენებენ. ბიოჰიბრიდული მასალების გამოყენება აშშ-ის ავტოინდუსტრიაში სიახლე არ არის. მანამდე Ford-მა 2007 წელს სავარძლის შესავსებად სოიოს ქაფის გამოყენება დაიწყო.

მწვანე ბარათი

07 დეკემბერი 2019, 00:35

საქართველო

მედია: 10 წელიწადში აშშ-ის მწვანე ბარათის მფლობელი საქართველოს 8 096 მოქალაქე გახდა

აშშ-ის „მწვანე ბარათის“ მფლობელი 2019 წელს საქართველოს 1131 მოქალაქე გახდა. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს. გამოცემის ცნობით, 2018 წელს „მწვანე ბარათის“ გამარჯვებული 867 მოქალაქე გახდა, 2017 წელს კი 1195.

შეზღუდვა გზებზე

07 დეკემბერი 2019, 00:08

საქართველო

ქუთაისის შემოვლით გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აიკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ლოტის მშენებლობის ფარგლებში თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 223-ე კმ-ზე, ნაწილობრივ შეიზღუდება.

ელიოტ ენგელი

06 დეკემბერი 2019, 23:33

საქართველო

ელიოტ ენგელი ქართველ მეგობრებს NDI-სა და IRI-სთან პარტნიორობისკენ მოუწოდებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდასაჭერად განცხადება გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

პრინცესა დიანა

06 დეკემბერი 2019, 23:15

ტაბლოიდი

პრინცესა დიანას რამდენიმე კაბას აუქციონზე გაიტანენ

პრინცესა დიანას რამდენიმე კაბას, მათ შორის ბრიტანელი დიზაინერის ვიქტორ ედელშტეინის მიერ შექმნილ ცნობილ მოდელს აუქციონზე გაიტანენ. დიანას მუქი ლურჯი უმკლავო კაბა თეთრ სახლში 1985 წელს მსახიობ ჯონ ტრავოლტასთან ვახშამზე ეცვა. მან ამ დღეს ტრავოლტასთან ერთად იცეკვა და კაბამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.

06 დეკემბერი 2019, 22:53

საქართველო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

ქართულმა მხარემ გენერალურ მდივანს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება გაცნო. საუბარი შეეხო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საკითხს. ქართულმა დელეგაციამ ვოიცეკ სავიცკის საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

ნათია თურნავა

06 დეკემბერი 2019, 22:44

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენ ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

„ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი, პრაქტიკულად, ინვესტორის მოთხოვნით ხდებოდა გადავადება და ჩვენ ვერ დავუშვებთ ამ პროექტის მეტად დაგვიანებას. სასურველი იყო, რომ ამ ინვესტორთან ერთად მომხდარიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ნაკლებად სავარაუდოა“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ვარსკვლავის გახსნა

06 დეკემბერი 2019, 22:42

კულტურა

გორში, ერისთავის თეატრთან ლეო ოზგებაშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს

პირველი ვარსკვლავი ერისთავის თეატრის წინ. დამსახურებულ არტისტს და გორელების საყვარელ მსახიობ ლეო ოზგებაშვილს ფოიერვერკის თანხლებით ვარსკვლავი გაუხსნეს. ის წელს იუბილარია, დაბადებიდან 80 და სცენაზე ყოფნის 60 წლისთავს აღნიშნავს.

06 დეკემბერი 2019, 22:33

საქართველო

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს

„შეშფოთებული ვართ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას“, – ამის შესახებ აღნიშნულია ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს ეხება.

მუზეუმი

06 დეკემბერი 2019, 22:31

კულტურა

გერმანულ მუზეუმს 40 წლის წინ მოპარული 5 ნახატი დაუბრუნეს

საუბარია უფროსი ჰანს გოლბეინის, უფროსი იან გრეიბელის, ანტონ ვან დეიკის, ფრანს ჰალსისა და იან ლივენსის ტილოებზე. ეს ნახატები მუზეუმიდან 1979 წლის დეკემბერში მოიპარეს. ეს მაშინ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ყველაზე მასშტაბური ძარცვა გახდა.

ლიბრა

06 დეკემბერი 2019, 22:17

ეკონომიკა

ევროკავშირი ბაზარზე Facebook-ის კრიპტოვალუტას არ დაუშვებს

Facebook-ი კრიპტოვალუტა Libra-ს გამოშვებას 2020 წლიდან გეგმავს, თუმცა ევროკავშირის ბაზარზე მისი გამოყენება არ მოხდება. ევროკომისიის გადაწყვეტილებით, Libra-სთან დაკავშირებით ყველა იურიდიული პროცესი უნდა დასრულდეს და არსებული რისკები შეფასდეს.