გრიგოლ ვაშაძემ აქციაზე პარლამენტის პიკეტირება დააანონსა
აქცია რუსთაველის გამზირზე
ფოტო: IMEDI
„ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა, სამოქალაქო საზოგადოების წესით დაკომპლექტებული ცესკო, პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, - ეს მოთხოვნები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილებს გრიგოლ ვაშაძემ გააცნო. ამით აქციაზე დაიწყო პოლიტიკური გამოსვლები, მანამდე კი პროტესტის მონაწილეებს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, შოთა დიღმელაშვილმა მიმართა.
სიტყვით გამოსვლისას გრიგოლ ვაშაძემ ოკუპანტების მიერ გატაცებული ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაც მოითხოვა და ხელისუფლება უუნარობაში დაადანაშაულა. ვაშაძემ ფორმულას „საქართველო მინუს ივანიშვილი“ გაუსვა ხაზი და პარლამენტის პიკეტირება დააანონსა.
„არსად ვიშლებით და ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას, რადგან ამ ორგანომ დაკარგა მთლიანი ლეგიტიმაცია. კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა რადიკალური ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ, რომ საქართველო მის მოქალაქეს დაუბრუნდეს.
ამ ღამეს გამოჩნდება, რისი გამკეთებლები ვართ. გავხევთ ნაკერავზე“, - მიმართა აქციის მონაწილეებს გრიგოლ ვაშაძემ.
პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.
„ევროპული საქართველოს“, „ლელოს“ და „სახალხო პარტიის“ მხარდამჭერები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერის თეატრის ტერიტორიიდან, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები კი პუშკინის სკვერიდან მივიდნენ.
პროტესტს რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას, ცესკოს შემადგენლობის შეცვლასა და დროებითი ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვენ.
პროტესტი პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის საჭირო ცვლილების ჩაგდებას მოჰყვა.
შეკრებას წინ უძღოდა შეხვედრები „ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში, სადაც პოლიტიკოსები შეთანხმდნენ ფორმულაზე-„ყველა მინუს ივანიშვილი“.
პარალელურად, 17 ნოემბერს, 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმა მანიფესტაცია „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელსაც ორგანიზაცია „ქართული მარში“ და ჯონდი ბაღათურიას „ქართული დასიც“ შეუერთდება.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.
მოგვიანებით მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.
საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. განცხადება გაავრცელა მმართველი პარტიის ლიდერმაც. ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერებს პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
ვინ დაუჭირა მხარი და ვინ იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი, ამ ბმულზე ნახეთ.
ყველა სიახლე
23 მარტი 2026, 11:40
მსოფლიო
ალბანეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა
მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის ოფისს ქვები და ე.წ მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს. პოლიციამ მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპროტესტო გამოსვლები ალბანეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც პროკურატურამ ვიცე- პრემიერს კორუფციის ბრალდება წაუყენა.
23 მარტი 2026, 11:33
საზოგადოება
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსზე „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“ რეგისტრაციას აცხადებს
სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი იწყებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე - „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“. ახალი კურსის ფარგლებში მსმენელებს საშუალება მიეცემათ სიღრმისეულად გაეცნონ ელექტროსადგურების მუშაობის პრაქტიკულ ასპექტებს.
23 მარტი 2026, 11:25
სპორტი
გურამ კაშია: დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ
„გამორჩეულია ყველა ემოცია, რომელსაც გულშემატკივრებისგან, როგორც სტადიონზე, ისე მის გარეთ ვგრძნობ. სწორედ ისინი ამრავალფეროვნებენ ჩემს კარიერას. თითოეული სიტყვა და ფრაზა, რომელიც თქვენგან მომისმენია, ჩემთვის ძვირფასია. უახლოეს ორ შეხვედრას ახლა მეც უკვე, როგორც გულშემატკივარი, დაველოდები, ხოლო ივნისში, ამხანაგურ მატჩში რუმინეთთან, ჩემი საამაყო მაისურით საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ვითამაშებ. შევხვდებით - ჩემს 129-ე, ბოლო და ყველაზე დაუვიწყარ სანაკრებო მატჩზე“, - წერს კაშია.
23 მარტი 2026, 11:21
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: თუ შევძელით კომუნიზმის დამარცხება და საბჭოთა ჯარების სახლში გაგზავნა, მაშინ არც ზელენსკისთან, ბრიუსელსა და მის აგენტებთან დავიხევთ უკან
„თუ ჩვენ შევძელით კომუნიზმის დამარცხება და საბჭოთა ჯარების სახლში გაგზავნა, თუ შევძელით სამოქალაქო, ეროვნულ და ქრისტიანულ კონსტიტუციაზე დაფუძნებული ქვეყნის აშენება, მაშინ არც ზელენსკისთან, ბრიუსელსა და მის აგენტებთან დავიხევთ უკან“, - წერს ორბანი.
23 მარტი 2026, 11:15
საზოგადოება
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმასთან დაკავშირებით ქვემო ქართლში შეხვედრა გაიმართა
სურსათის ეროვნული სააგენტო, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის გაცნობის მიზნით, მუნიციპალიტეტებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.
23 მარტი 2026, 11:12
მსოფლიო
საფრანგეთში მუნიციპალური არჩევნები დასრულდა
ემანუელ მაკრონის პარტია „აღორძინებამ“ გამარჯვება ბორდოსა და ანსიში მოიპოვა. „რესპუბლიკელებმა“ ლიდერობა შეინარჩუნეს იმ ქალაქების უმრავლესობაზე, რომლებსაც მანამდე აკონტროლებდნენ.
23 მარტი 2026, 11:05
მსოფლიო
აბას არაღჩი: ჰორმუზის სრუტე არ არის ჩაკეტილი. გემები ყოყმანობენ იმიტომ, რომ სადაზღვევო კომპანიებს ომის ეშინიათ
„ჰორმუზის სრუტე არ არის ჩაკეტილი. გემები ყოყმანობენ იმიტომ, რომ სადაზღვევო კომპანიებს იმ ომის ეშინიათ, რომელიც თქვენი არჩევანით დაიწყეთ - და არა ირანის გამო. ნაოსნობის თავისუფლება ვერ იარსებებს ვაჭრობის თავისუფლების გარეშე. პატივი ეცით ორივეს,“ - განაცხადა მან.
23 მარტი 2026, 10:58
მსოფლიო
ნიუ-იორკის აეროპორტში თვითმფრინავი მანქანას შეეჯახა
შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ თვითმფრინავის ცხვირის ნაწილი ძლიერად არის დაზიანებული. შეჯახება ასაფრენ-დასაჯდომ ზოლზე, ძლიერი წვიმის გამო გამოწვეული ცუდი ხილვადობის პირობებში მოხდა.
23 მარტი 2026, 10:48
საზოგადოება
ლევან მაჭავარიანი: პატრიარქის ოცნება იყო ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერის ხილვა და ეს მანვე შეგვაძლებინა, ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ ერთმანეთს - წინა დღეების საქართველოსა და ქართველებს ვერავინ და ვერაფერი მოგვერევა!
წინა დღეებში მსოფლიომ დაინახა 3000 წლოვანი უწყვეტი გენის მქონე ერის არაბუნებრივი ერთობა. საკუთარი ხასიათით, ქცევითა და ფიქრებით, ჩვენვე ვიყავით ჩვენი სამშობლოსა და ერის კულტურა და იდენტობაც. ჩვენ ყველანი ერთნი ვიყავით.
23 მარტი 2026, 10:48
სპორტი
მიმდინარე კვირაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება⛸️
ჩემპიონატში მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. გუნდი ჩეხეთში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება: ნიკა ეგაძე, ანასტასია გუბანოვა, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა და დიანა დევისი და გლებ სმოლკინი.
23 მარტი 2026, 10:42
საზოგადოება
მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები International Media Marketplace-ზე ლონდონსა და პარიზში საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში საერთაშორისო სამოგზაურო მედია კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
23 მარტი 2026, 10:32
პოლიტიკა
საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედის, მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
თამარ ბაგრატიონი მონაწილეობას მიიღებს მელანია ტრამპის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამიტში – „ერთად უკეთესი მომავლისთვის“, რომლის მიზანია ბავშვების განათლების, განვითარებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის მოწინავე ტექნოლოგიების უსაფრთხო და ინოვაციური გამოყენების უზრუნველყოფა.
23 მარტი 2026, 10:29
სპორტი
ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის „გრანდ სლემზე“ ასპარეზობა ექვსი მედლით დაასრულა
თბილისმა 20-22 მარტს ძიუდოს „გრანდ სლემს“ უმასპინძლა. საქართველოს ძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა ასპარეზობა ექვსი მედლით დაასრულა, აქედან ორი ოქროსა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.
23 მარტი 2026, 10:11
ტექნოლოგიები
სამხრეთ კორეაში დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღმოაჩინეს
აღმოჩენა ეფუძნება ნამარხს, რომელიც 3 წლის წინ კუნძულ აპჰეზე იპოვეს. თავდაპირველად მეცნიერებს ის მყარი ქანის ნატეხი ეგონათ, რომლიდანაც რამდენიმე ძვალი იყო ამოშვერილი. თუმცა, ლაბორატორიაში გაირკვა, რომ ეს დინოზავრის ნაშიერის თითქმის სრული ჩონჩხია.
23 მარტი 2026, 10:04
საზოგადოება
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
23 მარტი 2026, 09:56
მსოფლიო
Reuters: კაია კალასმა აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბარი გამართა
„ეს კონტაქტები ევროკავშირის იმ მიმდინარე ძალისხმევის ნაწილია, რომელიც დიპლომატიური გზების ძიებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ „კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ახალი მუქარები ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ მილიონობით ადამიანს უქმნის საფრთხეს“.
23 მარტი 2026, 09:38
საზოგადოება
დუბლინის მთავარეპისკოპოსის, ირლანდიის პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ირლანდიაში საქართველოს საელჩოში სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის გამოსახატად ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ და სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს დუბლინის მთავარეპისკოპოსის, ირლანდიის პარლამენტის, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.
23 მარტი 2026, 09:36
მსოფლიო
ცაჰალმა თეირანში ახალი დარტყმების დაწყების შესახებ განაცხადა
„ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიწყო დარტყმების მასშტაბური სერია თეირანში ირანული ტერორისტული რეჟიმის ინფრასტრუქტურაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
23 მარტი 2026, 09:34
საზოგადოება
ესპანეთის საგარეო უწყების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა ესპანეთში საქართველოს საელჩოში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს ესპანეთის საგარეო უწყების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.
23 მარტი 2026, 09:25
მსოფლიო
ტრამპმა და სტარმერმა ჰორმუზის სრუტის საკითხი სატელეფონო საუბარში განიხილეს
„ისინი თანხმდებიან, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა გადამწყვეტია გლობალურ ენერგო ბაზარზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვლავ მალე დაუკავშირდებიან ერთმანეთს“, - აღნიშნავენ ბრიტანეთის პრემიერის ოფისში.


